ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » ’’აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული’’    

17:17:08
’’აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული’’

საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით.

დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს.

მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა" (ლკ. 22, 15).

მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის?

ღარიბს ნუ აწუხებს თავისი სიღარიბე, რადგან დღეს სულის ზეიმია.

ნურც მდიდარი იამაყებს თავისი სიმდიდრით, რადგან ამ დღესასწაულის სიხარულს ვერანაირი თანხით ვერ იყიდი.

მიწიერ დღესასწაულებს თან ახლავს თავშეუკავებლობა, მაძღარი ტრაპეზი და ნაყროვანება, მეფობს უხამსობა და სიცილ-ხარხარი, ზეიმობს სატანური ფუფუნება. იქ მართლაც მოწყენილია ღარიბი, მდიდარი კი მხიარულობს. რატომ?

იმიტომ, რომ მდიდარს აქვს შესაძლებლობა გააწყოს მდიდარი სუფრა, იგი ტკბება თავისი სიმდიდრით. ღარიბმა კი რა ქნას? დროის ტარებისთვის არა აქვს ფული.

აქ კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ერთია ტრაპეზი მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. მდიდარს არ ძალუძს რაიმე შეჰმატოს ამ ტრაპეზს, ღარიბს კი სულაც არ სჭირდება ფული მასზე დასასწრებად, რადგან აღდგომის ტრაპეზი ღვთიური მადლია, რომელიც ყველას ეფინება და ყველას დააპურებს, ვინც მას ხელს არ ჰკრავს და არ განერიდება.

სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი.

სიღატაკე ვერ შეაფერხებს მადლის მიღებას. იგი ღვთიური ძღვენია. ამ ტრაპეზს მეფეც და მონაც ერთნაირად ეზიარება. ხანდახან შეიძლება მონას უმეტესი პატივის კი ხვდეს წილად, მეფეს მეტი შესაძლებლობა აქვს დაცემისა და თუ ვერ შეინახა თავი, მის მეფურ პატივს ცოდვები აქარწყლებს. ღატაკს კი ფიზიკურად მეტად შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან ბევრს მუშაობს და ცოდვის ჩადენისთვის დროც კი არ რჩება.

მაშ, ერთად ვიზეიმოთ ეს დიადი და ნათელი დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა.

ვიზეიმოთ იგი ერთობითა და სიწმინდით.

ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო.

ქრისტე აღსდგა და დაემხო სიკვდილი.

ხედავ, ადამიანო, ძღვენის სიდიადეს? მაშ, შეინახე ეს სიმდიდრე სულში, გაუღე მას გული კარი! და აივსები სიცოცხლით, სიხარულით, თავისუფლებით და სიყვარულით. ამინ.



წყაროhttp://www.sainttamar.org
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1594 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: აღდგომის დღესასწაული | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 16
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика