ლევან ვასაძესთან იყო ინტერვიუ ამ თემაზე(არ მახსოვს, რომელ არხზე) და კარგად ისაუბრა, გულისყურით მოვუსმინე. მამაოებთან იყო ერთი დღით ადრე და იმათაც კარგად ისაუბრეს... ამასგარდა ისიც საკითხავია, ეს მკვდარი კატა ვინ შემოგვიგდო ეზოში, რა მიზნით...
"ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?"
"დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება"
საქართველოს ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!