ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »

მუხლი 43. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება უნდა შეწყდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ:

ა) საჭირო აღარ არის სარგებლობა;

ბ) გავიდა სარგებლობის დადგენილი ვადა;

გ) წარმოიშვა სარგებლობიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღების საჭიროება გარეულ ცხოველთა დაცვის მიზნით;

დ) მოხდა იმ ფიზიკური პირების მოღვაწეობის შეწყვეტა და იურიდიული პირების ლიკვიდაცია, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ სარგებლობის უფლება;

ე) მოსარგებლე არ შეუდგა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, გარეულ ცხოველთა დაავადება, მათი განადგურების საშიშროება და სხვა) შექმნის პირობებში.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესებს, კვოტებს და სხვა მოთხოვნებს.

3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის სხვა საფუძვლებიც.

მუხლი 44. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საკუთრების უფლების შეწყვეტა

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლება უნდა შეწყდეს:

ა) გარეულ ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების კერძო საკუთრებაში არსებობის აკრძალვის შემთხვევაში.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების შეწყვეტა ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 45. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

1. 43-ე მუხლის 1 პუნქტის "ა", "ბ", "გ", "დ" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვა-

ლისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.

2.43-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ორი თვის შემდეგ მოსარგებლისთვის წერილობითი შეტყობინებიდან მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს ექვსი თვით ადრე მაინც.

4. თუ აღმოიფხვრა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ნაწილობრივი შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და პირობები, ეს უფლება შეიძლება სრულად იქნეს აღდგენილი.

5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება სამი- ნისტროს მიერ ლიცენზიის გაუქმების გზით.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მიყენებული იქნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.

7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 46. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობებს და ფორმას. იგი შეიძლება შეივსოს სხვა პირობებითაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

3. დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის შემდეგი სახეობები:

ა) გენერალური ლიცენზია;

ბ) ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება გენერალური და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გასხვისება.

5.გენერალურ ლიცენზიას გასცემს სამინისტრო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე სამონადირეო სავარგულების ფარგლებში ნადირობისათვის, სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად და თევზის მეურნეობის შიდა წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიქტებით სპეციალური სახეობით სარგებლობისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია უნდა შეიცავდეს:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის მონაცემებს;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობებს;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს, რომელზეც გაცემულია ლიცენზია

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ან წყალსატევის ფართობს, საზღვრებს (კოორდინატებს) და დასახელებას;

ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გამოყოფილი ტერიტორიებით და წყალსატევებით სარგებლობის პირობებს;

ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტებისა და ლიმიტების ზღვრულ მნიშვნელობას;

თ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისთვის გადასახადის ოდენობას და გადახდის წესს.

7. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის, გარკვეულ ტერიტორიებზე (მათ შორის აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში),კონკრეტული ვადით და სარეწაო თევზჭერაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

8. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია სარგებლობის სახეობების მიხედვით უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.

9. ერთჯერად სახელობით ლიცენზიას სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის, გასცემენ ამ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო ამ ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში - სამინისტრო.

10. ლიცენზია ძალაში შედის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან.

მუხლი 47. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ვადიანია.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეობების, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, გეოგრაფიული გავრცელებისა და ლიცენზიის სახეობების მიხედვით დგინდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადები.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა არანაკლებ 10 წლის ვადით.

4. ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და გარეულ ცხოველთა სახეობების მიხედვით შეიმუშავებს, იღებს და აქვეყნებს სამინისტრო ბრძანებით ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ .

მუხლი 48. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა კონკურსისა და აუქციონის წესით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადას, წესს და პირობებს განსაზღვრავს დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფართობი და საზღვრები;

ვ) განმცხადებელი იურიდიული და ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი;

ზ) ინფორმაცია იურიდიული პირის განვლილი საქმიანობის შესახებ;

თ) განმცხადებელი ფიზიკური და იურიდიული პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ;

ი) საერთო ცნობები მოთხოვნილი ტერიტორიის შესახებ (გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა, ფართობი, განაშენიანება, სასოფლო -სამეურნეო და ტყის სავარგულების დახასიათება, მოკლე ეკოლოგიური და ზოო-გეოგრაფიული დახასიათება და სხვა).

4. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად მისაღებ და ყველაზე მეტად გამართლებულ გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსზე შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია შეიძლება მიეცეს მას გამოცხადებული კონკურსის პირობების საფუძველზე.

5. კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს წამოყენებულ პირობებს. კონკურსის მონაწილეებს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

6. აუქციონი იმართება, თუ პრეტენდენტების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

7. ლიცენზიის გაცემის სააუქციონო სისტემის დროს გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.

8. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში იურიდიულ პირებზე გაიცემა ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესითა და პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ი ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნისა.

9. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია ყველა სხვა შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 49. ლიცენზიის ფორმა

1. ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1/4 ფორმატის შუაზე გაკეცილ, სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: "საქართველო", "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია".

ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:

 სახელმწიფო გერბი

საქართველო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია

სერია-- ნომერი---- ტიპი ----- ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში

გატარების თარიღი ----- წლის ____ ____

გაცემულია

________________________________________________________________ იურიდიული

ან ფიზიკური პირის დასახელება, ვისზეც გაიცა ლიცენზია,

______________________________________________________________________

მონაცემები მის შესახებ,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა,

_________________________________________________________________

ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი

____________ მიზნით _____________________ სამონადირეო მეურნეობის ან

წყლის ობიექტის

_____________________________________ ადგილმდებარეობის, რაიონის, სოფლის

დასახელება, კოორდინატები

გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე

________________________________ჰექტარი (სიტყვიერად)

ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______ (რესურსი ან

_____________________________________ რესურსების დასახელება, ოდენობა და

ამოღების ვადები)

_____________________________________

ლიცენზიის მოქმედების ვადა ___________________ (დაწყება-თარიღი)

____________________ (დამთავრება-თარიღი)

გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობების მიხედვით

____________________________ (რესურსის დასახელება, ფასი)

_____________________________________ სალიცენზიო მოსაკრებელი

______________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის

გამოყოფილია _____________________________________ ტყის სავარგული, წყლის

ობიექტი, მიწის ფართობი

19 ___წლის ____ ___

_____________________________ დადგენილებით სახელმწიფო უწყების დასახელება

ამ ტერიტორიის საზღვრები აღნიშნულია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ

გეგმაზე.

ლიცენზიის დამატებითი პირობები ___________________

_____________________________________

_____________________________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტით

მოსარგებლის დასახელება

ვალდებულია:

- ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომელებიც მითითებულია ლიცენზიაში; - დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;

- ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული;

- არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

- ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალურად, საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;

- აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

- განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;

- დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;

- შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე,სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;

- უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია იშვიათი და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და წითელ ნუსხაში;

- დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ -ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს მდგომარეობის გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

- დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად; - ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებ-ლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც.

____________________ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი გავეცანი

ლიცენზიის რესურსების დაცვის მინისტრი ან პირობებს და მინისტრის უფლებამოსილი

ვკისრულობ შევასრულო: წარმომადგენელი

_____________________ ______________ ხელმოწერა ლიცენზიის მიმღები

იურიდიული ან ფიზიკური პირის ხელმოწერა

ბ. ა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობების მიხედვით ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 50. გარეული ცხოველებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა

1. გარეულ ცხოველთა სახეობებით, მათი დერივატებითა და ცხოველქმედების პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ამ კანონის, საფრთხის წინაშე მყოფი ფაუნის (გარეული ცხოველების) და ფლორის (ველური მცენარეების) სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora - CITES) დებულებებისა და მათ საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. გარეული ცხოველის, მისი დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა. ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას:

ა) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას;

ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით;

გ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი;

დ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

ე) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში, რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე;

ვ) საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია, რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის.

3. გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია, რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი;

ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია.

თავი V.

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის

ეკონომიკური რეგულირება

მუხლი 51. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მიზნები და ამოცანები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება მოიცავს შემდეგ ცნებებს:

ა) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრა და რეგულირება, მათ შორის ურთიერთობები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ბუნებათმოსარგებლეთა შორის;

ბ) გადასახადების სისტემის ფორმირება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის;

გ) ცხოველთა სამყაროთი მოსარგებლეთა ეკონომიკური დაცვა.

მუხლი 52. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ამ ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ამ ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი მოიცავს:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვას და ეკონომიკურ შეფასებას;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკურად დასაბუთებულ გადასახადების სისტემას;

გ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას;

დ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ეკონომიკურად დასაბუთებული ჯარიმების სისტემას;

ე) ცხოველთა სამყაროს უკანონოდ მოპოვებული ობიექტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩამორთმეული იარაღის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სახსრების, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი შეწირულობების მიზანმიმართულ გამოყენებას.

მუხლი 53. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადები მოიცავს:

ა) გადასახადებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადისა და ჯარიმის გადახდა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებების შესრულების ვალდებულებისაგან და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის დღიდან ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადით.

მუხლი 54. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადის შეღავათები

საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა ცალკეული კატეგორიები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადიდან.

მუხლი 55. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი. იგი შედგება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისგან (საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან.

2. საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე ცალ-ცალკე. ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.

3 . ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლლობის უფლების მოსაკრებელს იხდის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონის გამარჯვებული მონაწილე და სამინისტროს მიერ გაცემული ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი. აღნიშნული მოსაკრებელი გამოიყენება ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, ექსპერტთა საბჭოს წევრთა და ლიცენზირების სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურე- რებისა და მატერიალური წახალისებისათვის და სხვა.

4. გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით.

5. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

6. სალიცენზიო მოსაკრებელი დაბეგვრას არ ექვემდებარება.

მუხლი 56. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება

ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება მოიცავს:

ა) საგადასახადო და სხვა შეღავათების გავრცელებას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველთა სამყაროს ეფექტურ დაცვას, აღწარმოებას და მდგრად გამოყენებას, მათი საბინადრო გარემოს დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას;

ბ) იურიდიულ პირებზე შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების გაცემას ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოებისათვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) ცხოველთა სამყაროს დაცვის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის დამრღვევთა წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მატერიალურ წახალისებასა და დაჯილდოებას

გასაგრძელებლად დააჭირეთ აქ
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика