ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » დედა ღვთისა...    

09:01:43
დედა ღვთისა...

საკვირველია სიტყვები წმიდა დიონისე არეოპაგელისა, რომ თუ პავლე მოციქულის მიერ არ იქნებოდა ღვთის მეცნიერებაში განსწავლული, მაშინ აუცილებლად ყოვლადწმიდა ქალწულს მიიჩნევდა ღმერთად! თუ ასეთი დიდებულება იყო მის გარეგნობაში, მაშინ რაღა ითქმის მის შინაგან, სულიერ დიდებულებაზე? რას ვიტყვით იმ დიდებაზე, იმ მშვენიერებაზე, რომელიც იყო ამა მეფისა სულში?

გონება მისი, ღვთიურ საქმეებში, ფლობდა სიბრძნეს, რომელიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა და არც არავის ექნება მომავალში. აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებულ იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ გაოცებაში მოჰყავდა გამოცდილი და დახელოვნებული სჯულმოძღვარიც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიერება გასაოცარია მით უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო, ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ ქვეყანასთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მოქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ ჩვენს გულისხმიერებას აღემატება.

მისი ზნეობრივი სიმაღლე ჩვენთვის, ჩვენი მიბაძვისათვის, წარმოადგენს უმაღლეს მაგალითს სრულქმნილებისა. მასში არ იყო ბიწიერება: უბიწო - ის იყო ჭურჭელი სათნოებისა. ყველაფერ იმას, რაც მართებდა ძველი სჯულის მიხედვითდა რაც ეხსნებოდა სახარებისეული სჯულით, ის ასრულებდა ყოველგვარი სიზუსტით. რა შეიძლება მის თავმდაბლობაზე უფრო მაღლა იდგეს. ზეციური მაცნე მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს, რომ შობს ძეს მაღლისა - მესიას, მეფეთა მეფეს, მართალი ელისაბედი ესალმება, როგორც დედას უფლისა, - ის კი, არათუ აიმაღლებს თავს, არამედ შიშსაც კი გვრის ასეთი პატივი - შეძრწუნდება ანგელოზის სიტყვებზე და თავს ღვთის მხევლად აღიარებს, რომელსაც მოხედა უფალმა. მართალი იოსები ეჭვის ქვეშ ექცევა და თავმდაბლად სდუმს, ემორჩილება უზენაეს ხელისუფლებას და ილტვის ეგვიპტედ. ასევე, რა შეიძლება მის უპოვარებაზე უფრო სრულყოფილი იყოს? ასულმა მდიდარი მშობლებისა უგულებელყო ყოველივე, რაშიც ნუგეშს ხედავენ ასულნი კაცთანი, უყვართ რა სიკეთე ამა ქვეყნისა: მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. შემდგომად ჯვარცმისა ძისა თვისისა, არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და ცხოვრობდა ქრისტეს უახლოესი მოწაფის სახლში. რა შეიძლება მის უმანკოებაზე უფრო წმინდა იყოს? თვით იპოსტასურმა ღვთის სიტყვამ აღზარდა იგი და საშო მისი თვის ჭერად იგულა. წმიდა ამბროსი მედიოლანელი მის უბიწოებას ასე გადმოგვცემს: „ის იყო ქალწული არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც, გულით შემუსვრილი, საუბარში ღვთივგანბრძნობილი, ცოტას ლაპარაკობდა და საუბარშიც იყო უმანკო".

რაღა ითქმის მის სიმამაცეზე უდიდეს განსაცდელთა და მწუხარებათა შორის? - არ დაცემულა სულით, როცა წინ ედო ხიფათით აღსავსე გზა ეგვიპტისაკენ. როგორიღა სიმტკიცით მიჰყვებოდა იგი თავის ძეს, რომ განაცვიფრებს ადამიანურ გულსა და ყოველივე ხილულსა და უხილავ ბუნებას, როცა იგი ვნების გზას შეუდგა, იყო გოლგოთაზე, როცა მისი ძე ჯვარს აცვეს, იგი მის ჯვართან იდგა, დაესწრო მის დაკრძალვას! რაოდენ დაკვირვებული იყო იგი თავის თავზე, რა მოუღლელად ფხიზლობდა და ეს მაშინ, როცა აღვსილი იყო მადლითა და სიწმინდით! ესმა რა ანგელოზის სიტყვები: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, - მან ერთბაშად არ დაიჯერა, არამედ სიფრთხილით ფიქრობდა, ახლაც ხომ იგივე არ ხდება, რაც ევას შეემთხვა? რამდენად იყო ღვთის ნებაზე მინდობილი, როცა მასზედ სასოების დამდებმა თქვა - აჰა, მხევალი უფლისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა! მისი ლოცვა ღვთის მიმართ - წმიდა ამბროსი ამბობს, თითქოს ღვთისმშობელი ყოველთვის ღმერთს ეზრახებოდა (ესაუბრებოდა); თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა. და ლოცვა მისი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცანი დაიმორჩილა, თვითონ ღმერთი გარდამოიყვანა ზეციდან, მიძინებისას ქვეყნის ყველა კუთხიდან შემოჰკრიბა წმინდა მოციქულები. დედა ღვთისა, მიუხედავად სიწმიდისა და დიდებულებისა, მაშინაც კი, როცა ემუქრებოდა უბედურება და გაჭირვება, არ ეყრდნობოდა საკუთარ მადლიან ძალებს, არამედ მან თვით გვასწავლა, რომ ღმერთი იფარავს ყველა ღვთისმოსავს: „წყალობა მისი ნათესავიდან ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა". მიუხედავად თავისი მაღალზნეობისა, არ ავიწყდებოდა აღესრულებინა ღვთისმოსავის ვალდებულებანი: ისიც, ვითარცა ერთ დროს მისი ძე და ღმერთი, მოინათლა მონის ხელით, ემორჩილებოდა განწმენდის წეს ჩვეულებას, რომელსაც მოსეს სჯული ავალებდა, ყოველ წელს, დღესასწაულთა დროს, მოინახულებდა იერუსალიმის ტაძარს. ყოვლადწმიდა არასოდეს ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა გარეშენი. წმიდა ამბროსი ამბობს: არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. ჰქონდა წმინდა სიყვარული თავისი მამულის ჭეშმარიტი სიკეთის მიმართ. გული მისი გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, სულ უფალს განადიდებდა, რადგან უფალმა მოჰხედა თავის ხალხს - ისრაელს, რამეთუ აღუსრულა აღნათქუამნი, რომელიც მან აბრაამს და მის მოდგმას მისცა. უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდნენ, მისი ბაგეებიდან არავის არათუ შეურაცმხოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც კი არ სმენია. წმიდა ეპიფანე და ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებდა ღირსპატივსაცემ დარბაისლობას და იყო უცვლელი. ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე; სიტყვები მისი იყო ტკბილი, სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, თავის საუბარში ყოველთვის კეთილსახიერებას ინარჩუნებდა, არასოდეს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება; დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი.



წყაროhttp://www.orthodoxy.ge/tsmindanebi.htm
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1603 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: ღვთისა..., დედა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика