ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 12 » დღეს წმინდა აღმსარებლის ცოტნე დადიანის ხსენებაა. გილოცავთ...    

11:05:26
დღეს წმინდა აღმსარებლის ცოტნე დადიანის ხსენებაა. გილოცავთ...
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)30 (12.08) ივლისიწმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი" ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა". ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა", და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა". ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო", - უპასუხა ცოტნემ.ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ", - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის შესახებ, მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანის პატივს მიაგებდა მას.წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანის წმიდანად შერაცხვა იყო მართლმორწმუნე ერის ნების გამოხატულება, ამიტომაც ყველამ გაიხარა ახალი ზეციური მეოხის დადგინებით.

მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.

იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან,
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?

მთვარის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.

რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა…
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
– მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, –
ახრამუნე ჰორიზონტი… გადახუხე მანძილი…
ჩქარობს, ჩქარობს, ჩქარობს ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
მოჭენაობს, მოგელავს თოხარიკით… ჩორთით…
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი…
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული…



წყაროhttp://orthodoxy.ge/tveni/ivlisi/30-tsotne.htm
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 3089 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: ქართველი წმინდანები... | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика