12:08:24
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 3 დან«123456»
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982 
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა (ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ბრაკონიერობასთან ბრძოლაში?)
ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა
რამდენად ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ჯიხვის, არჩვის და ნიამორის პოპულაციის გადარჩენისას?
1.ეს აკრძალვა ხელს შეუწყობს ბრაკონიერობასთან ბრძოლას.[ 104 ][55.91%]
2.არ შეუწყობს ხელს ბრაკონიერობსათან ბრძოლას.[ 82 ][44.09%]
გამოკითხვა დასრულებულია - შაბათი, 02.04.2016, 14:48:56
სულ პასუხი: 186
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 14:48:56 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5695
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც მოგეხსენებათ მთის ნადირობა, ანუ ჯიხვზე, არჩვზე და ნიამორზე ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ ხრახნლულიანი იარაღით!
ამ ცხოველებზე ნადირობა კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და ეს ცხოველები დაცულია წითელ წიგნში!
არსებოს ასეთი ინიციატივა, რომ აიკრძალოს ტყის ფონდში გადაადგილება ხრახნლულიანი იარაღით!
ინიციატივის მიზეზი კი არის: ჯიხვის, არჩვის, ნიამორის და სხვა ცხოველების პოპულაციის დაცვა-გამრავლება!
რადგან სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ როცა ბრაკონიერს ვერ აღმოუჩენენ მოკლულ ცხოველს, შესაბამისად ვერ ხდება ბრაკონიერობის ფაქტის დამტკიცება და ბრაკონიერიც დაუსჯელი რჩება!

ამ თემის შექმნის მიზანია ის, რომ გასაგები გახდეს მონადირეების რეაქცია ამ აკრძალვის შესახებ. ამიტომ ჩვენი საიტი გთავაზობთ განიხილოთ ეს თემა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, აზრი, წინადადება!

თემაში დაცული უნდა იყოს ცენზურა! ასევე, მხოლოდ შინაარსიანი პოსტები დაიშვება!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 12:59:29 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1164
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
კანონი თუ მიიღეს,იქ ის არ ჩაიწერება სადაც ჯიხვი ბინადრობსო.ტყის ფონდში.

გამოდის სამონადირეო მეურნეობებშიც აკრძალული იქნება შაშხანით ნადირობა, მასინ მგონი ჯობს სანადირო იარაღის სტატუსი ჩამოერთვას და შენახვის უფლებით ფორმდებოდეს 23
 
levanichiდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:01:32 | შეტყობინება # 102
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვეთანხმები ყველას რომ ამის აკრძალვა ასე თუ ისე შეამცირებს ბრაკონიერობას მარა იმ მწყემსებს რა პასუხს ვაძლევთ რომელსაც თავისი პირუტყვის თავდაცვისთვის ნაყიდი იარაღის გამო დააჯარიმებენ? ცალკე მტაცებელმა აზარალოს და ცალკე სახელმწიფომ? რაგაც ისეთი რეგულაციებია მისაღები რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს. ვარიანტები ბევრია მარა უნდა დაივარცხნოს ეს ყველაფერი.
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:09:25 | შეტყობინება # 103
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი - სანადირო მეურნეობებში ყველაფერი შეიძლება, ფულს თუ გადაიხდი რაც გინდა ის აკეთე, რეალობა ესაა 23 იმიტომ ვერ ვიტან მეურნეობებს, ეგ სულ სხვა საკითხია. თუ შენახვის უფლებით უნდა გაფორმდეს მაშინ რას ვუშვებით იმ იარაღს, რომელიც უკვე ტარების უფლებითაა გაფორმებული ? პერერეგისტრაციის ხარჯებს ვინ გაიღებს ? ესეც მორიგი მიზეზი გასაპროტესტებლად 23

დამატებულია (03.02.2016, 13:09:25)
---------------------------------------------
რაგაც ისეთი რეგულაციებია მისაღები რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს - ჯერჯერობით მარტო ისეთი რეგულაციებია რაც ჩვენ გვაზარალებს


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:18:04 | შეტყობინება # 104
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5695
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
. ნადირობა უნდა იყოს ყველა პატიოსანი მონადირისთვის ხელმისაწვდომი
დამატებულია (03.02.2016, 12:29:52)
---------------------------------------------
ფინანსური ბარიერებით ადამიანი, პატიოსანი მონადირე არ უნდა დაბრკოლდეს

100000%-იანია, გეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:22:25 | შეტყობინება # 105
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 39 გაიხარე

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:25:19 | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1109
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, სანადირო მეურნეობებზე დაწესებული ლიმიტები არ არსებობს.ის სახელმწიფოსგან იღებს კვოტას და თვითონ არეგულირებ იმ 50 ღორს ერთ დღეში მოკლავს თუ საეღტოდ არ დახოცავს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
GELGURUდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 13:39:02 | შეტყობინება # 107
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მსგავსი აკრძალვა ,,მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას ნიშნავს"...

ამდენი აკრძალვა კარგს არაფერს მოიტანს ,,უმკაცრესი კანონი უკიდურესი უკანონობაა"


თქმულა, სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა
 
shalvamagradzeდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 14:03:46 | შეტყობინება # 108
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო. ჩემი აზრით მთლიანად კანონმდებლობაა შესაცვლელი. გლუვლულიანით მოინადრრებ ცხოველს თუ ხრახნლულიანი (უფრო მარტივად) ერთი და იგივეა. აიკრძალოს კი ბატონო ხრახნლულიანით "სეირნობა" ზოგადად ბუნებაში. იგივე ლოგიკით უნდა აიკრძალოს ტყვია, კარტეჩით "სეირნობაც". ძნელია მაგრამ ტყვია-კარტეჩითაც შეიძლება არჩვის და ჯიხვის ჩასაფრებით მონადირება.
ნანადირევით ვაჭრობას რაც შეეხება ჩემი აზრით უნდა აიკრძალოს. საიდან უნდა მოიტანოს გამყიდველმა ვარგისიანობის ცნობა და. ა.შ. ასე თუ ისე შემცირდება უაზრო, არაკანონიერი მოცულებოთ მოპოვებაც.
პერიოდულად უნდა აცხადდებოდეს მავნებელ ცხოველებზე ნადირობის პერიოდები. და სპეციალური ლიცენზიაც უნდა იყოს.
ყველაზე მოუწესრიგებელი კიდე მაინც კურდღელის თემა დარჩა. თუ ფაქტი არ აღმოაჩინეს ისე ვერავის დაუმტკიცენ კურდღელზე იყო გასული იხვზე თუ ბატს ელოდებოდა პერელიოტზე 069
 
giusha95დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 14:07:17 | შეტყობინება # 109
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ვფიქრობ,რომ თუკი რაიმე კანონი ხელს შეუწყობს ისეთი ცხოველების დაცვას რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე არიან აუცილებლად მისაღებია.შესაბამისად ეს კანონი,რომელიც ვფიქრობ რომ მცირედით, მაგრამ მაინც დაიცავს ამ ცხოველებს მისაღებია.მე არვფიქრობ რომ ეს კანონი ბრაკონიერებს ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის, მაგრამ შეაფერხებს მაინც და ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს.
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 14:42:58 | შეტყობინება # 110
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
VAXO-HUNTER, რატო ქმნი კატასტროფას? 100 ლარზე არა ჯერერთი 50 ლარზე შევაჩერე ჩემი არჩევანი, და კიდევ სიმართლე -- 100 ლარი შეიძლება ერთ დაგეგმილ ნადირობაზე არ გეყოს და მოდი ამოიღე ეგ ერთი დაგეგმილი ნადირობა სიიდან და ლიცენზია აიღე 167 ყველაფერი ერთად ძნელი მისაღწევია ცოტა, რეალურად შეხედე

დამატებულია (03.02.2016, 14:39:23)
---------------------------------------------
და კიდევ გავიმეორებ, მე არ ვსაზღვრავ ჩემი ჯიბით და ამას ნუღარ გამიმეორებ რომ მარტო ჩემი ჯიბით ვსაზღვრავ.

დამატებულია (03.02.2016, 14:42:58)
---------------------------------------------
ან რაგგონიათ რო მე მიხარია მაგ თანხის გადახდა და იმიტო ვიძახი? იმიტო ვამბობ რომ თუ ჩვენი გვერდში დგომა არიქნა ვერაფერსაც ვერ მიაღწევენ, ფინანსური იქნება ეს ფიზიკური თუ ასე შემდეგ


ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 14:55:21 | შეტყობინება # 111
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1164
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Becasse, რას გადაეკიდეტ ამ ლიცენზიას? რაც ნაკლები იქნება მით უკეთესი. თუარა არ ხმარდებოდეს ეგ თანხა გარემოს დაცვას. რა მნიშვნელობა აქვს 10 იქნება ტუ 100 მაინც ყველა აიღებს. იმის იმედი კი არავის ქონდეს ვითომდა სიძვირის გამო ნაკლები მონადირე გავა მინდორში და ჩვენ მეტი დაგვრჩებაო
 
zviadauriდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 14:55:57 | შეტყობინება # 112
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით დისკუსია ძალიან მოსაწონია მადლობა თემისათვის! მე პროფესიით იურისტი გახლავართ და არშემიძლია არავღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე რამდენი წელია ცდილობს ცვლილებები განახორციელოს საქ.კანონმდებლობაში და არა მარტო ამ კუთხით.ფაქტია, რომ ცვლილებეები შედის მაგრამ მათი აღსრულების მექანიზმები ძალიან სუსტია. სანამ კანონებს შემოიღებდნენ არსებობდა ზნეობა ანუ მორალი და მაგ ფურცლებში რაც არუნდა იწერებოდას მაგ საკითხს მხოლოდ მაშინ მოევლება როდესაც საზოგადოება ზნეობრივად გაკეთილშობილდება,დანარჩენი მხოლოდ მცდელობებია და ძირეულ ცვლილებებს მაგით ნუ ველოდებით. ყოველთვის იქნება ჩინოვნიკები...... მაგალითად 2014-2015წლების მწყერზე ნადირობის სეზონზე ლამის ავაფეთქე ფორუემბი გარემოსდაცვა მიხედეთ ხონსთქო ვინარჩამოდიოდა მანოკები იდგა ფერმაში გეგონებოდა ქაცს თავი პროკურატურა საგამოძიებო პოლიცია სამხედრო რავიც რომელი ერთი ვთქვა ერთი ფაქტი მითხარით ხონში, რომ დაჯარიმდა ვინმე და ეს საუბარია საცოდავ პატარა მწყერზე თქვენ კიდე არჩვი და ჯიხვიო აგერ ცხვირ წინ ვერმოგვივლია და მთაში გავედით უკვე ... სულ ასეა ამ ქვეყანაში ყველაფერი მოკლე ხედვით და მოკლე ვადებში აინტერესებთ არჩევნებიდან არჩევნებამდე. თქვე დალოცვილებო თუ ასე გიყვართ ეს ქვეყანა მანდ მთელი უწყებები და საზოგადოებები უნდა იყოს გაერთინებული და ერთხელ და სამუდამოდ ერთხმად მთელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს ზრუნავს და პასუხს აგებს მის მემკვიდრეობაზე თუ საჯიჯგნათ აძლევს რამდენი გამვლელი იქნება ამ ქვეყანაში .ეს თემა ისე მარტო ჯიხვს არეხება ეს ეხება ყველა სმიდიდრეს რაც საქართველოში ღმერთით გვერგო . ერთი რაც უნდა ავღნიშნო ისარის რომ მიძინებული მდგომარებიდან რაღაც წაჯიკავებას გავს იმედია ეს რაღაც, რაღაცას გამოიწვევს კარგს. უკეთესი მომავლის იმედით !

ზ. შანიძე
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 15:23:12 | შეტყობინება # 113
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1453
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე თვითონ არ მაქვს ცეცხლსასროლი ხრახნილლულიანი, არც მისი შეძენის სურვილი, არაა სანადირო ობიექტიც და მიკერძოებულად ჩამეთვლება, მხოლოდ კერძო მეურნეობებში დავუშვებდი. ისე, ჩემი აზრით, ტურაზე და მგელზე დავუშვებდი ნადირობას და ისიც გლუვლულიანით, ხრახნილლულიანი სახიფათოა ჩვენი რეგიონისთვის.
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 15:49:40 | შეტყობინება # 114
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
ბაქარი, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე თითქოსდა ეკიპაჟები არყოფნითო. თუ წაიკითხავდი ჩემ პოსტებს ყურადღებით მიხვდებოდი და გაიაზრებდი ჩემ ნათქვამს. კიდე გავიმეორებ რო ეკიპაჟების ნაკლებობით გამართლებულ უმწეობას მოვაყოლე ლიცენზიის ამბავი და ვთქვი რო თუ ლიცენზია იქნება 50ლარი მით უფრო გაიოლდება ეკიპაჟების დამატებათქო. როცა რამეს ამბობთ პოსტებს მაინც გადახედეთ თქვეკაიხალხო. იმას მაინც ხო ხედავთ რო სიიაფით არაფერი არვმიღწეულა დავეგ თუ დაეხმარებათ აქტივობის გაზრდაში რატომაც არა

დამატებულია (03.02.2016, 15:49:40)
---------------------------------------------
არანაირ კატასტროფას არ შექმნის 50 ლარიანი ლიცენზია თუ ეს ყველაფერი დადებით შედეგს მოიტანს


ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:18:25 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1530
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი მოსაზრება კი ამ საკანომდებლო ინიციატივაზე (ტყის ფონდში ხრახნილულიანით გადაადგილება) ესეთია:

ჩანაფიქრი არაა ცუდი რადგან მიზანი ამ საკანომდებლო ინიციატივის არის ის რომ ბრაკონიერობა შეამციროს, ოღონდ აქ არის ერთი მომენტი - ეს არ არის ისეთი კანონი რომელიც ერთი ხელის მოსმით შეიძლება მივიღოთ, ამ კანონს სერიოზული დამუშავება და მთელი რიგი დათქმების გაკეთება სჭირდება და არ იქნება მართებული თუ ესე ბანალურად პირდაპირ ჩაიკეროს კანონში "იკრძალება ტყის მასივში ხრახნილლულიანით გადაადგილება" თორემ ესეთი ვფიქრობ დადებითს არაფერს არ მოგვიტანს...

პირველ რიგში ჩემო მეგობრებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას რომ ჩვენს ქვეყანაში არიან არც თუ ისე ცოტა ადამიანები რომლებიც ცხოვრებენ ცივილიზაციისგან მოშორებულ და არც თუ ისე სახარბიელო და "გარიყულ" ადგილას. (ბერები მაგალითად) რომლებსაც ყოველდღე თუ არა გარკვეული დროის შუალედში უწევთ მტაცებლებით სავსე ტყის მასივის გავლზ ან სიტყვაზე წყლის მოსატანად ან სხვა რამე არსებობისთვის აუცილებელი ან სხვა მოქმედების შეასრულებლად და აქვთ გაფორმებული ხრახნილულიანები თავის დასაცავად.(იმედია ეს ჩემი მოგონილი არ გეგონებათ ეს ამბავი, ვისაც არ გჯერათ მაგალითებსაც მოგიყვანთ და მონასტრების სახელებსაც გეტყვით)და თუ ასეთ ადამიანებს ტყის ფონდში ხრახნილულიანების ტარებას ავუკრძალავთ ესე პირდაპირ , რავიცი ასეთ ვითარებაში მცხოვრები ადამუანების გაწირვა იქნება ან დასაჯარიმებლად ან კიდევ მგლის ლუკმად გადასაქცევად! მარტო ბერებზე არ მაქვს ლაპარაკი სწორად გამიგეთ ასეთ ვითარებაში ბევრი თუ ცოტა სხვა ადამიანებიც არიან და სწორედ ამიტომ უნდა გაკეთდეს ამ კანონში აუცილებად დათქმა სად და როგორ ვითარებაში იკრძალება ხრახნილულიანით გადაადგილება და უნდა დაკონკრეტდეს ბრალის გამომრიცხველი საპატიო გარემოებები მაგალუთისთვის ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს ზემოთაღნიშნული სიტუაცია(როცა სიცოცხლის დაცვის მიზნით პირი აუცილებელია გადაადგილდებოდეს მსგავსი იარაღით) და თუ როგორ ჩაიდება ეს დათქმა კანონში ამაზე შემდგომ შესაძლებელი იქნება ფიქრი.

არ ვარ ამ ინიციატივის წინააღმდეგი პიქიქით თუ შესაძლებელი იქნება სწორად დამუშავება და სწორი სწორი დათქმების დამატება(თუ მოხერხდება!), ვფიქრობ სასარგებლო იქნება და ბევრი ბუნების მტერი შეფერხდება და იხეირებს ბუნებაც მაგრამ თუ მიღებული იქნება შემდეგნაირად "ტყეში გადაადგილება იკრძალება ხრახნილულიანით გარდა მეურნეობისა " და წერტილი ,დამიჯერეთ ეს ყველაფერი ძალიან უარყოფით რეზონანს გამოიწვევს


სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:22:34
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:20:21 | შეტყობინება # 116
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ვიცით ცხოველზე ნადირობა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია, შესაბამისად ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილება ბრაკონიერობას ნიშნავს, თუ გადაადგილება არ არის გამოწვეული რაიმე სახის ლაშქრობით ან სხვა გარემოებებით, როცა იარაღი მიაქვთ თავდაცვის მიზნით (მე თითონ ვარ ასეთ ლაშქრობებში ნამყოფი). ჩემი აზრით ტყის ფონდში ხრახნილლულიანი იარაღით საერთოდ აკრძალვა კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა შემოიღონ სპეციალური ლიცენზია - თავდაცვის მიზნით ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების ნებართვაზე (რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები გასცემენ), თუ ასეთი ნებრთვა არ ექნება ტყეში მოძრავ პირებს, რომლებიც ატარებენ ხრახნილლულიან იარაღს - მიუყენონ ბრაკონიერობის მუხლი (როგორც ვხედავ ძირითადი პრობლემა ეს არის - ვერ აჯარიმებენ ბრაკონიერებს მოკლული ცხოველის გარეშე). როცა ფიზიკური პირი აიღებს ლიცენზიას მისი გაკონტროლება უფრო იოლი იქნება შესაბამისი ორგანოებისთვის, სასურველია გდის წარმომადგენელიც გააყოლონ (არ მგონია მსგავსი ლაშქრობები დღეში იმდენი რაოდენობებით იყოს, რომ გდის თანამშრომლები არ ეყოს), რომელიც არ დაუშვებს ბრაკონიერობას, ბუნების დაზიანებას და დაბინძურებას. მოკლედ კონტროლის მექანიზმის მოფიქრება შეიძლება, როცა გეცოდინება ვინ შედის ხრახნილლულიანი იარაღით ტყეში.
მთაში თუ სანადირო მეურნეობები შეიქმნება სადაც ხრახნილლულიანით ჯიხვზე და არჩვზე ნადირობა იქნება შესაძლებელი (ისეთივე როგორიც აზერბეიჯანშია) - მივესალმები, ოღონდ ადგილობრივ და უცხოელ მონადირეებზე ფასები განსხვავებული უნდა იყოს (ადგილობრივებზე გაცილებით დაბალი). ეს ხელს შეუწყობს მთაში ბრაკონიერობასთან ბრძოლას, ჯიხვის და არჩვის გამრავლებას, ასევე ბიუჯეტის შევსებასაც.
ჟაკანზე და კარტეჩზე შეზღუდვა არ მიმაჩნია სწორად, მითუმეტეს მომრავლებულ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებას თუ აპირებენ.
რაც შეეხება იმ სიხარულს, რომ მთავრობას გავახსენდითო, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელია დაწყებული )


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:35:48
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:46:36 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1530
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote
როგორც ვიცით ცხოველზე ნადირობა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია, შესაბამისად ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილება ბრაკონიერობას ნიშნავს, თუ გადაადგილება არ არის გამოწვეული რაიმე სახის ლაშქრობით ან სხვა გარემოებებით, როცა იარაღი მიაქვთ თავდაცვის მიზნით (მე თითონ ვარ ასეთ ლაშქრობებში ნამყოფი). ჩემი აზრით ტყის ფონდში ხრახნილლულიანი იარაღით საერთოდ აკრძალვა კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა შემოიღონ სპეციალური ლიცენზია - თავდაცვის მიზნით ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების ნებართვაზე (რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები გასცემენ), თუ ასეთი ნებრთვა არ ექნება ტყეში მოძრავ პირებს, რომლებიც ატარებენ ხრახნილლულიან იარაღს - მიუყენონ ბრაკონიერობის მუხლი (როგორც ვხედავ ძირითადი პრობლემა ეს არის - ვერ აჯარიმებენ ბრაკონიერებს მოკლული ცხოველის გარეშე). როცა ფიზიკური პირი აიღებს ლიცენზიას მისი გაკონტროლება უფრო იოლი იქნება შესაბამისი ორგანოებისთვის, სასურველია გდის წარმომადგენელიც გააყოლონ (არ მგონია მსგავსი ლაშქრობები დღეში იმდენი რაოდენობებით იყოს, რომ გდის თანამშრომლები არ ეყოს), რომელიც არ დაუშვებს ბრაკონიერობას, ბუნების დაზიანებას და დაბინძურებას. მოკლედ კონტროლის მექანიზმის მოფიქრება შეიძლება, როცა გეცოდინება ვინ შედის ხრახნილლულიანი იარაღით ტყეში.


ზურა333, კარგი მოსაზრებაა მომწონს!


სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 03.02.2016, 16:47:25
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 17:57:53 | შეტყობინება # 118
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Becasse საწყენად ნუ მიიღებ, მაგრამ კიდევ გაგიმეორებ მაინც შენი ჯიბით ზომავ, ძალიან ცოტა მონადირე გეგმავს ისეთ ნადირობას რომელიც 100 ლარი და მეტი დაუჯდება. თუ ასე შეგტკივა გული და ამაში ხედავ გამოსავალს აიღე 200 ლარიანი ლიცენზია და სხვა მონადირეების სახელით ნუ დაეთანხმები გაძვირებას

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
neoდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:16:30 | შეტყობინება # 119
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 156
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონი ყველასთვის უნდა იყოს.მაგას არააქ მნიშვნელობა მაგალი ფენის იქნება თუ დაბალი.კაკონი ინდა კანონებდეს ყველასთვის.
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:17:21 | შეტყობინება # 120
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
VAXO-HUNTER, ვაახ ბიჭოოოო, მესამეჯერ გამიმეორე უკვე შენი ჯიბით ზომავო, მე ჩემი ჯიბით ვზომავ სახლშიი რა მივიტანო იმას, ეს ისე ცნობისთვის. და არავარ ამ მდიდარი მამის შვილი.. ძაან მინდა ვიყო მაგრამ ვერვარ. და ისიც ვერგავიგე, მე 50 ლარიან ლიცენზიაზე შევაჩერე ჩემი სავარაუდო არჩევანი და შენ ნელნელ უწევ სტავკას ზევით? ჩემი ნა\ტქვამის აზრს ვერ გებულობ თუ რას ვწერ ასეთ გაუგებარს? ან მიუღებელი რაარის მაგაში? 50 ლარი ისეთი თანხაა რომელიც არც ძაან გაწელილია და არც სსასაცილო.

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:23:45 | შეტყობინება # 121
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა რეალურად შეხედე და გაძვირებაში ნუ ეზებ გამოსავალს, ვინ დაგეგმავს 100 ლარიან ნადირობას ? იცი საშუალო ხელფასი რამდენია ?

დამატებულია (03.02.2016, 18:22:42)
---------------------------------------------
Becasse და საერთოდ რატომ უნდა გავაძვიროთ ? სხვა იდეა არ გაგაჩნია ? რას ჩააცივდი ამ გაძვირებას ?

დამატებულია (03.02.2016, 18:23:45)
---------------------------------------------
დამისაბუთე რატომ უნდა გაძვირდეს. დარწმუნებული ხარ რომ მიზნობრივად დაიხარჯება ეს დამატებითი შემოსავალი ? 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Hunter77დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:37:31 | შეტყობინება # 122
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არძალეთ ყველაფერი და ლაგატკებით ვიაროთ ლაგატკებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით

დამატებულია (03.02.2016, 18:37:31)
---------------------------------------------
ვისაც მაყუთი აქვს რითაც უნდა იმით ივლის და სადაც უნდა იქ მოკლავს ჯიხვსაც, დათვსაც და რასაც უნდა და რისთვის უნდა ხალხს ხრახნლულიანი იარაღი?????? მარჯვენა საჭიანი მანქანებიც აღარ ვიყიდოთ და მიდიიიიიიიიიი, მაგარი აზრები მოგდით. კანონი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე ერთნაირად კ ა ნ ო ნ ი ხალხნოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო გაიგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ


v.loladze
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:52:52 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1164
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
ბაქარი, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე თითქოსდა ეკიპაჟები არყოფნითო

1000 ლარიც რომ იყოს ძამა და 100 ჯერ გაიზარდოს ეკიპაჟების რაოდენობა არაფერს შეცვლის. რა რაოდენობაცაა ის არმუშაობს წესიერად და რაც მეტი იქნება მით მეტი უაზროდ მოსიარულე პიკაპი გვეყოლება ტყეში (გამონაბოლქვის დამატების გარდა ვერაფერს მოგვცემენ) ეს სხვა პრობლემაა და თემიდან გადახვევა გამომდის მარა ეკიპაჟი კიარა ფეხით მოსიარულე გადაცმული რეინჯერები სჭირდება ამ საქმეს რომელსაც მისი ტერიტორია ექნება შემოსავლელი და მის მოძრაობას ჯიპიესი აღრიცხავს... რაც შეეხება ლიცენზიის გაზრდას თუ ეს საქმეს უშველის სიამოვნებით მარა ასეთი ხედვით არაფერსაც არ შველის და ის 40 ლარი რამდენიმე ახალ დასაქმებულს უდრის რომელიც ისევე უნიატოდ იმუშავებს როგორც ახლა იმ 10 ლარად დასაქმებულის დიდი რაოდენობა...

დამატებულია (03.02.2016, 18:52:52)
---------------------------------------------
კიდევ რამდენიმე პოსტსი გაიჟღერა თითქოს ვიღაცას შაშხანა თავდაცვისთვის სჭირდება და მინდა ვთქვა რომ თავდაცვისთვის 5 ვაზნიანი 12 კალიბრის თვითგადამტენი ან პომპა 10 ვაზნიან ავტომატურ შაშხანას მირჩევნია დამიზნების სიმარტივით და დამანგრეველი ძალით აი 100 მეტრს იქეთ ჩავლილ დათვს რომ ოპტიკით დახვრიტავ ეგ აღარაა თავდაცვა


შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:53:36
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 18:59:33 | შეტყობინება # 124
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
VAXO-HUNTER, მე უმიზეზოდ არგამომითქვამს ეს აზრი. აზრი კი ასეთი იყო: თუ ამის ხარჯზე, გაადვილდება ეკიპაჟების დამატება, არუნდაიყოს ურიგოთქო. თორე მე არც გარანტიებზე მისაუბრია და არც რამე მსგამვსზე. მე ასევთქვათ შემოგთავაზეთ მსგავსი "გამოსავალი" თუ გარანტია იქნება რომ ეს იმუშავებს. მე კიარვაძვირებ შეკაიკაცო ამ ლიცენზიას. და ეს იმას მოვაყოლე ყველაზე მთავარს რო არყოფნით ეკიპაჟები და არააქვთ დასამატებლად ამის საშუალება. რას ვწერ ასეთ გაუგებარს და საკამათოს ძაან მაინტერესებს.

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 19:27:36 | შეტყობინება # 125
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ბაქარი ()
კიდევ რამდენიმე პოსტსი გაიჟღერა თითქოს ვიღაცას შაშხანა თავდაცვისთვის სჭირდება და მინდა ვთქვა რომ თავდაცვისთვის 5 ვაზნიანი 12 კალიბრის თვითგადამტენი ან პომპა 10 ვაზნიან ავტომატურ შაშხანას მირჩევნია დამიზნების სიმარტივით და დამანგრეველი ძალით აი 100 მეტრს იქეთ ჩავლილ დათვს რომ ოპტიკით დახვრიტავ ეგ აღარაა თავდაცვა

დაუშვათ შორ მანძილზე დაინახე რომ დათვი გამოედევნა ადამიანს, პომპით დაიცავ?
 
mamalixarazuliდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 19:54:43 | შეტყობინება # 126
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 637
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"დღეს" ხრახნლულიანს აკრძალავენ. "ხვალ" გლუვლულიანს. არაა ეს გამოსავალი ჩემი აზრით. დამნაშავე და ბრაკონიერი დააჯარიმე შესაბამისი მკაცრი კანონით!

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
levanichiდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:02:46 | შეტყობინება # 127
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან შორს ვართ წასული ამ მსჯელობით მეგობრებო. ზემოთ ერთმა მეგობარმა აღნიშნა და ვეთანხმები რომ, ბარის პრობლემები ვერ გადაჭრილა და ვერ ექცევა სათანადო ყურადღება მანოკისტებს და ენ რაოდენობით იხვებით მოვაჭრეებს, ჩვენ კი მთაში გავიჭერით გულანთეულებს გვინდა უკეთესობა ვიხილოთ. სანამ ადამიანების თვით შეგნება არ გაიზრდება მანამ ვერანაირი აკრძალვებით ვერ აღიკვეთება ბრაკონიერობა. ლექსი ხომ იცით ,,ქეიფობს ბუწუნკალაიო... ზაკონ ვერ მოსდრეკს ვაჟკაცსა ზაკონ რა ჩემი ყ..აიო!" ასეთ ადამიანებს დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ ზოგიერთ ,,გურჯებს" იმისთვის თუ როგორ დაარღვიონ ,,ზაკონი" სანამ თაობები არ შეიცვლება მანამ არაფერი გვეშველება.
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:07:17 | შეტყობინება # 128
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1530
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, გეთანხმები.

ბაქარი, ხო მაგრამ ვისაც იმ ექტრიმალურ(მტაცებებით სავსე) გარიყულ ადგილას უწევს ცხოვრება და სიარული და ხრახნილულიანი უკვე გაფორმებული აქვს რა ქნას? გაყიდოს და პომპა იყიდოს? ვინ იყიდის მისგან ხრახნილულიანს როცა ყველას აკრძალული ექნება ტყის ფონდში სიარული და ამ საწყლებს ვისაც თავის დაცვა უნდათ ეს ხრახნილულიანი თოფები უნდა დარჩეთ გამოუსადეგარ სუვენირად


სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:07:51
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:24:32 | შეტყობინება # 129
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ და კონკრეტულად - მორიგ სისულელეს ვაკანონებთ 23

დამატებულია (03.02.2016, 20:18:07)
---------------------------------------------
ნუ გვთავაზობენ რა 167

დამატებულია (03.02.2016, 20:22:05)
---------------------------------------------
მერე მდევრების გადაშენებას შემოგვთავაზებენ, მერე გლუვლულიანზე შემოგვაპარებენ და .... მერე ვუყუროთ ტყეს შორიდან... თუ დარჩება ხე იმ ტყეში... თუ არადა არის უხეო ტყეებიც 23 არის უნაპირო მდინარეები...ნაპირი და რიყე აღარ ქვია...კარიერია ყველგან . დავაბრალოთ მონადირეებს ბუნების განადგურება, ადვილია ხელის სხვაზე შეწმენდა 10

დამატებულია (03.02.2016, 20:24:32)
---------------------------------------------
რამოდენიმე თვის წინ მქონდა არაოფიციალური საუბარი გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან და რაც აქ დავწერე იმაზე მეტი ვუთხარი. ძალიან უსუსური არგუმენტები ქონდათ, ადვილად "დავჩაგრე" საუბარში, სიმართლე გითხრათ არ დავრჩი კმაყოფილი... ჩემზე მეტი უნდა იცოდნენ, გაცილებით მეტი 25


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
abogachechiladzeდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:29:21 | შეტყობინება # 130
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთხელ მოხუც მონადირეს შევხვდი მისივე სახლში. სადაც მას მრავალი ცხოველისა თუ ნადირის ფიტული ჰქონდა. ბევრი მესაუბრა მე მაშინ სულ ახალბედა ვიყავი. ვეუბნებოდი რომელი თოფი ჯობია რომ შორს მოვკლათქო და ათას სისულეებს. მან ჩაიჩინა და თავისი თოფი ჩახმახიანი ტულკა მაჩვენა. ასე მითხრა. ბაბუ თუ ნადირობა გინდა, თუ სიამოვნება გინდა და აზარტულიც ხარო ასეთი გლუვლულიანით უნდა ინადირო. კიც იწვალებ რო ახლოს მიხვიდე და რო მოკლავ ასე ახლო მანძილზე სიამოვნება მეტიაო

abo
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 20:42:39 | შეტყობინება # 131
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1164
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ზურა333 ()
დაუშვათ შორ მანძილზე დაინახე რომ დათვი გამოედევნა ადამიანს, პომპით დაიცავ?

ამას თავდაცვა არ ქვია ზურა და თუ ვინმეს ტურისტების ჯგუფი აბარია თან ისეთ ადგილას სადაც გარეული ცხოველების თავდასხმის საშიშროება არა მგონია 100 მეტრზე მეტად მოშორდეს ჯგუფს 23 კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვისთვის სრულიად საკმარისია ჟაკნის სამიზნე მანძილი 100 მეტრი და კიდევ უფრო საიმედოა 9 იან კარტეჩი 50 მეტრზე.
Quote akson777 ()
ბაქარი, ხო მაგრამ ვისაც იმ ექტრიმალურ(მტაცებებით სავსე) გარიყულ ადგილას უწევს ცხოვრება და სიარული და ხრახნილულიანი უკვე გაფორმებული აქვს რა ქნას? გაყიდოს და პომპა იყიდოს? ვინ იყიდის მისგან ხრახნილულიანს როცა ყველას აკრძალული ექნება ტყის ფონდში სიარული და ამ საწყლებს ვისაც თავის დაცვა უნდათ ეს ხრახნილულიანი თოფები უნდა დარჩეთ გამოუსადეგარ სუვენირად

ეგ კიდე სხვა პრობლემაა ძამა, რათქმაუნდა ვიღაც აუცილებლად დაზარალდება ამ კანონის მიღებით თუ მიიღეს მარა იმედია სარგებელს უფრო მეტს მოიტანს

დამატებულია (03.02.2016, 20:42:39)
---------------------------------------------
კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემი აზრია, რომ აკრძალვა არაფერს მოიტანს თუ კონტროლი არ იქნება ჩემი აზრი ეს არის ამ თემასთან დაკავშირებით 23

 
ზურა333დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 21:33:37 | შეტყობინება # 132
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაუშვათ ჯგუფის წევრი მოშორდა 23 ჟაკანი და კარტეჩიც რომ აკრძალონ? 167 არ მითხრა ახლა შენ დათვის მეგობარი ხარ თუ ბაზიერელიო 069

დამატებულია (03.02.2016, 21:33:37)
---------------------------------------------
თუ მიიღებენ ისეთ კანონს, რომლის მიხედვითაც საერთოდ აიკრძალება ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილება, მაშინ კეთოლი ინებოს სახელმწიფომ და გონივრულ ფასებში ჩაიბაროს მსურველი მოსახლეობისგან ხრახნილლულიანი იარაღი!

 
besarionდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 21:40:58 | შეტყობინება # 133
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 185
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთელი უბეdურება ისაა რომ..ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროd კანონებს dაბალი ფენისთვის ანუ ჩემნაირი უბრალო ხალხისათვის იგონებენ..ხოლო dიdტრაკიან ბიძებს მაგი სულ კიdიათ..აი ზუსტაd ეგენი არიან ხრახლულიანების dა ცხოველზე ნაdირობის მოტრფიალენი თორე..აdგილობრივი მთიელი ბუნების მოყვარული ქართველი კაცი თავის მშობლიურ ტყეში ნაdირს არ გაჟლიტავს....
 
@PREDATOR@დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 22:02:27 | შეტყობინება # 134
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 86
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bizona

Quote bizona ()
ჩემი აზრით ეს აკრძალვა არ შეუშლის ხელს ბრაკონიერობასთან ბრძოლას, ჯიხვზე და ნიამორზე ვერაფერს გეტყვით მაგრამ არჩვზე შესაძლებელია გლუვლულიანი იარაღით ნადირობა. ბრაკონიერობას რაც შეეხება ვისაც აქ სურვილი რომ იბრაკონიეროს მაგას მარტო ხრახნილლულიანი იარაღის აკრძალვა არ შველის, მე ვიცი ხალხი ვინც ნადირობს ხრახნილლულიანით მტაცებელზე, ნუ პრინციპში ეგეც ბრაკონიერობაა კანონმდებლობიდან გამომდინარე და არა მარტო ეს იდეა ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილება არამედ მთლიანად სანადირო კანონმდებლობაა დასახვეწი (მაგაზე იმდენია ნათქვამი და დაწერილი აღარც ღირს აქ გაგრძელება) . თუ ნამდვილად დაინტერესებულია სახელმწიფო ამ ცხოველების შენარჩუნებით უფრო უკეთესი იქნება მკაცრად გაკონტროლება იმ ტერიტორიების სადაც შესაძლებელია აღნიშნული ცხოველების მონადირება და არა ამდენი უაზრო აკრძალვები. ასეთია ჩემია აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


გეთანხმები +100

ესეთუ გაგრძელდა ლაგატკასაც აკრძალავენ ......!!!!!


.....
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 22:11:24 | შეტყობინება # 135
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 1530
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote
კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემი აზრია, რომ აკრძალვა არაფერს მოიტანს თუ კონტროლი არ იქნება ჩემი აზრი ეს არის ამ თემასთან დაკავშირებით 


ამაში გეთანხმები 100%-ით


სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ! არც მონადირე!
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 22:19:31 | შეტყობინება # 136
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5695
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
მოკლედ და კონკრეტულად - მორიგ სისულელეს ვაკანონებთ

ოფ ქორს! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 22:48:22 | შეტყობინება # 137
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1164
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ზურა333 ()
არ მითხრა ახლა შენ დათვის მეგობარი ხარ თუ ბაზიერელიო

36_1_69 ფაქტი სახეზეა
Quote ზურა333 ()
თუ მიიღებენ ისეთ კანონს, რომლის მიხედვითაც საერთოდ აიკრძალება ხრახნილლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილება, მაშინ კეთოლი ინებოს სახელმწიფომ და გონივრულ ფასებში ჩაიბაროს მსურველი მოსახლეობისგან ხრახნილლულიანი იარაღი!

ვინ იზავს მაგა ძამა ჯართის ფასადაც არ ჩაიბარებენ ი 23 მაგდენს რომ ითვალისწინებდნენ მაშინ კიარ ვიქნებოდით ასეთ დღეში
 
besarionდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 22:57:57 | შეტყობინება # 138
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 185
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანონი ყველასთვის უნdა კანონობdეს!!!!!!კიბატონო მივიღოთ ეგ კანონი მაგრამ ბევრი ვიცი მაინც ივლის dა სწორეd ისინი ვისაც ზუსტაd რომ კანონის dაცვა ევალება..თორე მე ცხოვრებაში არმინაdირია ცხოველზე dა არც ვინაdირებ საერთოd...მიხეdონ ჯერ იმ კანონdამრღვევ ვითომკანონის dამცავებს dა მაგის ფონზე შემdეგ ვეღარც სხვა გაბეdავს რაიმე მაგვარს!!!!!!
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 23:02:44 | შეტყობინება # 139
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 433
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ერთგან წერია 10 ლარზე მეტი უნდა იყოსო ნადირობის ნებართვა თუ როგორ ქვია ერთი სიტყვით გარემოს დაცვა აბსოლიტურად უმოქმედოა თითქმის არაფერს არ აკეთებენ კიდევ ვფრო მეტი უსაქმურები რატო უნდა ვარჩინოთ. თბილ ჯიპებში კიარ უნდა დასკუპდნენ ჩვეულებრივად მონადირის ფორმაში უნდა იყვნენ და ფეხით ან უბრალო მანქანით იმოძრაონ ბრაკებმა რო ვერ იცნონ. ხრახნილ ლულიანი იარაღს თვითონ მინისტრები და ცნობილი პიროვნებები ნადირობენ ღორზე და დათვზე უბრალო ხალხისთვის ისედაც ყველაფერი აკრძალულია. ისედაც აკრძალულია ნადირზე ნადირობა დამწყერს ხო არ ვესვრი კარაბინს.
 
Becasseდრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 23:30:23 | შეტყობინება # 140
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
chale88, ზუსტად იმ შემთხვევაში თუ აქტიურობა იქნება თორე ჰაერზ გადაყრას არავინ არ გულიხმობს

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 03.02.2016, 23:36:08 | შეტყობინება # 141
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 287
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერც ლიცენზიის გაძვირებით და ვეც ხრახნლულიანი იარაღის აკრძალვით ვერაფერს მოიმკით მითუმეტეს საქართველოში მაშინ როცა ქვეყანა ავსებულია ბრაკონიერებით და ყოველწლიურად საქართველოში კლებულობს ნადირ ფრინველების რაოდენობა. ყველა მონადირე გადაიხდის 100 საც და 200 საც იმ შემთხვევაში თუ მწყერზე გასულს მინდორში მწყერი დაგხვდება იხვზვის დროს იხვი იქნება და და მდინარეზე სათევზაოთ რომ მიხვალ დარწმუნებული იქნები რომ ვინმე ეკრან ბადეებს არ ჩაგიფენს ახლო მახლო ან ვინმე ნავით და ელექტრო აპარატით არ ჩამოივლის და ჭალებში შეწყდება ხეების ჭრადა და იმ მცენარეების განადგურება რომლისთვისა შემოდის როგორც ფრინველი ისევე ნადირი და კარგი იქნება თუ დააყენებენ ფარულ კამერებს ისეთ ადგილებში სადაც ეჭვი აქვს ბრაკონიერულ ფაქტებს და მოახდენენ რეაგირებას ხოლო მდინარეებსა და ტბებში დაიწყებენ თევზების მომრავლებს.

Born to hunt
 
ზურა333დრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 00:19:31 | შეტყობინება # 142
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 626
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, ხო და რომ არ იზამენ, მაშინ არც ასეთი უაზრო აკრძალვა არ უნდა ქნან.
daviti911, გეთანხმები
 
tereosდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 09:03:37 | შეტყობინება # 143
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს არის ქართველი კაცების დადედლების კიდევ ერთი მცდელობა. მოკლე იარაღის ქონას ხომ აზრი არ აქვს. ახლა ხრახნილულიანებიც უნდა ჩავკეტოთ სეიფში? მიზანში სროლა რო მომინდეს სად ვისროლო ეზოში? თუ მინდორში? ჩემთან უსაფრთხო ადგილი არის მდინარის ხეობა ტყეში, სადაც ბუნებრივადაა დამცავი ბარიერები, კლდეები და მანდ ვისვრი ჩემს კარაბინს გასართობად. გამოდის რომ ამის საშუალება უნდა მომესპოს.
რაც შეეხება აზრს რომ გლუვ ლულიანი იარაღით ნადირის მოკვლის შანსი უფრო ნაკლებია ტყეში მაგარი არასწორია. ტყიანში, ახლო მანძილზე და მით უმეტეს მოძრავ ობიექტზე გლუვლულიანს ხრახნილულიანი ვერ შეედრება. მაშინ საერთოდ ტყეში იარაღით შესვლა უნდა აიკრძალოს. მაგრამ არც ეს უშველის საქმეს იმიტომ რომ ვინც ტყეში ნადირზე ნადირობს ბევრი მათგანი არც შედის ტყეში იარაღით. მათ იარაღი ტყეში აქვთ შენახული ისედაც.
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:06:58 | შეტყობინება # 144
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tereos 10 100% მართალს ამბობ, ეგ დავწერე ზუსტად წინა გვერდებზე , ბევრი ამტკიცებს რომ კარაბინმა ამოწყვიტა ნადირი არადა გლუვლულიანი უფრო ეფექტურია, ბევრს უნატრია აცდენის შემდეგ-ნეტავ კარტეჩი მქონოდაო (მომისმენია ასეთი საუბრები) 23 "კარტეჩსაც" თუ აკრძალავენ დავამზადებ სახლში ვაზნებს, დავაწერ 7-9 ნომერს , იქნებ ვაზნები დამიშალოს ვინმემ ტყეში და შემიმოწმოს ა ? 069 იარაღის და ტყვია-წამლის აკრძალვა კიარა კონტროლია საჭირო, ისე უნდა იმუშაონ რომ ფაქტზე დააკავონ, ვერ აკავებენ ? თავის თავში ეძებონნ პრობლემები 167

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:21:22 | შეტყობინება # 145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5695
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეიძლება ვინმემ კარგად ვერ გაიგო თუ რას ნიშნავს ეს აკრძალვა და ვეცდები მოკლედ ავხსნა.
სიტყვაზე, შენ და მე რომ არ გვაქს კარაბინები და არ ვნადირობთ ამ იარაღით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვემხრობოდეთ ამ აკრძალვას!
რადგან ძალიან ბევრი, მოყვარული ყავს ხრახნლულიან იარაღს და იმათმა რა ქნან?
აღარც მიზანში ისროლონ? აღარც მავნებლებზე ინადირონ?
ბოლოს და ბოლოს შეჯიბრი მაინც ვეღარ უნდა მოაწყონ?? ცნობისთვის შეჯიბრი ტირში არ ტარდება, რადგან გრძელ დისტანციებზე ისვრიან, ტარდება ბუნებაში, ანუ ტყის ფონდში!
მე პირადად ხმა მივეცი იმას, რომ ეს აკრძალვა ვერ უშველის ბრაკობასთან ბრძოლას! რადგან იარაღით გადაადგილება კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ კონტროლის ხარისხი უნდა გაუუმჯობესდეს!
მთავრობა ეკონომიას არ უნდა აკეთებდეს ჩვენს ხარჯზე!
იმის მაგივრად რომ რაღაცა გაუუმჯობესდეს, პირიქით, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები გვექმნება!
არაა ბაბა აგი საქმე, არაა!
და კიდევ, რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა, იმასთან დაკავშირებით, აი ლიცენზია 10 ლარზე მეტი უნდა ღირდესო რომ წერთ.
10 ზე მეტი კი არ უნდა ღირდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეგ გადასახადი მე თუ მკითხავ!
რადგან მე არ მინახავს არცერთი თეთრი დაეხარჯოს სახელმწიფოს ფაუნის სასარგებლოდ!
გდის ერთი მუჭა თანამშრომლები ისეც უნდა შეინახოს სახელმწიფომ!
რეალურად, რომ მართლა ფაუნის დაცვა-გამრავლებას ხმარდებოდეს მაგ თანხიდან თუნდაც 50%-ი მაშინ კი ბატონო, გააძვირონ!
მაგრამ არაფერი არ ხმარდება 10 ლარიდან და თქვენ გაძვირებს უჭერთ მხარს?.
თუ ასე შესტკივა ვინმეს გული, ისე, შემოწირულობის სახით დაეხმაროს სახელმწიფო ბიუჯეტს ბატონო!
ჩვენი, მონადირეების სახელით ნუ იტყვის ამას ვინმე!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:29:08 | შეტყობინება # 146
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 შენ გეიხარე ძამა, ასე მგონია მე დავწერეთქვა 166 ყველა პუნქტში გეთანხმები 100 %-ით
ბიუროკრატიაა, რეალობას ვერ შეცვლის თორემ ავკრძალოთ, გავაძვიროთ, დავიჭიროთ, დავხვრიტოთ და გადავწვათ თუ საქმეს უშველის 069


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Becasseდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:31:57 | შეტყობინება # 147
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
giohunt1982, არა არა, ვერგაიგე შენ, გაძვირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ თანხის დიდი ნაწილი ბუნების კეთილდღეობას მოხმარდება. და ეგ შენც აღნიშნე ამ პოსტში. აბა ფულის უგარანტიოდ და ტყუილად გადახდა რო მოვინდომო არც მასე დებილი ვარ და არამგონია ვინმეც რო იყოს.

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:32:06 | შეტყობინება # 148
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 716
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გურულის არ იყოს - მშვიდობის გულიზა ქვა ქვაზე ნუ დარჩება თუ გინდაო - ასე ვქნათ თუ გინდათ, ქვა ქვაზე არ დავტოვოთ თუ ამით ჩვენ გაღლეტილ და გაღატაკებულ ბუნებას რამე ეშველება

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Becasseდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:37:14 | შეტყობინება # 149
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის:
რაც შეეხება ამ აკრძალვას, იმ ადგილებში უნდა აიკრძალოს სადაც ეს ცხოველები არიან ან შეიძლება იყვნენ და მაღალმთიან მოსახლეობაზე რაღაც რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, თუ ასეთ საფრთხის შემცველ ზონაში ცხოვრობენ. თოფის სროლა დაბლობშიც მშვენივრად შეიძლება გასართობად და თუნდაც მტაცებლებისთვის. ნაკრძალებში კი უნდა იყოს წელიწადში რამოდენიმე ჯგუფური ნადირობა, რომელსაც გარემოს ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს და ყველა საჭირო ადგილიდან ამოღებული უნდა იყოს მტაცებლები. ცოტა რთული ვარიანტია მაგრამ არც ვინმეს დაწყდება გული და შედეგიც არიქნება ცუდი

ყურადღება უპირველეს ყოვლისა
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 04.02.2016, 10:41:20 | შეტყობინება # 150
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 539
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცჰემი აზრიტაც არ უნდა აიგრძალოს. ბევრის დაცერა მინდოდა მაგრამ გიო სჰენ კარგი აზრები დაცერე და აგარ ვაპირებ ბევრის დაჭწერას. ბრაკონიერი ვინც ჯიხვზე და ასე სემდეგ ნადირობს არის არც ისე ბევრი იმ ადამიანების ფონზე ვისაც ხრახ ლულიანი იარაგი აქვს იმ ხალხმა რა დააშავა? წადი ბატონო და სანამ დანაშაულს ჩაიდენს მანამდე აღკვეთე და არ სეუშვა ტყესი, ან კონტროლზე აიყვანე ან მიაყურადე ამ რამე სხვამოიფიქრე. მე ხალხს ვიცნობ რომლებიც 308 ბიტ ტურაზე ნადირობენ იმას რატომ უნდა აუგრძალო ტარება. ამ იარაგის უკან ვიგაცამ ვაზნა სემოიტანა ის ზარალდება მიგაცას გასაყიდი იარაღიაქ ისიც ზარალდება.ტუარადა ტურის მელიის კურდგლის მომკვლელის ბრაკონიერია, მაშინ მეც შემიქმენი პირობა რომ არ ვიყო ბრაკონიერი. დგეს ხრახლულიანს აგრძალავენ ხვალ 1 ნომერ საფანტიან ვაზნა რათგინდა რას უნდა ესროლოო. ხვალ მეტყვიან დედოფლისწყაროს არ გაცდე იქ კურდღელი და კაკაბიაო მერე 1500 მეტრზე ზევით არ ახვიდე იქ გნოლიაო და ასე გადაგვჩამენ ყვავები და კაჭკაჭები.ტბილისის ზღვას რომ ყარაულობენ რომ იხვი არავინ მოკლას და ბადე არავინ ჩადოს მაგრამ მაინც იდება, გაუშვან სხვაგან და სხვა კანონ დარღვევა აღკვეთონ.აგერ არაგვს ხრამს დებედას ადუღებენ დილიდან საღამომდე და პოლიცია მფარვევობს ამ ყველაფერს. პაგონიანს თუ შეუდზლია მოკლას მე რატომ არ უნდა შემეძლოს. ჩემთვის თუარის აგრძალული იმისთვის რატომ არ უნდა იყოს აგრძალული. ამას მოუარონ და მერე ყველაფერი ნელნელა დალაგდება.
 
მონადირეების ფორუმი » ბრაკონიერობა » ბრაკონიერობა » ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა (ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ბრაკონიერობასთან ბრძოლაში?)
გვერდი 3 დან«123456»
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)საფანტი
  • 2.)იარაღები
  • 3.)მიმინო
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)შეკითხვა ვეტერინარს
  • 6.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 7.)იურიდიული კონსულტაცია ნადირობა თევზაობის საკითხებზე
  • 8.)Sarsilmaz
  • 9.)მონადირე ძაღლის დაავადებისგან დაცვა და მკურნალობა
  • 10.)იარაღის მოვლა
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)კურცჰაარი
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)ბაქარი
  • 1.)ვაჟა
  • 2.)sparto
  • 3.)Aleko976
  • 4.)gioqutaiski
  • 5.)HPBT338LM
  • 6.)nika1997sv
  • 7.)gio96
  • 8.)hunter7
  • 9.)erekle88hunter
  • 10.)mejai

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика