ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ფესტივალი    

11:27:36
მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ფესტივალი
მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ფესტივალი
მსოფლიოში არსებობს მრავალი ფესტივალი, რომელიც საზოგადოებას დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს, მაგრამ არსებობს უცნაური ფესტივალებიც. ვებსაიტმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ფესტივალების ხუთეული წარმოადგინა: 

1. La Tomatina: ტომატინას ფესტივალი ესპანეთში აგვისტოს თვეში ტარდება. ფესტივალის მონაწილენი ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან და წითლად მოსვრილები ნამდვილ "ომს" აჩაღებენ. ფესტივალის ორგანიზატორებს პომიდვრებით ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება - ესტრემადურა ამარაგებს, სადაც ბოსტნეული სპეციალურად ღონისძიებისთვის მოჰყავთ და იაფადაც იყიდება. მონაწილეებს უფლება აქვთ, თავი დაიცვან მუქი ფერის სათვალითა და ხელთათმანით.

ყოველ წელს ფესტივალზე დაახლოებით, 150 000 პომიდორი გამოიყენება. დაახლოებით 1 საათის შემდეგ სიგნალი მონაწილეებს აუწყებთ, რომ ფესტივალი დასასრულდა. ღონისძიების შემდეგ მთელი ქალაქი წითლად არის შეღებილი. 

2. Hadaka Matsuri: ეს უჩვეულო ფესტივალი იაპონიაში ტარდება. ფესტივალის მონაწილეებს მხოლოდ საცვლები აცვიათ, ზოგჯერ მოკლე ნაჭერი აქვთ წელზე შემოხვეული. 

მამაკაცებს ბამბუკის ღეროები მთავარი სალოცავისკენ მიაქვთ. შემდეგ ყველანი ელოდებიან, შეკრებილი მამაკაცებისგან ვის დაასახელებენ ”შინ-ოტოკოდ” (Shin-Otoko), ეს ფესტივალში მონაწილე ყველა მამაკაცისთვის დიდი პატივია. 

ფესტივალი საუკუნეებს ითვლის და მონაწილეებს სწამთ, რომ უიღბლობას განდევნიან.  

3. წმინდა ჯონის კოცონი: ნუსხაში რიგით მესამე უჩვეულო ფესტივალი კვლავ ესპანეთში, ივნისში ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში უამრავი ადამიანი იკრიბება და უზარმაზარ კოცონს ანთებს. სანახაობაზე ყველაზე მეტად პატარები ერთობიან, ბავშვები გაჩირაღდნებულ კოცონს ახტებიან და ბევრს ოხუნჯობენ.

საზოგადოება ყველაზე ლამაზ ქალბატონებს ფესტივალის დედოფლებად არჩევს.  

4. ყველის დაგორების ფესტივალი: ტრადიციული ფესტივალი ინგლისში, გორაკ Cooper- ზე ტარდება. ფესტივალი უკვე 200 წელია აღინიშნება.

დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუმარი ესწრება.

მისი ფორმატი ასეთია: გორაკის მწვერვალიდან ყველს დააგორებენ და მონაწილეები ძირს თავდაყირა ეშვებიან. ვინც ყველაზე პირველი დაეშვება მიწაზე და განსაზღვრულ ხაზს გადაკვეთს, გამარჯვებულადაც ის სახელდება, მას თავგანწირვისთვის ყველით აჯილდოვებენ.

გორაკი ციცაბოა და ტრამვებისა და მოტეხილობების გარეშე ფესტივალი არ მთავრდება.

5. თხის ტყორცნის ფესტივალი: თხის ფანჯრიდან გადაგდების ფესტივალი ესპანეთში ტარდება. 

ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი ეკლესიიდან ცოცხალ თხებს ყრის. ღონისძიების მონაწილენი კი ქვემოთ იკრიბებიან და იმედოვნებენ, რომ ფანჯრიდან გადმოფრენილი თხა გაშლილ ზეწარზე დაეცემა.

ფესტივალი სისასტიკესთან ასოცირდება და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს.

ფესტივალი ყოველ წელს იანვარში, თვის ბოლო კვირა დღეს ტარდება. 


მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/52466-msoflios-5-yvelaze-ucnauri-festivali.html#ixzz1tPMsXEa5


წყარო
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2446 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика