გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ
საქართველოში, ივრის ზეგანზე, შირაქისა და ელდარის სტეპებში, ივრისა და
ალაზნის ჭალებში. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის მისი არეალი ბევრად უფრო
ფართო იყო და თბილისის შემოგარენს მოიცავდა. აფთარი დაფიქსირებულია ივრის
ზეგანზე, კოწახურას ქედის მიდამოებში.
ეკოლოგიური თავისებურებები
ბინადრობს
უპირატესად არიდულ და სემიარიდულ ბიოტოპებში, კერძოდ ნათელ ტყეებში და
ღვიიან ცენოზებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 250 მ-მდე.
საქართველოში გვხვდება ერთეული ინდივიდების სახით. ზოლიანი აფთარი
არასოციალური ცხოველია, მარტოული ცხოვრების ნირით. ძირითადად ღამით არის
აქტიური. ერთად მხოლოდ გამრავლების პერიოდისთვის იკრიბებიან. საინტერესო
და გასხვავებულია მათი გამრავლების სისტემაც. სქესის დიფერენცირება
გარეგნულად შეუძლებელია.
აფთარი პოლიფაგი ცხოველია. მის ძირითად საკვებს წარმოადგენს ლეში. ხოლო
”აქტიური ნადირობით” დაჭერილი ქვეწარმავლები. ფეხსახსრიანები, თუ
მოპოვებული მცენარეული საკვები მხოლოდ მეორადი ე.წ. დამატებითი საკვებია.
აფთარი უპირატესად ღამით არის აქტიური, ფარული ცხოვრების ნირს ეწევა და
სწორედ ამიტომ, მისი არა თუ ნახვა, არამედ არსებობის კვალის დაფიქსირებაც
კი ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ძირითადი საფრთხეები
1. საარსებო გარემოს შემცირება მისი არეალის სამეურნეო მიზნით ათვისების შედეგად.
2. საკვები ბაზის მრავალფეროვნების შემცირება.
3. ბრაკონიერობა.
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!