შოტლანდიური ვისკი, რომელიც ბრიტანული საქმიანი იმიჯის ნაწილად იქცაკომპანია John Dewar & შონს-ი დღესდღეობით მსოფლიოში ვისკის ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელია. ამ უძველესმა ინგლისურმა ბრენდმა სახელი უბრალო ხალხშიც მოიხვეჭა და სამეფო წრეებშიც. იგი ცნობილია თავისი გამაოგნებელი მარკეტინგითაც, რომელსაც ლეგენდურ თომას დიუარს უნდა უმადლოდეს.

თითქმის ორმეტრიანი, 450 კგ-იანი 3 წლის ცხენ-ირემი "ჯეკი" 23 წლის ვანესა გიბსონს "დედად" მიიჩნევს.ამიტომაც "ალასკის ველური ბუნების პარკში" მასთან მიკარების და თამაშის უფლება მხოლოდ ვანესას აქვს. მან 3 დღის ჯეკი 2008 წელს იპოვა. პატარას წინა მარჯვენა მუხლი დამსხვრეული ჰქონდა, ბარძაყი კი ძლიერ დაკბენილი. გოგონამ ჯეკს ფარდულში ღამეები უთია, 4 საათში ერთხელ რძის ნარევით კვებავდა და მასთან ერთად ეძინა.
მსოფლიოში პირველად ჰიბრიდული ზვიგენები იპოვეს. ავსტრალიაში, კვინსლენდის სანაპიროსთან, მეცნიერებმა 57 ცალი ჰიბრიდი-ზვიგენი დათვალეს, რაც საგანგაშოა
37 წლის ინგლისელმა ჯეკ ჰიტკოუმ ოცნება აისრულა და ნოტინგემში ახალნაყიდი სახლის სარდაფი აკვარიუმად აქცია.
გასულ კვირას ორთაჭალჰესთან მდინარე მტკვრის დონე რამდენიმე მეტრით დასწიეს მეტეხის ხიდთან გზის გასაფართოებელი საპროექტო სამუშაოს გამო. მტკვრის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო დაწეული და ზოგან მდინარის ფსკერიც მოჩანდა. გამვლელები ნაგვით ამოვსებული კალაპოტის გარდა, შენიშნავდნენ, თუ როგორ ესეოდნენ თოლიები დახოცილ თევზს. ბუნებრივია, ამის შემდეგ მოსახლეობას უამრავი კითხვა გაუჩნდა. მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ეს ბიომრავალფეროვნების შეცვლას, რადგან ზოგისთვის მტკვარზე თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მსგავსი ღონისძიების განმეორების შემთხვევაში ხომ არ დადგება ქალაქი სანიტარიული კატასტროფის წინაშე?
