ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 5 » სათევზაო ადგილის შერჩევა სხვადასხვა თევზებზე    

11:36:17
სათევზაო ადგილის შერჩევა სხვადასხვა თევზებზე
მისაჩვევი და დამტებითი საკვებიის ადგილის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია წყალსატევის ფსკერისა და დინების მიმართულების თავისებურებანი. ასე, მაგალითად, დამატებითი საკვები არ უნდა ჩავყაროთ ნაკადში, რომელსაც უკუდინება აქვს;

მისაჩვევი საკვები კი წყალში ჩაძირული კორძიანი ხეებით ჩახერგილ ადგილებში.

სასურველია წინასწარ წყალსატევის ფსკერის გამოკვლევა, რათა მისაჩვევი საკვები ჩავუშვათ თევზების მოძრაობის სავარაუდო გზაზე. ასეთი გზები შეიძლება იყოს ბაახის კორდებს შორის, ლელქაშის გასწვრივ. სწორ გრუნტებზე მდებარე მორებს შორის, რომლებიც დინების მიმართულებით ძევს, ფსკერის წყალქვეშა შვერილების გასწვრივ და ა. შ.

ქარიყლაპიას ბინადრობის ადგილები შეიძლება იცვლებოდე თევზების გადააადგილების, ქარი მიმართულების, წყალცემის ტალღის, წყლის ტემპერატურისა და ამინდის მიხედვით. მაგალითად, გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ქარიყლაპია ირჩევს თხელ ადგილებს, რომლებიც მზით თბება, ხოლო შემოდგომით –– ღრმა ადგილებს. წყალცემის ნაპირიდან იგი მიეშურება ქარზურგა ნაპირისაკენ ან იმალება ღრმა ადგილებში. ჩასაფრდება რა ჭალის ტბიდან გამომავალი ტოტის მახლობლად, თავს ესხმის მდინარეში მიმავალ ლიფსიტებსა და პატარა თევზებს.

ქაშაპის საყვარელი სადგომი (ტოფობის შემდეგ) ადგილებია: ქვიშოვან-კენჭარი ან კლდობანი ჩქერები, წყალქვეშა შვერილები უსწორმასწორო ფსკერზე, ხიდების ხიმინჯები, ჩქერისა და უკუდინების საზღვრები, წყლის ჭავლები კაშხალის ქვემოთ, ჩქარი დინების მქონე პატარა მდინარეებისა და ნაკადულების დიდ მდინარესთან შესართავი რაიონები. იკვებება დღე-ღამის განმავლობაში(ტოფობის დროსაც) საკმაოდ გაიმაძღარი და ყველაფრის მჭამელია.

გაზაფხულზე, წყლის დაწმენდის შემდეგ, ქაშაპს იჭერენ ტივტივიანი ნემსკავებით ჭიაყელების გროვაზე, შავ ტარაკანაზე, მწერთა მატლებზე. ანკესზე წამოგების მეტი შემთხვევებია ზომიერი დინების ქვიშჲან ფსკერი მქონე ადგილებში 1,5-2,5 მ სიღრმეზე.

მაისის ხოჭოს გამოჩენისთანავე გადადიან უსაწაფო ჭერაზე იყენებენ რა ამ საუკეთესო სატყუარას. ჩვეულებრივ ანკესობენ ჩქერებსა და სწრაფი დინების ჭავლებში, მიუშვებენ რა გადასროლილ ხოჭოს დინების ნებაზე, ზოგჯერ ანკესობენ ფსკერიდან. ხოჭოს გარდა სატყუარად ხმარობენ სხვადასხვა მუხლუხოებს (საუკეთესოა ალვის ხეზე მცხოვრები ღამის პეპელას მუხლუხო) და, აგრეთვე, ნემსიყლაპიებისა და მედღეურანის მატლებს.

აგვისტოდან ქაშაპი გადასახლდება ნელი დინების ღრმა ადგილებში. ამ დროს მისი დაჭერა უმჯობესია ფსკერის ანკესით, რომელზეც უკეთებენ პატარა ციმორს, ბაყაყს, მდინარის კიბოს ხორცს, ქათმის ნაწლავებს, ყველის ან ძეხვის კუბიკებს, მუცლის ქონის ნაჭრებს, მდინარის სალამურას მატლს, პურის სორსალს.

ფარფლწითელა არასოდეს არ გვხვდება დინებაში და არ გამოდის ღია წყალზე წყლის მცენარეთა რიყიდან, ამჯობინებს ნახევრად ჩაძირულ ბუჩქებთან ყოფნას. საუკეთესო სატყუარაა მწერთა რუისელანის, ლაფნიჭამიას, ბირკავას ჩრჩილის — მატლები.ზაფხულში სიამოვნებით მიირთმევს მწერებს –– მედღეურას, პატარა კუტ კალიას.

ჭერეხის ბინადრობის ადგილები წლის განმავლობაში სხვადასხვაა: იზამთრებს ნელი დინების ღრმა ორმოებში, ტოფობის შემოდგომ პერიოდსა და შემოდგომით, წყლის გაცივების დროს, სადგომად ირჩევს სუსტი ან ზომიერი დინების საშუალო სიღრმის უბნებს და დგას ფსკერთან ახლოს. ზაფხულობით დღის მეტ ნაწილს ატარებს წყლის ზედა ფენებში. ღამ-ღამობით, ხოლო ზოგჯერ დღისითაც, ავდარსა და წყლის დონი მკვეთრი მომატების დროს, მიეშურება ახლომდებარე ღრმა ადგილებში. მისი საყვარელი ადგილებია არც თუ ღრმა ჭორომები და ჩქერები: აქ იგი ამჯობინებს ძირითადი ნაკადის ახლოს, ჩვეულებრივ იქ სადაც დინება კარგავს სიჩქარეს, დგომას. ჭორომებთან ხშირად დგას უშუალოდ წყლის გადაშვების წინ. უყვარს, აგრეთვე, ჭავლები კუნძულთა ქვედა კიდესთან, მდინარეში შორს შეჭრილ ნახევარკუნძულთა, ხიდებისა და ჯებირების ქვემოთ. ზოგჯერ, უქარო ამინდში, ხშირად შებინდებისას, გამოდის მდინარის წყნარ ნატბორებში.

შემოდგომით ჭერეხი მიდის შედარებით წყნარ და ღრმა ადგილებში.

როცა ჩნდება მწერები იწყებენ წერეხის ჭერას უსაწაფო ანკესის ჯოხით. ამგვარი თევზაობა უკეთეს შედეგს იძლევა ზაფხულის პირველ ნახევარში, უმეტესად ხშირი სანაპირო მცენარეულობით დაფარულ პატარა მდინარეეში.

ბუნებრივი სატყუარებიდან ჭერეხი ხალისით კიდებს პირს ღრაჭას. შავ ტარაკანას, ხოლო მოგვიანებით დიდ კუტ კალიას.

გუწუს საყვარელი ადგილებია ნაკალაპოტარი ჭალები, სუსტი დინების ტოტები, მდინარეთა ყურეები, და აგრეთვე ტბები და ტბორები, რომელთა ნაპირები დაფარულია ლელქაშით, ისლითა და ლერწამით. ყველა წყალსატევში ამჯობინებს წყნარ, წყნარ ბალახით დაფარულ ადგილებს, იგი ნაკლებმოძრავი, ფსკერული თევზია.

გუწუს აღმოჩენა შეიძლება წყლის ზედაპრზე ამომავალი ჰაერის ბუშტუკების ჯაჭვით. დაჭერას იწყებენ ადრიან გაზაფხულზე. ჭიაყელასა და კოღო-ხრიალას მატლზე, სანაპირო რაყებსა და მათ კორდებს შორის. კარგი მისაჩვევი საკვებია სხვადასხვა კოპტონი.ფაფა, პური, მოხარშული კარტოფილი, ორთქლში მოშუშული პურეულის მარცველები, ხაჭო. გუწუზე ანკესით თევზაობის საუკეთეზო დროდ ითვლება მოღრუბლული თბილი ამინდი, როცა ოდნავ ჟინჟლავს. წვიმის შემდეგ გუწუ ამოდის წყლის ზედაფენებში, რაც გასათვალისწინებელია სატყუარას ჩაშვების დროს. მის დასაჭერად ხმარობენ მდინარის კიბოს კისერს. შეიძლება გამოვიყენოთ ხორცის ბუზის მატლიც, რომელიც უფრო ადგილი მოსაპოვებელია, ვიდრე მდინარის კიბო, მკვრივი საფარველიდან გაწმენდილი ლოკოკინა ან ლოქორა.

ტოფობის წინ გუწუ არ ეკარება სატყუარას. ქვირითის დაყრის შემდეგ ანკესზე წამოგება კვლავ განახლდება, ზაფხულში წყდწბა, ხოლო შემოდგომით ისევ იწყევა მცირე ხნით. აცივებასთან ერთად გუწუ მიდის ღრმა ადგილებში და გამოსაზამთრებლად ეფლობა შლამში.

ტობი ზაფხულში ირჩევს თანაბარი დინებისა და 2,5–4 მ სიღრმის ადგილებს ნაპირიდან მოშორებით. ამჯობინებს კემჭნარიან და თიხნარიან უბნებს. წყნარ დინებაში არასოდეს არ დგას, მაგრამ გაურბის ძალზე ძლიერ დინებასაც.

კაპარჭინას სადგომი ადგილები ზაფხულობით სხვადასხვაა.სამხრეთის მდინარეებსა და მათ შენაკადებში იგი ბინადრობს, ძირითადად, ღრმა ორმოებში თიხიანი, იშვიათად, ქვიშიანი ფსკერს. ღამითა და ალიონზე, საკვების ძებნაში, ეწვევა ხოლმე თხელ ბალახოვან ყურეებს. კაპარჭინა ყოველთვის გუნდებად ცხოვრობს და ზაფხულშიც მისი ყოფნა შეიძლება განისაზღვროს დამახასიათებელი „თამაშით”, რომლის დროსაც იგი წყლიდან ამოყოფს ჯერ თავს, შემდეგ ზურგის ფარფლს და ბოლოს კუდს,რომელსაც გაუტყლაშუნებს წყლის ზედაპირს და კვლავ მიაშურებს სიღრმეს. ნახევრადგამსვლელი კაპარჭინაა კვებას იწყებს მდინარეში შემოსვლისთანავე. ტოფობის დროს იგი არ იკვებება. ინტესიურ კვებას იწყებს ტოფობიდან 10–15 დღის შემდეგ, მერე ანკესზე წამოგების შემთხვევები თანდათან მცირდება და ხელახლა ძლიერდება შემოდგომისას. გაზაფხულსა და ტოფობის შემდეგ ხელსაყრელი ამინდის დროს იკვებება მთელი დღის განმავლობაში, ზაფხულში – ძირითადად ალიონზე, ზოგჯერ ღამითაც, შემოდგომით – თითქმის მთელ დღეს.

სამხრეთის მდინარეებში კაპარჭინაზე ანკესობენ, უმთავრესად, მცენარეული სატყუარათი: პურეულის მარცვლებით, ბარდათი, ფეტვისა და მანანას ფაფათი, კოპტონოთ, მოსრესილი პურით.

წვერა ბინადრობს (ზაფხულში) ღრმა, სწრაფი დინების, მეტწილად, ქვიან ადგილებში. ამჯობინებს პირდაპირ დინებას და თითქმის არასოდეს არ გვხვდება უკუდინების მორევებში. უყვარს ღრმა ღარები ქვიანი, კენჭნარი ან მსხვილქვიშოვანი გრუნტით. წვრილი წვერა ცხოვრობს ჩქერებში ციმორთან ერთად. ქვირითი შხამიანია. იკვებება, ძირითადად, დაბინდებიდან ალიონამდე.. ზამთარში წვება ორმოებში და არ იკვებება.

წვერასათვის უნივერსალური სატყუარა ჭიაყელები და მდინარის სალამურას მატლები, იშვიათად იყენებენ ყველს,ფეტვის ფაფასა და ორთქლში მოშუშულ სიმინდის მარცვალს.

კობრი მდინარეებში საზაფხულო სადგომად ირჩევს ჩახერგილ ორმოებს არცთუ ძლიერი უკუდინებითა და თიხნარი ფსკერით, ზოგჯერ ჩერდება შლამიანი გრუნტის უბნებზეც.

უყვარს მკვეთრად ცვალებადი სიღრმის ადგილები. ღამღამობით, საჭმლის საშოვნელად, მოგზაურობს მდინარეში. მიეშურება რა, ძირითადად, მცირე სიღრმის მყუდრო უბნებში, რომლების წყალმცენარეებითაა დაფარული.

კარპი ზაფხულობით ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ წყლის მცენარეთა რაყებში, ამჯობინებს შლამიან ან თიხნარ გრუნტს.

კარპის წარმატებითი ჭერისათვის აუცილებელია მისაჩვევი, უკიდურეს შემთხვევაში დამატებითი საკვები. მისაჩვევად გამოიყენება მცენარეული საკვები: სხვადასხვა სახის კოპტონები, ფაფები, ორთქლშჲ მოშუშული მარცვალი, მოხარშული კარტოფილი და ა.შ. ძირითადად, მცენარეული სატყუარებით სარგებლობენ.

ნაპირიდან ანკესობენ წყალმცენარეთა შორის არსებულ ე. წ. „ფანჯებში” ან მათ უშუალო სიახლოვეს: წყამცენარეებიდან შორს, სუფთა წყალში კარპი იშვიათად წამოეგება ანკესზე.

ნავს, როგორც წესი, აჩერებენ სუფთა წყალზე და სატყუარას ჩაუშვებენ ან წყალმცენარეთა ნაპირის ახლოს ან მათ შორის არსებულ კორდებში.

ლოქო გაზაფხულზე, ქვირითის დაყრის შემდეგ, გადაბარგდება ზაფხულის სადგომ ადგილებში. ჩვეულებრივ ესაა ორმოები ფრიალო ნაპირებთან. მორევები წყლის წისქვილების ქვემოთ და მდინარის სხვა ღრმა და ჩახერგილი უბნები.

სალაღობოდ გამოდის მზის ჩასვლის შემდეგ და ნადირობს გათენებამდე.

ფსკერული ანკესით ლოქოს ჭერა მოხერხებულია ნაპირიდან, უშუალოდ იმ მორევში სადაც ის ბინადრობს ან უახლოეს მეჩეჩში, ან ჩქერში საითკენაც მიემართებიან ისინი საკვებად. ზაფხულში ფარგა, თითქმის ყოველთვის, ირჩევს მკვეთრად ცვალებადი სიღრმის მქონე ადგილებს. ჩვეულებრივ ესაა ჩახერგილი მორევები და ორმოები, რომლებსაც ესაზღვრება ქვიშოვანი ან კლდოვანი მეჩეჩები. უყვარს, აგრეთვე, ხიდების ბურჯების მახლობლაად დგომა. ხშირად გვხვდება ჭორომებისა და ჯებირების ქვემოთ იქ, სადაც წარმოიქმნება უკუდინება. წყალსაცავებში, ჩვეულებრივ ეტანება დატბორილი კალაპოტის ფერდობებს, გაურბის წყლის მცენარეებით დაფარულ უბნებს, ამჯობინებს ქვიშოვან ან ხვინჭოვან ფსკერს.

ქორჭილას საყვარელი საბინადრო (არა მიგრაციის დროს) ადგილებია ტბებში, კუნძულების წყალქვეშა ფერდობები, წყალში ჩაძირული კლდოვანი გრეხილები, ფსკერზე მდებარე მსხვილი ლოდებისა და კორძიან ხეთა ახლომდებარე ადგილები, მყარი გრუნტის მქონე ღრმა ფლატეებიანი უბნები.

მდინარეებში ქორჭილა, ჩვეულებრივ, ბინადრობს ღრმა ორმოებში, შენელებულ დინებიან ადგილებში, ხოლო მნიშვნელოვანი დინების დროს ამჯობინებს კონცხს იქეთ დგომას. ხალისით დგას ხიდების ხიმინჯებთან, წყალში ჩაძირულ ხეებთან და ბუჩქებთან. ჯებირებს ქვემოთ – წყლის ჭავლიდან მოცილებით, წყნარ უკუდინებაში. გვხვდება დამარგილებულ ტივებს, ნავსადგომის წანწალათა ქვეშ, ხანგრძლივად მდგომ ბარჟების ახლოს, წყნარ დინებიან ფრიალო ნაპირებთან და წყალზე გადმოკიდებულ ხეებიან ნაპირებთან. დიდ წყალსატევებში უყვარს ყურეები, რომლებიც ადგილ-ადგილ წყალმცენარეებითაა დაფარული.

წყაროhttp://www.ali.ge
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1841 | დაამატა: zoro | ტეგები: .... | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика