ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » ბაობაბი    

16:10:54
ბაობაბი
ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს" და "მაგიის ხეს". ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.

ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი - ადანსონია პალცატა, რომელსაც სახელი საფრანგეთის აკადემიის წევრის, ტროპიკული აფრიკის ფლორისა და ფაუნის მკვლევარის, მიშელ ადანსონის (1727-1806) პატივსაცემად უწოდეს.

ბაობაბი - მშრალი აფრიკული სავანების ხეა და სქელი, 12 მეტრამდე ღერო აქვს. იგი ფოთლოვანი მცენარეა. მისი უჩვეულო გარეგნობის კურიოზულობა კარგად ჩანს, როდესაც ფოთოლი დასცვივდება და ფესვებით ზევით არის ამოტრიალებული. 

როგორც ამერიკელი ნატურალისტი ერნესტ უინსონი წერდა, ამ დროს ბაობაბი "ყვავის უზარმაზარ ბუდეს" მოგაგონებთ.

ასეთი ლეგენდაც არსებობს: დედამიწის არსებობის პირველი დღიდანვე ღმერთებმა გარეულ მხეცებს თესლები დაურიგეს, რათა მცენარეები დაერგოთ. 

ბაობაბის თესლები აფთარს ხვდა წილად. გაბრაზდა აფთარი, რომ მას უკანასკნელს ერგო თესლი და გადაწყვიტა მისი უკუღმა დარგვა, ამიტომაც ბაობაბი ფესვებით ზემოთ ამოტრიალებულ ხეს ჰგავს.

ბაობაბის შესახებ რომ ძველმა ეგვიპტელებმაც იცოდნენ, მეტყველებს ეგვიპტის სამარხებში ნაპოვნი ნაყოფი. 1599 წელს, ფიზიკოსი პროსპერო ალპინო წერდა, ეგვიპტელები ამბობდნენ, ბაობაბის ნაყოფს უამრავი თესლი აქვსო.

ამ მსხვილტანიანი ხეების ასაკის დადგენა ძნელი აღმოჩნდა წლოვანების მიმანიშნებელი რგოლების არარსებობის გამო, მაგრამ "ბაობაბის ნათლიამ" მიშელ ადანსონმა ერთი ბაობაბის ასაკად 5000 წელი მიიჩნია.

ბაობაბი არა მარტო გარეგნული ფორმით არის საინტერესო. მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ: ბაობაბის ფოთლებს იყენებენ სურვილების ასრულების ბანგის დასამზადებლად. 

ბაობაბის ქერქისგან დამზადებული ბანგი ადამიანს ძალასა და ფიზიკურ გამძლეობას აძლევს. ამ ხის ნედლეულს თილისმისთვის იყენებენ. 

ვინაიდან ბაობაბს უნივერსალური მაგიური ზემოქმედების უნარი აქვს, მისგან დამზადებული თილისმა ადამიანს ყოველმხრივ შველის - მოაქვს სიყვარული, ბარაქა, ჯანმრთელობა. 

უნდა ითქვას, რომ ბაობაბის მაგიური თვისებებით დაინტერესებული იყვნენ უძველესი მაგები, ამიტომაც ძალიან ბევრ, ძველ სამკურნალო წიგნში, მოხსენიებულია ბაობაბისგან დამზადებული ბანგის რეცეპტები.

ბაობაბის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. ბაობაბი უფოთლებოდ ყვავის. შიშველ ტოტებზე ჩნდება გრძელ ფეხზე ჩამოკიდებული ყვავილების კვირტები - მსხვილი თეთრი ყვავილები ხუთი ფურცლითა და უამრავი მტვრიანას კონით. 

ისინი გვიან ღამით იშლებიან, თავისი სურნელით ღამურებს იზიდავენ და მხოლოდ ერთ ღამეს ცოცხლობენ. რამდენიმე ხნის შემდეგ წარმოქმნება თავისებური ნაყოფი, რომელსაც ნესვის ფორმა და ქეჩისმაგვარი საფარი აქვს. 

ნაყოფის რბილობი თეთრია, მომჟავო და უამრავი შავი თესლი აქვს. ნაყოფი ბევრ ცხოველს მოსწონს, განსაკუთრებით - მაიმუნებს. 

ბაობაბისადმი საოცარი ლტოლვით გამოირჩევიან სპილოები. ისინი ხეს თითქმის მთლიანად მიირთმევენ თავისი ნაყოფით, ქერქითა და ფოთლებით.

აფრიკელები ხეს მკვრივ ქერქს ათლიან, აცლიან ლაფნის შიდა ფენას და მისგან მიღებული ბოჭკოსგან თოკსა და ძაფს ამზადებენ. თოკი ისეთი მკვრივია, რომ ამის თაობაზე ანდაზაც არსებობს: "უძლურია, როგორც ბაობაბის თოკისგან შებოჭილი სპილო".


წყაროhttp://marao.ambebi.ge/hobi/mcenareebi/240-baobabi.html
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1801 | დაამატა: lengo88 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика