ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 28 » საქართველოს „წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლები    

21:26:18
საქართველოს „წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლები


საქართველოს „წითელ წიგნში" ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა გარდა შეტანილია არაორგანული ბუნების ძეგლებიც. ამ ნუსხაში მოხვედრილია 76 ძეგლი – მღვიმეები, კარსტული ჭები და უფსკრულები, გადაადგილებული და მოქანავე ლოდები, კლდის სვეტები და კოშკები, კანიონები და ხეობები, ვულკანური ფორმები, ბუნებრივი ხიდები, ნამარხი ტყე და ფაუნა, ტალახის ვულკანები, კარული ველები, ტბები, ვოკლუზები, ჩანქერები და სხვ.

კაცხის სვეტი



სამეცნიერო, ესთეტიკური ღირებულებისა და უნიკალურობის გამო ზოგიერთი ბუნებრივი ძეგლი ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრას. ასეთი ძეგლები საქართველოს ბევრ კუთხეში, როგორც ბარში, ისე მთაშიც გვხვდება. თუმცა გაცილებით მეტია ბუნებრივი ძეგლები მთებში. ამ მხრივ, გამორჩეულია, სამეგრელო (გარახი, კორცხელი, ნაზოდელავო, სავეკუო, ყალიჩონა), აფხაზეთი (აბრსკილი, ახალი ათონი, ახიბოხი, თოვლიანი უფსკრული) და რაჭა-ლეჩხუმი (თეკენთერი, სხვავა), სადაც ბევრი კარსტული მღვიმეა. ზოგიერთ ამ მღვიმეში ნაპოვნია უძველესი ნივთიერი კულტურის ნაშთები. ამიტომ ისისნი საინტერესოა როგორც გეოგრაფიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით.

ახალი ათონის მღვიმე





მეტად საინტერესოა სემის ბუნებრივი ხიდი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუბისწყლის ზემო დინებაში, სოფელ ცხუნკურთან ახლოს, ზღვის დონიდან 235 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხიდი ფორმირებულია ცარცული კირქვებით. მისი სიგრძეა 3.5 მეტრი, სისქე – 1.5 მეტრი, ხოლო სიმაღლე მდინარის დონიდან – 2 მეტრი. გარეგნულად იგი შუა საუკუნეებში აგებულ, „თამარის ხიდებად" წოდებულ ნაგებობებს მოგვაგონებს. სინამდვილეში კი სემის ხიდი ბუნების მიერ კარსტული ქანების წყლით გამორეცხვის შედეგად არის შექმნილი.

გოდერძის განამარხებული ფლორა და ფაუნა





განამარხებული ფლორისა და ფაუნის ადგილსამყოფელებით გამორჩეულია სამხრეთ საქართველოს მთიანეთი (ბენარა, გოდერძი), სადაც გეოლოგიურ წარსულში ინტენსიურ ვულკანიზმს ჰქონდა ადგილი. ახალციხის ქვაბულში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზე ნაპოვნია განამარხებული ფლორისა და ფაუნის ნაშთები. აქ ქვიშაქვების წყებებში აღმოჩენილია პალეოგენური (მესამეული პერიოდის) განამარხებული ფაუნა, რომელტა შორის დღეს ბევრი გადაშენებულია. ესენია: მარტორქა, კოლოდონი (ტაპირების შორეული წინაპარი), ორების წინაპარი, ხმელეთის გიგანტური კუ და სხვ.
  ლავური ფორმები ხშირია სტეფანწმინდისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გადაადგილებული და მოქანავე ლოდების სიუხვით კი კავკასიონის მაღალმთიანეთი ხასიათდება, ვინაიდან ის წარსულში მძლავრი გამყინვარების არეალი იყო.

წყაროhttp://ucnauri.com/219125/საქართველოს-წითელი-წიგნ/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 8902 | დაამატა: avtandil | ტეგები: საქართველოს „წითელი წიგნის“ არაორგა | რეიტინგი: 3.5/6

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика