07:11:58
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა
რამდენად ქმედითი იქნება ეს აკრძალვა ჯიხვის, არჩვის და ნიამორის პოპულაციის გადარჩენისას?
1. ეს აკრძალვა ხელს შეუწყობს ბრაკონიერობასთან ბრძოლას. [ 104 ] [55.91%]
2. არ შეუწყობს ხელს ბრაკონიერობსათან ბრძოლას. [ 82 ] [44.09%]
გამოკითხვა დასრულებულია - შაბათი, 02.04.2016, 14:48:56
სულ პასუხი: 186
giohunt1982დრო: სამშაბათი, 02.02.2016, 14:48:56 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც მოგეხსენებათ მთის ნადირობა, ანუ ჯიხვზე, არჩვზე და ნიამორზე ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ ხრახნლულიანი იარაღით!
ამ ცხოველებზე ნადირობა კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და ეს ცხოველები დაცულია წითელ წიგნში!
არსებოს ასეთი ინიციატივა, რომ აიკრძალოს ტყის ფონდში გადაადგილება ხრახნლულიანი იარაღით!
ინიციატივის მიზეზი კი არის: ჯიხვის, არჩვის, ნიამორის და სხვა ცხოველების პოპულაციის დაცვა-გამრავლება!
რადგან სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ როცა ბრაკონიერს ვერ აღმოუჩენენ მოკლულ ცხოველს, შესაბამისად ვერ ხდება ბრაკონიერობის ფაქტის დამტკიცება და ბრაკონიერიც დაუსჯელი რჩება!

ამ თემის შექმნის მიზანია ის, რომ გასაგები გახდეს მონადირეების რეაქცია ამ აკრძალვის შესახებ. ამიტომ ჩვენი საიტი გთავაზობთ განიხილოთ ეს თემა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, აზრი, წინადადება!

თემაში დაცული უნდა იყოს ცენზურა! ასევე, მხოლოდ შინაარსიანი პოსტები დაიშვება!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 16.02.2016, 23:15:48 | შეტყობინება # 251
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote @PREDATOR@ ()
ბატონო kucuna1- ეს თქვენი პოსტი რომ წავიკითხე მივხვდი თქვენს დამოკიდებულებას კონსტიტუციისადმი

ბატონო @PREDATOR@, სავარაუდოდ გეცოდინებათ რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს მასთან.
Quote @PREDATOR@ ()
კანონმდებლებს კანონით ნებისმიერი იარაღის ტარების უფლეააქვთ თქვენგან განსხვავებით

იმედს გამოვთქვავ რომ ეს საქართველოში სამუდამოდ ასე დარჩება და აქაც მასე არავინ ისეირნებს ქუჩაში იარაღით,აზრი არ აქვს ავტომატური იქნება თუ ნახევრად.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - სამშაბათი, 16.02.2016, 23:21:38
 
iakaniiakaniდრო: სამშაბათი, 16.02.2016, 23:52:15 | შეტყობინება # 252
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ უნდა აიკრძალოს,სხვანაირად მიხედონ ბრაკონიერებს.

იმედა მაისურძე
 
sabjekდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 08:57:13 | შეტყობინება # 253
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GE-KA, მე ვფიქრობ, რომ მანქანით გაჩერებით ხალხს არ დააჯარიმებენ. საუბარია ტყის ფონდში იარაღით გადაადგილებაზე. ტრასა სყულ სხვა რამეა და შალითაში თოფი კიდევ სხვა რამე. თოფზე ნებართვის აღება აბა რაღას ნიშნავს? მის შენახვას და ტარებას, მაგრამ გარკვეული პერიოდით ამ თოფის ტარება აიკრძალება ტყის ფონდში საბრძოლო ვითარებაში...

kakhi
 
avtandilდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 15:43:09 | შეტყობინება # 254
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებს გაუმარჯოს: გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ ვახერხებ ხშირად საიტზე შემოსვლას და ფორუმზეც ვეღარ ვაქტიურობ ეხლა ვნახე ეს თემა პირველად.
ჯერ ინტერაქტივის შედეგებს რომ ვუყურებ გამოვშტერდი:) ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა? ეჭვი გამიჩნდა რომ (ერთგული) არასამთავრობო ორგანიზაციის ფორუმზე ვიავი:) მე ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ აიკრძალოს პირადად არ მაქვს მაგრამ სურვილი მაქვს ვიქონიო ხრახნულიანი თოფი. რაც შეეხება საჯიხვეებსა და (სამეფო) სანადირო ობიექტებს ვინც თოფით ნადირობს გინდაც ბრაკონიერი აიღო და გინდაც პატიოსანი მონადირე ან ყველა ერთიანობაში და პროცენტულად, რომ გამოთვაო 100%-იდან 10% თუ იქნება ის ვინც ჯიხვზე ნადირობს ეგეც ბევრია მარა ჯანდაბას იყოს 10 ამ 10% გამორიცხვის მეთოდით 8 პროცენტი ბობოლა ბიძები და მაღალჩინოსნები არიან და დარჩენილი 2% კი ადგილობრივები ვინც ნამდვილი მთის შვილია და ნებისმიერ მონადირეზე მეტი იცის რა დროს უნდა ინადიროს კონკრეტულად, რომელი ეგზემპლარი უნდა ამოიღოს და მას სისხლში აქ ეს ყოველივე დაუწერელი კანონით ნადირობდეს შეიძლება მარამ შეიძლება იმ კანონს 100 თავით ჯობდეს ვიდრე (ბუნების დამცველები) წერენ. ყაზბეგში დაბადებულ და გაზრდილ კაცს ვერავინ დაუშლის ნადირობას.
რაც შეეხება ბრაკონიერებს მე არ ვთვლი ბრაკნიერად კაცს რომელიც სეზონზე ნადირობისას 2 ან 3 ტახს გააგორებს. არ ვგულისხმობ 1 კაცზე, ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს მაგ: 10 კაცი აიღოთ. ეხლა იმის ახსნა არავინ დამიწყს, რომ გარული ღორი ცოტაა საქართველოში და გადაშენდება, მისი გამრავლების პრობლემის გამო.
ბრაკონიერად ვთვლი კაცს რომელიც თებერვალში მარტში და ... ნადირობს რადგან თურმე დათვი მოძრაბას იწყებს ამ პერიოდში და მაგიტომ უნდა ინადირო ბელებიან დათვზე თუ დათვზე არ გამოვა შველს შეკარი პატარა სარეკი და ეგააა მერე რა თუ ნუკრი ეყოლება ან მუცელში ან ძუძუზე ხორცი ხო შეგხვდება (აი ამ აზროვნებით ვინც არსებობს ისააა ბრაკონიერი)
რაც შეეხება გ.დ.ი-ს ვაბშე არ მინდა ლაპარაკი მაგრამ რადგან საუბარმა მოიტანა ამაზეც ვიტყვი. ეს დედა ატირებული ტრასაზე რო აყენებ რეაგირების ჯგუფს და ანაწილებ პიკაპებით ტრასაზე ხონჩით ხომ არ მოუტანს კაცი ხაშლამას ნანადირევიაო? მოაჯდებიან პიკაპებს და დაფრინავენ ბენზინია, სითბოა, ხელფასია ვსოო დაიჭერენ ვინმეს ხეირია ვერ დაიჭერენ ხელფასი ხოა მაინც ხო და აი მაგ დროს ერხევა ყველაფერს. მიცენ ცხენები და შეუშვან ტყეში აუცილებელია ზაფხულში კონდენციონერით გაგრილდნენ და ზამთარში პეჩი აგუგუნონ პიკაპში, მერე გაგაჩერებენ და მანქანას გიჩხრიკავენ რომელიმე სოფლის გადასახვევიდნ რო გამოხვალ კონტრბანდისტი ვარ თუ????
წინა გვერდზე ეწერა სადღაც ტყეში მონადირეს ძებნა თივის ზვინში ძებნას ნიშნავსო მე კიდევ პირიქით ვფიქრობ: კაცი რომელიც დასაქმებულია ბუნებს დაცვის დარგში და აბარია პერიმეტრი მანაც ხუთი თითივით უნდა იცოდეს ტყის ყოველი კუთხე კუნჭული, როგორც მონადირემ.
მავნებლებზე ნადირობას რაც შეეხება თუ მართლა დააადგა საშველი და დაუშვეს კიდე ჯანდაბას.


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
iakaniiakaniდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 19:34:34 | შეტყობინება # 255
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღოლ ავთანდილ.იხარე.ზუსტად ასე ვფიქრობ მეც.უაზროდ ზედმეტად კრძალავენ ბევრ რამეს.წიფელსა და მუხას ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან.სამაგიეროდ შეზღუდულები შეზღუდვებში და აკრძალვებში და არაფრისმომცემ უჯიშუკიდეგანო ნაირგვარი კანონის მიღებაში მხეცები არიან,ლომები.

იმედა მაისურძე
 
mirzaggდრო: სამშაბათი, 23.02.2016, 03:54:26 | შეტყობინება # 256
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ეს გასაგებია და მისასალმებელი მაგრამ მტრედისნაირებზე და ბატზე მცირე კალიბრიანი შაშხანა რომ საჭიროა ისიც გავითვალისწინოთ 23_30_126

m.gerl....
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 23.02.2016, 07:32:09 | შეტყობინება # 257
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote mirzagg ()
ბატზე მცირე კალიბრიანი შაშხანა რომ საჭიროა ისიც გავითვალისწინოთ

მეც მქონდა მასეთი ილუზია, მაგრამ 19-20 წლის ასაკში!
და მალევე გამიარა, რადგან დამჯდარ ფრინველზე(რემინგტონი 5,6) რომ საძაგელ რიკოშეტს აკეთებს და მითუმეტეს წყალზე, ეს, რომ ვნახე და იმასაც მივხვდი რა საშიშია დაბალზე სროლა შაშხანის!
გაფრენილს პირადად მე ვერ მოვარტყი, ბატს ვერც გეკოს კალიბრით და ვერც სკს-ით!
თემაში მოყვანილ აკრძალვას ნამდვილად არ ვუჭერ მხარს, მაგრამ ხრახნლულიანის ფრინველზე გამოყენების აკრძალვას დავუჭერდი მხარს!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
solomonდრო: სამშაბათი, 23.02.2016, 11:33:44 | შეტყობინება # 258
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ამ გამოკითხვაში დავაფიქსირე რო ბრაკონიერებთან ბრძოლას ხელს შეუწყობს ეს აკრძალვა, მაგრამ არ ვარ მომხრე ამ კანონის მიღების, ეს ვისაც ევალება იმან კეთილი ინებოს და გააკონტროლოს ტყე და დაიცვას ბრაკონიერებისგან, შაშხანის შეძენის და სამიზნეზე ოპტიკით სროლის სურვილი მეც მაქვს (როცა საშუალბება იქნება) ასე რომ ეს კანონი არ არის მისაღები ჩემთვის.
 
GE-KAდრო: ოთხშაბათი, 24.02.2016, 16:34:51 | შეტყობინება # 259
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek

მე ვგულისხმობ, ტყის ფონდში შალითით არასაბრძოლო მდგომარეობაში, "ზატვორ" გამოღებულს, მაგრამ როდესაც ტყის ფონდში უკვე ავაწყობ და მოვა საბრძოლო მგომარეობაში მაგრამ სამიზნეზე მხოლოდ. სხვაგან სად უნდა ვისროლო შაშხანა როცა არ გვაქვს სასროლეთი? თუ სასროლეთს გააკეთებენ. რა მინდა ტყეში? სწორად გამიგეთ მე იმისთვის ვიყიდე, რომ ხელი შევაჩვიო და მიზანში ვისროლო. არ ვმალავ და ცხოველიდან მხოლოდ ტახზე ვინადირებდი. როცა იქნებოდა დაშვებული. მაგრამ სანამ ჩვენთან არ დაიშვება რატომ გვიკრძალავენ გამრთული სროლაში დახელოვნებას, იქნებ მოგვეცეს ჩვენაც, ქართველ მონადირეებს საშუალება უცხოეთში ნადირობის. და ამ შემთხვევაში მაგ. ჩეხეში რომ შეგამჩნევს ეგერი თოხივით ხელში დაჭერილ შაშხანას არ მგონია დაგაყენოს ნომერში და არც პირადად გესიამოვნება ადამიანს.


შეტყობინება დაამუშავა GE-KA - ოთხშაბათი, 24.02.2016, 16:37:01
 
le-444-osდრო: ოთხშაბათი, 24.02.2016, 21:20:49 | შეტყობინება # 260
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, მართალია მეგობარო 10

მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
 
labilabi123დრო: ოთხშაბათი, 24.02.2016, 23:51:20 | შეტყობინება # 261
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას,არანაირად სწორი არ იქნება ხრახნლულიანი თოფის ტარების შეზღუდვა,თუ დაშვებულია იმ ნადირზე ნადირობა რომელიც ზემოთ აროს ჩამოთვლილი გლუვლულიანით ვერ მოკლავთ.ასე რომ რაც არის აქამდე დაშვებული ის უნდა დარჩეს.

kkkkkvvvviiiiccc
 
მოხისელი1982დრო: ხუთშაბათი, 25.02.2016, 10:05:31 | შეტყობინება # 262
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით უკვე აკრძალული უნდა იყვეს რადგან იქ სადაც წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები ბინადრობენ იარაგით გადაადგილება უკვე ბრაკონიერობისკენ მიუთიტებს..მაგრამ ეს აკრძალვა ბრაკონიერობას ნამდვილად ვერ აგმოფხვრის რადგან დგეს პირველი კანონდამრღვევები თვითონ ეგრედ ცოდებული კანონდამცველები არიან.რამრენჯერმე მინახავს როგორ ნადირობენ აკრძალულ ცხოველებზე ვიტომ ამკრძალავები,ანუ მოსამარტლეები პოლიციის უფროსები და ასე შემდეგ.ფურცელზე რამის წერას და კიტხვას აჯობებდა მორალურად და ზნეობრივათ გატავისება

z.g.........dze
 
zrichilaდრო: პარასკევი, 04.03.2016, 21:19:08 | შეტყობინება # 263
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მიყვარს იარაღი და მაქვს ხახნილლულიანი. ვცხოვრობ ისეთ ადგილზე რომ არის ზემოთხსენებული ცხოველები მაგრამ არ ვარ ბრაკონიერი და მიყვარს მიზანში სროლა დალამაზი პეიზაჟის ფონზე მხარზე თოფით ლექსის წერა. ამ დროს უნდა მოვიდეს პარკეტზე გაზრდილი გარემოს დამცველი და ჯარიმა უნდა დამიწეროს? იარაღის ტარება საერთოდ აიკრძალოს ის ჯობია, გვეცოდინება მაინც რომ აღარ შევიძინოთ. ბრაკონიერობას იარაღის აკრძალვით ვერ მოსპობენ, თვითონ მონადირეებმა უნდა ვებრძოლოთ ბრაკონიერებს.

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
IAA116დრო: შაბათი, 05.03.2016, 20:19:28 | შეტყობინება # 264
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აიკრძალოს ხრახნილლულიანის ტარება, გარდა 22 ყალიბისა.
 
gurjiდრო: კვირა, 06.03.2016, 17:55:33 | შეტყობინება # 265
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პატრონიანი მაინც ინადირებს.
 
@PREDATOR@დრო: ორშაბათი, 07.03.2016, 22:56:45 | შეტყობინება # 266
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 87
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხრახნლულიანი იარაღით ტყის ფონდში გადაადგილების აკრძალვა აბა თუ მიხვდებით ვის აწყობს 23 იმას ვისაც საკუთარი ტყე აქვს თუ სანადირო სატყეო მეურნეო ანუ კერძო ნაკრძალი აქვს საერთოდ ტყეში ხრახნილლულიანით გადაადგილება თუ აიკრძალება ეს კერძო ნაკრძალები ნებას დაგრთავენ ჩვენთან მოდითო.სროლა რომ მოგინდეს ვინუჟდენში მაგათთან წახვალ ბლომად გადასახადსაც დაგიწესებენ და ბოლომდე გაგწურავენ. აქეთ კმაყოფილი დარჩები ოღონდ მასროლინეთო 167 ამიტომაც აქტიურობენ ამდენი აკრძალვები ამისთვის ჭირდებათ მალე ნებისმიერი იარაღით სახლიდან გამოსვლა რომ გინდოდეს ვინუჟდენში მაგათი მეურნეობის კლიენტი უნდა გახდე

.....

შეტყობინება დაამუშავა @PREDATOR@ - ორშაბათი, 07.03.2016, 22:58:51
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 08.03.2016, 11:55:54 | შეტყობინება # 267
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
@PREDATOR@, კარგად გათვითცნობიერებული ხართ და როგორც ვხედავ საკმაოდაც იცით.გამოსავალს რაში ხედავთ?

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
zrichilaდრო: ოთხშაბათი, 09.03.2016, 00:07:17 | შეტყობინება # 268
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IAA116, 22 კალიბრია პირველ რიგში ასაკრძალი თუ ბუნების დარდი აქვს ვინმეს. არ აქვს დამგდები ეფექტი და დაჭრილი ცხოველი სადღაც კვდება. იხვზე სანადიროდ არ ვარგა და ქედანს ვერ ესვრი გადაფრენაზე. @PREDATOR@, გეთანხმები და მაგას ვფიქრობ ეგ აზრია ჩადებული. სადაც 3 ხე ერთად დგას ყველგან სანადირო მეურნეობა ან ნაკრძალი მიაწერეს, 50 ლარად ქედანზე ინადირეო, 500 ლარად ღორზეო + 200 ლარი მარეკებსო მერე თუ მოკალი მიიწონე და კიდევ ფასი გადაიხადეო და რავი... თუ ეგ კანონი მიიღეს რომ მარტო სანადირო მეურნეობებში გვექნება გადაადგილების უფლება ვეღარც გლუვლულიანებს გამოვიყენებთ და დავკიდოთ ბუხრის თავზე და ეგ იქნება. ვინც აქამდე დადიოდა მეურნეობებში და მის გარეთაც ბრაკონიერობდა ის ისევ ივლის და ვერც ვერავინ შეეხება იმიტომ რომ იმას დიდი კრიშა ყავს

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
iakaniiakaniდრო: ოთხშაბათი, 09.03.2016, 21:46:09 | შეტყობინება # 269
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვისაც აკრძალვა უნდა,რა პრობლემაა,ნუ ატარებს თვითონ.მე მაგალითად არ მაქვს მაგრამ მაინც წინააღმდეგი ვარ აკრძალვისა.ჟანგბადსაც შეგვიძღუდავენ მალე ალბათ,ტყეებს შეისყიდიან,ბუნების არც ერთ ნაწილს შეუსყიდავს არ დატოვებენ,ხოდა სუფთა ჰაერიც ფასიანი გახდება.მე თუ მკითხავ,ქართველ კაცს იარაღის ტარება არ უნდა აეკრძალოს.ეს ჩვენი ტრადიიაა ვატაროთ იარაღი.გადაეჩვევა კაცი კაცობას და დაიწყებს დედაკაცობას,ისედაც რამდენი არიან უკვე.

იმედა მაისურძე
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 09.03.2016, 21:50:28 | შეტყობინება # 270
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote iakaniiakani ()
მე თუ მკითხავ,ქართველ კაცს იარაღის ტარება არ უნდა აეკრძალოს.ეს ჩვენი ტრადიიაა ვატაროთ იარაღი.გადაეჩვევა კაცი კაცობას და დაიწყებს დედაკაცობას,ისედაც რამდენი არიან უკვე.

ვერ გავიგე!?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 09.03.2016, 23:26:22 | შეტყობინება # 271
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ბევრი კომენტარი წავიკითხე და ბევრი ნორმალური აზრი მოვისმინე. ჩემდა გასაკვირად უმეტესობა ფიქრობს რომ ეს კანონი მისაღებია (მიცემული ხმებიდან გამომდინარე) სხვანაირად არ გამიგოთ ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, ეს კანონი იქნებოდა ბრაკონიერობის აღკვეთის საშუალება რომ ვცხოვრობდეთ განვითარებულ ქვეყანაში სადაც ხალხი პატივს სცემს კანონს, სადაც მეტყევეებს(ჩვენ შემთხვევაში ზედამხედველებს) გააჩნიათ სათანადო რესურსები რომ შეძლონ ბრაკონიერების იოლად გამოჭერა და სათანადო რეაგირება ყველა ფაქტზე, სადაც კანონს იღებენ სწორად და ზედმიწევნით ყველა მუხლს და ნაწილს ამუშავებენ პროფესიონალურად და არა მხოლოდ უბრალო ხმისმიცემით პარლამენტში. არის აქ ჩამოთვლილი რომელიმე ასპექტი ისეთივე გამართული ჩვენთან? ჰოდა რადგან არ არის რატომ გაქვთ იმის იმედი რომ ამ კანონს მიიღებენ ისე როგორც საჭიროა და სავალალო შედეგს არ მივიღებთ ამ კანონის მიღების რისკიდან
გამომდიმარე?


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
labilabi123დრო: შაბათი, 26.03.2016, 15:43:03 | შეტყობინება # 272
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ.ყველაფერს რომ ეთანმენით და იძახით ავგრძალოთ,რატომ შემიდის მაშინ გაყიდვაში.მაგდენ აგრძალვას დაწერეთ და გაიხილეთ ის რომ სადმე გააკეტოს ტირი და ადამიანები გაერთობა,არც ცხიველე წავა და არაფელსაც დააშევებენ.

kkkkkvvvviiiiccc
 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика