ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი »
    სიტყვა "ბაზიერი” სპარსული წარმომავლობისაა. ბაზიერობა დამჭერი ფრინველებით ნადირობას ნიშნავს.  "ბაზი” დამჭერ მტაცებელ ფრინველს ჰქვია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საბაზიერო ხელოვნების სამშობლო აზიაა (ინდოეთი,ჩინეთი, მონღოლეთი) და იგი 4000 წელს ითვლის.
Dბაზებით, ანუ დამჭერი ფრინველებით ნადირობას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ ,რაზედაც მეტყველებს მრავალი ისტორიული წყაროები,თქმულებები, ლეგენდები. ამის ერთ-ერთი ბრწყინავლე ნიმუშია მოსე ხონელი ,,ამირანდარეჯანიან”-ში'' მოყვანილი მასალები. ბევრი მკვლევარი და მოგზაური აღნიშნავდა დამჭერი ფრინველების პოპულარობას საქართველოში.Aალექსანდრე რობაქიძის ნაშრომში ,,მიმინოთი ნადირობა'გურიაში” გამოყენებულია საამისო დიდძალი ლიტერატურა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო,ალბათ ამ წარმტაცი სპორტის ერთ-ერთი სამშობლოა. ამავე ნაშრომში არის ასეთი ცნობა: "ფეოდალური მმართველობის აპარატში ქორ-შავარდნით ნადირობას უძღვებოდა მაღალი თანამდებობის პირი-ბაზიერთუხუცესი,რომლის ხელით იყო:სრულიად ბაზნი,ბაზიერნი,მეძაღლენი,ძაღლნი,ტყეთა და ველთა მცველები,სანადიროთა მეფისადა”.'
ამასთან, სხვა წყაროებიდანაც ჩანს, რომ შავარდენს ნადირობის გარდა იყენებდნენ დარბაზების დასამშვენებლადაც, როგორც ღვთიურ ფრინველს.
მემატიანე გადმოგვცემს,რომ მონღოლებს საქართველოდან ხარკის სახით გაჰყავდათ სანადირო ფრინველები.
იგივე ფაქტის საილუსტრაციოდ ლ.სანიკიძე თავის ისტორიუ რომანში "უქარქაშო ხმლები” ასეთ ცნობას გვაწვდის: "1578 წლის 1 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე და თურქეთის მხედართმთავარი ლალა-ფაშა სართიჭალის მიდამოებში ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს: ალექსანდრე რჩება კახეთის გამგებლად ბეგლარ ბეგის სახელით. იგი აღიარებს თავს თურქეთის ფადიშაჰის ქვეშრმდომად და ყოველწლიურ ხარკად უნდა გადაუხადოს: ოცდაათი იუქი აბრეშუმი, ათი ლამაზი ჭაბუკი, ათი ბროლტანიანი ქალწული, ათი ფრთა შავარდენი და ათი ფრთა მიმინო. გარდა ამისა ევალებოდა ფადიშაჰის დაძახებაზე მეომრებით გამოსულიყო თურქთა ჯარის დასახმარებლად”.
აქედან იმ დასკვნამდე მივდივართ საქართველოში ბაზიერის ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული .ერთი კოლხური გაწვრთვნილი მიმინო ერთი ქალწულის ფასად იყო შეფასებული . ქართველი ბაზიერების მიერ გაწვრთნილი მიმინო , ქორი, შავარდენი უცხოეთში ძვირად ფასობდა . მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს  აღმოაჩინეს მეხუთე  საუკუნის შენობის მოსაპირკეთებელი ფილები , რომელზედაც გამოსახულია ხელზე მჯდარი შავარდენი.საქართველოში, ქორ-შავარდნით ნადირობა ადრეც ყოფილა ცნობილი,გვერდი რომ ავუაროთ კიდეც ქორით ნადირობის ფაქტს,შემონახულს უანალოგო ლეგენდაში ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების შესახებ, მეათე საუკუნის გუჯარში "კაპოეტი ქორის” ხსენება მეძებრებთან და მწევრებთან ერთად, ამაზე თვალნათლივ მიუთითებს.
საქართველოში,ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,იგი უფრო მეფეთა და დიდებულთა გატაცება იყო. ჩვენში დამჭერი ფრინველებით ნადირობა, განსაკუთრებით,დასავლეთ საქართველოში (აჭარა, აფხაზეთი, გურია, იმერეთი) გამოირჩეოდა პოპულარობით,სადაც ძირითადათ მიმინოთი ნადირობდნენ. ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ მიმოფრენის დროს აქ უამრავი მწყერი იყრიდა თავს. მიმინოს (მემწყერიას) გარდა, აქ იყენებდნენ ქორს, ალალს,მარჯანს და სხვა მტაცებელ ფრინველს. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად შავარდნით, გავაზით და ქორით ნადირობა იყო დამკვიდრებული.საამისო ფრინველები იყო:ხოხობი,ქედანი,გნოლი,გვრიტი და სხვა.
 საბჭოთა პერიოდში დამჭერი ფრინველებით ნადირობა აიკრძალა როგორც წარჩინებულთა გასართობი. მხოლოდ 1967 წ.,,მონსკავშირის'' ღვაწლმოსილი მუშაკის, პაჭუ ჟორდანიას ძალისხმევით,საქართველოში იგი ოფიციალურად იქნა აღიარებული ,როგორც სამონადირეო სპორტის სახე. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი აღდგენა. მსოფილიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ქორ-შავარდნით, არწივით, მიმინოთი ნადირობა. ჩამოყალიბებულია ბაზიერთა მსოფლიო ასოციაცია I.A.F. (Iნტერნატიონალ Aსსოციატიონ ფორ Fალცონრყ ანდ ჩონსერვატიონ ოფ Bირდს ოფ Pრეყ),  რომელიც 48 ქვეყნის 70 ასოციაციას აერთიანებს. მასში გაწევრიანებულია 28 500 ბაზიერი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.,საქართველო (მიღებულია1991 წ.) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველი მიიღეს  მსოფლიო ასოციაციაში წევრად. საქართველოს მსოფლიო ასოციაციაში მიღებაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ფოთელმა ებრაელმა ბატონმა შალვა დავარაშვილმა რომელსაც წერილები მიჰქონდა ბელგიაში, პირადად აბარებდა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ კრისტიან დე კიუნეს და მოჰქონდა პასუხები საქართველოში. ერთმა ეპიზოდმა დააჩქარა ჩვენი ასოციაციაში მიღება . ერთერთ შეხვედრაზე შალვამ ჰკითხა პრეზიდენტს: რომელი ქვეყნებია თქვენი ასოციაციის წევრებიო ? პრეზიდენტმა დაასახელა სია ,ბატონ შალვას გაეცინა  . პრეზიდენტის შეკითხვაზე რატომ გაიცინეო ? შალვამ  უპასუხა :ზოგიერთი თქვენს მიერ დასახელებული ქვეყნები საერთოდ რუკაზე არ არსებობდა ,როცა საქართველოში საბაზიერო ხელოვნება მაღალ დონეზე იყოო და პირველ რიგში მოუთხრო ლეგენდა თბილისსზე .ამან პრეზიდენტი ძალიან დააინტერესა. ,იგი მოგვიანებით გაეცნო მასალებს საქართველოს შესახებ და გადაწყვიტა ჩვენი მიღება ყოველგვარი თანხის (ვალუტის) და რაც მთავარია ყოველწლიური საწევროს გადახდის გარეშე, მანამდე სანამ საქართველოში მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა.  ეს იყო საბაზიერო  სპორტის ისტორიაში  პირველი შემთხვევა, ყველა ქვეყანა თითქმის 10-15 წელიწადია  ელოდება წევრობას და იხდიან ყოველწლიურ გადასახადს 
.დღეისათვის საქართველოში ბაზიერები ძირითადათ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონშია თავმოყრილი: გურია,სამეგრელო,აჭარა,აფხაზეთში. თუმცა ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა თბილისში და ქუთაისში. ბაზიერობის ისტორიულ განვითარებას ამ რეგიონებში გადამფრენი ფრინველების სიმრავლე განაპირობებს. როგორც დადგენილია დასავლეთ საქართველოში, ევროპის ოთხი, ყველაზე მნიშვნელოვანი სამიგრაციო გზიდან ერთერთი აქ გადის.
დღეისათვის საქართველოში სამასამდე ბაზიერია. მათი ძირითადი ნაწილი ამ სპორტს სეზონურად, მიმინოთი მონადირენი,მისდევენ ხოლო მცირე ნაწილს კი მტაცებელი ფრინველები მთელი წლის განმავლობაში, ქორით და შავარდნით მონადირენი, ყავთ. 
Aარანაკლებ პოპულარული და აზარტულია ბაზიერისთვის მტაცებელი ფრინველის დაჭერა, როდესაც მთელი ჭკუა და მოხერხება მიმართულია სრული ბუნებრიობის შესაქმნელად,რათა მეტად ფრთხილი  ფრინველი მახეში გააბა. დაჭერა ხორციელდება ტრადიციული მეთოდით,სამკუთხა ბადით და ღაჟო ჩიტის გამოყენებით.
მტაცებელი ფრინველებით ნადირობისას დაზიანებული ან დაჭრილი მსხვერპლი არ არსებობს, მტაცებელი ან დაიჭერს მსხვერპლს, ან ის უსხლტება ყოვლად უვნებელი. 
  ბაზიერობას საქართველოში ტურისტების მოზიდვის მხრივაც ძალიან დიდი პერსპექტივები გააჩნია. მსოფლიოში არსად ასე მასიურად არ ხდება მიმინოს დაჭერა, დაგეშვა და მწყერზე ნადირობა. გამონაკლისი მეზობელი თურქეთია, სადაც ჩვენი მონათესავე ლაზები არიან აქტიური ბაზიერობაში, თუმცა მიმინოს ქართული ტრადიციული დაგეშვის წესი მათგან განსხვავებით აგებულია ბაზიერის და მისი მტაცებელი ფრინველის ურთიერთნდობაზე. უცხოელებისგან დიდი მოთხოვნაა,მათ ეს ყველაფერი თავიანთი თვალით იხილონ და შეძლებისდაგვარად მონაწილეოობა მიიღონ მიმინოს დაგეშვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით ყოველივე ამის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მიხედვას საჭიროებს.
ასევე გადასახედია საკანონმდებლო ბაზაც. ნადირობის წესებში ბაზიერობასთან დაკავშირებული ახლახან შეტანილი  ცვლილებები ძალიან არაადეკვატური და შეუსაბამოა არსებულ რეალობასთან.
ერთერთი ძირითადი პრობლემა სამონადირეო სფეროში არსებული უკულტურობაა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო მტაცებელი ფრინველების უმრავლესობა არამართებულად მავნებლებად გამოცხადებული და მათ განადგურებაზე ჯილდო იყო გამოცხადებული,ეს მავნე ჩვევა ჩვენი მონადირეების ნაწილს ახლაც გამოყვა, ამას დაემატა ყოველ მოძრავ ობიექტზე უმიზეზოდ მსროლელნიც და ბაზიერები თავიანთი ფრინველებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი,ნადირობა და ვარჯიში პრაქტიკულად მაღალი რისკის ქვეშ უწევთ.
მტაცებელი ფრინველებით ნადირობა ძალიან სანახაობრივი და აზარტული სპორტია.
ბაზიერობა ეს დაავადებაა,რომელიც არ ინკურნება, როდესაც ცაზე გადაფრენილი ყველა მტაცებელი ფრინველი პულსს აჩქარებს. ეს ბუნებასთან დაახლოების კიდევ ერთი საშუალებაა,ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია,წესი რომელიც ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში ასე დეფიციტია.
მწყერზე დადევნებული მიმინო, ეს წამია გაელვებული.წამი რომელიც მთელი ცხოვრება გაგვახსენდება.

ავტორი: სოსო ჯღამაძე
ფოთი



შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика