კენიაში ხშირად ნახავთ მოშინაურებულ აფთრებს. საერთოდ, აფრიკაში ზოლიან აფთრებს უძველესი დროიდან იშინაურებენ, ეს ძველი ეგვიპტის ისტორიიდანაცაა ცნობილი. აფთარი იოლად შინაურდება, მისი გაწვრთნა ადვილია და, რაც მთავარია, ძაღლზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ერთგულია პატრონისა. ის სანადიროდაც დაჰყავთ და მრისხანე დარაჯიცაა.


ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ამჟამად 200 ათასამდე გარეული ინდაური ბინადრობს.მათ კანონი იცავს. დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში "გაშინაურებული" მოზრდილი მამალი ინდაური "გოძილა" კი პენსიონერ ედნა ჰეისლერის კარმიდამოს თავისად მიიჩნევს და რამდენიმე თვეა, ედნასა და მის სტუმრებს თავზარს სცემს - დასდევს და მტკივნეულად კორტნის. სპეციალისტთა თქმით, მამალი ინდაურებისთვის ეს ტიპური საქციელია. "გოძილა" პატრულირებას დილის 7 საათზე იწყებს,
