ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მაისი » 9 » უცნაური ყვავილები    

00:31:05
უცნაური ყვავილები

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში Rafflesia arnoldii (გახრწნილი ლილია) სინამდვილეში პარაზიტია.  იგი მთლიანად დამოკიდებულია თავის მასპინძელ ვაზზე  Tetrastigma vine და იყენებს მის ფესვებს, ღეროს და ფქლოროფილიან ფოთლებს.

1800 წელს სუმატრის ბრიტანელი გუბერნატორი სერ თომას სტემფორდ რაფლესი, დაინტერესებული მცენარეთა და ცხოველთა ახალი სახეობების მოძიებით, ერთ–ერთი ექსპედიციის დროს წააწყდა აუტანელი სუნის მქონე თეთრ ხორკლებიან უზარმაზარ წითელ „ყვავილს". მას, შეიძლება ითქვას, ძალიან გაუმართლა, რადგან „მიცვალებული" ლილია მხოლოდ 3–4 დღეს ყვავილობს და შემდეგ გადაიქცევა „ლორწოვან შავ მასად".  (მიუხედავად იმისა, რომ სერ თომას რაფლესმა დაარსა სინგაპური, იგი უფრო ცნობილია როგორც ყველაზე დიდი და მყრალი ყვავილის აღმომჩენი.

მასპნძელი ვაზის ფესვთან ჩნდება კომბოსტოს ზომის კოკორი, რომელიც ცხრა თვე იზრდება და ბოლოს იშლება 11 კილოგრამიანი, რამოდენიმე ლიტრი (!) ნექტარის შემცველი ყვავილი. თავისი „სურნელით" იგი იზიდავს ლეშის მოყვარულ ბუზებს, ხოჭოებსა და სხვა მწერებს. ლილია ორსქესიანია და ჯვარედინი დამტვერვით მრავლდება, რაც საკმაოდ ძნელი მოსახერხებელია, რადგან მდედრი და მამრი ლილიები სხვადსხვა ადგილას ბინადრობენ. 15–სანტიმეტრიანი, უამრავთესლიანი ნაყოფი ძალიან უყვართ ციყვებსა და თრითინებს და სწორედ ისინი არიან თესლის ძირითადი გამავრცელებლები.

 Titan Arum (Amorphophallus titanum)

  alt=

მამრი (ყვითელი) და მდედრი (წითელი) ყვავილები

ამ ყვავილს ზემოხსენებულ ლილიაზე უარესი სუნი აქვს. 1878 წელს, ისევ იმ სუმატრიდან, იტალიელმა ბოტანიკოსმა ორდოარდო ბეჩარიმ ჩამოიტანა ახალი, უცნაური ყვავილის თესლი. მას შემდეგ იგი აშშ–ს თიტქმის ყველა დიდი ბაღისა და თუ ეროვნული პარკის ფლორაში შედის და ხალხი არათუ რიგში დგება, არამედ ფულსაც იხდის მის „საყნოსელად".

ამორფოფალუსი ჯერ იკეთებს 25–50 კგ–მდე ყვავილედს, რომელიც უამრავი მდედრი და მამრი ყვავილებისგან შედგება. შემდეგ გარს შემოეკვრება გარედან მწვანე და შიგნიდან შინდისფერი დიდი ლამაზი ფოთოლი და ლარნაკს ემსგავსება. ბოლოს კი ლარნაკიდან ამოიზრდება 2 მ სიმაღლისა და 1 მ დიამეტრის მქონე სვეტი.

ღამით გარეთა ფოთოლი იხსნება და ყვითელი მამრი და წითელი მდედრი ყვავილები ღამის მწერებს ელიან. მყრალ სუნთან ერთად ისინი სითბოსაც გამოყოფენ, რათა მწერებს თავი ცხოველის ლეშად მოაჩვენონ.

 Flor de Muerto (Lisianthius nigrescens)

ეს სიკვდილის ყვავილი იმითაა ცნობილი, რომ იგი არაბუნებრივად… შავია და მართლაც მკვდარს ჰგავს – 2 მეტრიან ღეროდან დამჭკნარ–გამხმარ ყვავილებად ჰკიდია. იგი სრულად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებსა და სინათლეს.

მიუხედავად იმისა, რომ წაგრძელებული, ვიწრო და მწერებისთვის სრულიად უინტერესო ფერის მქონე ყვავილის დამტვერვის მეთოდი გამოცანად რჩება, იგი საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. ფუტკრები აღიქვამენ ლურჯ და მწვანე ფერს და ყვითელ ან ლურჯ ყვავილებს ეტანებიან, რომლებიც ირეკლავენ უ.ი. სხივებს. წითელი ყვავილები, რომლებიც უ.ი. სხივებს შთანთქავენ, ფუტკრების ყურადღების მიღმა რჩებიან და მათ პატარა კოლიბრები მტვერავენ. ღამის პეპლები და მწერები ძალიან კაშკაშა და სურნელოვან ყვავილებს ეტანებიან. ჩვენს „ემო" ყვავილს კი არცერთი ჩამოთვლილი თვისება არ გააჩნია. როგორღა ახერხებს იგი დამტვერვას, ბიოლოგებისთვის  ჯერ კიდევ გაუგებარია.

Night-blooming Cereus (Cereus greggii, Hylocereus undatus, Selenicereus)

გიგანტური, უფერული, არაფრით გამორჩეული კაქტუსი მთელი წელი თვლემს და უსიცოცხლოდ გამოიყურება. მაგრამ ზოგჯერ, ივნისსა ან ივლისში, მხოლოდ ერთ ღამით, კონკია  „ღამის დედოფლად" გადაიქცევა. არიზონასა და ტეხასის სონორასა და ჩიხუახუას უდაბნოში სასწაული ხდება: უკუნით სიბნელში ინთება კაშკაშა ყვავილები და სასიამოვნო სურნელებას აფრქვევს. მზის ჩასვლისთანავე იშლება 20 სანტიმეტრიანი თეთრი, ყვითელგულიანი ყვავილები და არომატს 30 მეტრის დიამეტრში აფრქვევს. ღამის პეპლები და მწერებიც მაშინვე თავს ეხვევიან და დილამდე არ შორდებიან. დილით კი ყვავილები იხურება და აღარასდროს გაიშლება.

ღამის მანათობელას  გაზრდა სახლშიც შეიძლება, თუმცა იგი დასაცავ სახეობებს შორის არის შეტანილი და შუა უდაბნოში მის მოჭრას ნუ შეეცდებით.

American Pitcher Plant (Sarracenia)

როდესაც ნიადაგი მწირია, რა უნდა ქნას საბრალო მცენარემ? რა თქმა უნდა, მტაცებლად უნდა გადაიქცეს.

პირველი ცნობები ამ მცენარის შესახებ ჯერ კიდევ 1576 წელს ჩნდება, ხოლო 1793 წელს ამერიკელმა ბოტანიკოსმა უილიამ ბარტრამმა შეამჩნია უცნაური მცენარის პატარა „დოქებში" ჩატენილი მწერები.

გაზაფხულზე, თებერვლის ბოლოდან მაისის ჩათვლით, მიწიდან იზრდება 30სმ–1მ სიმაღლის სიმპატიური, მოყვითალო ან წითელი ყვავილები, რომლებიც 1–2 კვირის განმავლობაში ყვავიან და სუნს აფრქვევენ. აღსანიშნავია, რომ „დოქების" თავსახური ამ დროს დახურულია, რათა მწერებმა შეძლონ ყვავილის დამტვერვა. მხოლოდ თესლის მომწიფების შემდეგ, მწერები საკვებ კატეგორიაში გადადიან და დოქების თავსახურებიც იხსნება. მათი ნექტარი შეიცავს ნარკოტიკის (coniine), რომლებიც მწერს აბრუებს და პარალიზებული მწერი დოქში ვარდება. დოქის შიდა კედელის სრიალა სტრუქტურისა და „წამლის" მოქმედების გამო მწერი უკან ვეღარ ამოდის და „ყვავილი" მას გემრიელად მიირთმევს.

სხვათა შორის, sarracenia ჩარლზ დარვინის ფავორიტი მცენარეა. როგორც თავად ამბობდა, ამ მცენარემბევრად უფრო დააინტერესა, ვიდრე სხვა ცოცხალმა ორგანიზმებმა და მათი წარმოშობის საკითხებმა ერთად.

Sundew (Drosera)

2 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე დიამეტრის მქონე ამ მცენარის ყვავილიები თეთრი, ვარდისფერი,  ნარინჯისფერი, იასამნისფერი და ყვითლი ფერისაა. პატარა და სადა ყვავილის მიუხედავად, მისი ფოთლები ნამდვილი ხაფანგია –ისინი დაფარულია წამწამებით, რომლებიც ბოლოვდება ჯირკვლებით. ისინი გამოყოფენ წებოვან ლორწოს. მოწითალო გამჭვირვალე ჯირკვლები მზეზე ცვარივით ბრჭყვიალებენ და მწერებს იტყუებენ. მწერი რომელიმე მათგანს ეწებება, ახლომდებარე ჯირკვლებიც მას ეხვევიან და ინელებენ.

რამოდენიმე წამიანი ვიდეო

Butterwort (Pinguicula)

ამ, ერთი შეხედვით, ნაზი, უწყინარი ღია იასამნისფერი ყვავილის სახელი ლათინურიდან ითარგმნება როგორც „პატარა ცხიმიანი". მართლაც , მისი სუსტი ღეროს ქვემოთ მოთავსებული ფოთლები გაზეთილი და წებოვანია. მასზე ადვილად ეკრობიან მწერები. ფოთლებზე მოთავსებული ათასობით ჯირკვალი გამოყოფს ამ წებოვან–ცხიმიან სითხეს და მომნელებელი ფერმენტების შემცველ წვენს. ასე რომ, ფაქიზი გარეგნობის უკან მტაცებელი იმალება. დიდი მწერის დაჭერისას ფოთლებს ზემოთ წევს და კიდეებს შემოახვვეს, რათა ერთი წვეთი მწერმონელებული სითხეც კი არ დაეკაგოს.

Bladderwort (Utricularia)

პატარა მცურავი მუცლები – ასე შეგვიძლია ავღწეროთ ყველაზე უფრო გავრცელებული ეს მტაცებელი მცენარე. ეს პატარა მხეცი გარეგნულად პაწაწინა ორქიდეის ან ატმის ყვავილივით ლამაზია. მშვენივრად ცხოვრობს ჭაობებში, ტბებში, მდინარეებში, ნებისმიერ ოდნავ ნესტიან ადგილას და ხეებზეც კი. თუმცა არც გვალვაა პრობლემა – ისინი მაგარ კოლოფებად გადაიქცევიან და კარგ „ამინდს" ელოდებიან.

მიმზიდველი ყვავილის ქვემოთ, წყალქვეშ, წამწამებიანი ბუშტები მზად არიან მსხვერპლის ჩასაყლაპად. როდესაც მწერი (კოღო, მისი ლავრა და სხვ) წყალზე ახლოს დაჯდება, წამწამები ირხევა, რაც სიგნალია „მუცლისთვის". ბუშტი სწრაფად იხსნება და მწერს შეიწოვს. თუ მსხვერპლი დიდია და მთლიანად ვერ ჩაყლაპა, არც ეგ არის პრობლემა – ბუშტი იმდენად ჰერმეტულად იხურება, რომ მწერს, თავის სიდიდის მიუხედავად, თავის დაღწევა არ შეუძლია. პატარა ღორმუცელაც არ ჩქარობს – ჯერ შიგნითა ნაწილს მოინელებს, შემდეგ კი გარეთ დარჩენილსაც შეიწოვს.

მიუხედავად მისი სადისტური ხასიათისა, იგი ძალიან პოპულარულია როგორც დეკორატიული მცენარე. ხეებსა და ქვიშაში მცხოვრებ სახეობებს მრავალფეროვანი ყვავილები აქვთ და ყვავილობის პერიოდში ძალიან ალამაზებენ ბაღებს.



წყაროhttp://notepad.ge/2012/03/01/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4849 | დაამატა: lengo88 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика