როგორ იქცნენ მექაღალდეები და მერეზინეები ელექტროტექნიკის ლიდერებად"ნოკიას" ისტორიას გასული საუკუნის ყველაზე საოცარ ზღაპარს უწოდებენ. 80-იან წლებამდე ამ ფინურ კონგლომერატს ფიჭურ კავშირგაბმულობასთან საერთო არაფერი ჰქონია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაშინ "ნოკია" ტუალეტის ქაღალდის წარმოებითა და საბჭოთა კავშირში მისი ექსპორტით იყო დაკავებული.

პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მსახურობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ წარმოებულ ხანმოკლე ომში.
1871 წელს თბილისი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს მასპინძლობდა. ამ დროისათვის სამოღვაწეო ასპარეზზე უკვე გამოსულნი იყვნენ ქართველი 60-იანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. სწორედ მათი გავლენით, საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო მოწვეულმა თავადაზნაურობის ყრილობამ დაადგინა იმპერატორისათვის უნივერსიტეტის გახსნა ეთხოვათ. თუმცა, ბოლო წუთს ძველი თაობის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს და თავადაზნაურთა მარშლის - რევაზ ანდრონიკაშვილის ხელით, ალექსანდრე მეორეს სულ სხვა "ადრესი" გადასცეს, რომელშიც თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას თხოვდნენ. იმპერატორმა ქვეშევმრდომთა თხოვნა დიდი სიამოვნებით დააკმაყოფილა.
ავსტრალიელი ნიკოლ გრეჰემი და მისი გოგონა ავტომობილით მელბურნის სამხრეთით, ყურეს სანაპიროზე გაემართნენ საკუთარი ცხენის - ასტროს გასასეირნებლად.18 წლის ცხენი ავტომობილს უბელოდ მიჰყვებოდა. სანაპიროზე სეირნობისას ასტროს უცაბედად ფეხი "მცოცავი ტალახის" საფლობთან დაუცდა და შიგ კისრამდე ჩავარდა. ნიკოლისა და მისი გოგონას კარგა ხნის მცდელობის მიუხედავად, ნახევარტონიან ცხენს ჭაობი სულ უფრო ღრმად ითრევდა.
