19:46:26
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia  
მონადირეების ფორუმი » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 14.04.2010, 18:15:53 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო იურიდიულ საკითხზე,რაზეც კვალიფიციურ პასუხს მიიღებთ.

სანამ შეკითხვას დასვამდეთ ნადირობა თევზაობის თემაზე გთხოვთ წაიკითხოთ
კანონი ნადირობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №95
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ბრძანების სრული ვერსია.დააჭირეთ

კანონი მეთევზეებისთვის
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცებსაქართველოს მთავრობის
დადგენილება №423
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი
სანახავათ დააჭირეთ აქ
 
Adminდრო: სამშაბათი, 22.03.2011, 23:19:04 | შეტყობინება # 51
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ამიგო)
ლიცენზია სად უნდა ავიღო და რა ღირს?

ლიცენზიის ფასი სეზონის გახსნის წინ (აგვისტოს თვეში,ზუსტ თარიღს გარემოს დაცვის სამინისტრო დაასახელებს მაგ პერიოდში) გახდება ცნობილი.ბოლო რამოდენიმე წელია ფულს მონადირეები ვიხდით ნებისმიერ ბანკში, მოსაკრებელი გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე, და ეს ღირდა 10 ლარი +1 ლარი ბანკის მომსახურების


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
ამირანიდრო: პარასკევი, 13.05.2011, 23:41:59 | შეტყობინება # 52
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ADMIN ერთი შეკითხვა მაქ-თოფი მაქ და აწყობილია, ანუ კონდახი სხვა თოფისაა ხოლო ლულა და ნაკლატკა რადნოია. ნომრები სხვადასხვაა და გაფორმებას შევძლებ? ერთმა მითხრა რო შეიძლება და ორ ნომერზე გაფორმდებაო. შენ რას მეტყვი?

ამირან შუბითიძე

შეტყობინება დაამუშავა ამირანი - შაბათი, 14.05.2011, 03:20:38
 
Adminდრო: კვირა, 15.05.2011, 12:28:52 | შეტყობინება # 53
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგ საკითხზე კონკრეტულ პასუხს მიიღებთ მომსახურების სააგენტოში,მაგრამ ალბათ მთავარია ეს იარაღის ნაწილები ამ ნომრებით ვინმე სხვაზე არ იყოს გაფორმებული და რამე პრობლემატურ საქმეში არ იყოს გარეული

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
kokaqobalavaდრო: კვირა, 15.05.2011, 14:32:40 | შეტყობინება # 54
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ მეც მაინტერესებდა 23

kokito
 
misha23დრო: ოთხშაბათი, 08.06.2011, 00:35:06 | შეტყობინება # 55
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გია,
გტხოვტ მიპასუხოთ,როგორ უნდა მოვიქცე თუ ტურისტები მინდა წავიყვანო სანადიროთ??ანუ ვისზე და როგორ უნდა იყოს გაპორმებული თოფი???ან რაიმე სახის მინდობილობა ტუ კეტდება ტურისტებისთვის???
ცინასცცარ მადლობა დიდი

დამატებულია (07.06.2011, 23:35:06)
---------------------------------------------
გია,
გტხოვტ მიპასუხოთ,როგორ უნდა მოვიქცე თუ ტურისტები მინდა წავიყვანო სანადიროთ??ანუ ვისზე და როგორ უნდა იყოს გაპორმებული თოფი???ან რაიმე სახის მინდობილობა ტუ კეტდება ტურისტებისთვის???
ცინასცცარ მადლობა დიდი

 
Adminდრო: პარასკევი, 10.06.2011, 02:05:07 | შეტყობინება # 56
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფი არის ერთ პიროვნებაზე გაფორმებული და მინდობილობა არ კეთდება,ხოლო რაც შეეხება ტურისტებს,თქვენს შემთხვევაში, ამ საკითხზე მიმართეთ რომელიმე სამონადირეო მეურნეობას,რომლებიც დაგაკვალიანებენ .აქ დააჭირეთ და გადახვალთ სანადირო მეურნეობის საიტზე

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
alekoდრო: ორშაბათი, 11.07.2011, 18:57:59 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ერთი კითხვა მაქვს: მაინტერესებს თოფს გაფორმებიდან რამდენ ხანში გასდის ვადა?

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
Adminდრო: შაბათი, 16.07.2011, 01:55:00 | შეტყობინება # 58
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (aleko)
მოგესალმებით ერთი კითხვა მაქვს: მაინტერესებს თოფს გაფორმებიდან რამდენ ხანში გასდის ვადა?

გაგიმარჯოთ.ახლა გაფორმებულ თოფის საბუთს ვადა არ აქვს,უვადოა.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
alekoდრო: შაბათი, 16.07.2011, 02:17:27 | შეტყობინება # 59
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (გია)
გაგიმარჯოთ.ახლა გაფორმებულ თოფის საბუთს ვადა არ აქვს,უვადოა.

ვა რა კარგია არ ვიცოდი,იქნებ ისიც მითხრათ რომელი წლიდან მიიღეს ეგ კანონი ?, წინასწარ დიდი მადლობა


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
nika19დრო: შაბათი, 16.07.2011, 02:51:55 | შეტყობინება # 60
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას მონადირეებს და რიბაკებს თუ იცით ლიცენ წელს რა გირს

nika luashvili
 
alekoდრო: შაბათი, 16.07.2011, 02:54:41 | შეტყობინება # 61
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nika19, როგორც ვიცი 10 ლარი

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
temuri85დრო: ორშაბათი, 18.07.2011, 23:53:20 | შეტყობინება # 62
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობაღ: მანოკის აკრძალას ამბობდნენ ამ სეზონისთვის და ხომ არაფელი იცით
აკრძალეს თუ არა?
 
Adminდრო: სამშაბათი, 19.07.2011, 23:48:41 | შეტყობინება # 63
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (aleko)
ვა რა კარგია არ ვიცოდი,იქნებ ისიც მითხრათ რომელი წლიდან მიიღეს ეგ კანონი ?, წინასწარ დიდი მადლობა

ზუსტად არ ვიცი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?მაგ კანონამდე გაკეთებულ ნებართვებს უწერიათ რომ ვადა აქვთ 3 წელი,ხოლო შემდეგ გაკეთებულებს ვადა არ უწერიათ


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 20.07.2011, 00:17:37 | შეტყობინება # 64
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (temuri85)
გამარჯობაღ: მანოკის აკრძალას ამბობდნენ ამ სეზონისთვის და ხომ არაფელი იცით
აკრძალეს თუ არა?

მაგ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
ENUQICHIდრო: შაბათი, 13.08.2011, 02:49:02 | შეტყობინება # 65
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უამრავ კითხვას სვამენ მინი ჩატში ჩვენი თანასაიტელები ლიცენზიასთან დაკავშირებით, აქ დაწერილით სრულად დაკმაყოფილდება მათი კითხვები და მინი-ჩატიც განთავისუფლდება ლიცენზიასთან და მისი გადახდის თაობაზე პრობლემისაგან:

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033. (განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის – ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, რაიონი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: ახმეტა 3 0054 3033.)

ამასთან ალბათ იცით მაგრამ მაინც დავწერ თუ რა უნდა ვიქონიოთ თან როდესაც დადგენილ საათებში (გათენებიდან ღამის ბნელ დორმდე) და დაგენილი თარიღების დროს ტყეში თოფით ხელში ვიქნებით და დაგვადგება შესაბამისი სამსახური შესამოწმებლად:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე);

ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე);

წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).

ნადირობა აკრძალულია:
დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ადირობისათვის დაშვებული იარაღები:
1, სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი,
2, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი,
3, სანადირო პნევმატური იარაღი.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 17.08.2011, 14:41:13
 
toka_monadireდრო: შაბათი, 13.08.2011, 23:30:23 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გია, ადმინ მამაჩემი მუშაობს და არ ეცლება თვის ბოლომდე მე რო ვარ 17 წლის და მე რო ვინადირო მამაჩემის თოფით მერე რო დამაჯარიმონ რამდენია გადასახდელი გაუფორმებელ თოფზე?

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
kinologiდრო: კვირა, 14.08.2011, 11:36:11 | შეტყობინება # 67
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ბიჭებო სასაცილოა ჩვენ კი ვიხდიტ მაგ გადასახადს მარა 90 პროცენტს სულ ფეხზე ჰკიდია ამ დროს რას აკეთებს გარემოს დაცვა? ის უარეს აკეთებს
რეაგირებას კი არ ახდენს თვითონაც ეგრე ნადირობს


chqareuli
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 17.08.2011, 00:54:00 | შეტყობინება # 68
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (toka_monadire)
გია, ადმინ მამაჩემი მუშაობს და არ ეცლება თვის ბოლომდე მე რო ვარ 17 წლის და მე რო ვინადირო მამაჩემის თოფით მერე რო დამაჯარიმონ რამდენია გადასახდელი გაუფორმებელ თოფზე?

მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა (4.05.2010. N3054)
1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.
2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 87. ამოღებულია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370)

ზუსტად არ ვიცი ახლა რა რაოდენობის ჯარიმას გამოწერენ ამ 100-500 ლარამდე თანხიდან და რა კრიტერიუმით იხემძღვანელებენ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
zaza-50დრო: ხუთშაბათი, 18.08.2011, 15:43:24 | შეტყობინება # 69
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს კაი, გასაგებია მაგრამ 1985 წლის შემდეგ არანაირი კანონი არ გამოსულა ფლორა-ფაუნის დაცვის შესახებ?
 
fshaveloდრო: სამშაბათი, 25.10.2011, 01:23:04 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო რა მაინტერესებს მტკვარზე და თბილისის ზღვაზე შეიძლება იხვზე ნადირობა? კანონთან პრობლემები ხომ არ შემექმნება?

დამატებულია (25.10.2011, 00:19:56)
---------------------------------------------
მონადირეებო რა მაინტერესებს მტკვარზე და თბილისის ზღვაზე შეიძლება იხვზე ნადირობა? კანონთან პრობლემები ხომ არ შემექმნება?

დამატებულია (25.10.2011, 00:20:20)
---------------------------------------------
ანუ დასახლებული პუნქტიდან რამდენად შორს უნდა ვნადირობდე არ იცით?

დამატებულია (25.10.2011, 00:23:04)
---------------------------------------------
???????????


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 26.10.2011, 15:52:16 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თვითონ თბილისის ზღვაზე რმდენადაც ვიცი აკრძალულია მაგრამ მაინც დადიან, ისე მოსახლეობა არ არის გათვალისწინებული ქალაქ
http://moe.gov.ge/index.php დანარჩენი აქ მოძებნე


ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 26.10.2011, 23:47:00 | შეტყობინება # 72
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბათ დაგაინტერესებთ:)) ცვლილებებია გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმებში და თევზაობა-ნადირობის წესების დარღვევების ჯარიმებშიც..
ხშირად სვამდნენ შეკითხვას რამდენია სხვადასხვა ქმედებაზე ჯარიმები, გაამკაცრენ ისევე როგორც სხვა ად. სამართალდარღვევები და მოუმატეს ჯარიმებიც მეგობრებოო..
უზენაესი სასამართლოს სტატისტიკით, 2009 წელს გარემოს დაცვის და ბუნების რესურსების სარ­გებლობის წესის დარღვევისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა 12 საქმე. 2008 წელს 7, ხოლო 2006 წელს 11 საქმე. იმავე სტატისტი­კის თანახმად, სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების კოლეგიებმა 2007 წელს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სულ განიხილეს 120 საქმე, საიდანაც დააკმაყოფილეს 115. 2008 წელს სასამართლოში ამ კატეგორიის მხოლოდ 8 საქმე შევიდა, 2009 წელს კი 24, აქედან 22 სარჩელი დაკმაყოფილდა.

როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად სასამართლოში ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული საჯა­რიმო სარჩელები შედის. ექსპერტების ვარაუდით, გარემოს ყველაზე დიდი ზარალი სწორედ გემე­ბიდან და სხვა მცურავი ტრანსპორტიდან ადგება. ამიტომ, ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულ სა­მათალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო გამკაცრდა სანქციები, რომ­ლებიც გარემოს დაბინძურებას ეხება, მათ შორის არის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯარიმებიც.

ეს კარგია გავიგეთ და ამ მიმართულებით ივსება ბიუჯეტი,კონტროლდება პორტებში გადააადგილება სხვადასხვა გემების და ასე შემდეგ,ამასთან ჩვენი საიტიდანაც მივიღეთ რამოდენიმე კაცმა მონაწილეობა (მთავარზეც იყო დადებული) განხილვაში "წითელი წიგნი"-ს ბინადრების ხელშეუხებლობის დარღვევასთან დაკავშირებით,ანუ როდესაც იყო კანონპროექტი სადაც ცხოველებზეც შეიძლებოდა ნადირობა და ლიცენზიების გაცემა,ასევე ამ კანონპროექტითვე რეგულირდებოდა თურმე სწორედ ისეთი სახეობებზე შესაბამისი ღირებულების გადახდის შემდეგ ნადირობა რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ევროკავშირთან არაერთხელ გაფორმებული შეთანხმებებით იყო ვალდებულება აღებული რომ ისინი იქნებოდნენ 'წთელ წიგნში" და მათზე იქნებოდა მკაცრი კონტროლი!ეს კიდევ კარგი როგორც ვიცი აღარ განიხილება და დღის წესრიგიდან ამოვარდა და სწორადაც!მართლა შეგვიშლიდა ხელს ევროპაში ინტეგრაციის საქმეში გარკვეულწილადაც და რამოდენიმე მილიონის შესვლით ბიუჯეტში დავკარგავდით უნიკალურ ცხოველებს(კეთილშობილი ირები მაგალითად)!

გარდა გარემოს დაბინძურებისას დადგენილი სანქციებისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ჯარიმებს ადგენს თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევებშიც. კერძოდ, კანონის თანახმად, დადგენილი წესის დარღვევით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღით ან სხვა ხერხებით ისჯება ორმოცდაათიდან სამას ლარამდე. ამასთან, მოხდება სამართალდარღვევის იარა­ღის და წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაცია. თევზჭერის სპეციალური მოთხოვ­ნების დარღვევა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. ხოლო, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კანონმდებლობის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და წყლის მცირე­ზომის სატრანსპორტო საშუალებით (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ან სხვა) ისჯება ოთხა­სიდან ათას ლარამდე. უფრო დიდი ზოლის ტრანსპორტით უკანონო თვეზჭერა კი ისჯება ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.

რაც შეეხება ნადირობის წესების დარღვევას, ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, კანონით აკრძა­ლულ სახეობებზე ნადირობისას პირი დაჯარიმდება ასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იგივე ქმედე­ბა, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, გამოიწვევს დაჯა­რიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკა­ციით ან უამისოდ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზ­ნით, კანონის დამცველებს უფლება აქვთ, დაჯარიმებულ პირს ჩამოართვან სამართალდარღვევის საგნანი ან სატრანსპორტო საშუალება. ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას კი შეუძ­ლიათ ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.

გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვ­ნების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, იწვევს დაკისრებუ­ლი ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას. კანონის დამცველთათვის უფლება-მოვალეობების განხორციელებისთვის ხელის შეშლა კი ისჯება 5000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობას (საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, ინს­პექტირების პროცესში რეგულირების ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა), ეს დაჯარიმდება 500 ლარით. ხოლო, ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

აგრეთვე მინდა ზოგი რამ დავაზუსტო გადამფრენ ფრინველებთან დაკავშირებით
გადამფრენ ფრინველზე ნადირობის დღიული ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მონადირეებს ერთი დღის განმავლობაში 20 მწყერის, 10-10 ჩვეულებრივი გვრიტის, გარეული მტრედის, ქედანისა და გვიძინის და 5 ჩიბუხას მოკვლა შეუძლიათ.
ფრინველზე ნადირობის ლიმიტები, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ზოოლოგიის ინსტიტუტთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა.

ნადირობისას ნადირობის მსურველმა აუცილებელია თან იქონიოს ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის 10–ლარიანი ქვითარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

ნადირობისას დაუშვებელია და კანონით ისჯება ბადეების, მარყუჟების, ხაფანგების, საწამლავების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება. აკრძალული იარაღების გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით, (86-ე მუხლი, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები) მონადირე დაჯარიმდება ხუთასიდან-შვიდასი ლარის ოდენობით. თუ მონადირე დაშვებულ ლიმიტზე მეტი რაოდენობის ფრინველს მოინადირებს, მას ასევე დაეკისრება ჯარიმა ასიდან ხუთას ლარამდე. ასევე, მინისტრის დებულებით განსაზღვრულია, თუ რა ზიანი მიაყენა დაშვებულ ლიმიტზე მეტი ფრინველის მოკვლამ გარემოს, ამიტომ, ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, მონადირეს ამ შემთხვევაში ზიანის თანხის გადახდაც მოუწევს. ეს თანხა ყველა ფრინველზე განსხვავებულია.

გადამფრენ ფრინველზე ნადირობა ყველგან არ არის ნებადართული. დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრის რადიუსში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია.
ასევე ნადირობა აკრძალულია სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიებზე. სამონადირეო მეურნეობებისათვის ტერიტორიებს გარემოს დაცვის სამინისტროს იჯარით გასცემს კერძო პირეზე ან ორგანიზაციებზე. კერძო მესაკუთრეები კი ამ ტერიტორიებზე აშენებენ და უვლიან ცხოველებსა და ფრინველებს. მოყვარულ მონადირეებს შეუძლით გარკვეული თანხის სანაცვლოდ (მონადირე თითოეულ ცხოველზე ან ფრინველზე იხდის თანხას) სამონადირეო მეურნეობებში ინადირონ(როგორც ვიცით ერთ-ერთი ასეთი თოფაძეს აქვს).

ბოლოს შეგახსენებთ რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვლამდე გაგრძელდება. 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე მონადირეები ტყის ქათამზე შეძლებენ ნადირობას, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე მათ საშუალება ექნებათ წყალმცურავი ბატისა და იხვის რამდენიმე სახეობაც მოინადირონ.


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 26.10.2011, 23:59:54
 
mengreliდრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 18:01:32 | შეტყობინება # 73
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 73
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mogesalmebit,erti kiTxva maqvs,gauformebeli iaragis gayidva Tu SeiZleba saxlidan??
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 18:28:44 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mengreli, შენ დაგადგება სახლში პოლიცია ისე ვატყობ მე 069

დამატებულია (10.11.2011, 17:28:44)
---------------------------------------------
დროზე გაიფორმე თუ გაქვს გაუფორმებელი იარაღი და ქართული ასოებით წერე აუცილებლად

 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 21:08:13 | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mengreli, მე გავიფორმე ამ ზაფხულს ძველი გაუფორმებელი თოფი და არანაირი პრობლემა არ მქონია.
 
mengreliდრო: ხუთშაბათი, 10.11.2011, 22:25:43 | შეტყობინება # 76
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 73
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, ნეტა არსენალი მქონდეს და თუ გინდ გაუფორმებელი :) რჩევისთვის გაიხარე
 
myzooდრო: სამშაბათი, 22.11.2011, 11:46:38 | შეტყობინება # 77
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იცით რა მაინტერესებს კერძო მეურნეობის გარდა კურდღელზე ნადირობა ყველგან აკრძალულია? ძმაკაცს სახლია აქვს ტყესთან ახლოს და სავსეა კურდღლით. 5bit

www.myzoo.ge

შეტყობინება დაამუშავა myzoo - სამშაბათი, 22.11.2011, 18:46:57
 
mengreliდრო: ოთხშაბათი, 30.11.2011, 16:09:00 | შეტყობინება # 78
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 73
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა ვიყიდო თოფი რომელიც პატრონს არ ააქვს გაფორმებული და როგორც ამბობს არც არასოდეს ქონიაგაფორმებული,რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება გასაფორმებლად რო მივიტან? 23
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 01.12.2011, 03:25:19 | შეტყობინება # 79
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (mengreli)
მინდა ვიყიდო თოფი რომელიც პატრონს არ ააქვს გაფორმებული და როგორც ამბობს არც არასოდეს ქონიაგაფორმებული,რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება გასაფორმებლად რო მივიტან?

ძირითადათ ზედმეტ ხარჯებს რომ აერიდონ მონადირეებს ნაყიდი ძველი თოფები მასე მიაქვთ გასაფორმებლად,ამბობენ ბაბუისეულიაო,რადგან თუ ვიყიდეო ეტყვი ჯერ პატრონზე გაფორმებას მოითხოვენ.ამ შემთხვევაში მონადირეები გარკვეულ რისკზე მიდიან რადგან შეიძლება გართულებები მოყვეს ამ საკითხს,თუ თოფის კრიმინალური წარსული გამომჟღავნდება,მაგრამ ამ შემთხვევაში პატრონი უნდა იყოს პასუხისმგებელი და გართულების შემთხვევაში თვითონ უნდა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა (მაგრამ ეს რა თქმა უნდა შენი დახმარებით მოხდება,ან შენ უნდა აიღო თავზე ის პასუხისმგებლობა,თუ პატრონის დასახელებას მოერიდები) და ისე არ გამოვიდეს რომ მერე პატრონმა არა ბატონო რა თოფი მივყიდე,მასეთი რამ ცხოვრებაში არ ყოფილაო.ეს პროცესები თუ გათვლილი გექნება მაშინ პირდაპირ მიიტან თოფს და თუ როგორც პატრონი ამბობს თოფს პრობლემა არ აქვსო და ისე იქნა ჩვეულებრივად გაიფორმებ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
robeდრო: ორშაბათი, 05.12.2011, 23:40:24 | შეტყობინება # 80
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტაცებელი ფრინველით დაშვებულია თუ არა ნაკრძალში ნადირობა თუ ამაზე კანონი არ არსებობს
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:46:11 | შეტყობინება # 81
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
robe, კანონში სახელდებით არ წერია მტაცებელი ფრინველებიო,თუმცა საქმე-საქმეზე რო მიდგეს შესაძლოა განმარტონ კანონი სადაც საუბარია რომ
"დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში" ე. ი. არამარტო ნაკრძალში და დაცულ ტერიტორიებშიო, არამედ 500 მეტრითაც არ მიუახლოვდე "სანადიროდ". რაც მთავარია ვერ გვიშველის არ ცოდნა არ ცოდვას პრინციპი:))) და მაინც ვიყოთ ფრთხილად..ისე ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი საინტერესო იქნება თუ ვინმემ იცით დაწერეთ მეც მაგრად მაინტერესებს


★ஜ۩۞۩ஜ★
 
Adminდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 03:04:39 | შეტყობინება # 82
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგად ახსნა ოთომ,ნაკრძალში და მის გარშემო 500 მეტრიან ბუფერულ ზონაში ნადირობა არანაირი საშუალებით არ შეიძლება.ასეთია დღესმოქმედი კანონი.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
robeდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 21:03:30 | შეტყობინება # 83
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე რა უბედურებაა,კომუნისტები თავისუფლად გვიშვებდნენ ნაკრძალში:ოგონდ ეს სპორტი არ დაკარგოდ და სადაც გინდა შედიო,რა, გარეული ქორი შევა თუ ხელით შევიყვან რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია უძაღლოდ იყო.ყველაფერს დახვეწა უნდა და პატიოსნად მიდგომა რაც ჩვენთან ჯერ ნაკლებადაა
 
lasha_223დრო: კვირა, 29.01.2012, 11:47:07 | შეტყობინება # 84
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ რა მაინტერესებს იცით? ტელევიზორში ვუსმინე დათვზე და ჯიხვზე ნადირობის სეზონი გაიხსნაო და ეს სად ვცელდება? მარტო ნაკრძალებში სადაც დაშვებულია ნადირობა და ფასიანია შესვლა თუ შემიძლია სიტყვაზე რაჭაში ან სვანეთში წავიდე სანადიროდ? ან ლიცენზია რა ღირს იქნებ გამარკვიოთ, მადლობა წინასწარ
 
bendeksiდრო: კვირა, 29.01.2012, 21:08:33 | შეტყობინება # 85
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, ნადირობა ყველგან შეგვიძლია და ყველა იმ ცხოველზე რომელიც აღნიშნულია ჩამონათვალში... რაღა თქმა უნდა ლიცენზია აუცილებელია... აქ ინფორმაცია ახალ ამბებში და ყველაფერს ნახავ 166

ნიკა რაზმაძე
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 30.01.2012, 00:36:30 | შეტყობინება # 86
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bendeksi)
ნადირობა ყველგან შეგვიძლია და ყველა იმ ცხოველზე რომელიც აღნიშნულია ჩამონათვალში... რაღა თქმა უნდა ლიცენზია აუცილებელია...

არ ყოფილა მთლად მასეც საქმე..
Quote (lasha_223)
დათვზე და ჯიხვზე ნადირობის სეზონი გაიხსნაო და ეს სად ვცელდება? მარტო ნაკრძალებში სადაც დაშვებულია ნადირობა და ფასიანია შესვლა თუ შემიძლია სიტყვაზე რაჭაში ან სვანეთში წავიდე სანადიროდ? ან ლიცენზია რა ღირს იქნებ გამარკვიოთ

სარწმუნო წყაროებიდან გავიგე; წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე ნადირობის ლიცენზია არ გაიცემა ფიზიკურ პირებზე....
ასე რომ, დათვი, ჯიხვი და მისთანანი დაივიწყეთ. ან მიაკითხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გაგიწევენ შესაბამის მომსახურებას- მეურნეობებს.
 
bendeksiდრო: ორშაბათი, 30.01.2012, 01:05:05 | შეტყობინება # 87
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
სარწმუნო წყაროებიდან გავიგე; წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე ნადირობის ლიცენზია არ გაიცემა ფიზიკურ პირებზე....

ესეიგი რა გამოდის? მხოლოდ მეურნეობებშია შესაძლებელი ამ ნადირებზე ნადირობა? თუ არის გარკვეული კატეგორია პიროვნებების რომლებსაც შეუძლიათ ლიცენზიის აღება და ბუნებაში ამ ცხოველებზე ნადირობა... (მე მხოლოდ ეს ფაქტი არ მომწონდა... ესეიგი მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილა და მოიძებნება ისეთი ხალხი ვინც კარგ სიახლეს დანერგავს... სასიამოვნოა)


ნიკა რაზმაძე
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 30.01.2012, 01:33:11 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bendeksi)
თუ არის გარკვეული კატეგორია პიროვნებების რომლებსაც შეუძლიათ ლიცენზიის აღება და ბუნებაში ამ ცხოველებზე ნადირობა

ფიზიკურ პირებს არ მიეცემათ ლიცენზიააა...ანუ, რამდენიც არ უნდა გადაიხადოს მაინც ვერ აიღებს ადამიანი. ლიცენზიის აღების უფლება ექნება იურიდიულ პირს, ანუ (ისევ ანუ) ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ნადირობის მოწყობას, ნადირ-ფრინველის დათვლას, მოვლას და ა.შ.
 
temuri85დრო: პარასკევი, 16.03.2012, 19:03:12 | შეტყობინება # 89
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ იცით არბალეტით და მშვილდ ისრით ნადირობა თუ არის საქართველოში დაშვებული?
 
ENUQICHIდრო: პარასკევი, 16.03.2012, 23:55:46 | შეტყობინება # 90
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
temuri85, კანონში სამ იარაღზეა აღნიშნული:გლუვლულიანი, ხრახნლულიანი და პნევმატური სანადირო თოფები!
ეს კანონის ენაზე ნიშნავს რომ სხვა არ დაიშვება, ვიდეოებში როცა უყურებთ იქ იმათ ვინც ისვრის ჯერ ჩაბარებული აქვს გამოცდები და აღებული მოწმობა, აგრეთვე როცა სანადირო მეურნეობაში თანმხლებ პირთან განადირებენ მაშინ, სხვანაირად არ შეიძლება.
თოფით ახდენს ზოგი საასწაულებს (მეტრანახევრიან კაცს ფეხში მოარტყეს ნადირობის დროს) და მშვილდისრით ადვილი წარმოსადგენია რას იზავენ 069


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - კვირა, 18.03.2012, 23:16:18
 
temuri85დრო: კვირა, 18.03.2012, 21:49:52 | შეტყობინება # 91
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
охота и рибалка ამ გადაცემას უყურებ ხშირად და იქ ამბობენ რომ რუსეთში აკრძალულია ნადირობა არბალეტით და მშვილდ ისრიტ და დამაინტერესა ჩვენთანაც ეგრე თუ იყო . გაიხარე ENUQICHI
 
lasha_223დრო: კვირა, 25.03.2012, 14:21:38 | შეტყობინება # 92
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, რა მაინტერესებს იცით, სკს რო მქონდეს და ტყეში ვიყო წასული არა სანადიროდ უბრალოდ ჩემ სოფელში ცარიელი ხელებით ძალიან საშიშია წასვლა ბევრი მგელია და ათასი ცხოველი, ანუ თავდაცვისთვის რო მქონდეს ყოველშემთხვევაში, ასეთ დროს რო გდი თუ ვინცარიან რო მნახონ აქვთ თუ არა თოფის წართმევის უფლება ან დაჯარიმების?

დამატებულია (25.03.2012, 13:18:39)
---------------------------------------------
გამარჯობათ, ტყეში რო მქონდეს იარაღი წაღებული უბრალოდ ტავდაცვის მიზნით და არა სანადიროდ, რო მნახოს გდი თუ ვიგაცეებმა შეუძლიათ რო დამაჯარიმონ? ჩემ სოფელში ხარაგაულიდან ვარ ტყეში წასვლა საშიშია არაფერი როარ გქონდეს, მგელია ბევრი და ცარიელი ხელებით სარისკოა, ან უბრალოდ იარაღს რო ვაწორებდე მიზანზე, რათქმაუნდა იქ ხალხი არაა და ასეთ დროს დამაჯარიმებენ? ან შემიძლია თუ არა იარაღის ტარება ეგეთ ადგილებში?

დამატებულია (25.03.2012, 13:21:38)
---------------------------------------------
სხვაგან ვწერ და მაინც აქ მოდის ნაწერი რახდება რააააააა, ვინმე დამეხმარეთ ამ საკითხში რაც დავწერე აუცილებლად მინდა მაგის გაგება

 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 26.03.2012, 21:49:23 | შეტყობინება # 93
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, როგორც წესი ჩემო ლაშაბერ თოფი უნდა იმყოფებოდეს სახლში პატრონთან, დაცულ ადგილას (სეიფში ან ისეთ ადგილას სადაც სხვა პირებს არ მიუწვდებათ ხელი) და დაუმუხტავი, ანუ ტყვიებისგან განცალკევებული.
ჩვენ მონადირეებს გვაძლევენ -B- კატეგორიას, რაც ნიშნავს შენახვას, ტარებას, გადატანას დაშლილ მდგომარეობაში (თუ არ იშლება შესაბამისად კაბურაში ჩადებული უვაზნებოდ! მაგ: ნახევრადავტომატები რომლებიც არ იშლება და საჭიროებს სპეციალურ დაშლას). არასეზონზე ქალაქში -B- კატეგორიით ვერ იმოძრავებ, გამონაკლისია მანქანაში დაშლილ მდგომარეობაში, ისიც სხვა პირებს თუ არ მიუწვდება ხელი, ოღონდ აქ საკამათოა და სასამართლოზე ეს უნდა დააამტკიცო, ამიტომ შარია არ ურჩევ არავის)))
რაც შეეხება შენს კითხვას ტყეში სადაც დასახლებული პუნქტები შორს არის, თავისუფლად შეძლებ წასვლას, ოღონდ თუ რამეს ესვრი რომლის ლიცენზიაც არ გაქვს და სეზონიც დახურულია მაშინ შესაბამისი ჯარიმა გდი-ისგან და ბაზიერი ჯისგან!:))))


★ஜ۩۞۩ஜ★
 
lasha_223დრო: ორშაბათი, 26.03.2012, 22:27:52 | შეტყობინება # 94
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია, სკს უნდა ვიყიდო და არასეზონის დროს რათქმაუნდა არც ვატარებ რათმინდა, მაგრამ სეზონი რო იქნება მაგ დროს ხომ შემილია რო იარაღით გადავაადგილდე? რო დაწერე ჩვენ მონადირეებს გვაძლევენ უფლებასო მეც რო გავიფორმებ იარაღს და ლიცენზიას ავიღებ მონადირეს სტატუსი არ მექნება? ცოტა დავიბენი,

დამატებულია (26.03.2012, 21:27:52)
---------------------------------------------
ხო კიდე რაუნდა გკითხოთ, დასახლება რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ნადირობა რო შეილებოდეს? ზოგი ამბობს 3 კილომეტრიო მაგრამ ჯანდარაზე ბევრი მინახია რო ნადირობენ და იქ 3 კიარა 2 კილომეტრიც არაა დაშორება მოსახლეობისგან

 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 27.03.2012, 00:00:48 | შეტყობინება # 95
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha_223, ჩვენ მონადირეებსთქო რო ვამბობ არ არის ხმამაღალი განცხადება, ანუ შენც და ნებისმიერი პირია მონადირე ვინც ტყეში შევა იარაღით კანონის ფარგლებში და კანონის დაცვით.
ასე რომ არაფერი სტატუსი ოფიციალურად მონიჭებული არ გვაქვს არავის. მონადირე ჩვენში ხდები როცა ისწავლი იმ ათას რამეს და გეცოდინება ჭეშმარიტი ნადირობა. ისიც ხო ხედავ არაოფიციალურია..ლიცენზიის გარეშე ვერაფერს ინადირებ, ეხლა მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე იყო ათ ლარიანი გაცემული, გაისად აპირებენ ცხოველებზეც და ალბათ ინადირებ შენც რომელიმე მეურნეობაში 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 27.03.2012, 00:17:33 | შეტყობინება # 96
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა რასამბობ არაოფიციალურად რა მანადირებს ნამდვილად არ ვაპირებ ბრაკონიერობას, მთელი ცხოვრება გატაცება მაქ ნადირობის და ახლა რო მოვიცალე სამაგისოდ ვარკვევ ყველაფერს რო რამე არ გავაფუჭო, ამიტომ ვსვავ ათას კითხვას, გაისად არვიცი მაგრამ ამ წელს მე ვუსმინე ტელევიზორში იყო დათვზე და ჯიხვზე სეზონის გახსნა თქვეს და რო ვიკითხე ასე მიპასუხა ვიღაცამ რო მარტო იურიდიულ პირებს აძლევენ ლიცენზიასო და აღარ გავიკითხე ბოლომდე მოუცლელობის გამო,

დამატებულია (26.03.2012, 23:17:33)
---------------------------------------------
ENUQICHI, შენ რო დადე აქ კანონმდებლობა რატო წერია როდის და როდემდე შეილება ნადირობა ცხოველებზე თუ განსაკუთრებული გამოცხადება უნდა ეს ცოტა უცნაურია, მინისტრმა დაამტკიცა რო ამ დროიდან ამ დრომდე შეილება სხვა და სხვა ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა და რატოა მასე რომ ცხოველებზე ლიცენზიის გაცემა შეჩერებულია და გაისად ალბათ დაუშვებენო, რაღაც ლოგიკასაა მოკლებული ან მე ვერ გავიგე რაღაც სწორად

 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 27.03.2012, 03:00:37 | შეტყობინება # 97
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.bazieri.ge/forum/45-324-1 აგერ ძმაო ლინქი და გაერკვიე, თუ რამეში ხედავ არალოგიკურს ამონიშნე და ისე დასვი საკითხი, ყველაფერი იწერება იმ დროის მდგომარეობით რაც იდება, რაც დაიდო თარიღს მიაქციე ყურადღება, ან თუ ახალია რაიმე და ის მოძველდა რაც დევს, ან/და უაზრო და ულოგიკურო თუ კანონში წერია აგვიხსენი ჩვენც გაგვარკვიე.
ნაღდად ვერ მივხვდი რას კითხულობ


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 27.03.2012, 03:17:35
 
lasha_223დრო: სამშაბათი, 27.03.2012, 12:02:59 | შეტყობინება # 98
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ვერ გავიგე ჩემო კარგო ადამიანო და ეს ხომ შენ დადე და აქ როგორც წერია ნადირობა შეილება ამა და ამ ვადებში, ეს კანონი ახალი დამტკიცებულია თან, ხოდა ამიტომ გეუბნები ეხლა რო დაამტკიცეს კანონი რო შეილება ნადირობა მაგალითად დათვზე 1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე ეს არი უკვე დამტკიცებული კანონი და ვადები, ხოდა არალოგიკურს იმას ვხედავ რო ამბობენ ლიცენზიას ჯერ არ იძლევიანო, თუ არ შეილება რატო დაამტკიცეს ეს კანონი, თუ რამე სახეობაზე შიზღუდვაა და არ შეილება ნადირობა უნდა დაწერონ რო Dროებით აკრძალულია და არა ვადები დაამტკიცო, იურიდიულად ასეა სწორი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №276
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული
დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:
ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 27.03.2012, 14:51:31 | შეტყობინება # 99
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
069 ლიცენზია ჯერ არაა ხო რადგანაც მარტია 069 მერე როცა იქნება ისიც იურდიულ პირებზე გაიცემა და თავად მოაწყობენ ნადირობებს, თვითონ გააკონტროლებენ შენ მართლა ერთი დათვი მოინადირე თუ დახოცე რამოდენიმე.
ეს რატოა ასე ხო ხვდები, ვთქვათ ავიღე მე ფიზიკურ პირმა ლიცენზია და გადავიხადე 1000 ლარი ერთ დათვზე, წავედი ტყეში და ვერ ვიპოვე, რადგანაც თანმხლები პირები არ მყავს (იმათაც დასჭირდებოდა ასე რომ იყოს ლიცენზია ანუ ათასობით ლარი), წამოვედი სახლში, ეს ლიცენზია ამ დროს როგორ იმოქმედებდა გაურკვეველი რჩებოდა თუ ერთდღიანი ან რამოდენიმე დღიანი მექნებოდა ალბათ ადვილი წარმოსადგენია..ან ვთქვათ შემხვდა დათვი თუ მაქვს სამ დღიანი აღებული და ვესროლე, მოვინადირე წამოვედი სახლში ისე რომ არ უნახავს არავის..მეორე დღესაც ხო შევძლებდი წასვლას, თუ გამაჩერებდნენ ლიცენზია მაქვს და შესაბამისად არაკეთილსინდისიერად ვნადირობ! ამიტომაც კონტროლის რთული მექანიზმისგან თავის არიდებით შეიმუშავეს ეს ამბავი ჩემო ძმებო.
საფრანგეთში როცა ნადირობ არასამონადირეო მეურნეობაში ვთქვათ ტახზე, აუცილებლად უკეთებ ბირკას ფეხზე და გამოსულს ტყიდან გევალება ზუსტად იმ სამანქანო გზაზე გამოსვლა სადაც სპეციალური პუნქტია..ასე ამოწმებენ, აქ კიდევ სადაც გინდა იქ გადაუხვევ ტყეს ყველგან აქვს შესასვლელ-გამოსასვლელი.
ამერიკაში არ არსებობს თავისუფალი ტერიტორია, მხოლოდ მეურნეობებია და ნაკრძალები! იქ შედარებით ადვილია გაკონტროლება და ბრაკონიერები ხდებიან ხშირად მძღოლები, რომლებსაც ხანდახან ირმები გადმოუხტებათ გზაზე:)) თუ არ განაცხადებენ ამის შესახებ დაჯარიმდებიან და ირემი მისია


★ஜ۩۞۩ஜ★
 
gio001დრო: პარასკევი, 25.05.2012, 20:08:30 | შეტყობინება # 100
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამაჯობათ, ეხლახანს შევიძინე იარაღი მაინტესებს, თუ არსებობს ისეთი ადგილი სადაც შევძლებ გავისროლო და შევამოწმო. მაგალითად კიკეთში რო გავისროლო რამე პრობლემა ხო არ შემექმნება ?????
 
მონადირეების ფორუმი » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია მონადირეებს » იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика