ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 6 » საქართველოს უძველესი ხიდები    

17:48:52
საქართველოს უძველესი ხიდები

 

 

ნიკო კვეზერელი-კოპაძე - "საქართველოს ძველი ხიდების მთავარი სახეები"...<<ტექსტი სრულად იხილეთ აქ....<< "ძეგლის მეგობარი" XIX, 1969, გვ.47-59 ...

საზოგადოდ უნდა ითქვას. რომ ძველად ხიდების მშენებლობა ქართველი ხალხის ტექნიკურ შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად თვალსაჩინო დარგს წარმოადგენდა. საკმარისია გავეცნოთ არსებულ წყაროებს და მატერიალურ ძეგლებს, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად განვითარებული და გავრცელებული ყოფილა საქართველოში სახიდე ნაგებობანი. ამას ადასტურებენ ძველი ქვის ხიდები, რომელთა ცალკეულმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწიეს და ის აუარებელი ხიდების ნარჩენები და ნაშთები, რომლებიც ჩვენ გვხვდებიან წარსულ დროიდან საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე... საქართველოს ძველი სახიდე ნაგებობანი წარმოადგენენ ჩვენი ეროვნული სიამაყის მატერიალურ ძეგლებს, ისევე როგორც საკულტო ნაგებობანი, ციხეები, კოშკები და სხვ. ისინი წარმოადგენენ მრავალ თაობის სამშენებლო მოღვაწეობის შესანიშნავ ნიმუშებს......<<ტექსტი სრულად აქ...<<

X- XII საუკუნის ხიდები // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.167

ქველ საქართველოში უამრავი ხიდი არსებობდა, მაგრამ დღემდე ძველ ხიდთაგან ცოტა თუ გადარჩა. განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაში ხიდები ქვისა შენდებოდა, უმეტესობა მაშინაც და უფრო გვიანაც ცალმალიანი (ერთთვლიანი) იყო, ისე რომ კონსტრუქცია ორსავ მხარეს უშუალოდ ნაპირის კლდეებს ებჯინებოდა. შუა მდინარეში ბურჯების ამოყვანას ერიდებოდნენ კონსტრუქციის სირთულის გამო, მაგრამ თუ მდინარის სიგანე მოითხოვდა, ასეთი ბურჯების აგებაც შეეძლოთ. მალები, რა თქმა უნდა, ყოველთვის თაღოვანია, დამახასიათებელია, აგრეთვე, ხიდების კუზიანობა. XI-XII ს-თა კარგი ნიმუშებია ბესლეთის ხიდი სოხუმთან, დონდალოს ხიდი აჭარაში (აჭარისწყალზე) და მდ.თეძამზე ქართლში, რკონის მახლობლად. მდ.ბესლეთზე აშენებული ხიდი (სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 8 კმ მანძილზე) ერთთაღიანია. მალის სიგრძეა - 13,3 მ., ხიდის მთლიანი სიგრძე - 35 მ., თაღის სიმაღლე წყლის დონიდან - 8 მ. (რის გამოც ხიდი არ იფარებოდა წყალდიდობის დროსაც), ხოლო სიგანე სულ - 4,7 მ., (ამგვარი სივიწროვე ძველი ქართული ხიდების დამახასიათებელია). ხიდი ქვისაა, კირის ხსნარზე ნაშენი. მოსაპირკეთებელი ბლოკები სიმაღლით - 1 მეტრია, სიგანით 30-35 სმ., მათ შორის აგურშერეული დუღაბის ფართო ფენებია. ქვებზე შერჩენილია ძალიან ლამაზი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი. ხიდის გაანგარიშებამ დაადასტურა, რომ მას დიდი დატვირთვის გაძლება შეეძლო.

1. ლ.რჩეულიშვილი და ნ.ჩუბინაშვილი. XI-XII სს. ხიდი ბესლეთზედ: შოთა რესთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა. თბ., 1938 წ., გვ.265-280 (აქვეა დამატება: ინჟ. კონსტრ. ვ.მარსოვის "ხიდის გაანგარიშების განმარტებითი ბარათი").

 

"გატეხილი ხიდი" (XVII ს.)// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.186

გვიანა ფეოდალური ხანის ხიდთმშენებლობის ნიმუში. მდებარეობს თბილისიდან 57 კმ.-ის დაშორებით, გადებულია მდ.ხრამზე (ქციაზე). ამ ხიდზე გადადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული მაგისტრალი, რომელიც საქართველოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და  ირანთან აკავშირებდა. ამის მახლობლად წინათაც არსებობდა ხიდი, ეს კი, როგორც მემატიანეთა ცნობები მოწმობს, ააშენა ქართლის მეფემ როსტომმა XVII ს-ის შუა წლებში. თავისი ფორმებით და საერთო იერით ძალიან ენათესავება ირანულ ხიდებს, რომლებიც, აშკარაა, ნიმუშად ჰქონდათ, აშენების დროს. ხიდი ნაშენია ე.წ. ქართული (კვადრატული) აგურით (22X22X4 სმ). ბურჯების ქვემო ნაწილები ალგეთის ქვის (ანდეზიტის) თლილი ფილებითაა მოპირკეთებული. ოთხი მალია, ყველას ისრული კამარის სახე აქვს (მალების ზომაა: 26,1; 8,0; 16,1; 8,2 მ.). ხიდის საერთო სიგრძეა 175 მ., გასავლელი ნაწილის სიგანე - 4,3 მ., ნაპირის ბურჯებში მოწყობილია ქარვასლები. მათი ფართობი 300 მეტრამდეა. საქართველოში დარჩენილია XVII ს-ის სხვა ხიდებიც - მდ.მაშავერაზე, სოფ.ქოჩალუსთან (ქვემო ქართლში), მდ.ჭიშურაზე (ქუთაისის მახლობლად). გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ აშენებული 1668 წ.. ეს უკანასკნელი - ქვის ხიდია, ყოველგვარი ირანული ფორმების გავლენის გარეშე.

განვითარებული ფეოდალიზმი: ხიდები //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ. 1995. გვ.110.

მრავალ მდინარეზე დღემდე შემორჩენილია ძველი ხიდები, ამასთან უმრავლესობა დღესაც მოქმედებაშია. სოხუმის მახლობლად მდინარე ბესლეთზე გაშენებული ხიდის კამარა აგებულია კირქვის ფილებით და შემოსილია ქვის დიდი ბლოკებით, სიმაღლით 0,85 – 1,2 მ. თითოეულ ბლოკზე გამოკვეთილია ქართული ასომოავრული ასოები, რომლებიც XII საუკუნის წარწერას შეადგენენ. თაღის მალი აღწევს 13,5 მ., ხოლო სიმაღლე 11,2 მ. კამარის სიგანეა - სავალინაწილი - 4,7 მ. ხიდის თაღი ეყრდნობა ორ მძლავრ რვა მეტრის სიგანის ბურჯს. ამავე პერიოდს მიეკუთვნება თაღიანი ხიდები აჭარის წყალზე ფურტიოსთან, სადაც მალი 17,5 მეტრს აღწევს, ხოლო ხიდი დონდალოსთან 20 მეტრიანი მალით, ხიდი მდინარე ჩოლაბურზე საკარასთან და მშვენიერი ხიდი მდინარე თეძამზე რკონის მონასტრის მახლობლად.

ი.ციციშვილი - წითელი ხიდი: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.129.

XVII საუკუნის პერიოდიდან შემორჩენილი ხიდები და პირველყოფლისა ყურადღებას იპყრობს "წითელი ხიდი" მდ.ხრამზე. ხიდი აგებულია XVII საუკუნის შუა ხანებში როსტომ მეფის დროს. ხიდის საერთო სიგრძე აღწევს 153 მეტრს. იგი ოთხმალიანია, ისრული ფორმის თაღები გამოყვანილია ბრტყელი აგურით, ხოლო ბურჯები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ხიდის სიგანეა 4,3 მ. თაღები მდინარის დონიდან აღმართულია 12-14 მეტრით. ხიდი გვერდებიდან შუაგულისაკენ თანდათანობით მაღლდება და მთავარი თაღის თავზე გარდატყდება, რის გამო მას "გატეხილი ხიდიც" ეწოდება. ხიდის სანაპირო ბურჯებში მოწყობილია ბუხრიანი დიდი ოთახები, რომლებიც ქარვასლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამას გარდა არის მომცრო ოთახი - სადარაჯოსათვის ან მებაჟისათვის. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ხიდი მდ.ვერეზე თბილისში, ყაურმის ხიდი მდ.თაფარავანზე, ხიდი მდ.ჭიშურაზე აგებული 1667 წ. გენათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ, მდ.მაშავერაზე, და სხვ.

ქ. დიღმელაშვილი - მცხეთის "პომპეუსის" ხიდი

მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-IIIსს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.<<ტექსტი სრულად აქ...<<

 

რკონის ხიდი

ფოტოების ავტორი ლ. პავლიაშვილი

ფოტოს ავტორი ა. გამზარდია

ფოტოს ავტორი გ. ჩანადირი


ხიდი ლაზეთში - აფსოში -

ფოტოს ავტორი გ.ქარჩავა

ფოტოს ავტორი გ.ქარჩავა

ხიდი ათინაში, ლაზეთი

 

თამარის ხიდი კახში, ჰერეთი

ფოტოების ავტორი გ. ბარისაშვილი


 

თამარის ხიდი ზემოაჭარაში, მდ. ქედისწყალი.

ფოტოების ავტორი. გ. ბარისაშვილი

ხიდი ზემოაჭარაში

 

მცხეთის ძველი ხიდი მტკვარზე ( ე.წ. "პომპეუსის" ან  "მოგვთა" ხიდი)

ფოტოს ავტორი გ. ბარისაშვილი

მცხეთის ძველი ხიდი

ძველი "თამარის ხიდი" ქუთაისთან, მდ. ჭიშურაზე

ფოტოს ავტორი გ. ბარისაშვილი

 

ეს კი ამავე  ხიდის წარწერა

 

ძველი  ხიდი იმერეთში (ზესტაფონი) სოფელი ქვედა საქარა, მდინარე ჩოლაბური

ფოტოების ავტორი გ. ბარისაშვილი

 

უძველესი ქართული ხიდი აფხაზეთში - ბესლეთის ხიდი   ზედ ასომთავრული წარწერით

ფოტოები აღებულია ვიკიპედიიდან


 

ძველი ხიდი მდინარე ფირტინაზე (რიზეს პროვინცია)

http://ka.wikipedia.org/wiki/რიზე_(პროვინცია)

 

ხიდი ლაზეთში

ფოტოს წყარო:  http://church.ge/index.php?showtopic=1873



წყაროhttp://www.bazieri.ge/news/0-0-0-0-
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 4201 | დაამატა: butatino | ტეგები: საქართველოს უძველესი ხიდები | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика