ჩინეთის პროვინცია ჰენანის პატარა სოფელში დიასახლისმა მაო სი პინმა აღმოაჩინა, რომ მის კიტრებს "ვიღაც უცხოპლანეტელი" იპარავდა! თავიდან ეს არსება ბოცვერი ეგონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სახე და ხელები დაინახა, იფიქრა, საქმე "ჰუმანოიდთან" მაქვსო. უშიშარმა ქალმა ქურდი სარეცხის კალათში გამოამწყვდია და პოლიციაში დარეკა...

იტალიის ქალაქ მონტასიოსთან ორი მამალი ალპური თხა "ურთიერთობების გარკვევამ" ისე გაიტაცა, რომ რკენა-რკენაში ორივე 500 მ სიმაღლის ერთი ხელის დადება მწვერვალზე აღმოჩნდა.
