სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [143]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [28]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [467]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [52]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Gochahahaპასუხების რაოდენობა: 4059
ნადირობა იხვზე   
jelo888პასუხების რაოდენობა: 6260
ბრაკონიერობის აფიშირებ...   
m@mukaპასუხების რაოდენობა: 152
BROWNING MAXUS   
minchaninპასუხების რაოდენობა: 77
პოინტერი   
irakligvenetadzeპასუხების რაოდენობა: 4156
დავდოთ რა სურათებიც გი...   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 334

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » მეტეორიტების წვიმა ჩელიაბინსკში    

02:08:52
მეტეორიტების წვიმა ჩელიაბინსკში


2013 წლის 15 თებერვალს, კამენსკ-ურალსკში (სვერდლოვსკის ოლქი), ლენინსკის მიკრორაიონში, დაახლოებით 08.40 წუთზე ადგილობრივი დროით ჩამოვარდა მეტეორიტი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათენებული იყო, შესამჩნევი გახლდათ ძალზედ მკაფიო გაელვება.



დაახლოებით 9.21-ზე ისე განათდა, რომ თვითმხილველთა თქმით, შეუძლებელი იყო ნათების წყაროს დანახვა, ადამიანებმა თვალები ხელით დაიფარეს… ცაში მკაფიოდ გაიელვა თეთრ-წითელმა ობიექტმა, რომელმაც დატოვა მეტად შესამჩნევი კვალი… ერთი წუთის შემდეგ კი აფეთქებათა სერიაც გაისმა, ამას მოჰყვა დარტყმის ძალა, რომელმაც ჩაამსხვრია ფანჯრები, ქუჩაში გამოსული შეძრწუნებული ადამიანები შეშფოთებულები აკვირდებოდნენ ცაში მიმდინარე მოვლენას, რომლის დროსაც ისმოდა აფეთქებების ხმა და იგრძნობოდა რყევები.

აფეთქებები ესმოდათ ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგსა და ტიუმენში. თვითმხილველთა აზრით ნათება, რომელსაც ისინი აკვირდებოდნენ იყო კომეტა ან მეტეორიტი. სვერდლოვსკსა და ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნახეს როგორ ცვივოდნენ ციდან ალმოდებული ობიექტები.

როგორც ИТАР-ТАСС-ი იუწყება, ჰაერში "მოხდა გაელვება, რომელმაც ძლიერი დარტყმა გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროში მეტეორიტი შემოიჭრა”.

"კოსმიური მონიტორინგის მოწყობილობებმა დააფიქსირეს გაელვებები ატმოსფეროს ქვედა შრეებში, ეს იყო მეტეორიტთა წვიმა”, – იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ელენა სმირნიხი. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად ჩელიაბინსკის მაღალსართულიან შენობებში ჩაიმსხვრა მინები. "ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოსახლეობის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება”, – აცხადებს სმირნიხი.

უფრო ადრე, ძალოვანი სტრუქტურებიდან სანდო წყარო იუწყებოდა, რომ სპეციალისტები ამოწმებენ ინფორმაციას ჩელიაბისნკში, დაახლოებით 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მომხდარი აფეთქების შესახებ. ურალის რეგიონიდან შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცაში დაინახეს მკაფიო გაელვებები. ასე, მაგალითად, ეკატერინბურგიდან იუწყებიან, რომ ქალაქის გარეუბანში იხილეს თუ როგორ ჩამოვარდა ალმოდებული ობიექტი. ეს მოვლენა ტიუმენის მცხოვრებლებმაც ნახეს. ნანახი მათ აღწერეს, როგორც მანათობელი ბურთი.

ცენტრალური სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო ლაინერების მიერ არანაირი კატასტროფა დაფიქსირებული არ არის. კოსტანაის (ყაზახეთის ჩრდილოეთი) მცხოვრებლებმაც ნახეს მეტეორიტის აფეთქება და მისი ჩამოვარდნა, – წერს რეგიონალური გამოცემა "Наша газета”. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 15 თებერვალს, დაახლოებით 9.15 წუთზე (7.15 მოსკ.) კოსტანაის მცხოვრებნი ამოუცნობი ზეციური ობიექტის ჩამოვარდნის მოწმენი გახდნენ. თვითმხილველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო მეტეორიტი. "უეცრად გაიელვა მოწმენდილ ცაზე. ეს იყო დიდი ცეცხლოვანი ბურთი კვამლის შლეიფით, შემდეგ ის სადღაც ჩამოვარდა. ეს ყოველივე გრძელდებოდა რამოდენიმე წამი. ჩვენი სამუშაო კაბინეტი წითლმა ნათებამ გაანათა”, – იუწყება კოსტანაის მცხოვრები ალსუ სახოვა. "Наша газета”-ს რედაქციის მონაცემებით, შემოვიდა მრავალი ზარი თვითმხილველთაგან, რომლებიც საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ მეტეორიტის ჩამოვარდნას.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩელიაბინსკის სამმართველოს ძალები მაქსიმალურად არიან მობილიზებულნი. გამოცხადებულია უმაღლესი დონის განგაში. გაძლიერებულად იცავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

ჩელიაბინსკის ოლქის მცხოვრებლებს ამ დილით ეგონათ რომ ომი დაიწყო: ყველა მხრიდან მოდიოდა შეტყობინებები გიგანტური ცეცხლოვანი ბურთების შესახებ, რომლებიც ცაში გამოჩდნენ, შემდეგ კი ქალაქის ახლომახლო ჩამოვარდნენ. მკაფიო გაელვება იხილეს ჩელიაბინსკში, კოპეისკში და ეკატერინბურგშიც კი. ამბობენ, რომ ობიექტი წააგავდა ცეცხლოვან ბურთს – ზოგიერთს ეს თვითმფრინავის კატასტროფა ეგონა, – შემდეგ კი სრულიად დაბნელდა და აფეთქების უძლიერესი ხმა გაისმა.

"დღეს, რაღაც საშინლად უცნაური და გაუგებარი რამ მოხდა! ქუჩაში ერთდროულად ამუშავდა ყოველგვარი სიგნალიზაცია, ქუჩებში თითქოსდა ვიღაცა ეთამაშებოდა ელექტრო გამომრთველს, რომელიც ჩააქრობდა და აანთებდა განათებას. ჯერ დაბნელდა, შემდეგ მკაფიო ალიონივით განათდა, თან ისე, რომ ნათებისგან თვალები გვეტკინა. 20 წამის შემდეგ კი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. სახლების ფანჯრები გაიღო, ჩაიმსხვრა მინები. ხალხი პანიკაში ჩავარდა. ყველა ქუჩაში გარბოდა. ზოგის აზრით რაკეტა ჩამოვარდა, ზოგის აზრით კი ბომბი აფეთქდა. სადმე დარეკვა შუძლებელი იყო, მობილური კავშირი გამოირთო”, – წერს თავის ბლოგში ქ. კოპეისკის ერთ-ერთი მცხოვრები.

რუსეთის საგანგებო სიტუაციის სამმართველოსა და რეგიონის აეროპორტებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსია გამოირიცხა. "ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ყურადღება მიაპყრეს ალმოდებული ობიექტების ვარდნას. ზოგიერთმა ისინი საჰაერო ლაინერებად მიიჩნია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ურალის თავზე იმ დღეს არც ერთ საჰაერო ლაინერს კატასტროფა არ განუცდია, ყველა დაფრინავს საშტატო რეჟიმში”, – იუწყებიან საგანგებო ვითარებათა სამმართველოდან.

კატასტროფის "გეოგრაფიის” მიხედვით, ჩამოვარდა რამოდენიმე ნამსხვრევი. რაღაცა დაეცა ჩურილოვოზე, ემანჟილინსკზე, კიდევ ერთმა ობიექტმა პანიკაში ჩააგდო ჩელიაბინსკის მიკრორაიონ შერშნის მცხოვრებნი.

საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ურალის რეგიონალური სამმართველოს პრეს-სამსახურის უფროსმა, ვადიმ გრებენნიკოვმა განაცხადა, რომ მეტეორიტმა გადაიფრინა ყაზახეთიდან სამხრეთით ტიუმენისკენ, კურგანისა და სვერდლოვსკის ოლქების გავლით, და სავარაუდოდ ჰაერში აფეთქდა.
დაახლოებით 20 ათასამდე მაშველი სრულ მზადყოფნაშია. მეტეორიტული წვიმის შემდეგ გამოცხადებულია საგანგებო ვითარება. სამი საჰაერო სამხედრო ლაინერი მეტეორიტების ჩამოვარდნის არეალს ამოწმებს. ერთ-ერთი ფრაგმენტი აღმოჩენილია ძნელად მისაწვდომ რაიონში.

მეტეორიტის ჩამოვარდნა ურალში იხილა ათასობით ადამიანმა. ჩელიაბინსკში მეტეორის ჩამოვარდნა არ უნდა იყოს დაკავშირებული მოახლოვებულ 45 მეტრიან ასტეროიდთან, რომლის სახელწოდებაა 2012 DA14 და რომელიც მალე ძალიან ახლოს ჩაუვლის დედამიწას.

ურალში მეტეორის ჩამოვარდნის შემდეგ მძლავრ აფეთქებებს აკვირდებოდნენ უზარმაზარი ტერიტორიის არეალში (დაახლ. ათასობით კილომეტრის რადიუსში). ამ მოვლენის შედეგები იხილეს ეკატერინბურგში, ჩელიაბისნკში, ყურგანში, ტიუმენსა და ყაზახეთშიც კი.

სამხედროებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ნამსხვრევის ჩამოვარდნის ადგილი. მათი უწყებით რადიაციული ფონი მეტეორის ჩამოვარდნის ადგილზე ნორმალურია.

უკანასკნელი მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვმა ჩელიაბინსკის ოლქში ათას ადამიანს მიაღწია, იუწყება РИА Новости.

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.




წყაროhttp://apocalypse.ge/sxv_meteoritebis_wvima_cheliabinskshi.html
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 1274 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 31
    სტუმარი: 31
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    gogla76, dimi, raptor, mamula51, temo-niko13, abogachechiladze, akson777, gugalo, baxaie, IRAKLIG, gugaa1987, sabjek, minchanin, mirzagg, m@muka, Gochahaha, gio2404, STORME

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика