ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 15 » ნარდი - "ნადირობა გოგონებზე".    

14:56:22
ნარდი - "ნადირობა გოგონებზე".

ვინ და როდის გამოიგონა ნარდი არავინ იცის. თუმცა, მას აღმოსავლეთში უძველესი დროიდან სიამოვნებითა და აზარტით თამაშობენ. მსგავსი გასართობი ცნობილი იყო შუმერებისა და აცტეკებისთვის, ეგვიტელებმა კი კამათლის გასაგორებლად სპეციალური ჭიქაც გამოიგონეს. ყველაზე ძველი ნარდის დაფა მცირე აზიაშია აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით 7000 წელს მოითვლის. ამიტომაც ჩვენამდე მოღწეული ცნობები, რომელთა მიხედვით ნარდის გამოგონება ამა თუ იმ ისტორიულ, ზოგჯერ კი მითოლოგიურ პერსონაჟებსაც კი მიეწერება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ლეგენდებია.


ერთ-ერთ გადმოცემით, III საუკუნის სპარსეთის ბრძანებელს არდაშირს შაშის თამაში მობეზრდა. მან დაახლოებული პირნი შეკრიბა და უბრძანა, ახალი გასართობი მოეგონათ. ისინი დითხანს იმტვრევდნენ თავს ფიქრით და ბოლოს ბრძანებელს ძვირფასი ხისგან ნაკეთი დიდი სათამაშო დაფა მიართვეს, რომელზეც შავთეთრი უჯრების მაგივრად, მოპირდაპირე გვერდებიდან ცენტრისკენ მიმართული კონტრასტული ხაზები იყო დახაზული და რომელსაც თან თიხის კოჭები და კამათლები ახლდა.


image


VII-VIII საუკენეების ნაწარმოებში - "წიგნი ჩატურანგზე", ნარდის გამოგონების კიდევ ერთი ვერსიაა გადმოცემული. ინდოეთის მეფემ სპარსეთის შაჰინშაჰს, საზრიანობის გამოსაცდელად ჭადრაკი გაუგზავნა.

შაჰის ერთ-ერთმა ბრძენმა მრჩეველმა მბრძანებლის პრესტიჟი თავის ჭკუითა და მოხერხებულობით გადაარჩინა. მან სრულიად განსხვავე-ბული თამაში მოიგონა, რომელიც ერთი შეხედვით ჭადრაკზე იოლიც კი იყო, მაგრამ მაინც მოაქცია ჩიხში თავის თავში დარწმუნებული ინდოეთის მეფე. ეს თამაში კი ნარდი გახლდათ.


არცერთ თამაშს იმდენი სახელწოდება არ აქვს, რამდენიც ნარდს. აცკეტები მას "პატოლის" უწოდებდნენ, რომაელები "ტაბულას", ბერძნები "ტავლის", სპარსელები "ტახტე ნარდს" ანუ "ხის დაფაზე ბრძოლას", ისლანდიელები კი დღემდე ცდილობენ, გააცურონ მოწინააღმდეგე, კამათლებს აგორებენ და ყველა კოჭს "სახლში" უყრიან თავს და ამ გასართობს "გოგონებზე ნადირობას" ეძახიან.


ევროპაში ნარდი XII საუკუნეში შორეული ქვეყნიდან ჯვაროსნებმა შემოიტანეს და "ტრიკტრაკომი" უწოდეს, რადგან სწორედ ასეთ ხმებს გამოსცემდა ხის დაფაზე გაგორებული კამათლები. გატაცება საყოველთაო აღმოჩნდა. რიჩარდ ლომგულის ბრძანებით, სარდლებს მკაცრად უნდა ედევნებინა თვალ-ყური ჯარისკაცებისთვის, რადგან მათ ბრძოლის დროს ნარდი არ ეთამაშათ.


არაბაბი ფილოსოფოსი აბუ-ალი ხასიმი ნარდში დროსთან-კავშირს ხედავდა: 30 ქვა თვის დღეებს მიანიშნებდა, 24 პუნქტი - დღე-ღამის საათებს, დაფის ერთ მხარეს განლაგებული 12 პუნქტი - წელიწადის თვეების რაოდენობას.


image


ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტიდან ყველაზე გავრცელებულია ორი - გრძელი და მოკლე ნარდი. ნარდში ორი მოთამაშეა, ანგარიში ძველი სპარსულისა და თურქული სიტყვების ნარევით ცხადდება. გამოცდილი მოთამაშეები თვლიან, რომ ყველაფერი გაგორებულ კამათლებზე გამოსახულ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, აარც სვლებია წინასწარ გათვლილი. თუმცა, ჭადრაკისაგან განსხვავებით ნარდში სავარაუდო ვარიანტები გაცილებით ნაკლებია. მაგრამ გამართლებაზე იმედის დამყარება არ ღირს, გამარჯვებას მხოლოდ ცივი გონება და სწორად არჩეული ტაქტიკა მოიტანს.


სათამაშო დაფა და კოჭები ოდითგანვე კარგი ხისგან მზადდებოდა, ყველაზე საუკეთესო ნიმუშები ორნამენტებითა და თვლებით იყო მორთული. ტრადიცია დღესაც გრძელდება, თუმცა უნიკალური ნამუშ-ევრები ბევრი აღარაა.


image

დღეს დაფებს უბრალო ხისგან ან პლასტიკატისგანაც ამზადებენ. დღეს ნარდი მსოფლიოში ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა. მას ყველა ოჯახში და ყველა ეზოში თამაშობენ, პროფესიონალები კი ნარდში მსოფლიო ჩემპიონატებსაც კი ატარებენ.



წყაროhttp://intermedia.ge
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 7253 | დაამატა: butatino | ტეგები: ნარდი - ნადირობა გოგონებზე. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика