ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 13 » მკვდარი ლეკვები მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის ეზოსთან    

22:42:22
მკვდარი ლეკვები მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის ეზოსთან
12 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემზარავი ვიდეო გაავრცელა, რომელიც გადაღებულია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეოში ნათლად ჩანს მკვდარი ლეკვები, რომლებსაც სხეულის და თავის ქალის მრავლობითი ღია დაზიანებები აღენიშნებათ.

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა თეიმურაზ წიქორიძემ შემდეგი სახის სტატუსი გაავრცელა საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

"გუშინ გვიან ღამით ვიყავით მე და თემურ ფხალაძე (მუნიციპალური თავშესაფრის კონტროლის სამსახურის უფროსი) ადგილზე. ზუსტად იგივე სიტუაცია დაგვხვდა. დღეს დაიწყება სამსახურებრივი მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ვერსია. მოკვლევის შემდეგ, თუ დადგინდა, ვინ გადაყარა მკვდარი ლეკვები, მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ, წესით, უნდა გატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები იმ პირთან დაკავშირებით".

მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე კი, ინფორმაციაში მაწანწალა ძაღლების შესახებ, ვკითხულობთ: "საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება მაწანწალა ძაღლების არაევთანაზიის გზით ლიკვიდაციის შესახებ კი სიმართლეს არ შეესაბამება. მერიის მიერ ყოველდღიურად კონტროლდება შესაბამისი კლინიკები და უზედამხედველო ცხოველების ლიკვიდაცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი კანონდამრღვევი ორგანიზაციის ან პიროვნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება".







იხილეთ: ცხოველთა თავშესაფარში აცხადებენ, რომ მკვდარი ლეკვები მათი ბინადრები არ იყვნენ

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი მკვდარი ლეკვებია ასახული, თავშესაფრის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. მათი თქმით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა როგორც ისანი-სამგორის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების განყოფილების უფროსი ტიტე ჯჭონია ამბობს, დიდი ალბათობით მკვდარი ძაღლები მათი თავშესაფრის ბინადრები არ არიან.

ამ დროისთვის თავშესაფარში 106 ძაღლი ცხოვრობს და ყველა მათგანი აღრიცხვაზე იმყოფება.
ავტორი: ელენე ცინცაძე




წყაროhttp://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/28441-mkvdari-lekvebi-meriis-matsantsala-ckhoveltha-thavshesafris-ezosthan.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2075 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика