1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ.ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას.

ინგლისში, ნორთჰემფშირის საგრაფოს ქალაქ ბეგბრუკის მახლობლად, უკანასკნელ ხანს გარეული გედი უკვე მესამე ადამიანს დაესხა თავს. ბოლო მსხვერპლი 20 წლის ნიჩბოსანი ტაისონ დევისი აღმოჩნდა. სპორტსმენი მშვიდად მიცურავდა არხში, როცა უკნიდან სისინი და ფრთების ტყლაშუნი მოესმა. რამდენიმე წამში კი გააფთრებული გედი დაეძგერა. ძლიერმა დარტყმამ ნავი გადააბრუნა და დევისი ცივ წყალში აღმოჩნდა.
