ხანძრის შედეგად ნაფარეულში 10 ჰექტარი ვენახი დაიწვა. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვენახის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

