ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »

კარი II.

ძირითადი ნაწილი

თავი III.

ცხოველთა სამყაროს დაცვა

მუხლი 15. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება და დაგეგმვა

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს ბიუჯეტიდან აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე, გარემოს დაცვის შესახებ და დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

3. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ ღონისძიე ბათა შემუშავებასა და ინტეგრირებას:

ა) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში;

ბ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიულ (სამენეჯმენტო) გეგმებში;

გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის სქემებში;

დ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;

ე) ინფრასტრუქტურულ პროექტებში;

ვ) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში.

4. სამონადირეო მეურნეობებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებათა დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული (ათწლიანი) გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების) შემუშავების გზით.

5. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება:

ა) ბუნებრივ პირობებში გარეულ ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება;

ბ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა;

გ) გარეულ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება.

6. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო ავარგულების წინასწარი გამოყოფა (ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად), რომელსაც ახორციელებს სამინისტრო.

7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე.

მუხლი 16. ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას;

ბ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის (კონსერვაციის) და მომრავლების წესების დადგენას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას;

დ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო გზების, წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო:

ა) ქმნის ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებს, აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს;

ბ) აფინანსებს საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების () შექმნასა და ფუნქციონირებას;

გ) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან;

დ) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს;

ე) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას, მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის;

ვ) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის;

ზ) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას, რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა;

თ) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს;

ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებით განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგარციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა

1. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე უნდა ორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დაცვას.

2. დასახლებული პუნქტების, საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების, განლაგების, მშენებლობის დროს, არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, ყამირი მიწების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას, მიწების მელიორაციის დროს, ტყით სარგებლობისას, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების შესრულებისას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის, ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციებისსამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე, გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა.

3. რკინიგზის, გზატკეცილების, მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე არხების, კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების, განლაგების, აგრეთვე მშენებლობის დროს, საძოვრებისა და ახნავ-სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას.

4. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის ამ მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც სრულდება საქმიანობაზე გარემოსადაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობის წესების დარღვევით.

მუხლი 18. გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილება საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის დროს

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან განახორციელონ გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების ღონისძიებანი საქმიანობისას (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, სატყეო - სამეურნეო, ხე-ტყის დამამზადებელი და სხვა სახისა), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის დროს.

მუხლი 19. ცხოველთა სამყაროს დაცვა დაცულ ტერიტორიებზე

1. დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებში და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა და დაცული ტერიტორიების ამ კატეგორიების დანიშნულებასთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობა. დასაშვებია მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე, მეცნიერული არამანიპულაციური ხერხებისა და მეთოდების გამოყენება.

3. სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებში და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.

4. აღკვეთილებსა და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნების სამართლებრივ ნორმებთან.

5. საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე კატეგორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის ან ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმით.

მუხლი 20. საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვა

1. საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების, ქვესახეობების და სხვა ტაქსონომიური ერთეულების (შემდგომში ტაქსონი) მდგომარეობის შეფასებისა და დაცულობის სტატუსის მინიჭებისათვის დგება საქართველოს წითელი ნუსხა და წითელი წიგნი.

2. საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების და დაცულობის სტატუსის მინიჭება ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) გადაშენებული ტაქსონი ( Extinct-EEX).ტაქსონი გადაშენებულად ითვლება, როცა უკანასკნელი ინდივიდი დაღუპულია;

ბ) ბუნებაში გადაშენებული ტაქსონი ( Extinct in the Wild-EW). ტაქსონი ბუნებაში გადაშენებულად ითვლება როდესაც ცნობილია, რომ ამ სახეობის ინდივიდები დარჩენილია მხოლოდ ტყვეობაში;

გ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Critically Endangered - CR). ტაქსონი გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, როდესაც მას არსებულ პირობებში ყოფნისას უახლოეს მომავალში ემუქრება გადაშენების უაღრესად დიდი საფრთხე;

დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი ( Endangered - EN). ტაქსონი, რომელიც არ არის უკიდურესი საფრთხის წინაშე, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს გადაშენების პირას;

ე) მოწყვლადი ტაქსონი (Vulnerable-VU). ტაქსონი საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე;

ვ) დაბალი რისკის ტაქსონი (Lower Risk-LR). ტაქსონი არ აკმაყოფილებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფთა და მოწყვლადთა კატეგორიების კრიტერიუმებს. ეს ტაქსონი შეიძლება დაიყოს სამ ქვეკატეგორიად:

- კონსერვაციაზე დამოკიდებული ტაქსონი (Conservation Dependent - DCD);

-მოწყვლადთან ახლოს მყოფი ტაქსონი ( Near Threatened - NTN).ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს, მაგრამ ახლოსაა მოწყვლადთან;

- ნაკლებად საგანგაშო ტაქსონი (Lesst Concern - LLC). ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს ან მოწყვლადთან საფრთხის ახლოს მყოფს;

ზ) არასრული მონაცემების მქონე ტაქსონი (Data Deficient - DD). ტაქსონი, რომლის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისია მისი გადაშენების რისკის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეფასებისათვის;

თ) შეუფასებელი ტაქსონი (Not Evaluated - NE). ტაქსონი ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაშინ, როდესაც იგი ვერ ფასდება ვერც ერთი კრიტერიუმის მიხედვით.

3. საქართველოს წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეტანილი ტაქსონების დაცვა და აღდგენა ხორციელდება "საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების" შესაბამისად, "საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ" დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

4. ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრციო გზების, წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება რეგულირდება სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

6. საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება დაიშვება სამინისტროს ლიცენზიით მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად აგრეთვე, ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის.

7. საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შედგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა

მუხლი 21. გარეულ ცხოველთა დატყვევება, EX-SITU კონსერვაცია, ზოოლოგიური კოლექციები, ზოოლოგიური კოლექციების შექმნა და შევსება

1. საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა იმ სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელთა გამრავლება ბუნებრივ პირობებში დაცვის გზით შეუძლებელია, იქმნება საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების "გენოფონდის რეზერვატი"(ex-situ კონსერვაცია). პრაქტიკული ღონისძიებანი საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების გენოფონდის შექმნისა და ბუნებაში მათი აღდგენისათვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად სამინისტროს მიერ ამისათვის უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ.

2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების და სხვა) და საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატის შექმნა და შევსება გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით დაიშვება ლიცენზიით, გარდა სამოყვარულო ზოოლოგიური კოლექციებისა.

3. ლიცენზიის გაცემის პროცედურა ზოოლოგიური კოლექციების გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ რეგულირდება ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

4. ფიზიკურ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული ზოოლოგიური კოლექციების შევსება და მათ მიერ ახალი კოლექციების შექმნა დასაშვებია მხოლოდ ნადირობით, თევზჭერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის სხვა ფორმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ნადავლით.

5. ზოოლოგიური კოლექციები, რომლებსაც მეცნიერული, გენოფონდის შესანარჩუნებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი ან ესთეტიკური ღირებულება აქვთ, ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. სახელმწიფო ზოოლოგიური კოლექციების პრივატიზება აკრძალულია.

6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხას, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას.

7. იმ გარეულ ცხოველთა ნუსხას, რომელთა დატყვევება, ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია, ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ, რომელთა დატყვევება, ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია .

8. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაშვებულია ეგზოტური ცხოველების ყოლა, თუ:

ა) ამ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები;

ბ) ეს გარეული ცხოველები საფრთხეს არ უქმნიან გარშემო მყოფთ;

გ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

9. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა დატყვევება და ტყვეობაში ყოლა დასაშვებია სამინისტროს ლიცენზიით კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები;

ბ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 22. ცხოველთა სამყაროს დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას

1. მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების ხმარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის მოთხოვნები. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენება, ცხოველთა სამყაროზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით, შეხამებული უნდა იყოს აგროტექნიკურ,სასელექციო, გენეტიკურ ბიოტექნიკურ, ბიოტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა განხორციელებასთან.

2. გარეულ ცხოველთა დაღუპვისა და მათი საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან დაიცვან აღნიშნული პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. მცენარეთა დაცვისათვის ახალი პრეპარატების შექმნისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა შემუშავდეს გარემოში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისა და გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას.

4. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი ყველა სახის სხვა პრეპარატების (ქიმიურ საშუალელებათა) ხმარების წესები, აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ დებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ შორის ინტროდუცენტთა) ნუსხას სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ბრძანებით მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ .

მუხლი 23. გარეულ ცხოველთა ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

1. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში და საქართველოს ცხოველთა სამყაროსათვის უცხო სახეობების ინტროდუქცია აკრძალულია, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათავლისწინებული შემთხვევებისა.

2. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდიზაცია დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო - კვლევითი და სამეურნეო მიზნებისთვის შესაბამის სამეცნიერო ორგანიზაციათა დასკვნების საფუძველზე,სამინისტროსგან სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ.

3. ჰიბრიდული ფორმების ბუნებაში გაშვება აკრძალულია, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათავლისწინებული შემთხვევებისა.

4. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდიზაციის სამართლებრივ რეჟიმს აწესრიგებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 24. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვა და მათი მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე მიწით ტყით,წყლით და სხვა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეთა და კერძო მესაკუთრეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს აყენებს გარეულ ცხოველთა რაოდენობას, საბინადრო გარემოს, გამრავლების, დასასვენებელ, წყლის სასმელ და გამოსაზამთრებელ ადგილებს, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებს და გადარჩენის სტაციებს. უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა

თავი IV.

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა

მუხლი 25. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მოიცავს:

ა) ნადირობას;

ბ) თევზჭერას, წყლის უხერხემლო ცხოველებისა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების ჩათვლით;

გ) ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტების მოპოვებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ნადირობისა და თევზჭერის ობიექტებს;

დ) გარეულ ცხოველთა (ნიადაგწარმომქმნელები, მცენარეთა დამმტვერავები, ბიოფილტრატორები და სხვა) ცხოველქმედების სასარგებლო თვისებებითა და პროდუქტებით (თაფლი, ცვილი, და სხვა) სარგებლობას;

ე) ცხოველთა სამყაროს სამეცნიერო გამოკვლევასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარ სარგებლობას კულტურულ - საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური მიზნებისთვის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე;

ვ) გარეულ ცხოველთა მოპოვებას, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში გამრავლების მიზნით;

ზ) ზოოლოგიური კოლექციების შექმნას.

2. საქართველოს კანომდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა სახეობები.

3. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობა ხდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების მათი საბინადრო გარემოდან ამოღებით ან მის გარეშე.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტები სარგებლობისათვის გაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით მხოლოდ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 26 - ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.

მუხლი 26. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა

1. საქართველოს მოქალაქეებს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარებისა და ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით.

2. საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტსა და 30 - ე მუხლის მე - 3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა). ასეთებია: ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ - საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური, სამოყვარულო კოლექციების შექმნის, აღდგენითი და ვეტერინარული მიზნებისათვის.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობისას აკრძალულია გარეულ ცხოველთა განადგურება, მათი საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების (სოროები, სახლები, ბუნაგები, ფრინველთა ბუდეები, და სხვა) დანგრევა, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს დარღვევა და გამრავლების პირობების გაუარესება.

4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას.

გასაგრძელებლად დააჭირეთ აქ


შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика