ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოს ცნობილი უნივერსიტეტის (დაარსებულია 1872 წელს, დღეისთვის სწავლობს 23000 სტუდენტი) საათიანი კოშკის სახურავზე შავარდნებმა დაიბუდეს. მტაცებლების ეს წყვილი ადრევე იყო დარგოლილი, ამჯერად კი შტატის ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები შავარდნების ოჯახს მათი ნაშიერის დასარგოლად ეწვივნენ. მართვეს ხელში აყვანის შემდეგ დედა შავარდენი მთელ ჯგუფს თვალის დახამხამებაში დააცხრა თავს. ოპერაცია კი უმსხვერპლოდ მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ

ვირი პუატუ საფრანგეთში მობინადრე ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ამის მიუხედავად, ის დღემდე ნაკლებადაა ცნობილი. ითვლება, რომ ის ქვეყანაში მოხვდა რომაელებთან ერთად, რომლებიც ვირს გრძელი ბეწვისა და მაღალი შრომისუნარიანობის გამო აფასებდნენ. პუატუ სხვა ჯიშის სახედრებს შორის ზომით ყველაზე დიდია და, რაც მთავარია, სიჯიუტე არ ახასიათებს.
