23:02:25
განახლება
მორბენალი სტრიქონი თქვენი რეკლამისთვის!!!                                                                                                      თქვენი რეკლამა ჩვენს საიტზე!!!                                                                                                                                                                                                                  მორბენალი  სტრიქონი თქვენი რეკლამისთვის!!! 
მთავარი | მონადირეების ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

პროფილი
ინფორმაციამართვა
Login:
პაროლი:

[ ახალი შეტყობინებები ფორუმში · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 1 დან12»
ფორუმის მოდერატორი: -BERG- 
მონადირეების ფორუმი » უფასო იურიდიული კონსულტაციები საიტის მონადირეებისათვის » უფასო იურიდიული კონსულტაციები საიტის მონადირეებისათვის » იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
Giaდრო: ოთხშაბათი, 14.04.2010, 17:15:53 | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო იურიდიულ საკითხზე,რაზეც კვალიფიციურ პასუხს მიიღებთ.

სანამ შეკითხვას დასვამდეთ ნადირობა თევზაობის თემაზე გთხოვთ წაიკითხოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ბრძანების სრული ვერსია.დააჭირეთ

და ფორუმში თემა
საქართველოს კანონმდებლობა მონადირეებისთვის და მეთევზეებისთვის.სანახავათ დააჭირეთ აქ

 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 15.04.2010, 10:56:19 | შეტყობინება # 2
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებებში: 1040
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
მადლობა ადმინისტრატორს! შეკითხვა:აქვს თუ არა გდი-ს უფლება დააჯარიმოს მონადირე სანადიროდ ნებადაურთველ ადგილში, თუ მონადირეს არაფერი არა აქვს მონადირებული?თუ აქვს მნიშვნელობა ამ დროს თოფი აწყობილია თუ შალითასი შენახული?
 
მახოდრო: ხუთშაბათი, 15.04.2010, 12:00:07 | შეტყობინება # 3
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 40
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
მოგესალმებით, მე მაინტერესებს ჯარიმა რამდენია ზედმეტი მონადირების შემთხვევაში ან აკრძალულ ფრინველზე და ნადირზე ნადირობის შემთხვევაში?
 
mamuka-advokatiდრო: პარასკევი, 16.04.2010, 00:01:37 | შეტყობინება # 4
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 250
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია ფრინველის და ცხოველის სახეობაზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება ხომ არ არის ფრინველი ან ცხოველი წითელ წიგნში შეტანილი . ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დაგეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მაგ. დათვის მოკვლისათვის ჯარიმა არის 50000ლარის ოდენობით +სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სხვა დროს დააკონკრეტეთ კითხვა.
 
მახოდრო: შაბათი, 17.04.2010, 01:10:29 | შეტყობინება # 5
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 40
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
როგორც ვიცი ცხოველზე ნადირობა აკრძალულია, გარდა კერძო მეურნეობისა. რამდენია ჯარიმა კურდღელზე და მგელზე. სასროლეთზე (ტირი) კითხვები მაქვს, თუ შეგიძლია რო მიპასუხო?
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 22.04.2010, 16:49:57 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 246
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
მოგესალმებით,
თუ სანადიროდ წაღებული მაქვს ჩემს სახელზე გაფორმებული 2 თოფი, რომელთაგან ერთით მე ვნადირობ, მეორეთი სხვა სრულწლოვანი და მაქვს 1 ლიცენზია, აქვს თუ არა უფლება გდი–ს, ან სხვა უფლებამოსილი უწყების თანამშრომელს (ასეთის შემთხვევაში გთხოვთ დააკონკრეტოთ ეს ორგანოც):
1. დაგვაჯარიმოს და რამდენით?
2. ვის დააჯარიმებს?
3. რა შემთხვევაში ავცდებით ჯარიმას? (ანუ, ამ დროს იმ ,,სხვა სრულწლოვანს"–აც უნდა ჰქონდეს ცალკე ნადირობის ლიცენზია და ასევე რაღაც იარაღი უნდა იყოს გაფორმებული მის სახელზე და მისი მოწმობა უნდა ჰქონდეს თან, თუ და ა.შ...?)

მადლობა წინასწარ


 
mamuka-advokatiდრო: ხუთშაბათი, 22.04.2010, 20:02:10 | შეტყობინება # 7
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 250
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
შეუძლია დააჯარიმოს ლიცენზიის არ მქონე პირი 80-150ლარის ოდენობით. გაუფორმებელი იარაღით ნადირობა ან ლიცენზიის არ ქონა კველა შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას.
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 22.04.2010, 20:29:08 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 246
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
mamuka-advokati, გაუფორმებელზე არ ვსაუბრობ, ვკითხულობ შემთხვევას, როცა ჩემს სახელზე გაფორმებული 2 თოფიდან ერთით მე ვნადირობ, მეორეთი ჩემს გვერდით სხვა სრულწლოვანი...
 
krimanjuliდრო: ხუთშაბათი, 22.04.2010, 20:48:02 | შეტყობინება # 9
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 444
რეპუტაცია: 6
სტატუსი:
lordi გაუმარჯოს პირველ რიგში... კარგად უნდა იყო და ამიტომ არ გკითხავ როგორ ხარ მეთქი.. აბა მონადირე კაცი ცუდად ვერ იქნები....ყველა ვარიანტში ესეთი შემთხვევის დაფიქსირებისას კანონით ჯარიმდები. თუ ის მეორე პირი შენი მეურვეობის ქვეშ არ იმყოფება-- კონკრეტულად შვილს ვგულისხმობ.... სხვა შემთხვევაში ჯარიმას ვერ გადაურჩები f60f8
 
Giaდრო: კვირა, 25.04.2010, 11:19:02 | შეტყობინება # 10
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (lordi)
მოგესალმებით,
თუ სანადიროდ წაღებული მაქვს ჩემს სახელზე გაფორმებული 2 თოფი, რომელთაგან ერთით მე ვნადირობ, მეორეთი სხვა სრულწლოვანი და მაქვს 1 ლიცენზია, აქვს თუ არა უფლება გდი–ს, ან სხვა უფლებამოსილი უწყების თანამშრომელს (ასეთის შემთხვევაში გთხოვთ დააკონკრეტოთ ეს ორგანოც):
1. დაგვაჯარიმოს და რამდენით?
2. ვის დააჯარიმებს?
3. რა შემთხვევაში ავცდებით ჯარიმას? (ანუ, ამ დროს იმ ,,სხვა სრულწლოვანს"–აც უნდა ჰქონდეს ცალკე ნადირობის ლიცენზია და ასევე რაღაც იარაღი უნდა იყოს გაფორმებული მის სახელზე და მისი მოწმობა უნდა ჰქონდეს თან, თუ და ა.შ...?)

მადლობა წინასწარ


დღევანდელი კანონმდებლობით იარაღის უსაფრთხო შენახვაზე და ხმარებაზე თვითონ ის პიროვნებაა პასუხისმგებელი რომელზეც გაფორმებულია.გამორიცხულია იარაღის რამდენიმე პიროვნებაზე გაფორმება,ასევე მინდობილობით გადაცემა.ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ თანმხლებ პიროვნებას ლიცენზია ექნება თუ არა.
ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღისა და მოწყობილობების რეგისტრაციის, შენახვის და გამოყენების წესები, ერთჯერადი ლიცენზიები:
თავი II. ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).
მუხლი 5
3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)

თქვენს თანმხლებ პიროვნებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიდან:
მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა
3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია,
ხოლო თქვენ
მუხლი 180. მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვ-ლუ-ლიანი სანადირო იარაღის შეძენის, შე-ნახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარ-ღვევა
მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის გარეშე, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
არის გამონათქვამი "როგორც ქუხს ისე არ წვიმსო",მაგრამ ეს ყველაზე ცუდი შედეგია თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე

 
Giaდრო: კვირა, 25.04.2010, 11:45:34 | შეტყობინება # 11
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (პედიატრი)
შეკითხვა:აქვს თუ არა გდი-ს უფლება დააჯარიმოს მონადირე სანადიროდ ნებადაურთველ ადგილში, თუ მონადირეს არაფერი არა აქვს მონადირებული?თუ აქვს მნიშვნელობა ამ დროს თოფი აწყობილია თუ შალითასი შენახული?

მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე
ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი
იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული
არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის
შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 893. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი
იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი
საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან
გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება
ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის
თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის
ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა
1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516

 
keleდრო: სამშაბათი, 27.04.2010, 03:28:38 | შეტყობინება # 12
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გამარჯობათ.გდი ის თუ აქვს უფლება რო გზაზე მიმავალი გაგაჩეროს და მანქანა გაგიჩხრიკოს?ან გაფორმებული იარაღის წაღება ლიცენზიის არ ქონის შემთხვევაში?(მაგ. ლიცენზია სახლში დაგრჩა)
 
Giaდრო: სამშაბათი, 27.04.2010, 21:18:12 | შეტყობინება # 13
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (kele)
გდი ის თუ აქვს უფლება რო გზაზე მიმავალი გაგაჩეროს და მანქანა გაგიჩხრიკოს?

"საქართველოს კანონი
გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე დარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით მოახდინოს ნივთებისა და საგნების, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება- დათვალიერება;"
ე.ი თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ მანქანაში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსია, ასევე დარღვევის ჩადენის იარაღი ან საშუალება
 
keleდრო: სამშაბათი, 27.04.2010, 23:10:43 | შეტყობინება # 14
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
მადლობ
 
zviadi565დრო: ორშაბათი, 05.07.2010, 00:12:02 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 239
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გამარჯობათ .სანადირო იარაღის შეძენისა ან გასხვისების სურვილის შემთხვევაში უნდა მივმართუ თუ არა შესაბამის ორგანოებს და თუ -დამიკონკრეტეთ თუ შეიძლება. წინასწარ გიხდით მადლობას 23_30_126
 
Giaდრო: ორშაბათი, 05.07.2010, 22:49:24 | შეტყობინება # 16
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (oboba)
გამარჯობათ .სანადირო იარაღის შეძენისა ან გასხვისების სურვილის შემთხვევაში უნდა მივმართუ თუ არა შესაბამის ორგანოებს და თუ -დამიკონკრეტეთ თუ შეიძლება. წინასწარ გიხდით მადლობას 23_30_126

აუცილებლად უნდა მიმართოთ,რადგან შეძენისას ხომ უნდა გააფორმოთ,გასხვისებისას კი ხომ უნდა გადაიფორმოს.თუ არ იფორმებს მაინც შარია როდის დაგხვდება წინ არ იცი,იარაღია ბოლო-ბოლო.რომ დაკარგოს ან რამე არ ვაკონკრეტებ.. რაც შეეხება ინტერნეტით ინფორმაციის გაგებას რა როგორ ნახეთ ეს საიტი http://saagento.security.gov.ge/index.p....emid=61
 
მამუკადრო: კვირა, 18.07.2010, 20:32:47 | შეტყობინება # 17
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინებებში: 326
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
როდესაც ორი ტოფი ერტი კაცის სახელზეა ტუ ჰეილება პატრონტან ერტად სხვამაც ინადიროს მეორე ტოფიტ
 
მგელიდრო: კვირა, 18.07.2010, 20:56:50 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 211
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
დაუშვათ თოფის საბუთი დავკარგე ხელახალი აგებისას ფსიხო დაგჭირდება
 
Giaდრო: ოთხშაბათი, 28.07.2010, 23:58:31 | შეტყობინება # 19
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (მგელი)
დაუშვათ თოფის საბუთი დავკარგე ხელახალი აგებისას ფსიხო დაგჭირდება

დაკარგული ან დაზიანებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენა

წარმოსადგენი დოკუმენტები

1) განცხადებაა
2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
3 ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი
4) მომსახურებაზე დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:

ა) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური -(10 ლარი) რომელიც შეიტანება N026 ბანკის კოდზე.
ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური (20 ლარი), რომელიც შეიტანება N034 ბანკის კოდზე

დ) იარაღის დროებითი მოწმობის საფასური (5 ლარი), რომელიც შეიტანება N027 ბანკის კოდზე

ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაშიპირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.

დაჩქარებული მომსახურებისას დამატებით იხდის:
1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის მოწმობის არდგენის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 20 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 17 ბანკის კოდზე

 
Giaდრო: ხუთშაბათი, 29.07.2010, 00:00:22 | შეტყობინება # 20
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (mamuka83)
როდესაც ორი ტოფი ერტი კაცის სახელზეა ტუ ჰეილება პატრონტან ერტად სხვამაც ინადიროს მეორე ტოფიტ

კონკრეტულად მაგ შემთხვევისთვის კანონმდებლობაში არაფერია მითითებული,მაგრამ მითითებულია რომ იარაღს ყავს ერთი პატრონი და მისი სხვაზე გადაცემა არ შეიძლება
 
temuri56დრო: ორშაბათი, 09.08.2010, 14:13:08 | შეტყობინება # 21
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
შეიძლება თუ არა ნადირობის დროს საველე ბინოკლის გამოყენება (ტარება) k01
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 11.08.2010, 12:19:47 | შეტყობინება # 22
ჯგუფი: წაშლილები





გამარჯობათ, მაინტერესებს ქედანზე სანადირო სეზონი თუ არის დადგენილი და დადებით შემთხვევაში როდის
 
chinchoდრო: კვირა, 22.08.2010, 18:15:52 | შეტყობინება # 23
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 20
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
თოფის ხელახალი გაფორმებისთვის (ვადა გაუდის) არის თუ არა საჭირო ფსიხო?
 
berishviliდრო: ორშაბათი, 23.08.2010, 01:43:19 | შეტყობინება # 24
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 5
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
თუ იარაგი უკვე გაფორმებული გაქ და ვადა გასდის მაგ შემტხვევაში ფსიხო აგარაა საჩირო

დამატებულია (23.08.2010, 01:43:19)
---------------------------------------------
იარაგს ლულა აქ გადაჩრილი 5 სანტიმეტრზე თუ იცით გაფორმებასთან დაკავშირებიტ პრობლემები ხო არ შეიქმნება? 16 არის 23

 
gela_ambebiდრო: სამშაბათი, 24.08.2010, 11:55:57 | შეტყობინება # 25
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
მოგესალმებით, პატივცემულო ადმინისტრატორო. მე გახლავართ გელა უშარიძე ინტერნეტ-პორტალ ”ამბები.გე”-დან და მინდა თქვენთან გარკვეულ საკითხზე დაკავშირება. იქნებ მომცეთ საშუალება, რომ ტელეფონით დაგიკავშირდეთ და პირადად გაგაცნოთ ჩემი წინადადება. ველი თქვენს პასუხს.
წინასწარ გმადლობთ.

დამატებულია (24.08.2010, 11:55:57)
---------------------------------------------
ადმინისტრატორი, მოგესალმებით, პატივცემულო ადმინისტრატორო. მე გახლავართ გელა უშარიძე ინტერნეტ-პორტალ ”ამბები.გე”-დან და მინდა თქვენთან გარკვეულ საკითხზე დაკავშირება. იქნებ მომცეთ საშუალება, რომ ტელეფონით დაგიკავშირდეთ და პირადად გაგაცნოთ ჩემი წინადადება. ველი თქვენს პასუხს.
წინასწარ გმადლობთ.

შეტყობინება დაამუშავა gela_ambebi - სამშაბათი, 24.08.2010, 10:57:20
 
Giaდრო: სამშაბათი, 24.08.2010, 23:52:03 | შეტყობინება # 26
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (gela_ambebi)
მოგესალმებით, პატივცემულო ადმინისტრატორო. მე გახლავართ გელა უშარიძე ინტერნეტ-პორტალ ”ამბები.გე”-დან და მინდა თქვენთან გარკვეულ საკითხზე დაკავშირება. იქნებ მომცეთ საშუალება, რომ ტელეფონით დაგიკავშირდეთ და პირადად გაგაცნოთ ჩემი წინადადება. ველი თქვენს პასუხს.
წინასწარ გმადლობთ.

გაგიმარჯოთ ბატონო გელა.ტელეფონის ნომერი მოგწერეთ თქვენს ემაილზე.
 
Giaდრო: სამშაბათი, 24.08.2010, 23:53:00 | შეტყობინება # 27
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (temuri56)
შეიძლება თუ არა ნადირობის დროს საველე ბინოკლის გამოყენება (ტარება)

შეიძლება
 
Giaდრო: სამშაბათი, 24.08.2010, 23:55:30 | შეტყობინება # 28
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (berishvili)
იარაგს ლულა აქ გადაჩრილი 5 სანტიმეტრზე თუ იცით გაფორმებასთან დაკავშირებიტ პრობლემები ხო არ შეიქმნება? 16 არის 23

ზუსტად ვერაფერს გეტყვით მაგ საკითხზე.საერთოდ იარაღი ექსპერტიზაზე გადის გაფორმების დროს.საინტერესოა თვითონ მომსახურების სააგენტოში კონსულტაციის გავლა მაგ საკითხზე
 
sizmaraდრო: სამშაბათი, 05.10.2010, 19:12:08 | შეტყობინება # 29
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გამარჯობათ ერთი შეკითითხვა მაქვს ადმინთან და თუ არ შეწუხდებით იქნებ მიპასუხოთ. ჯერ ამბავს მოგიყვებით ესე იგი ჩემმა ნათესავმა თავის ნაცნობს მიყიდა თოფი ”ნარეზნოი” შაშხანა იმ პირობით რომ რამდენიმე დღესი წავიდოდნენ და გადაფორმრბას გააკეთებდნენ. მოხდა ისე რომ 2 დღეში თოფი დაიკარგა, ყოველ შემთხვევაში ჩემს ნათესავს ასე უთხრეს. კითხვა კი იმაში მდგომარეობს რომ მაინტერესებს რა შეიძლება ადამიანმა ამ შემთხვევაში გააკეთოს, და რა ჯარიმა შეილება დააკისრონ, ხომ არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.რ ვთავის დროზე არ განუცხადებია მილიციაში. დიდი მადლობა წინასწარ
 
grenader21დრო: ორშაბათი, 01.11.2010, 20:02:47 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 978
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გაცჰიანის ტბაზე დაგვაკავეს დაშლილი თოფებით მაგრამ მაინც დგვადებენ 100-100 ლარს ჯარიმას რამდენად სამართლებრივია.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 01.11.2010, 20:51:42 | შეტყობინება # 31
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებებში: 1040
რეპუტაცია: 1
სტატუსი:
რატოო, ნაკრძალიაო თუ სეზონის გახსნამდე მოკალით წყალმცურავი?
 
Giaდრო: სამშაბათი, 09.11.2010, 01:20:18 | შეტყობინება # 32
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (sizmara)
გამარჯობათ ერთი შეკითითხვა მაქვს ადმინთან და თუ არ შეწუხდებით იქნებ მიპასუხოთ. ჯერ ამბავს მოგიყვებით ესე იგი ჩემმა ნათესავმა თავის ნაცნობს მიყიდა თოფი ”ნარეზნოი” შაშხანა იმ პირობით რომ რამდენიმე დღესი წავიდოდნენ და გადაფორმრბას გააკეთებდნენ. მოხდა ისე რომ 2 დღეში თოფი დაიკარგა, ყოველ შემთხვევაში ჩემს ნათესავს ასე უთხრეს. კითხვა კი იმაში მდგომარეობს რომ მაინტერესებს რა შეიძლება ადამიანმა ამ შემთხვევაში გააკეთოს, და რა ჯარიმა შეილება დააკისრონ, ხომ არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.რ ვთავის დროზე არ განუცხადებია მილიციაში. დიდი მადლობა წინასწარ

ჯარიმა იმდენად არაფერი,უფრო მეტად იარაღის ტარების უფლება შეიძლება ჩამოართვან,და ასევე პრობლემაა განაცხადის გაკეთებაზე,თუ ახალ (მომავლის) რიცხვს იტყვის,აქედან დამეკარგაო,შეიძლება ეს მისი წერილობითი განცხადება მომავალში წინ დახვდეს ცუდათ (რა არის იმ იარაღით ჩადენილი არავინ იცის და როდის ამოვარდება,შეიძლება არც არის,მაგრამ აქ ცუდის გამორიცხვაზე ვსაუბრობთ).ამ შემთხვევაში პოლიციაში აუცილებლად უნდა გააცხადოს იარაღის დაკარგვაზე (რა ფორმით ეს მისი საქმეა,შესაძლებელია საქმის ფორმალური მხარე რომ არ გართულდეს თქვას რომ თვითონ დაეკარგა სადმე) ,თორემ მომავალში შეიძლება ძალიან ცუდათ დახვდეს წინ,იმ იარაღით რომ რამე მოხდეს.დღეს ისეთი დროა თავისმართლება ძალიან ჭირს.

www.bazieri.ge
 
Giaდრო: სამშაბათი, 09.11.2010, 01:29:57 | შეტყობინება # 33
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (grenader21)
გაცჰიანის ტბაზე დაგვაკავეს დაშლილი თოფებით მაგრამ მაინც დგვადებენ 100-100 ლარს ჯარიმას რამდენად სამართლებრივია.

გააჩნია რას გედავებიან,იქნებ დააკონკრეტო,მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე,სადაც ყურადღებას ამახვილებ დაშლილ თოფებზე შემიძლია გითხრა,რომ იარაღი დაშლია თუ არა არა აქვს მნიშვნელობა,რადგან ვთქვათ აკრძალულ დროს ძაღლებით და დაშლილი იარაღითაც თუ გნახეს სავარგულში ნადირობად გეთვლება და კანონდარღვევაა.ხოლო 100 ლარიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო რომ ის ადგილი სადაც დაგაკავეს იყო დაცული ტერიტორია
მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის,
მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე
ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი
იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული
არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის
შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

www.bazieri.ge
 
monadireდრო: სამშაბათი, 08.02.2011, 18:02:33 | შეტყობინება # 34
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 44
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
a11201, ქედანზე ცჰვეულებრივ ისეა როგორც მწყერზე
 
zetxxxდრო: სამშაბათი, 08.02.2011, 21:05:48 | შეტყობინება # 35
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 131
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ასეთი შეკითხვა მაქვ. კერძო სანადირო მეურნეობაში ყოფნისას გადამფრენ ფრინველზე ნადირობა იწვევს თუ არა დაჯარიმებას?
 
Giaდრო: შაბათი, 12.02.2011, 00:49:31 | შეტყობინება # 36
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (zetxxx)
ასეთი შეკითხვა მაქვ. კერძო სანადირო მეურნეობაში ყოფნისას გადამფრენ ფრინველზე ნადირობა იწვევს თუ არა დაჯარიმებას?

კანონში არსად არის მითითებული რომ კონკრეტულად ეს შემთხვევა დარღვევაა,მაგრამ ეს ისეთია ვინმე უცხოს სახლის წინ ეზოში აუტეხო სროლა და ბათქა ბუთქი.სამონადირეო მეურნეობა გარკვეულწილად შემოღობილია (ან უნდა იყოს) და ნადირობა რომ იქ აკრძალულია ფირნიშებიც არის (ან უნდა იყოს) და იქ უნებართვოდ სანადიროდ შესვლა სხვის ეზოში შესვლას თუ შეპარვას ნიშნავს.სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციის მხრიდან ამ დროს კეთილი ნების გამოვლინების შემთხვევაში მოხდება თქვენი გაფრთხილება და ტერიტორიის დატოვების მოთხოვნა ხოლო განმეორების შემთხვევაში (ან შეიძლება პირველივე ნადირობაზეც) მათგან გარემოს დაცვის სამსახურის გამოძახება და მერე შეიძლება ძნელი სამტკიცებელი აღმოჩნდეს რომ მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე ნადირობდით.
ნადირობის წესების დარღვევის თუ უკანონო ნადირობაზე ოქმს ყოველთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს ორგანოები და მათი უფლებამოსილი პირები (ანუ სამინისროს მუშაკები) წერენ და მხოლოდ სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციას, უფლება არ აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეგიდგინოთ.

www.bazieri.ge
 
valerikaდრო: შაბათი, 12.02.2011, 11:10:12 | შეტყობინება # 37
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 616
რეპუტაცია: 2
სტატუსი:
ლიცენზია რო არაგაქ ,რა ხდება მაგ შემტხვევაში?
 
zetxxxდრო: შაბათი, 12.02.2011, 17:58:41 | შეტყობინება # 38
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 131
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
გასაგებია, გმადლობთ
 
monadireდრო: ორშაბათი, 14.02.2011, 19:48:24 | შეტყობინება # 39
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 44
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
რამდენიმე დღის წინ ე.წ.გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე(ყოფილ ავტობაზრობასთან) ნადირობისას დამაკავა გ.დ.ი-მ და დამაჯარიმა, როგორც ამიხსნეს იმის გამო რომ ქალაქში ნადირობა არ შეიძლებაო.როგორც მე ვიცი ნადირობა ნებადართულია დასახლებული პუნქტიდან 500 მ ის მოშორებით.იქნებ მითხრათ ვარ თუ არა ამ შემთხვევაში 25 დამნაშავე და რა სახის სასჯელი მეკისრება ამის გამო იქნებ გამცეთ ამაზე პასუხი 25 25 25
 
Giaდრო: პარასკევი, 18.02.2011, 00:43:05 | შეტყობინება # 40
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (monadire)
რამდენიმე დღის წინ ე.წ.გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე(ყოფილ ავტობაზრობასთან) ნადირობისას დამაკავა გ.დ.ი-მ და დამაჯარიმა, როგორც ამიხსნეს იმის გამო რომ ქალაქში ნადირობა არ შეიძლებაო.როგორც მე ვიცი ნადირობა ნებადართულია დასახლებული პუნქტიდან 500 მ ის მოშორებით.იქნებ მითხრათ ვარ თუ არა ამ შემთხვევაში 25 დამნაშავე და რა სახის სასჯელი მეკისრება ამის გამო იქნებ გამცეთ ამაზე პასუხი 25 25 25

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი
9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ამ ბრძანების სრულ ვერსიას ნახავთ აქ
http://www.bazieri.ge/publ/6-1-0-52

www.bazieri.ge
 
Giaდრო: პარასკევი, 18.02.2011, 00:49:00 | შეტყობინება # 41
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (monadire)
რა სახის სასჯელი მეკისრება ამის გამო იქნებ გამცეთ ამაზე პასუხი

მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა (4.05.2010. N3054)
1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.
2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 87. ამოღებულია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370)

www.bazieri.ge
 
monadireდრო: კვირა, 20.02.2011, 10:49:21 | შეტყობინება # 42
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 44
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
მადლობა ბატონო გია
 
tedoდრო: სამშაბათი, 15.03.2011, 13:52:23 | შეტყობინება # 43
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინებებში: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
სასროლი ბადიტ ტევზაობა იტვლება ტუ არა ბრაკონიერობად და ისჯება ტუარა ჯარიმიტ?

xxdgx
 
tengomengoდრო: სამშაბათი, 15.03.2011, 18:09:31 | შეტყობინება # 44
ჯგუფი: წაშლილები





ადმინ, თოფი არის მამაჩემის სახელზე და მე რო ვინადირო შემიძლიაა? მამაჩემიც რო მომყვებოდეს და რო მათხოვოს მასეე? 23 23
 
toka_monadireდრო: სამშაბათი, 15.03.2011, 19:20:41 | შეტყობინება # 45
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 413
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
tengomengo, შენსავით ვარ მე მამაჩემის გარეშე არ დავდივარ სანადიროდ ჯერ 16 წლის ვარ და მაგიტო, გირჩევ არ იარო მარტო

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
Giaდრო: შაბათი, 19.03.2011, 00:13:47 | შეტყობინება # 46
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (tengomengo)
ადმინ, თოფი არის მამაჩემის სახელზე და მე რო ვინადირო შემიძლიაა? მამაჩემიც რო მომყვებოდეს და რო მათხოვოს მასეე? 23 23

ამ კითხვაზე ერთხელ გაცემული მაქვს პასუხი,თუ კონკრეტულად მამა-შვილის მაგალითზე გაინტერესებთ,სამწუხაროდ კანონმდებლობა მამაშვილურ ურთიერთობას ასეთ საკითხებში არ ცნობს.წინა გაცემული პასუხი კი ასეთია:

Quote (lordi)
მოგესალმებით,
თუ სანადიროდ წაღებული მაქვს ჩემს სახელზე გაფორმებული 2 თოფი, რომელთაგან ერთით მე ვნადირობ, მეორეთი სხვა სრულწლოვანი და მაქვს 1 ლიცენზია, აქვს თუ არა უფლება გდი–ს, ან სხვა უფლებამოსილი უწყების თანამშრომელს (ასეთის შემთხვევაში გთხოვთ დააკონკრეტოთ ეს ორგანოც):
1. დაგვაჯარიმოს და რამდენით?
2. ვის დააჯარიმებს?
3. რა შემთხვევაში ავცდებით ჯარიმას? (ანუ, ამ დროს იმ ,,სხვა სრულწლოვანს"–აც უნდა ჰქონდეს ცალკე ნადირობის ლიცენზია და ასევე რაღაც იარაღი უნდა იყოს გაფორმებული მის სახელზე და მისი მოწმობა უნდა ჰქონდეს თან, თუ და ა.შ...?)

მადლობა წინასწარ

დღევანდელი კანონმდებლობით იარაღის უსაფრთხო შენახვაზე და ხმარებაზე თვითონ ის პიროვნებაა პასუხისმგებელი რომელზეც გაფორმებულია.გამორიცხულია იარაღის რამდენიმე პიროვნებაზე გაფორმება,ასევე მინდობილობით გადაცემა.ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ თანმხლებ პიროვნებას ლიცენზია ექნება თუ არა.
ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღისა და მოწყობილობების რეგისტრაციის, შენახვის და გამოყენების წესები, ერთჯერადი ლიცენზიები:
თავი II. ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618).
მუხლი 5
3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618)

თქვენს თანმხლებ პიროვნებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიდან:
მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა
3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია,
ხოლო თქვენ
მუხლი 180. მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვ-ლუ-ლიანი სანადირო იარაღის შეძენის, შე-ნახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარ-ღვევა
მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის გარეშე, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
არის გამონათქვამი "როგორც ქუხს ისე არ წვიმსო",მაგრამ ეს ყველაზე ცუდი შედეგია თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე


www.bazieri.ge
 
toka_monadireდრო: შაბათი, 19.03.2011, 11:21:24 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 413
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
რაგაც შეკითხვა მაქ მაგალითად მყავს ლეკვი და მოუცია დაგეშვის დრო და არ არის სეზონი გახსნილი მაშინ...რო ვიყიდო მწყერი და მიდნორში ისე რო დავგეშო ამაზე მაინც დამაჯარიმებენ ხო?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
ამიგოდრო: შაბათი, 19.03.2011, 14:07:16 | შეტყობინება # 48
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინებებში: 39
რეპუტაცია: 0
სტატუსი:
ლიცენზია სად უნდა ავიღო და რა ღირს?
 
Giaდრო: სამშაბათი, 22.03.2011, 22:16:20 | შეტყობინება # 49
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (toka_monadire)
რაგაც შეკითხვა მაქ მაგალითად მყავს ლეკვი და მოუცია დაგეშვის დრო და არ არის სეზონი გახსნილი მაშინ...რო ვიყიდო მწყერი და მიდნორში ისე რო დავგეშო ამაზე მაინც დამაჯარიმებენ ხო?

სეზონის გახსნამდე სანადირო სავარგულში იარაღით შესვლა არ შეიძლება და ისე ნაყიდ მწყერს სროლა მისი ფიზიკური მონაცემების გამო არც ჭირდება,ხოლო მარტო ძაღლით თუნდაც გარეულ მწყერზე ავარჯიშეთ რა პრობლემაა.

www.bazieri.ge
 
Giaდრო: სამშაბათი, 22.03.2011, 22:19:04 | შეტყობინება # 50
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებებში: 1557
სტატუსი:
Quote (ამიგო)
ლიცენზია სად უნდა ავიღო და რა ღირს?

ლიცენზიის ფასი სეზონის გახსნის წინ (აგვისტოს თვეში,ზუსტ თარიღს გარემოს დაცვის სამინისტრო დაასახელებს მაგ პერიოდში) გახდება ცნობილი.ბოლო რამოდენიმე წელია ფულს მონადირეები ვიხდით ნებისმიერ ბანკში, მოსაკრებელი გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე, და ეს ღირდა 10 ლარი +1 ლარი ბანკის მომსახურების

www.bazieri.ge
 
მონადირეების ფორუმი » უფასო იურიდიული კონსულტაციები საიტის მონადირეებისათვის » უფასო იურიდიული კონსულტაციები საიტის მონადირეებისათვის » იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
გვერდი 1 დან12»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)იაგდტერიერი
  • 4.)ლაბრადორი
  • 5.)VERNEY CARRON
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)თურქული თოფები
  • 8.)ტყის ქათამზე (ვალდშნეპი) ნადირობა
  • 9.)კურდღელზე ნადირობა
  • 10.)მტაცებელი ფრინველის ბარტყების ბუდიდან ამოყვანა
  • 1.)იარაღები
  • 2.)ნადირობა იხვზე
  • 3.)ნადირობა ტურაზე
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე (ვა...
  • 6.)საიტის მონადირეთ...
  • 7.)ვინ რა სანადირო ...
  • 8.)ბაზიერების მინი-...
  • 9.)პოინტერი
  • 10.)კურდღელზე ნადირო...
  • 1.)Gia
  • 2.)მონადირე
  • 3.)WIWKAN@
  • 4.)-BERG-
  • 5.)პედიატრი
  • 6.)berZul
  • 7.)grenader21
  • 8.)998
  • 9.)gigagiga239
  • 10.)ENUQICHI
  • 1.)jimi18
  • 2.)zviadi_kakabadze
  • 3.)mauzeri
  • 4.)baxsoliani
  • 5.)sabasaneblidze
  • 6.)glaxuka
  • 7.)roma
  • 8.)gio123
  • 9.)akela1954
  • 10.)kishka777

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge