ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 18 » რა არის მარხვა...    

18:43:13
რა არის მარხვა...
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვა

დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ


კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა". მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.

განა საჭიროა იმის განმარტება, რომ აღდგომა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი დღესასწაული, უფრო მეტია, ვიდრე წარსული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და პატივისცემა?

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია აღდგომის ღამის უზენაესი სიხარული, მზიან დღეზე უფრო უნათლესი, დამეთანხმება. მაგრამ რისი სიხარულია ეს? რატომ გვალობთ სააღდგომო ცისკარზე, რომ „აწ ყოვლითურთ აღვისო ნათლითა ზედა, ქვეყანა და ქვესკნელი?" რა აზრით ვდღესასწაულობთ „სიკუდილითა სიკუდილისა მოკუდინებასა, შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხორებისასა"? - ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია: ახალი ცხოვრება, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინათ გამობრწყინდა საფლავიდან, და მიეცა ყველას, ვინც ქრისტე იწამა. იგი მოგვეცა ჩვენი ნათლისღების დღეს, როცა, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ჩვენ „თანა-დავეფლენით ქრისტესა ნათლისღებითა სიკუდილისა მისისაჲთა, რაჲთა, ვითარცა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ეგრეთვე ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ". მაშასადამე, პასექის დღესასწაულზე ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, როგორც ოდესღაც მომხდარს, რაც დღესაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. რადგანაც ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ახალი ცხოვრების ეს ნიჭი, შეიძინა მისი მიღებისა და მისით ცხოვრების უნარი. ეს ნიჭი რადიკალურად ცვლის ჩვენს მიმართებას ყოველივესადმი ამქვეყნად, და თვით სიკვდილთანაც კი. ის გვაძლევს საშუალებას, სიხარულით ვამტკიცოთ: „სიკვდილი არ არსებობს!" რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ჩვენ ჯერ კიდევ პირისპირ ვხვდებით სიკვდილს, ერთ დღეს იგი ჩვენც მოგვაკითხავს. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ თავისი სიკვდილით ქრისტემ სიკვდილის თვით არსი შეცვალა, აქცია ის გადასვლად, პასექის დღესასწაულად, პასექად, ანუ ზეციურ სასუფეველში გადასვლად, და ამგვარად, ყველაზე დიდი ტრაგედია საბოლოო გამარჯვებად გარდაქმნა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა" - საკუთარი სიკვდილით ჩვენი სიკვდილის გამანადგურებელმა. მან თავისი აღდგომის მონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს, რომ „აღდგა ქრისტე და ცხორებაჲ მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა" (იოანე ოქროპირი).

ასეთი აკლესიის რწმენა, რომელიც წმინდანთა ურიცხვი სიმრავლის მიერაა დადასტურებული და დამტკიცებული. და მაინც, განა ყოველდღე საკუთარი გამოცდილება არ გვიდასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად გვაქვს ამგვარი რწმენა, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ მას და ვღალატობთ იმ „ახალ ცხოვრებას", რომელიც მოგვენიჭა, და რომ არსებითად ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და თითქოს ამ ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენთვის არავითარი აზრი არ ჰქონდეს? ყოველივე ამის მიზეზი ჩვენი სისუსტეა, რადგანაც შეუძლებელია ჩვენთვის მუდამ „სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით" ცხოვრება იმ დონეზე, რომელზეც ქრისტემ აღგვიყვანა, როცა გვითხრა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა" (მთ. 6, 33). ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ეს, იმდენად ჩაძირულნი ვართ ყოველდღიურ საზრუნავში. და ამ დავიწყების გამო ვსუსტდებით. ამ დავიწყების, ცოდვით განუწყვეტელი დაცემის გამო ჩვენი ცხოვრება კვლავ „ძველია", - წვრილმანი, ბნელი, ყოველგვარ აზრს მოკლებული:უაზრო აღსასრულისკენ მიმავალი უაზრო მოგზაურობა. ჩვენ სიკვდილიც კი გვავიწყდება, ის კი მოულოდნელად, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების ლამის შუაგულში გვპოულობს: საშინელი, გარდაუვალი, უაზრო. ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას" და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა.

თუ ჩვენ ამას მივხვდებით და ვაღიარებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის აღდგომა და რატომაა აუცილებელი მის წინ დიდი მარხვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ეკლესიის ყველა ლიტურგიკული ტრადიცია, მთელი მისი საღვთისმსახურო ციკლი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ კვლავ დაგვეხმაროს იმ ახალი ცხოვრების დანახვასა და გემოსხილვაში, ცხოვრებისა, რომელსაც ასე ადვილად ვშორდებით და ვღალატობთ, რათა მონანიებით კვლავ დავუბრუნდეთ მას. როგორ შეიძლება გვიყვარდეს და გვსურდეს იმის მიღება, რასაც არ ვიცნობთ? როგორ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე მაღლა დავაყენოთ ის, რასაც არ ვიცნობთ, სიხარული, რომელიც არ გვიგრძვნია? ერთი სიტყვით, როგორ შეგვიძლია ვეძიოთ სასუფეველი, რომლის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ გვქონია? დასაბამიდან და დღემდე საეკლესიო ღვთისმსახურება ერთადერთი შესასვლელია ამ სასუფეველში, ახალ ცხოვრებასთან ზიარებაა. ეკლესია თავისი ლიტურგიკული ცხოვრების საშუალებით გვიცხადებს იმას, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (1 კორ. 2,9). პასექი ამ ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, მისი გული და მწვერვალია, მზეა, რომლის სხივები ყველგან აღწევს. ყოველ წელიწადს იხსნება კარი ქრისტეს სასუფევლის ბრწყინვალებისკენ, გვეძლევა წინასწარი შეგრძნება ჩვენთვის აღთქმული მარადიული სიხარულის, მთელი ქვეყნიერების აღმვსები დიდებისა და გამარჯვებისა: „სიკვდილი აღარ არსებობს". მთელი საეკლესიო ღვთისმსახურება აგებულია აღდგომის დღესასწაულის ირგვლივ: ამიტომაც საწელიწადო სალიტურგიო წრე, დღესასწაულთა და მარხვათა მიმდევრობა აღდგომისაკენ მიმართულ მოგზაურობდა წარმოგვიდგება. ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა.

მაგრამ ძველი ცოდვიანი და წვრილმანი ცხოვრების დამარცხება და შეცვლა არც ისე ადვილია. სახარება ადამიანისაგან ითხოვს ძალისხმევას, რომლისთვისაც იგი თავსი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულიად უძლურია. ჩვენ უხილავთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ: ახალი მიზნის, ცხოვრების, ახალი წესისაკენ მოგვიხმობენ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. თვით მოციქულებმაც კი, როცა მოძღვრის სწავლებას ისმენდნენ, გაოგნებულებმა იკითხეს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?" („როგორაა ეს შესაძლებელი?"). მართლაც, არაა ადვილი უარის თქმა ცხოვრების წვრილმან იდეალზე, რომელიც ყოველდღიური საზრუნავისაგან, ცხოვრებისეული სახსრების მუდმივი ძიებისაგან, სიამოვნებებისაგან შედგება - ყველაფრისგან, რაც ასე შორსაა ჩვენი ნამდვილი მიზნის - სრულყოფილებისაგან: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მთ. 5,48). სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით" გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა. ეკლესიის დახმარების გარეშე როგორ უნდა გავბედოთ ეს საშინელი არჩევანი, როგორ შევძლოთ მონანიება და იმ ნათელ და სიხარულით აღსავსე აღთქმასთან დაბრუნება, რომელსაც ყოველწელიწადს აღდგომის დღეს გვაძლევს ეკლესია? სწორედ ამისთვისაა საჭირო მარხვა. ეს დახმარების ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის; სინანულის სკოლაა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ როგორც ჭამის, სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ როგორც ჩვენში არსებული „სიძველის" ნამდვილ აღსასრულსა და ახალ ცხოვრებაში შესასვლელს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მარხვის უმთავრესი ამოცანა იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა მომზადება ნათლისღებისათვის, რომელიც სააღდგომო ლიტურგიისას სრულდებოდა. მაგრამ მაშინაც, როცა ეკლესია იშვიათად ნათლავს მოზრდილებს, და როცა თვით კათაკმვლობის ინსტიტუტი (დაწესებულება) აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება. რადგანაც მიუხედავად ამისა, რომ მონათლულები ვართ, ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ და ვღალატობთ იმას, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური" ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით.

მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში" ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას", „სულიერ გაზაფხულად" აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი





წყაროhttp://youtu.be/-4ioBxcgwRo
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1938 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: მარხვა. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика