ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »

არე–მარე:

აგარა – საზაფხულო სადგომი
ავგავანი – თვალუწვდენი სივრცე
აზმახი – გუბე, ტბორი (მეგრ.)
აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, მყის ღრმა დაწყებასვე თანა
ამრეცი – აღმართი
აპანთა – კლდოვანი ადგილი
ბააბანი – ძალიან ვაკე ადგილი
ბანაკი – მანალი
ბერეთი – ბუნაგი, ხვრელი
ბეჩო – ჯილე, ბოლათი, ყობი
ბეჩოლა – გამოქვაბული, ღრმული
ბინული – ნაკადულისთავი
ბინური – წყაროს წყალი (მეგრ.)
ბიცი – აღდაჭი, უნაყოფო მიწა
ბოკერა – მინდორი ტყეში
ბოლცომი – მომაღლო ადგილი
ბონდორი – მოშლამული ადგილი
ბორო – მიყრუებული ადგილი მთაში
ბოტორო – შამბიანი ცხელი ადგილი
ბოშია – ქვიშნარი
ბრეგი – ბრეკი, გორაკივით
ბრილი – უმზეო ადგილი
ბუსნარი – მაღალბალახა კორდი, ბუსნო
ბღვარი – სამხრეთი, სამზევე
გაბარა – მაღლობი, სერი (მეგრ.)
გაგაჩი – ხერგილი (მეგრ.)
გარამი – უფსკრული (მეგრ.)
გაღმართ – ხევის მეორე მხარეს
გეზი – გასავალი წყლის კიდე
გვერდა – ციცაბო ფერდობი, ჩხოკო
გვერძნელი – უფსკრული, ღარდა
გიზი – ჩვილი ბალახი
გლუ – მიუვალი
გოლი – შენაგუბი წყალი (ფერეიდ.)
გორა – მცირე ბორცვი
გორაკი – მცირე გორა
გოჩგოჩანა – ქვაზე გადამდინარე ზვირთი
გულგული – შუაგული
გურაბი – მორევი
დალაუგა – პატარა ვაკე მთაში
დალდე – კლდეში შეზნექილი
დალი – დასავლეთი (მეგრ.), ლაქვა (სვან.)
დოკე – დაღმა (მეგრ.)
დაღმართი:
– წამრეცი – მცირე
– დამრეცი – მეტი
– ჩაღმართი – უმეტესი
– დაღმართი – ჩაღმართის უმეტეს
– ციცაბი – სრულიად ძნელი
– ირმიცი – დაქანებული
– ჯიქა – კმედო, ძლიერ დაქანებული
დვიბე – ხეობიანი უქარო ფერდი
დიკალი – ჩასასვლელი (მეგრ.)
დორანი – ფოთქი, ბეჩო, ჩიბე (მეგრ.), თევზთა შესაყარი
დუბე – დაბალი ადგილი, ღელდო, ხვანტი
დუზი – სწორი მინდორი
დღოწი – ლაფიანი წყალი
ეხი – კლდე ქვაბივით
ვაკე – ქვეყანა ბრტყელი
ვანი – სადგომი, სავანე
ველობი – მინდვრიანი ტყეში
ველტოფი – მეჩხერი ბუჩქნარი სათიბში
ვეძა – მუჯა, მლაშე წყარო
ზაგარი – მთა (სვან.)
ზეგანი – ვაკე მაღლობზე
ზეკარი – უღელტეხილი
ზენაკე – ზემოთკენ
ზენი – ველი (მეგრ.)
ზო – სამხრეთის ფერდი
თანითანაზე – წყლის გაყოლებით
თარა – კლდის გამოქვაბული
თასფეხი – მთის ძირი (ფერეიდ.)
თაღარა – გაშლილი ველი
კადა – ფერდობი (მეგრ.)
კანკასი – ანკარა წყალი, კანკარახი, წიმარო
კაპანი – კლდის ფერდის ფხა
კარკალი – ლოდ–არძანნი
კარჩხალი – კლდოვანი
კარწახი – დიდი აღმართი, კუსუპი, ფოფხი, კაწაპანი
კატარი – კენწერო რისამე
კაცხი – წვერი (სვან.)
კაწარა – პატარა რუ
კეტამი – კლდის ქიმი
კვარიხი – ნაპრალი
კვაჭალია – პატარა მინდორი ტყეში
კიამპო – ძნელი აღმართი
კიდე – წყალთა ნაპირი
კიკაბო – ციცაბო
კინტრო – ტატანი, ციბოლო, ცისკიდური
კინჭუხი – კლდის წვერი, წოპი, კოდმე, წინწიბური, წვეროკინა, კეტამი
კიპირჭი – ბუნებრივი კიბესავით კლდეზე, პარახელი
კირჩხალი – კლდოვანი ტიტველი მთა
კლდე – ქვის მთა, კოჯ (სვან.)
კლდეკარი – ვიწრო გასასვლელი კლდეებში
კმედო – კბოდე, კოდმე
კოდი – უტყეო, ბალახიანი მთა
კოდმე – გორის ფერდი
კოთორა – პატარა კლდოვანი მაღლობი
კონცხი – მაგარი და ძნელოვანი ცხვირი კლდეთა
კოპიჭი – მოყინული მიწა
კოჟი – მაღალი, ხვინჭკიანი ადგილი
კორდი – ბალახიანი ნაკვეთი
კორთი – ციცაბო აღმართი
კორკორა – სოკოსავით გორაკი
კორტოხი – გორაკი, ბექი, კუნტრუცა, ბექური, თაფა, ბურცობი
კოსორი – კლდის შვეული ფერდი
კოტორი – მწვერვალი, კურკუტო
კრანჩხი – ღრანტე
კრია – მიწა ხშირად ქვიანი
კრიამპო – კლდის პირი უფსკრულთან
კრიახი – კლდოვანი ადგილი
კრუტიელი – მორევი
კუნძული – ხერთვისი, ჭალაკი
კურბელი – ბორცვის წვერი
ლაგაზი – მწებარე ტალახი, თიხნარი
ლაფი – თხელი ტალახი
ლაქვა – დასავლეთით (სვან.)
ლაყვა, ლაკვა – წვიმის გუბე
ლენჭყი – ლენჭყო, ჭაობიანი ადგილი
ლეჟა – აღმოსავლეთით (სვან.)
ლეტა – ტალახი (მეგრ.)
ლია – ტალახიანი საფლობი, ნოყა
ლიაღვი – ლენქერი, მოდიდებული ნაკადი
ლიპი – მოყინული
ლიტაო – სალი
ლიხი – მაღალი შამბი
ლოდიანი – დიდრონქვებიანი ადგილი
ლოთომი – საფლობი ტალახი
ლორგო – მლაშე წყაროს წყალი
ლუხუმი – მდინარე, რომელიც წვიმის დროს ძალიან მატულობს
მარჩხობი – არაღრმა წყალი
მატალა – სტალაგმიტი
მაქანარი – ხევის პირი ფლატოიანი
მდელო – მწვანე მინდორი
მესხლეტი – ფეხის მოსაცურვებელი
მზვარე – უჩრდილო ადგილი
მთხრებლი – ორმო, მღვიმე, ხარო, ჭა, ხნარცვი, ლაკვა, ჯურღმული, ქვაბული, პარეხი, ბელღოჯი, დალდე, ქანქანა, ქარიზი, ღრუდო, ქერეთი, ეხი, ქვახვრელი
მირამორა – ახლომახლო
მისადევარი – ახლო–მახლო ადგილები
მონიო – წყნარი დინება
მრავალანი – პატარა დათვის ხომლი
მრუდი – გვლარძნილია ვაკოვანთა შორის ღელოვან–სეროვანი
მუშამი – მეტად ცხელი ადგილი
მყაყე – უძრაობით აშმორებული
მჭიდრე – ადგილი რამ იწრო
ნაგრილი – ჩრდილი
ნადგური – ნადგომი, ნასადგურალი
ნაზლობი – ქვიშა–მიწის ზვავი
ნაკა – ვრცელი (მეგრ.)
ნაპრალი – ნაღი, ვიწროდ გახეთქილი
ნარვალი – ოღრო–ჩოღრო, ოკრო–ბოკრო
ნაური – მცირე ხეობა, ღრანჩო
ნაშე – რიყე ფიჩხოვანი
ნაშლიანი – კლდის ნაშალი
ნოღა – მდინარის ნაყოფიერი პირი
ომანო – ომახო, ომანე, სორო, სვერო
ორო – ჩრდილი (მეგრ.)
ოროკო – ბაქან–ბაქან ვაკე
ორწოხი – ძნელმისადგომი
ორხევი – ორი ხევის შესაყარი
ოფო – მცირე საგუბარი
ოღრო – კრატერი
ოღრო–ჩოღრო – უსწორმასწორო
ჟვეპო – პეჟო, პერი, ქაფი
რეხი – მთის კლდოვანი კალთა
რზენი – ვაკე (მეგრ.)
რობუ – ხევი (მეგრ.)
რუვი – რუ
რუწკუმი – კარსტული ძაბრი
საბადური – ბადით სათევზაო ადგილი, სასალიკო
სალოკი – მლაშე წყარო
სანიავო – ნიავიანი ადგილი
სარაგ – წყარო (სვან.)
სახინძავი – სამალავი
სერი – მოგრძო გორა
სერტყიანი – ტყიანი მთა, ძნელსავალი
სკნელი – კიდესავით
სრუტი – სადა ზღვა დავიწროვდება
სტაგი – რუს სათავე
ტაფობი – ჩავარდნილი ადგილი
ტაშირი – ვაკე მთებშუა
ტიალი – ყოვლით საჩინო,
ტიბა – ტობა, ტბა (ლაზ.)
ტინი – პიტალო კლდე, ლიტაო, სალი
ტომონი – ჭაობი, შანტალა, უყე, საფლობი
ტრამალი – დიდი უშენი მინდორი
ტრიამელი – ტრიალი მინდორი
ტუბი – ხევი (სვან.)
უზვერული – კარგად შენიღბული
უნაგირა – მთებშუა ჩაღრმავება
უფთური – მიუდგომელი
უღაღი – ძნელსავალი, ღრატო
უღრაღი – უგზო, უკაცრიელი
უყეში – საფლობი
უშენი – უკაცრიელი, უდაბური
უჯმაჯური – ღრუბელმა ან კვამლმა მხეცის სახე მიიღოს
ფაფხი – მიუვალი კლდე
ფერცხალა – დაღარული გორა
ფიჩორი – მდინარის შესართავი
ფლატე – ფოტორი, ჯილე, ხმორდლო, ღრე, ჩამონახეთქი
ფოსო – მცირე დაღრმავება
ფრიალო – მეტად ციცაბო
ფშა – წყარო, მდინარის ახლო
ფხაკო – ხრიოკი ფერდი
ფხაწალი – მიუდგომელი ადგილი
ფხნეკი – ღრიანტელი – წყლის მიერ ჩამოქცეული ადგილი
ქანვარე – სადაც მდინარე მიექანება
ქანჩახი – კლდოვანი ბუჩქნარი
ქარაგოზი – კლდის ხავსი
ქარაფი – დიდი ფრიალო კლდე
ქარქარაკი – გამონარიყი შეშა
ქაქარი – აღმართი
ქედი – გორთა გადასაჭვრეტელი
ქიმი – წვეტიანი შვერილი
ქორში – ცივი და უხეში წყარო
ქოფთა – გამოქვაბული
ქოჩი – ბუჩქი
ქუდური – მოვაკული გორა, პლატო
ღადო – ოკრო–ბოკრო, ჩორახი (ტალღაც)
ღარისთვალი – მდინარის კალაპოტის ვიწრო ადგილი
ღარტაფი – ჩაღრმავებული ადგილი, ღმურჭულა
ღელე – მცირე ხევი
ღირღილა – ხმაურიანი რუ
ღრამპი – მცირე ორმო
ღრანტე – ღრმა, ვიწრო ხევი
ღრე – დაფლატული ადგილი
ღრმული – ფოსო, ფოსვი, მცირე ჩაღრმავება
ღრუჭუმი – ბუნებრივი ორმო
ღურღული – დიდი მორევი, ღურღუნცი
ღურჭუმელა – ამოთხრილი ორმო
ყაფარი – დაქანებული კლდე
ყეფი – ძალიან ცივი წყალი
ყვაპე – ჩავარდნილი ადგილი
ყრჩუ – ადგილი ვიწრო და ცხელი
ყურე – ხმელში შეჭრილი წყალი
შაზი – ტალახი
შანდაკი – მოსწორებული ადგილი
შანტალა – უყე, ჭაობი
შენი – კაცრიელი მხარე
შვალი – ღარი ტყიან ფერდობზე
შიბი – კლდის წიბო
შტოქედი – ქედის განშტოება
ჩაბალი – დაბალი მინდორი
ჩაბარუხი – ჩანჩქერი, ჩახრიალა, ჩქერალი, ჩხატი, ჩაქუხა
ჩავო – უმზეო, ჩრდილიანი
ჩანჩხი – კლდიანი კალაპოტი
ჩახვაფული – ჩაზნექილი ადგილი
ჩოფი – ცხელი ადგილი
ჩქერი – სწრაფი დინება, ღვართქი, შხივი
ჩხატი – ჩანჩქერის კლდე
ჩხმეტი – ქვიანი, კეჭინარა, ქვარნალი
ციგლიგი – ნაკადულის დინება
ცისკრეთი – აღმოსავლეთი
ძიძგაბი – ეკლნარი
წარბა – ოროკოს კიდე
წყალმარჩხი – თავთხელი ადგილი
წყარო – ფშა, ფშანი, ბინული
ჭალა – მდინარის ნაყოფიერი ნაპირი
ჭევლი – მდინარის ჩაციმციმება
ჭენჭეხი – გაუვალი ტალახი
ჭეო – ფიქალი, შრიანი კლდექანი
ჭერეხი – ქვახვინჭკიანი ადგილი
ჭიუხი – ჭაუხი, წვეტიანი კლდე, შხერი
ჭოროხი – მდინარისაგან შეყრილი ქვიშა
ჭოჭი – წყლიანი ადგილი
ჭურობი – კლდეთაშუა ვაკე
ჭურულა – რუს განშტოება
ჭყანტი – ჭანჭრობზე დიდი, ჭყანტობი
ხაბო – კბოდე (მეგრ.)
ხარო – ღრმა ორმო
ხაშმი – ავჰაეროვანი
ხახი – მდინარის დაკბილული ნაპირი
ხევანი – ხეივანი
ხვანტი – მთებშუა დაცემული ვაკე
ხმორდლო – ჩაფლატოებული
ხოფი – ჩაღრმავებული
ხრაო – ხრამი
ხრიატი – კლდიანი ფერდობი
ხურგი – საზღვარი
ხურხევა – ვიწრო გასასვლელი
ჯაგი – ეკლიანი ჩირგვი
ჯორგო – ღელე კლდეში
ჯურღმული – ძალზედ ღრმა ორმო

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика