ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მაისი » 13 » საიდან მოვარდა წყალი, რომელმაც ორთაჭალაში უბედურება დაატრიალა    

17:50:25
საიდან მოვარდა წყალი, რომელმაც ორთაჭალაში უბედურება დაატრიალა

"ამბები.გე"-ს რედაქციას 13 მაისის დილას დაუკავშირდა მოქალაქე და სამოყვარულო ვიდეოკადრები გადმოგვცა.

ვიდეოზე ასახულია, ე.წ. კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ჩამოშლის შედეგადაც 12 მაისს, საღამოს ორთაჭალაში, გულუას მოედანზე და მის მახლობლად უბედურება დატრიალდა.
"ამბები.გე"-ს წარმომადგენელი მაშინვე გაეშურა მითითებულ ადგილას, გამოკითხა ადგილობრივი მცხოვრებლები და მოაგროვა ფოტომასალა. 

(ვიდეოფირი გადაგზავნილია "პალიტრატვ"-ს რედაქციაში, სადაც შესაბამისი დამუშავების შემდეგ გამოქვეყნდება).

როგორც ადგილობრივებმა "ამბები.გე"-სთან საუბარში აღნიშნეს, 12 მაისს, ახალ დაღამებულზე, ძლიერი ხმაური შემოესმათ და თავსხმა წვიმაში გარეთ გამოსულებს, ხელოვნური ტბიდან გამომავალი პატარა ღელე საშინელ ნაკადად მოევლინათ.
ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს თუ რა დიამეტრის მილია გათვლილი ამ ღელეს ნაკადის გასატარებლად. გადანგრეული კედლის მიხედვით, ალბათ, ადვილად მიხვდებით თუ რამდენად იყო მომატებული წყლის ნაკადი. თვითმხილველთა მონათხრობით, ამ ადგილას, გზაზე დამდგარ ადამიანს წყალი თავიანად დაფარავდა... 


აქვე ჩანს წაქცეული უზარმაზარი ხეები, მორღვეული გზა და ტალახით ამოვსებული ღელეს კალაპოტი.









12 მაისამდე ამ ადგილზე კიდევ რამდენიმე უზარმაზარი ხე იდგა, ახლა მათ გზა აქვთ ჩახერგილი...
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ბატონმა დიმიტრიმ მოგვითხრო, ხელოვნური ტბის შექმნის დროს ხევი ორ ნაწილად გაყვეს, ნაწილი გვირაბში გაუშვეს, ნაწილი კი - ტბაში.




ტბიდან გამოსული ღელე გვირაბიდან გამოსულ ხევის წყალს ფოტოზე გადაღებული ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით უერთდება. სავარაუდოდ, ერთბაშად მოვარდნილმა წყალმა და ჩამოტანილმა ნაგავმა, გვირაბში შესასვლელი ჩახერგა და ხევის მთელი ნაკადი ხელოვნურ ტბას მიაწყდა... 




ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაშია, ტბის ზედა მხარეს არსებული ხიდი. ნათელია, რომ ნაკადი ტბამდეც ძალიან ძლიერი იყო... ტბის წყალთან ერთად კი, რაც დაატრიალა გულუას მოედანზე, უკვე ყველასთვის ნათელია.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/semtxveva/53299-saidan-movarda-tsyali-romelmac-orthatcalashi-ubedureba-daatriala.html#ixzz1ukiYthy0


წყაროhttp://www.ambebi.ge/semtxveva/53299-saidan-movarda-tsyali-romelmac-orthatcalashi-ubedureba-daatriala.html
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1691 | დაამატა: გიომონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика