20:36:41
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა (ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ბრაკონიერობასთან ბრძოლაში?)
ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა
რამდენად ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ჯიხვის, არჩვის და ნიამორის პოპულაციის გადარჩენისას?
1.ეს აკრძალვა ხელს შეუწყობს ბრაკონიერობასთან ბრძოლას.[ 104 ][55.91%]
2.არ შეუწყობს ხელს ბრაკონიერობსათან ბრძოლას.[ 82 ][44.09%]
გამოკითხვა დასრულებულია - შაბათი, 02.04.2016, 14:48:56
სულ პასუხი: 186
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 14:48:56 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც მოგეხსენებათ მთის ნადირობა, ანუ ჯიხვზე, არჩვზე და ნიამორზე ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ ხრახნლულიანი იარაღით!
ამ ცხოველებზე ნადირობა კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და ეს ცხოველები დაცულია წითელ წიგნში!
არსებოს ასეთი ინიციატივა, რომ აიკრძალოს ტყის ფონდში გადაადგილება ხრახნლულიანი იარაღით!
ინიციატივის მიზეზი კი არის: ჯიხვის, არჩვის, ნიამორის და სხვა ცხოველების პოპულაციის დაცვა-გამრავლება!
რადგან სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ როცა ბრაკონიერს ვერ აღმოუჩენენ მოკლულ ცხოველს, შესაბამისად ვერ ხდება ბრაკონიერობის ფაქტის დამტკიცება და ბრაკონიერიც დაუსჯელი რჩება!

ამ თემის შექმნის მიზანია ის, რომ გასაგები გახდეს მონადირეების რეაქცია ამ აკრძალვის შესახებ. ამიტომ ჩვენი საიტი გთავაზობთ განიხილოთ ეს თემა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, აზრი, წინადადება!

თემაში დაცული უნდა იყოს ცენზურა! ასევე, მხოლოდ შინაარსიანი პოსტები დაიშვება!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:10:54 | შეტყობინება # 51
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 - არ გასწავლი ძმა, ხომ კარგად იცი გდი არის ერთი პატარა რგოლი გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელსაც ევალება კონტროლი, უნდა აკონტროლოს ხარისხიანად 167 მაგრამ სამინისტრომ უნდა მიიღოს სულელური კანონები და მერე ამ ბიჭებს არ დაავალოს ამ სისულელის "შესაძლებლობის ზრვარზე" კონტროლი. თუ ჭკვიანურ კანონებს მიიღებენ მაშინ გდი-საც მეტ-ნაკლებად გაუადვილდება ფუნქციის შესრულება 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:11:49 | შეტყობინება # 52
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
იცით რა არ მესმის ხალხნო.როდესმე ვინმეს ჩვენთვის რამე უკითხავს?რა კანონსაც უნდოდათ იღებდნენ.დღესდღეისობით კი უპრეცედენტო შემთხვევაა,დიალოგზე მოდიან,ჩვენს აზრებს ისმენენ და და მზად არიან გაითვალისწინონ.ვიყავი შეხვედრაზე და რაზეც იყო საუბარი,ვცდილობ თქვენ გადმოგცეთ,საერთო,გონივრულ არის ჩამოყალიბება მინდა,შემდეგი შეხვედრისთვის ოფიციალურ პირებამდე რომ მივიდეს.10 ლარში რა გვინდა?გდი უკან დაგვდევდეს და ნანადირევს გვიპუტავდეს?ჩამოვაყალიბე რამოდენიმე საკითხი და ძალიან გთხოვთ მათ გარშემო ვიტრიალოთ.თუ რომელიმე საკითხი დასამატებელი იქნება,დავამატებ.
დღევანდელ დღეს ყველა მონადირის ტკივილია;ბრაკონიერობა,ნანადირევით ვაჭრობა(რაც ბრაკონიერობის შდეგია 99,9%) და მავნებლები.


23_30_126 166 ეგ არის რა!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:12:52 | შეტყობინება # 53
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 10 კიარა ამ მიდგომით 100 ლარიანი ლიცენზიაც ვერ გვიშველის

დამატებულია (02.02.2016, 17:12:52)
---------------------------------------------
მისასალმებელია დიალოგზე რომ მოდიან 39


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:15:21 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
თუ ჭკვიანურ კანონებს მიიღებენ

ჰოდა, გვითხარი შე კაცო რა, რომელი კანონი იქნება ჭკვიანური და რომელი აჯობებს! ჰოდა ჩვენ შევთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება სიტუაციას! თორემ იმათი ინიციატივა გაგაცანით ხო? ხოდა თუ არ გამოჩნდება ალტერნატივა, მაშინ მიიღებენ იმ ცვლილებას და მორჩა!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:19:59 | შეტყობინება # 55
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ხედვა ასეთია
1. აღრიცხვა (მათ შორის მტაცებლისაც)
2. მტაცებლების რიცხოვნობის რეგულირება
3. თუ საჭიროა შეიქმნას დანატებითი აღკვეთილები და ნაკრძალები
მაგრამ უპირობოდ უნდა იყოს "თავისუფალი" ტყეები, სადაც მონადირე შეძლებს სეზონურად ნადირობას დასაშვები მეთოდებით.
4. ლიცენზია უნდა იყოს როგორც ფრინველზე, ასევე ცხოველზე, გამოხშირვა (და არა განადგურება) დადებითად მოქმედებს პოპულაციის ზრდაზე.
და ამ ყველაფერზე დაევალოს კონტროლი გდი-ს, ცოტა მეტი საფიქრალი ექნება, მაგრამ არ გაზარმაცდება და ყველაფრის აკრძალვით არ ეცდება პრობლემების მოგვარებას.

დამატებულია (02.02.2016, 17:19:59)
---------------------------------------------
ნაკრძალს უნდა ქონდეს რეზერვუარის ფუნქცია, მომრავლდეს, დაგროვდეს და ჭარბი რაოდენობა რომ გამოვა შესაძლებელი იყოს ლიცენზიით მოპოვება ( როგორც წესი საბინადრო არეალისთვის იბრძვიან და სუსტი ტოვებს ) 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:20:21 | შეტყობინება # 56
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ასეთი კანონის მიღებას აზრი არ აქვს, არ მგონია ამით რაიმე შეიცვალოს და ისევ ჩვეულებრივ ხალხზე გადატყდება ჯოხი ვიდრე ბრაკონიერებზე, პირველი ის რომ ძალიან მეეჭვება რეინჯერმა ქარაფებზე და კლდეებზე იაროს და ისე გააკონტროლოს იქაურობა, მაგხელა ტერიტორიები ფიზიკურად ვერ გაკონტროლდება, ამის დადებითი მხარე ის იქნება რომ შეიძლება შემთხვევით შინ მიბრუნებულ ბრაკონიერს შეხვდნენ სამხილით ხელში და მაგ შემთხვევაში დააჯარიმონ, ეკ კი თითქმის შეუძლებელია. ძალიან ცოტათი შემცირდება მაგრამ მასიურად არ მგონია, ვიღაც მაინც წავა და ინადირებს თან იმ ადგილებში გაზრდილი იქნება და მაგას ნამდვილად ვერ დაიჭერს ვერავინ.
ხრახნლულიან სანადირო იარაღზე კიდევ ძალიან უაზრო კანონი გვაქვს-ევროპაში და გინდაც რუსეთში არავის გაუფორმებენ მსგავს იარაღს თუ 5წელი მაინც არ იყენებ გლუვლულიან თოფს. მის ტარებასთან დაკავშირებით კიდევ, იქნებ სალაშქროდ მინდა წასვლა და თან მინდა წავიღო მსუბუქი იარაღი, რომლითაც შემეძლება თავის დაცვა და არის მასეთი მაგალითად გეკო, მაშინაც ხომ მოხდება დაჯარიმება და ეგ უკვე აღარ მგონია მართებული იყოს.
და არც ეგ მიმაჩნია სწორედ ჟაკნის და კარტეჩის გაყიდვა რომ შეიზღუდოს, იმიტომ რომ საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა, თან თუ მაღაზიაში ვერ გაიყიდა სახლში დამზადებას არაფერი პრობლემა არ უდგას წინ, ასე ვფიქრობ რომ გლუვლულიან თოფს საერთოდ არ უნდა შეეხნენ არცერთი მხრიდან და 21 წლამდეც რომ უნდა აწიონ ზღვარი არც ეგ მგონია მთალ საღი აზრი... ჩემი რჩევა იქნება ისეთ რაღაცეებს ნუ შეეჭიდებიან, რისი გაკეთებაც თითქმის შეუძლებელია, არაა საჭირო იარაღის ტარებასთან დაკავშირებიტ მსგავსი რამის შემოღება, ჯობია კიდევ გაიზარდოს ჯარიმები 70 000 ის ნაცვლად იყოს 300 000 ლარი, და ჯიხვზე წასულმა კაცმა იცოდეს რომ ცხოვრების დანგრევის რისკზე მიდის.
ერთი აზრი მაქვს კიდევ, რაიმე საპატრიარქომ რომ გააკეთოს ან სიტყვით მოუწოდოს მასეთ ხალხს, მორალურად გადააფიქრებინოს, დაგმოს საერთოდ ნებისმიერი სახის ბრაკონიერობა, ხომ იცით რამხელა ძალა აქვს დღეს საქართველოში საპატრიარქოს გინდაც სულიერი გინდაც ფიზიკური. რამდენად რეალურია ოღონდ ამის გაკეთება ეს ნამდვილად არ ვიცი...


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:20:30 | შეტყობინება # 57
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ლიცენზიები დამატებითი შემოსავალია

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:21:59 | შეტყობინება # 58
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, იცი რაშია საქმე,თავიანთი მუშაობით სიმართლე რომ გითხრა უკმაყოფილონი არ არიან,მეც რომ ვუთხარი საპატრიარქოს ტყეში ხე საძებნიათქო,მისაყვედურეს როცა ხედავდი რომ ჭრიდნენ რატომ არ დარეკეო,გავჩუმდი იმიტომ რომ თავიანთი პოზიციიდან მართლები იყვნენ.დარეკა ვინმემ და არ მოვახდინეთ რეაგირებაო?მარტო გარემოს დაცვის კი არ უნდა ეშინოდეს ბრაკონიერებს,ყველა ადამიანის უნდა ეშინოდეთ და მერე უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობაო.რა მეთქვა?ყველა გამოვლენილი ფაქტი ცხელი ხაზის საშუალებით ხდებათქო,სტატისტიკაც და რაოდენობაც მაგიდაზე იდო.
რაც ჩვენამდე მოდის,სულ მცირე მეათედია გამოვლენილი ფაქტებიდან,ამის დამამტკიცებელიც ბევრი ქონდათ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:26:01 | შეტყობინება # 59
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 შენ გაიხარე მაგ სიტყებისთვის 39 ეგაა უქნარობა ყველა გამოვლინება ცხელი ხაზით რომ ხდება 10 თუ ვინმემ არ დაურეკა და დაღეჭილი არ დაუდო არ უნდა გაანძრიონ **** ?

დამატებულია (02.02.2016, 17:26:01)
---------------------------------------------
თუ დაურეკავ, დაღეჭილს მიაწვდი, თან ეტყვი რომ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან გავლენ და საქმეც გაკეთდება ხო ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:26:18 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ეს ლიცენზიები დამატებითი შემოსავალი

გეთანხმები,სახელმწიფო,შემოსავლების ხარჯზე არსებობს და არა შემოწირულობებისა.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:27:36 | შეტყობინება # 61
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემოვლაზე არ გადის არავინ, პატრულირება არ უნდათ, ღამის გატეხვა არ უნდათ და დავაბრალოთ ათას რამეს გარდა სიზარმაცისა და უუნარობისა

დამატებულია (02.02.2016, 17:27:36)
---------------------------------------------
კი,იმიტომაც ვამბობ, დააწესონ და მიიღონ კუთვნილი 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:28:01 | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ჩემი ხედვა ასეთია
1. აღრიცხვა (მათ შორის მტაცებლისაც)
2. მტაცებლების რიცხოვნობის რეგულირება
3. თუ საჭიროა შეიქმნას დანატებითი აღკვეთილები და ნაკრძალები
მაგრამ უპირობოდ უნდა იყოს "თავისუფალი" ტყეები, სადაც მონადირე შეძლებს სეზონურად ნადირობას დასაშვები მეთოდებით.
4. ლიცენზია უნდა იყოს როგორც ფრინველზე, ასევე ცხოველზე, გამოხშირვა (და არა განადგურება) დადებითად მოქმედებს პოპულაციის ზრდაზე.
და ამ ყველაფერზე დაევალოს კონტროლი გდი-ს, ცოტა მეტი საფიქრალი ექნება, მაგრამ არ გაზარმაცდება და ყველაფრის აკრძალვით არ ეცდება პრობლემების მოგვარებას.


მშვენიერიაა! ძალიან მომწონს! მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჩადებული და გათვლილი პროგრამაა! და თან ამას დრო სჭირდება საკმაო.
მაგრამ ადრე თუ გვიან იქნება.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:32:46 | შეტყობინება # 63
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 დააწესონ და მიიღონ, მე უნდა მივაწოდო იდეა? ვერ უნდა მიხვდნენ? თუ ჯარიმით მიღებული შემოსავალი უფრო ტკბილია ?

დამატებულია (02.02.2016, 17:29:36)
---------------------------------------------
giohunt1982 თუ გათვლილი და ჩადებულია რას ველოდებით ? მაშინ რა საჭიროა მანამდე კიდევ რაღაც სულელური აკრძალვების დამატება? გვაკლია ?

დამატებულია (02.02.2016, 17:30:21)
---------------------------------------------
დრო ყველაფერს ჭირდება, მაგრამ დაწყებას რატომ ვაჭიანურებთ ?

დამატებულია (02.02.2016, 17:32:46)
---------------------------------------------
kucuna1 ცხოველის ლიცენზიაზე ვამბობ, ფრინველზე ისედაც ვიხდით, დაუშვან ცხოველზეც და დამატებითი შემოსავალი იქნება, თან არამგონია ეგეც 10 ლარი იყოს 069


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - სამშაბათი, 02.02.2016, 17:33:09
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:36:15 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, გეკო თავდაცვისთვის ვერაფერი საშუალება არის.ლაშქრობისთვის სპეციალური თავდაცვითი წიწაკის ბალონები არის,რომელიც ნადირს 15 გეკოზე კარგად იგერიებს.
საქმე იმაშია რომ ჯარიმა მილიონი იქნება თუ 70000 დიდი მნიშვნელოვა არ აქვს,საქართველოს მოსახლეობის 99,9% თვის,თან ვერც მოკლულ ნადირს ვერ გააცოცხლებენ მაგით,მაგრამ თუ დანაშაულის ჩადენამდე მოხდება მისი შეჩერება,უკვე სასურველი შედეგი დადგება.თვითმიზანი დაჯარიმება არ არის,მიზანი გარემოს დაცვაა.

დამატებულია (02.02.2016, 17:36:15)
---------------------------------------------
დღესდღეისობით მხოლოდ მავნებლებზე შეგვიძლია პრეტენზიის გამოთქმა.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 17:43:14 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
, იცი რაშია საქმე,თავიანთი მუშაობით სიმართლე რომ გითხრა უკმაყოფილონი არ არიან,მეც რომ ვუთხარი საპატრიარქოს ტყეში ხე საძებნიათქო,მისაყვედურეს როცა ხედავდი რომ ჭრიდნენ რატომ არ დარეკეო,გავჩუმდი იმიტომ რომ თავიანთი პოზიციიდან მართლები იყვნენ.დარეკა ვინმემ და არ მოვახდინეთ რეაგირებაო?მარტო გარემოს დაცვის კი არ უნდა ეშინოდეს ბრაკონიერებს,ყველა ადამიანის უნდა ეშინოდეთ და მერე უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობაო.რა მეთქვა?ყველა გამოვლენილი ფაქტი ცხელი ხაზის საშუალებით ხდებათქო,სტატისტიკაც და რაოდენობაც მაგიდაზე იდო.
რაც ჩვენამდე მოდის,სულ მცირე მეათედია გამოვლენილი ფაქტებიდან,ამის დამამტკიცებელიც ბევრი ქონდათ.


მართლებიც არიან! ჩვენ კიდევ ბევრი გვიკლია იქამდე სანამ იმ აზრზე მივალთ, რომ წესების დარღვევით მოჭრილი, ის ერთი ხეც კი ჩვენ და ჩვენს მომავალს აკლდება! ცხელ ხაზზე დარეკვა ჩვენ არ გვინდა, ტყის მჭრელს და ბრაკს ჩვენი ზურგით არ ვუჩმახებთ! რა ჩემი საქმეას პოლიტიკიდან გამომდინარე და მართლები არიან აბა რა არიან?. დავინახეთ, რომ ბრაკობის ფაქტს აქვს ადგილი? ჰოდა თუ ერთი ადგილი გვაქვს გავუჩმახოთ! არ გვაქვს ის ერთი ადგილი და ცხელ ხაზზე დარეკონ! არც ეს არ გვინდა? მაშინ გავჩუმდეთ და საყვედურები ჩვენთვის შევინახოთ! მონადირეები და მეთევზეები იმდენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, რომ იმის მეათედს ვერასდროს ნახავს გდი! იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ! ჰოდა ვისაც საკუთარი სამშობლოს ფლორა-ფაუნის დაცვის სურვილი აქვს, ის მოქმედებს, იმ ქმედებებით, რომელნიც ხელეწიფება! არ ვიმოქმედებთ და ვწეროთ აქ, ათასი ყურმოკრული ამბავი და მონაჩმახი! მერე ვიწუწუნოთ სანადირო აღარფერი დარჩაო!

დამატებულია (02.02.2016, 17:43:14)
---------------------------------------------
Quote VAXO-HUNTER ()
დრო ყველაფერს ჭირდება, მაგრამ დაწყებას რატომ ვაჭიანურებთ ?

მუშაობა დაწყებულია!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 18:02:50 | შეტყობინება # 66
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
თვითმიზანი დაჯარიმება არ არის,მიზანი გარემოს დაცვაა.
ეგ თავისთავად, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებაა იარაღის ტყეში არ ტარებაა? რეინჯერი ვერ იპოვნის მასეთ ადამიანს ტყეში, მაშინ ცხენებით უნდა იაროს გდი მაც ან ფეხით...
ისე კონსულტაციებს არ გადიან ყოფილ საბჭოთა და ევროპის ქვეყნებთან? გინდაც აზერბაიჯანი ავიღოთ, როგორ გაუმკლავდნენ მაგ პრობლემას? ალბათ არსებობს რაიმე მექანიზმი...


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 18:10:17 | შეტყობინება # 67
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თვითმიზანი დაჯარიმება არ არის,მიზანი გარემოს დაცვაა - თუ ჯარიმა არ არის თვითმიზანი მაშინ ჯარიმის შემოღებით ნუ დავიწყებთ საქმის გამოსწორებას

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
levani983დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:10:37 | შეტყობინება # 68
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ უნდა აკრძალონ ხრახნილ ლულიანი თოპის ტარება ტყეში იყოს დაშვებული მტაცებლისტვის. აკრზალვას ჯარიმები გაზარდონ ალპური ზონის ცხოველებზე და გაამკაცრონ კონტროლი. დაუშვან მტაცებლებზე ნადირობა და დაკავდება ხალხი მოიკლავს ნადირობის ჟინს მგონი ასე აჯობებს

levani ambroladze
 
julakidze90დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:10:51 | შეტყობინება # 69
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მისასლმებელია ასეთი კომუნიკაცია მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან,მაგრამ არამგონია მარტო ამან უშველოს საქმეს, გარემოს დაცვაში ისეთი ხალხი უნდა მუშაობდეს,რომ თავისი კონტღოლირებადი პერიმეტრი მართლაც 5 თითივით უნდა იცოდეს და არა ისეთები ძილში რომ ატარებენ თავის მორიგეობას. მეტი კომპეტენტური თანამშრომლები არის საჭირო,კანონი არიციან,გზა-კვალი არიციან,მდინარეებზე შესასვლელ გამოსასვლელები არიციან,აბა დამიჭირე მოდიო კაცი არეტყვის მაგათ.
 
panatiდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:38:21 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უკაცრავათ მაგრამ ნადირობაზე თავის დანებებას ნუგულისხმობთ ,რაზეც ნადირობა იკრძალება და დასაშვები არარის ნადირობა ისეც გადაშენების პირასაა მისული, პირიქით გამრავლებას უნდა შევუცყოთ ხელი სულ ესარის ,სხვანაირათ ვერგადავარჩენთ გავერთიანდეთუნდა ყველანი
 
sabjekდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:47:21 | შეტყობინება # 71
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ ვაპირებ ამ საკითხზე კამათს და მითუმეტეს, არ ვაპირებ სახელმწიფოზე უფრო სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე პრეტენზიის გამოთქმას.

არცერთი აქ მოსაუბრე არ ავიღებთ საკითხების გადაწყვეტას საკუთარ თავზე. დამიჯერეთ.

დღეს ამ სფეროში უამრავი პრობლემაა და მათი გადამწყვეტი ხალხი არ ჩანს. შედეგად მივიღეთ შარშანდელი სეზონი მწყერზე. მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ნადირობს ელმანოკით და მაგიტომ.

რაც შეეხება ვიცი თუ არა გლუვლულიანით რამდენი ნადირი კვდება, ეს არც თქვენ არ იცით მეგობარო, თუ სიზუსტეზეა საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოთვლილი სახეობები ნაკლები ბევრად ვიდრე ვფიქრობთ. რაც შეეხება იმას თუ ტურა რატომ უნდა მოკლა, მე არ მითქვამს სიტყვა "უნდა", მე ვთქვი იმ შემთხვევისთვის თუ შეგხვდა. ამ დროს თუ დაგჭირდა სროლა. ეს სხვადასხვაა.

მე მაინც მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, რომ იმას ვისაც ადარდებს იქნება თუ არა ბრაკონიერობა, გეუბნებით თუ არ ვბრაკონიერობთ დავთანხმდეთ ხრახნილლულიანის სახლში შენახვას, მანამ სანამ ყველაფერი მოწესრიგდება. ხოცვა-ჟლეტვით რა, ვუფრთხილდებით მათ? და რატომ ვკამათობთ? იგივეა მდევარი ძაღლების ყოლაც. რად გვინდა თუ არ ვიყენებთ? დეკორაციულები არიან? ჩვენ ყველანი ვეშმაკობთ რაღაცას და ერთ მეგობარს უნდა მართალი კაცის სახელი დაიმკვიდროს 166 ნანადირევით ვაჭრობაზეც ყოფილა საუბარი და ჩვენ თუ აკრძალვას ვამბობდით, იქ სხვა აზრიც გამოთქმულა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა რაღაცას აკანონებენ, უნდა მივიღოთ ისე, როგორც დაკანონდა. სხვა გზა არ არის. ეს არის კანონმორჩილება და არა ყველაფერზე საკუთარი აზრის გამოხატვა მაშინ, როდესაც აზრი არ აქვს რას ფიქრობ.


kakhi
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:51:36 | შეტყობინება # 72
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati ტურა გადაშენების პირასაა ? აკრძალულია 23
ალპური ზონის ბინადრებს თუ გულისხმობთ - საკმარისი რაოდენობითაა,მიუხედავად იმისა წლებია განუკითხავი ნადირობა მიდის.
ბრაკონიერობის მომხრე არ ვარ, მაგრამ გეგმიური გამოხშირვა პირიქით წაადგება საქმეს, განვითარებული ქვეყნების მაგალითი ავიღოთ.
"ნარეზიანი" იარაღის აკრძალვა ძალიან ზედაპირულია.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Becasseდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 20:54:41 | შეტყობინება # 73
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პასუხი დავაფიქსირე და რათქმაუნდა შეამცირებს, მაგაზე დიდი ხანია ვფიქრობ, რატომ არის დაშვებული ხრახნულლულიანი იარაღის ტარება ისეთ ქვეყანაში სადაც ცხოველზე ნადირობა აკრძალულია? --> პირდაპირ კავშირშია ბრაკონიერობასთან. 1. ვიტყვი რომ გონივრული იქნება ამ თემის შესახებ კანონის გამკაცრება. 2. თუ ეკიპაჟები არყოფნით, გახადონ ლიცენზია 50 ლარი. ამის ხარჯზე რამოდენიმე ეკიპაჟის დამატება გაიოლდება და ეს კიდევ ერთი + ჩაიწერება. 3. შპიონაჟის სამსახური --> ცუდად ჟღერს მაგრამ ყველაზე კარგად მუშაობს :) 4. მოგვცენ საშუალება იმისა, რომ შევხვდეთ სამინისტროს თანამშრომლებს ჯგუფებად და მივიღოთ მონაწილეობა ღია დისკუსიებში (ხალხს ჩვენ შევარჩევთ საიტიდან) 5. მტაცებლების საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაიხედოს. მონადირეებო რაც უფრო მალე შევუდგებით საქმის კეთებას მით მალე მივაღწვთ შედეგს, რომელიც ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება და მომავალი თაობებისთვისაც

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:00:14 | შეტყობინება # 74
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek მივედით მდევრებამდეც. ზემოთ რომ დავწერე ყველამ ერთად დავანებოთ თავი ნადირობასო ყველა გაჩუმდა 23
იყოს მაშინ მონადირეობა კრიმინალი და ისჯებოდეს . გავუთანაბროთ "ქურდული სამყაროს" წევრობას , აღიარებაც საკმარისი იყოს 069

დამატებულია (02.02.2016, 20:57:25)
---------------------------------------------
ევროკავშირამდე ბევრი გვიკლია, თუ მაინც ეგ იქნება ჩვენი ორიენტირი მაშინ დავიწყოთ მტაცებლების განადგურებით, მთელ გერმანიაში 10-12 მგელი ყავთ, იქ კანონი ყველასთვის კანონია და ა.შ. მარტო აკრძალვით არ მიუღწევიათ

დამატებულია (02.02.2016, 20:59:19)
---------------------------------------------
Becasse მარტო შენი ჯიბით ნუ გაზომავ, რატომ უნდა გახდეს 50 ? მე იქნებ 100 გადავიხადო, მაგრამ სხვამ რა ქნას? არ უნდა იყოს ყველა ნამდვილი მონადირესთვის ხელმისაწვდომი ?

დამატებულია (02.02.2016, 21:00:14)
---------------------------------------------
ეკიპაჟების დამატება არ არის გამოსავალი, რაოდენობაზე უკეთესი ხარისხია


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
lord_levan1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:08:52 | შეტყობინება # 75
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა სისულელეა ბრაკონიერებს მაგით ვერ შეაჩერებენ

დამატებულია (02.02.2016, 21:08:52)
---------------------------------------------
ბარემ საერთოდ აკრძალეთ ყველაპერი სხვას ვერაფერს იფიქრებთ?ნადირობა არ შეიძლება და მიზანში სროლა მაინც დაგვანებეთ

 
dadukaდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:09:36 | შეტყობინება # 76
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატომ არ შეუწყობს ხელს ხალხო აბა ესე სულ ახსნილი აქვთ ხელ-ფეხი, მე მაგათ ბრაკონიერებს კი არა სამშობლოს მტრებს უფრო დავუძახებდი და მეხორცეებს.საერთოდ უნდა აიკრძალოს ხრახნლულებიანი იარაღით სიარული მითუმეტეს სანადიროდ აღარაფერს ვიძახი ჯიხვზე და მისნაირებზე ნადირობას,ამას დამატებული უფრო მკაცრად და სერიოზულად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო მაგ ტერიტორიების გაკონტროლებაზე რომ თოფითაც არავინ ინადიროს.ყველამ ერთად რომ მოვინდომოთ აუცილებლად გამოიღებს ეს წამოწყება შედეგს სხვა გვარად შეუძლებელია.შევუნარჩუნოთ ბუნება ცხოველები და ფრინველები მომავალ თაობას რომ მარტო ტელევიზორში არ ნახონ ბავშვებმა,წარმატება ამ კანონს.
 
გოჩა55დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:28:14 | შეტყობინება # 77
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერს თუ უნდა ხრანულიანი იარაღის გარეშეც გააკეთებს თავის საქმეს იმიტომ რომ იმას ბრაკონიერობა სისხლში აქვს 23 23 23

გ.ჭელიძე
 
Becasseდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 21:40:46 | შეტყობინება # 78
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მეგობარო სწორედაც რომ 100 უნდა ღირდეს ვითომ მონადირეს ფულის გადახდა რო დაენანოს. საშუალებას რაც შეეხება, 10 ლარი რო მიზერულია ეგ ფაქტია და ვისაც უნდა სულით და გულით ნადირობა სეზსონამდე თვეში 10 და 20 ლარს გადადებს ლიცენზიისთვის. თუ მაგდენის საშუალება არააქვს მაშინ ტყვიაწამლსაც ვერ შეიძენს ლოგიკურად. ასე რომ არარის 50 ლარი კატასტროფა. ყველაფერში ბოლომდე "ადამიანობის" ჩადებას თუ დავიწყებთ მაშინ ლიცენზიაც უფასო უნდა გახდეს და პატიოსანი კაცისთვის გაუფორმებელი იარაღით ნადირობაც არუნდა ისჯებოდეს 167

დამატებულია (02.02.2016, 21:40:46)
---------------------------------------------
არც მე ვარ მდიდარი მამის შვილი, ჩვეულებრივი მოჭირვე ოჯახიდანვარ, მაგრამ ეგ მემგონი ფაქტია რო 10 ლარიანი ლიცენზია ცოტა სასაცილოა


ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 22:09:22 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ხალხი იმას კი არ ამტკიცებს ამ კანონის ძალაში შესვლის შმდეგ ბრაკონიერობა აღარ იქნებაო,ეს უბრალოდ ხელს შეუშლის მათ ლაღად თარეშს და ფაქტებიც შმცირდება,ამაში დამერწმუნეთ.თუ ვინმეს ტირში ვარჯიში უნდა,არც ეგ არ შიქმნება პრობლემად.ეს არის ინიციატივა რომელიც კანონპროექტის სახის მიღებამდე კიდევ მრავალ გადამუშავებას გაივლის და დაიხვეწება.მტაცებლებზე ნადირობის ნებართვას მოგვცემენ ჩემი აზრით,იარაღი თუ არ გამოგვატანინეს სახლიდან,წყევლით ხომ არ დავხოცავთ.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gugunaდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 22:28:33 | შეტყობინება # 80
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა აიგრძალება ისეთი ხალხი ნადირობს რომლებსაც ზურგიც აქვთ და საკო ტრგ ნაკლები იარაღი არ უჭირავთ. რამოდენიმე წლის წინ ომალოში ვისვენებდი და ტიპებმა ამოიარეს სოფელში ცხენებით ისეთი ოპტიკები და ისეთი შაშხანები ქონდათ რომ წყლის დასალევად რომ გაჩერდნენ მაშინ დავინახე პირველად ლაივში შმიტ ენდ ბენდერის ოპტიკა შაშხანაზე რომ არაფერი ვთქვა
მე მაგალითად მივესალმები ამ ფაქტს თუ კანონი ყველასტვის ერთი იქნება
მოგეხსენებათ ომალო არის სახემწიფო ნაგრძალი დაცული ტერიტორია და არის იუნესკოს დაცულ ტერიტორიების ნუსხაში
ხალხის შეგნებამდე უნდა დავიდეს რომ არ ინადირონ ჯიხვზე და ინადირონ ტურაზე და მავნებელზე


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
stoeger1დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 22:39:01 | შეტყობინება # 81
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
100% ქმედება ძმაოო 95% ხრახნივლულულიანი თოფითა მოკლული მსგავსი ცხოველები აი გლუვლულიანი თოფით კი არჩვის ან ჯიხვის მოკვლა არი ს სადღAც 5% , გლუვლულიანით ერთი დათვზე თუ იბრაკონიერებენ თორეე არჩვს ჯიხვს და ნიამორს ვერაფერს დააკლებენ გლუვლულანებით, მაგრამ საქმე ისა ხრახნივლულიანი თოფით ტყეში სიარულს რამდნად გააკონტროლებენ მაღალმთიან სოფლებში საერთოდ არ ჭაჭანებს გარემოს დაცვაა და მხოლოდ აკრძალვამ არამგონია ბრაკონიერები შეაჩეროს მაშინ ძაან მკაცრი კონტროლი უნდა დამყრდეს და ეკიპაჟმა კვირაში ერთXელ უნდა აკონტროლოს მაღალმთიანი სოფლები აი მერე დაშინდებიანნ ბრაკონირებიი და იქნებ ეშველოს დედა ბუნებას თუმცაა, თუმცა შემდეგ თავად გარემოს დაცვის თანამშრომლბმა შეიძლება ინადირონნ მერე მაგათ ვინღა გააკონტროლებსს

დამატებულია (02.02.2016, 22:37:55)
---------------------------------------------
, დედას ვფიცავარ მეც მაგრად მიჭირს დღესდღებით მაგრამ 100 ლარიც რო ღირდეს სეზონიდან სეზოანმდე შევაგროვებდა ავიღებ ლიცენზიასს, 10 ლარი მართლა სასაცილოა

დამატებულია (02.02.2016, 22:39:01)
---------------------------------------------
Becasse,

შეტყობინება დაამუშავა stoeger1 - სამშაბათი, 02.02.2016, 22:38:53
 
x-hunterდრო: სამშაბათი, 02.02.2016, 23:01:13 | შეტყობინება # 82
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მონადირეებო! ვფიქრობ კარგი და სასიხარულო ინიციატივაა.............. 1) იმიტომ რომ გადაშენების პირას მისულია ნადირი საქართველოში და 2) ტყე შევუნახოთ შვილებსა და ა,ს,შ,,,,,,,,,,,,,,,,,,, და 3) მაღალ ეშელონებიდან უნდა შეცყდეს ბრაკონიერობა პირველ რიგში თორე გლეხმა კკაცმა ნადირობა თუ იცის. ბუნებისა და სამყაროს სიყვარულიც იცის და არმეგულება კაცი ქვეყანასე ხორცისთვის ნადირობდეს თუ ოდნავი სიყვარული შემორჩენია ჯერ თავის თავისა და შემდეგ თავის ქვეყნისა, არანაირი ჯარიმა არუნდა შველიდეს ბრაკონიერს. ეგრევე ტყვ..... და შიმშილში უნდა ამოხადო სული.

YVELA MONADIRES GAUMARJOSS
 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 02:40:13 | შეტყობინება # 83
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, როდისთვის დაუშვებენ მტაცებელ ცხოველებზე ნადირობას ხომ არ უსაუბრიათ დაწვრილებით ამაზე?
 
zaza1970დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 09:19:04 | შეტყობინება # 84
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი რამ მაინტერესებს,რატომ უნდა იყოს ისეთი იარაღის ტარების უფლება,რომლითაც მხოლოდ აკრძალულ ცხოველებზეა შესაძლებელი ნადირობა,არ მისცე უფლება ტარების და მორჩა, მე ის უფრო მაღელვებს,პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე,სანადირო ადგილი რომ აღარ დატოვეს,ყველგან აკრძალულიაო რომ გაიძახიან,არა და იხვი სხვაგან სად უნდა მოინადირო წესიერმა მონადირემ არ მესმი.ასევე მივესალმები ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვას,ამით ბრაკონიერებიც გაჩერდებიან,რომ ვეღარ გაყიდის,ტყუილად ხომ აღად დახოცავენ ამ ფრინველებს,მატერიალური დაინტერესება რომ აღარ იქნება,გაჩერდებაიან ეს გადარეულები აბა რას იზამენ
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 10:34:19 | შეტყობინება # 85
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი უტოპიური მოსაზრება დაიწერა, ნუ მიწყენთ მაგრამ დილეტანტიზმიც არ ქვია ამას, ალბათ უფრო სრული უცოდინარობა ჩანს ბევრ კომენტარში, ლიცენზიის ფასზე აღარ ვიკამათოთ, ძალიან არალოგიკური და სუსტი არგუმენტები დაიწერა 167
ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ალბათ ყურმოკვრითაც არ გაუგია, რომ დიადი კომუნიზმის ეპოქაშიც ათწლეულების მანძილზე აკრძალული იყო კუთხვილლულიანი იარაღის შენახვა, არათუ ტარება, მაგრამ შედეგად რაც გვაქვს ხედავთ 23

დამატებულია (03.02.2016, 10:21:29)
---------------------------------------------
არ ვემხრობი ბრაკონიერებს, არც მაგ აკრძალვით დამაკლდება რამე, მაგრამ რაც გასაკეთებელია ის არ კეთდება, ეს ნაბიჯი უფრო პოპულისტურია ვიდრე ქმედითი 25

დამატებულია (03.02.2016, 10:22:05)
---------------------------------------------
ვიღაც დაიქერს ქულებს და საქმე დარჩება მოუგვარებელი

დამატებულია (03.02.2016, 10:23:30)
---------------------------------------------
zaza1970 რატომ უნდა გყავდეს ისეთი ძაღლები რომლითაც არაფერზე ნადირობა არ შეიძლება ? (მდევრები, მყეფარები)

დამატებულია (03.02.2016, 10:25:47)
---------------------------------------------
უპასუხოდ დარჩა რაც წინა პოსტებში დავწერე : თუ ასე გიყვართ ბუნება დაანებეთ თავი ნადირობას, რამოდენიმე წლით მაინც, თუნდაც ერთი სეზონით 23

დამატებულია (03.02.2016, 10:34:19)
---------------------------------------------
Becasse მონადირემ ტყვია-წამალი და სხვადასხვა აქსესუარები უნდა შეიძინოს, ძაღლი უნდა შეინახოს, ტრანსპორტი ჭირდება საწვავცით, და კიდევ 100 ლარიანი ლიცენციაც ცოტაა ხო? კარგი ანგარიში გცოდნია, დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ 25 ვისაც ამდენის საშუალება არ აქვს და სულით პატიოსანი მონადირეა იმან რა ქნას?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:11:53 | შეტყობინება # 86
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აკრძალვა არაფერს შველის თუ კონტროლი არ იქნება, მაგრამ აქაც არის რაღაც ისეთი რაც შეამცირებს ამ ცხოველებზე ნადირობას მაგ: ყველა ეს ცხოველი ისეთ ადგილებში არის სადაც გარემოს დაცვის ინსპექციას პიკაპის ძრავი და ღიპი არ უშვებს. ბრაკონიერები კიდე მოკლულ ცხოველს შეწვავენ ნაკვერჩხალზე და გაქრა ფაქტი... სამაგირეოდ უკან დააბრუნებულებს (მაღალმთიან სოფლებს ძირითადად ერთი გამოსასვლელი აქვთ) იქ სადამდეც გარემოს პატრულირება წვდება შაშხანის პოვნის გამო მიარჭობენ ჯარიმას და თუ ეს ჯარიმა საკმარისი ოდენობის იქნება მაშინ კი დაფიქრდებიან სანამ შაშხანას გაიტანენ სახლიდან. აქვე კარგი იქნება თუ გამოიყოფა ის ადგილები სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ და მარტო მანდ იქნება აკრძალული შაშხანის ტარება 23 თან არც თუ ისე ბევრია და სპორტული სროლი მოყვარულებიც არ განაწყენდებიან მიზანში სროლას გვიშლიანო არადა თუ იციან როგორი პოლიგონი სჭირდება შაშხანას უსაფრთხო სროლისთვის :23:
აქვე დავამატებ. ეს აკრძალვა არ გააქრობს ბრაკონიერობის ფაქტებს (ვიღაც მაინც ივლის შაშხანით და ბოლოსდაბოლოს დატოვებს ტყეში სამალავში) ისევე როგორც ვაჭრობის აკრძალვა მაგრამ საგრძნობლად შემაცირებს


შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:18:08
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:33:58 | შეტყობინება # 87
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monomaxi ()
როდისთვის დაუშვებენ მტაცებელ ცხოველებზე ნადირობას ხომ არ უსაუბრიათ დაწვრილებით ამაზე?

რაც დავწერე ყველა თემაზე იყო საუბარი,მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება,რაღაც გაუთვალიწინებელი რომ არ დარჩეს,ვინიდან ამ კანონით შემდეგი რამდენი წელი უნდა ვიხელმძღვანელოთ კაცმა არ იცის.სასურველია რომ ისეთივე სულელური არ იყოს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:37:54 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
თუ ასე გიყვართ ბუნება დაანებეთ თავი ნადირობას, რამოდენიმე წლით მაინც, თუნდაც ერთი სეზონით

და გგონია ნადირობის შეწყვეტით სასარგებლო ნადირ-ფრინველი გამრავლდება?


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:46:39 | შეტყობინება # 89
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 არანაირად არ გამრავლდება ძმაო, მეც მაგას ვამბობ 23

დამატებულია (03.02.2016, 11:42:19)
---------------------------------------------
ბაქარმა სწორად აღნიშნა - მონდომებული ხალხი ტყეში მალავს იარაღს 167 მთავარია კონტროლი 166

დამატებულია (03.02.2016, 11:43:26)
---------------------------------------------
კომბინირებული თოფების შემთხვევაში რას ვშვებით ? რომელსაც ერთი ან ორი გლუვი ლულა და კუთხვილიც აქვს ?

დამატებულია (03.02.2016, 11:45:17)
---------------------------------------------
ბრაკონიერობას შეამცირებს კონტროლი, თუ ვერ აკონტროლებს ტერიტორიას რა მნიშვნელობა აქვს აიკრძალება თუ არა ?

დამატებულია (03.02.2016, 11:46:08)
---------------------------------------------
უმთავრესი კითხვა - ვისთვის და რისთვის ვამრავლებთ ნადირ-ფრინველს? მტაცებელმა რომ ჭამოს ?

დამატებულია (03.02.2016, 11:46:39)
---------------------------------------------
თუ მილიონერმა ტურისტებმა რომ ინადირონ ? 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 11:58:39 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
კომბინირებული თოფების შემთხვევაში რას ვშვებით ? რომელსაც ერთი ან ორი გლუვი ლულა და კუთხვილიც აქვს ?

:23: თუ კანონი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე აკრძალავს შაშხანით გადაადგილებს სადაც არჩვი ჯიხვი და ნიამორი ბინადრობს, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ აკრზალულ ტერიტორიაზე ვერ შეიტანენ კომბინრებულსაც

დამატებულია (03.02.2016, 11:58:39)
---------------------------------------------
Quote VAXO-HUNTER ()
ბრაკონიერობას შეამცირებს კონტროლი, თუ ვერ აკონტროლებს ტერიტორიას რა მნიშვნელობა აქვს აიკრძალება თუ არა ?

აკრძალვა აიოლებს კონტროლს 23 ეს არის მთავარი, ვცდილობთ კანონი მოვარგოთ კანონდამცველს რათა ასე მაინც შეძლონ თავისი საქმის სრულფასოვნად კეთება 36_1_69 მარათალია ეს სასაცილო და არასწორი, მაგრამ თუ ეს უშველის ჯანდაბას 25 და თუამ კანონის ხარჯზე შესაბამისი სამსახური პირიქით შეამცირებს რეიდს ვითომდა აკრძალულია შაშხანა და არავინ წაიღებს სანადიროდო მაშინ წინააღმდეგი ვარ gimili


შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:01:49
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:01:45 | შეტყობინება # 91
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
უმთავრესი კითხვა - ვისთვის და რისთვის ვამრავლებთ ნადირ-ფრინველს? მტაცებელმა რომ ჭამოს ?

კარგი რა თუ ძმა ხარ,მოაზროვნე ადამიანი ხარ და უბრალოდ კამათისთვის კამათობ,ისეთი აზრი მრჩება.ორი რამ დავწერე,ბრაკონიერობა და მტაცებლები.მტაცებლებზე ნადირობის დაშვებას ვითხოვთ და ხალხი მოგვყვებიან მაგაზე.ბრაკონიერობის ფაქტები კი ბევრად შემცირდება,ვინაიდან ფოტორობოტებზე ფიქსირდება უამრავი ხალხი(ასეულობით შემთხვევებზეა ლაპარაკი),ამოცნობისა და დაკითხვის შემთხვევაში კი ამბობს რომ სასეირნოდ ვიყავი ტყეშიო.კანონი ითხოვს დახვეწვას,ჭამის დროს ყელში ირმის რქა თუ არ გაეჩხირა და საავადმყოფოში არ მიიყვანეს ვერ ხერხდება დანაშაულის დამტკიცება.იმდენად კუტაყლაპია კანონია რომ დენის აპარატით რომ დაიჭირონ ვიღაცა,ერთ წვერს გადაწყვეტავს და ნივთმტკიცება აღარ არის ვსიო.კანონი რომ შეიცვლება და იმ ნავში,რომლითაც ღამის ოთხ საათზე სასეირნოდ დადიც მტკვარზე,თავისივე აპარატს რომ გაუკეთებენ,მეორედ აღარ წავა,სხვაც სამჯერ დაფიქრდება სანამ ნავს დაბერავს ბრაკონიერობის მიზნით.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:04:27 | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
დენის აპარატით რომ დაიჭირონ ვიღაცა,ერთ წვერს გადაწყვეტავს და ნივთმტკიცება აღარ არის ვსიო.კანონი რომ შეიცვლება და იმ ნავში,რომლითაც ღამის ოთხ საათზე სასეირნოდ დადიც მტკვარზე,თავისივე აპარატს რომ გაუკეთებენ,მეორედ აღარ წავა,სხვაც სამჯერ დაფიქრდება სანამ ნავს დაბერავს ბრაკონიერობის მიზნით.

მართალია ზუსტად იგივე იქნება ავტომობილსი შაშხანის აღმოჩენისას 36_1_69 თან ბევრად მწარე 069
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:05:04 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ბაქარი ()
თუ კანონი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე აკრძალავს შაშხანით გადაადგილებს სადაც არჩვი ჯიხვი და ნიამორი ბინადრობს, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ

კანონი თუ მიიღეს,იქ ის არ ჩაიწერება სადაც ჯიხვი ბინადრობსო.ტყის ფონდში.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:11:21 | შეტყობინება # 94
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი - გეთანხმები, უნდა განისაზღვროს ტერიტორიები და ნარეზიანი კიარა გლუვლულიანიც არ შეატანინონ, მაგრამ ხომ ხედავ - ტყის ფონდი იწერება

დამატებულია (03.02.2016, 12:10:12)
---------------------------------------------
kucuna1 კამათისთვის არა, იმიტომ ვკამათობ რომ მორიგი *****-ბა არ დაკანონდეს. ისედაც საკმარისზე მეტი გვაქვს ასეთი კანონები.

დამატებულია (03.02.2016, 12:11:21)
---------------------------------------------
აკრძალვა აიოლებს კონტროლს 23 - ზუსტად მაგას ვამბობ რომ აიოლებს და ბოლოს აზარმაცებს 25


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:13:14 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ბევრი უტოპიური მოსაზრება დაიწერა, ნუ მიწყენთ მაგრამ დილეტანტიზმიც არ ქვია ამას, ალბათ უფრო სრული უცოდინარობა ჩანს ბევრ კომენტარში, ლიცენზიის ფასზე აღარ ვიკამათოთ, ძალიან არალოგიკური და სუსტი არგუმენტები დაიწერა

ჩვეულებრივი მოვლენაა,ყველა რომ სხვადასხვა აზრზეა არის და რადგან მე არ მომწონს ან არ ვეთანხმები,დილეტანტურად კი არ უნდა მოვნათლო,მარტივად შეგიძლია დაუწერო ადამიანს არგუმენტი რის გამოც არ ეთანხმები,ვინ იცის შენი არგუმენტი გადამწყვეტი აღმოჩნდეს მომავალში.ნადირობა რომ ძვირი სპორტია მაგას ვიცი რომ მიხვედრილი ხარ,არც რომ შემოსავლის წაროა მონადირისთვის ეგაც იცი დარწმუნებული ვარ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:17:12 | შეტყობინება # 96
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომ ხედავ რა დონემდე არიან მისული, მანქანით თუ ვერ მიუდგნენ ისე არ გადიან შემოვლაზე, ღამე არ მოძრაობენ და საერთოდ თუ ვინმემ არ დაურეკა ისე არსად არ გადიან

დამატებულია (03.02.2016, 12:17:12)
---------------------------------------------
kucuna1 ისედაც ძვირი სპორტი კიდევ უფრო არ უნდა გავაძვიროთ. უნდა იყოს ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი, ალბათ მეთანხმები :23:
დილეტანტობა საწყენი არ არის, უამრავ საკითში ვარ დილეტანტი და უცოდინარიც, ყველაფერი არ გეცოდინება ადამიანს, მაგრამ თუ რამე არ ვიცი იმ საკითხზე, მითუმეტეს ათასობით ადამიანის მაგივრად არ ვილაპარაკებ 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:20:00
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:22:09 | შეტყობინება # 97
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ხომ ხედავ რა დონემდე არიან მისული, მანქანით თუ ვერ მიუდგნენ ისე არ გადიან შემოვლაზე, ღამე არ მოძრაობენ და საერთოდ თუ ვინმემ არ დაურეკა ისე არსად არ გადიან

http://www.bazieri.ge/forum/25-420-4
აქ დაწერე ამ ფორმი პოსტები.

დამატებულია (03.02.2016, 12:21:49)
---------------------------------------------

Quote VAXO-HUNTER ()
მითუმეტეს ათასობით ადამიანის მაგივრად არ ვილაპარაკებ

დააკონკრეტე

დამატებულია (03.02.2016, 12:22:09)
---------------------------------------------
ვის გულისხმობ


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:46:44 | შეტყობინება # 98
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 ყველას ვგულისხმობ ვინც დაწერს ან გაიფიქრებს, რომ ლიცენზია 100 ლარი უნდა ღირდეს , ყველას ვგულისხმობ ვინც მარტო თავისი ჯიბით ან მდგომარეობით ზომავს და მერე მონადირეების სახელით ლაპარაკობს

დამატებულია (03.02.2016, 12:29:14)
---------------------------------------------
იმათაც მივათვლი, ვინც მარტო სანადირო მეურნეობებს თვლის გამოსავლად. ნადირობა უნდა იყოს ყველა პატიოსანი მონადირისთვის ხელმისაწვდომი

დამატებულია (03.02.2016, 12:29:52)
---------------------------------------------
ფინანსური ბარიერებით ადამიანი, პატიოსანი მონადირე არ უნდა დაბრკოლდეს 167

დამატებულია (03.02.2016, 12:33:13)
---------------------------------------------
თუ სხვა ქვეყნების მაგალითები გვაინტერესებს შტატებში ირემზე ნადირობის ლიცენზია პენსიონერისთვის 5-7 ჯერ ნაკლებია ვიდრე საშუალო ასაკის მონადირეებისთვის და დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები ვიდრე უცხოელი მონადირეებისთვის

დამატებულია (03.02.2016, 12:34:34)
---------------------------------------------
გაძვირება არ არის გამოსავალი, ადამიანი 10 ლარიან ლიცენზიას რომ არ აიღებს ის 100 ლარიანს აიღებს ? ისევ პატიოსანი ხალხი იჭყლიტება , როგორც ყოველთვის

დამატებულია (03.02.2016, 12:37:36)
---------------------------------------------
kucuna1 - ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას, ყველა აკრძალვა იწვევს დამატებით პროტესტის გრძნობას, უფრო ლოგიკურია ამდენი აკრძალვის პარალელურად რაღაც დათმობაზე წასვლაც, საქმეს წაადგება (ამას აყოლა-დაყოლიების მეთოდი ქვია) იმიტომ ვკამათობ 23

დამატებულია (03.02.2016, 12:46:44)
---------------------------------------------
მე არ მინდა, რომ ეს შეხვედრები ჩატარდეს შეხვედრისთვის და საქმე წინ არ წავიდეს. ამ წვრილმანზე კამათს ჯობია უფრო ძირეულ საკითხებს შევეჭიდოთ ერთობლივად, რა მნიშვნელობა აქვს ტყეში თუ "ნარეზიანს" ვერ წაიღებს და გლუვლულიანით ამოხოცავს ნადირს?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:47:23 | შეტყობინება # 99
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ნადირობა უნდა იყოს ყველა პატიოსანი მონადირისთვის ხელმისაწვდომი

ეხლა ხომ არის ხელმისაწვდომი.რამდენი დაჯარიმდა წელს,ლიცენზიის არქონისთვის.იმას გადასახადი რომ გაუუქმო,მერე ვაზნებს მოგთხოვს,საშუალება არა მაქვსო.თვეში 92 თეთრი რომ გადადოს გადაიხდის მაგრამ იკიდებს.ხოდა ვინც ყოველთვიურად მაგდენს ინახავს სამ ლარსაც შეინახავს და გადაიხდის.რაიმე კონკრეტულ თანხაზე არ ყოფილა საუბარი,და თუ იქნება გონივრულზე იქნება დამიჯერე.
ყველა მონადირის სახელით რამოდენიმე კაცი ვიყავით იქ,მე ვთქვი(სხვებთან ერთად,რაიმე ინიციატივას არ ვიბრალებ) ყველა მონადირის სახელით რომ მავნებლები,უქმნიან პრობლემას სასარგებლო ნადირფრინველის გამრაველას,აგრეთვე ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა მოვითხოვე.მე ვუთხარი ორ დიდ ქალაქს შორის ტყე რომ განადგურდა სად იყავით მეთქი.ის ვუთხარი რაც აქ დამიწერია ხოლმე.რა არის ამაში დილეტატური და არასწორი?შენ წამოდი შემდეგ შეხვედრაზე და შენ თქვი ის რასაც აქ წერ.გაწყობს?მეც იქ ვიქნები და მოგისმენ სხვებთან ერთად.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:56:59 | შეტყობინება # 100
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 არც გიბოდიშებ, არც გეპირფერები, დილეტანტი არ ხარ და ის რაც მონადირეების სახელით თქვი 100% სიმართლეა, ძალიან მყარი არგუმენტები და ათასობით მონადირის პოზიცია გიმყარებს ზურგს :10:

დამატებულია (03.02.2016, 12:54:11)
---------------------------------------------
მაგას ვამბობ, 10 ლარს რომ არ იხდის ის არც 100 ლარს გადაიხდის, და ისევ წესიერი ხალხისთვის ძვირდება

დამატებულია (03.02.2016, 12:56:14)
---------------------------------------------
და მთავარი- ვინც დაჯარიმდა იმათ პატიოსან მონადირეებში ნუ მივათვლით

დამატებულია (03.02.2016, 12:56:59)
---------------------------------------------
პატიოსანი რომ ყოფილიყო 10 ლარიან ლიცენზიას აიღებდა, მაგრამ 100 ლარიანის აღებას უკვე ყველას ვეღარ მოთხოვ 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:57:29
 
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა (ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ბრაკონიერობასთან ბრძოლაში?)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика