ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი »
მუხლი 182. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების,
  შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)
  და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გაცემის საფუძველი
  (23.06.2006 N 3378)
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება შესაბამისი ლიცენზიის მიღების მოთხოვნით;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ასევე ნასამართლობის არარსებობის და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შეიარაღებისა და სამხედრო მასალის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მათით ვაჭრობასთან;
დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;
ე) შესაბამის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შენობა-ნაგებობების სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;
ი) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობების დაცვაზე უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

მუხლი 19. იარაღის შეძენა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;
დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;
ე) საქართველოს მოქალაქეებს;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.
2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.
4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
5. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა. (25.05.2006 N 3144)

მუხლი 20. იარაღის შენახვა
1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. (15.07.2008 N 227 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გადაადგილების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
 
მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.

მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, 
  რეექსპორტი და ტრანზიტი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);
ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;
დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;
ე) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.
5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

მუხლი 221. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი,
  რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე
  გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ
  გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად შესაბამისი პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის ასლს;
ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იარაღის იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციას;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს საბაჟო ორგანოებს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებისათვის, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მოდერნიზებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაკეთობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის დროს შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოებს წარუდგენს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას და შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის 182 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.

მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან
გატანა
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. (25.05.2006 N3166)

მუხლი 25. იარაღის გამოყენება
1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.

მუხლი 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის 
საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან
გატანა
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლის მე2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.

მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია.
თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი – ამ ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში. (25.05.2006 N 3144)
ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.
2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)

მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

თავი VI
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით
 მოსარგებლის უფლებამოვალეობანი

მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლებამოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;
გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.

მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლებამოვალეობანი
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; 
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) რეგისტრაციაში გაატაროს საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო მოხელეთა დაშვება და მათთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. 

მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლებამოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა. 

თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა,
პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს 
კანონმდებლობის დარღვევისათვის
 
მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევისათვის
იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

თავი VIII
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შემდეგი ბრძანებულებები:
ა) „იარაღის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შესახებ“;
ბ) „იარაღის სერტიფიცირების წესის შესახებ“;
გ) „იარაღის ჩამორთმევის წესის შესახებ“;
დ) „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ“;
ე) „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის შესახებ“;
ვ) „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“;
ზ) „იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“;
თ) „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა“.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ; (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „იმ ავადმყოფობათა და ფიზიკურ ნაკლთა შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა.

მუხლი 351. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 
  შეიარაღების საქართველოდან ექსპორტის სანებართვო 
  მოსაკრებელი (30.06.2004 N 284)
 საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

თავი IX
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“.

მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
N 2264 – IIს
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика