03:44:44
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:17:55 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს.
რას იტყვით??
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 23.12.2010, 14:53:09 | შეტყობინება # 201
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, მეც მოვდივარ აუცილებლად თუ სამსახურმა არ გამიშვა სიღნაღში..... წინასწარ დაგირეკავ....
 
მონადირედრო: ხუთშაბათი, 23.12.2010, 15:27:11 | შეტყობინება # 202
ჯგუფი: წაშლილები





ბიჭებო! ეგრე არ გამოვა. უნდა დაითქვას შეხვედრის დრო, დღე, საათი, წინასწარ, ერთი-ორი კვირით, ან 5 დღით ადრე მაინც! შეხვედრის ზუსტი ადგილი წინასწარ განისაზღვროს! ეცნობოს ადმინისტრატორს, რათა მან შეძლოს ყველას ყურამდე ამ ინფორმაციის მიტანა! წინასწარ ინფორმირებული ხალხი, ვისაც რა თქმა უნდა მოსვლა უნდა, სხვა საქმეებს გადადებს ამ დღისთვის, რადგან წინასწარ ეცოდინება! აბა ეს როგორ გამოვა: "ვიკრიბებით ხვალ აუცილებლად, მაგრამ თუ შევძლებთ"!
რა თქმა უნდა, არ გამოვა! ამიტომ დათქვით ერთი დღე და იმ დღისთვის მოემზადოს ყველა!
 
cholaდრო: პარასკევი, 24.12.2010, 15:06:41 | შეტყობინება # 203
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ბატონო ტყულილში რო არ ჩამეთვალოს მე დღეს მივალ ნაძალადევის მეტროსთან , მაგრამ ვფიქრომ რომ 5 კაცზე მეტი არ იქნება და ასე საქმე არ გამოვა, მაგალითად დღეიდან გადავთალოთ 2 კვირა და შევიკრიბოთ..რას იტყვით??
მაგალითად 14 დღის შემდეგ პირველივე პარასკევს

დამატებულია (24.12.2010, 14:06:41)
---------------------------------------------
მონადირე გეთანხმები.

ადმინი დადებს პირველ გვერძე და ყველას ეცოდინება

 
a11201დრო: პარასკევი, 24.12.2010, 15:20:49 | შეტყობინება # 204
ჯგუფი: წაშლილები





chola, ანუ დღეს არ ვიკრიბებით?
 
goga-0niდრო: პარასკევი, 24.12.2010, 21:24:18 | შეტყობინება # 205
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რახდება იყო დღეს კრება? 23
 
a11201დრო: შაბათი, 25.12.2010, 11:56:01 | შეტყობინება # 206
ჯგუფი: წაშლილები





ბიჭებო როგორც გინდათ ისე გაიგეთ მე ამ საქმიდან გავდივარ, იმ უბრალო მიზეზის გამო რო არავის არ აინტერესებს ეს საკითხი, გუშინ მე და ნოკო ვიდექით ნაძალადევის მეტროსთან და გაირკვა რომ თურმე შეხვედრა არ შედგებოდა.......
კარგად გამიგეთ გთხოვთ ყველას ნურავის ნუ გეწყინებათ....... გაგგრძელეთ უჩემოდ
 
cholaდრო: კვირა, 26.12.2010, 18:48:35 | შეტყობინება # 207
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, წყენა არავის გვიფიქრია უბრალოდ რაღაც ცუდად გამოვიდა. შეხვედრის დრო რომ მოვიდა გაირკვა რომ სულ რაღაც 3 კაცი მოდიოდა და იმიტომ აღარ ქონდა აზრი..

რაც შეეხება შეხვედრას 2 კვირით ადრე მაინც უნდა იდოს საიტის პირველ გვერძე რათა ყველამ გაიგოს...

თუ ჩემი ბრალია რამე შენდობას გთხოვთ

 
a11201დრო: ორშაბათი, 27.12.2010, 10:36:39 | შეტყობინება # 208
ჯგუფი: წაშლილები





chola, შენ არაფერ შუაში არ ხარ ჭოლა, აქ იმდენი ხალხი აქტიურობდა რო ნაღდად არ მეგონა რო მართო ვიდგებოდი ნოკოსთან ერთად.... უბრალოდ იმის თქმა მინდა რო ხალხი იმიტომ წერს ფორუმებში თავის აზრებს რო ქულები მოიმატოს და წოდებით ამაღლდეს, რათქმაუნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი......
 
Adminდრო: ორშაბათი, 27.12.2010, 12:33:25 | შეტყობინება # 209
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (a11201)
chola, შენ არაფერ შუაში არ ხარ ჭოლა, აქ იმდენი ხალხი აქტიურობდა რო ნაღდად არ მეგონა რო მართო ვიდგებოდი ნოკოსთან ერთად.... უბრალოდ იმის თქმა მინდა რო ხალხი იმიტომ წერს ფორუმებში თავის აზრებს რო ქულები მოიმატოს და წოდებით ამაღლდეს, რათქმაუნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი......

ნაწილობრივ მართალი ხარ გიო, უმრავლესობას ეზარება საერთო საქმის კეთება, ხანდახან ისეთი პოლემიკა გაჩაღდება გეგონება ეს ხალხი მთას გადააბრუნებსო,მაგრამ მერე შეიძლება თვეებიც გავიდეს და ინტერესი ნოლამდე ჩამოდის. მასეთ რაღაცეებს უკვე შევეჩვიე და ყურადრებას აღარ ვაქცევ.შენ რომ ახლა გულს იტეხავ ჭოლამ რაღა თქვას,კაცი ამდენი ხანია ვიდო,ფოტო და ... მასალას აგროვებს,წერილებს წერს სამინისტროებს.,მარტო ბრძოლობს,მაგრამ არ ეშვება ამ საქმეს.მაგის ადგილზე ბევრი,ბევრად ადრე დაიხურავდა ქუდს ბოლობოლო რა რჯის? პირადი საქმისთვის ირჯება თუ რა,ტყეში მაგი არ ცხოვრობს მგელმა რომ შეჭამოს და არ ცხვარის ფარა ყავს რომ აზარალოს.ამით იმის თქმა მინდა გიო რომ კაცს როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა გული არ უნდა გაიტეხო. 39 39
ნაწილობრივ თქვა რომ გითხარი ,ნაწილობრივ იმიტომ რომ ფორუმი ისეთი რამეა ბევრი ყოველდღე არც და ვერც ათვალიერებს,ზოგი საერთოდ წასულია რამდენიმე დღე და ზოგს კი იმ დროს სხვა საქმე აქვს დაგეგმილი უფრო დიდი ხნის უკან.მართალი თქვეს ბიჭებმა რომ თქვეს ადრე უნდა თარიღს გამოქვეყნებაო.ეს გამოცდილი აქვთ და იციან.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
cholaდრო: ორშაბათი, 27.12.2010, 14:27:59 | შეტყობინება # 210
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გია , გიო და ყველა საიტის მონადირეებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს გამჩენმა მრავალს დაგასწროთ და გაგახაროთ, გია მართალია ეს ისეთი რამ არის რომ ზოგზს ალბათ დღესაც არ აქვს ნანახი თუ საერთოდ შეკრება უნდა შემდგარიყო, რას ვიზამთ ფორუმიც ეს არის, ვფიქრობ რომ ამ შეხვედრას 2 კვირაც არ ეყოფა წინასწარ ალბათ 20 / 30 დღით უნდა დაიგეგმოს შეხვედრა რათა ყველას ქონდეს წაკითხული და გაგებული...გარდა მაგისა ვისაც გული შეტკივა უნდა გაამზადოს წერილი კომპეტენტური პირების სახელზე ასევე დაგჭირდება ლეპტოპი და ვიდეო ტექნიკა ვგულისხმობ პროექტორს რომ ჩვენება მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ...ამას კი გონება და აზროვნება უნდა, შევქმნათ ერთობით გონივრული წერილი და ეგებ რამე გამოვიდეს....შედგეს უნდა 3 ან 5 კაციანი გუნდი ვინც იმსჯელებს და ვინც მოახსენებს სამინისტროს ყველა პრობლემის შესახებ...

ჩვენ ამისთვის გვჭირდება ტექნიკა, წერილის ჩონჩხი, შეხვედრის ადგილი და დრო და თარიღი, ჩემი პირადი აზრია რომ ამას მინიმუმ უნდა 20/25 დღე

შეტყობინება დაამუშავა chola - ორშაბათი, 27.12.2010, 14:31:17
 
nukrifoxდრო: ორშაბათი, 27.12.2010, 15:21:29 | შეტყობინება # 211
ჯგუფი: წაშლილები





ბიჭებო ჩემი რჩევა იქნება ადმინმა დააგზავნოს წერილი ყველა მონაწილესთან 1 თვით დრე და საიტის პირვლ გვერდზე გამოეკრას განაცხადი. სადაც მითითებული იქნება ადგილი დრო და შეკრების პირობები. ამის გარეშე შეუძლებელია მუშა გარემოს შექმნა. ამის შემდეგ მოხდეს მუშა ჯგუფის შექმნა, დელეგატების არჩევა და სამინისტროში საჭირო მასალით, დოკუმენტაციით და დიდი შემართებით მისვლა.
ასე რომ ერთმანეთის გამტყუნება გამართლებას შევეშვათ და თუ საქმის კეთება გვინდა სწორი პროგრამა შევიმუშაოთ...
a11201, 100%-იანი ხარ
 
a11201დრო: ორშაბათი, 27.12.2010, 15:27:21 | შეტყობინება # 212
ჯგუფი: წაშლილები





nukrifox, გაიხარე ნუკრი, სრულად ვეთანხმები შენს წინადადებას....
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 27.12.2010, 22:31:37 | შეტყობინება # 213
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამწუხაროა ასეთი გაურკვევლობა ძაან აზარალებს ყველა ჩვენგანს, a11201, გთხოვ მერწმუნე რომ ყველას შეგვტკივა გული ამ საკითხზე ვინც აქ ვწერთ მაგრამ გეთანხმები იმაში რომ ზოგი ალბათ ქულებისთვისაც წერს და ყველაზე გაბრაზება არ წაგადგება საქმეს , მე რაჭაში ვცხოვრობ და რომ დავრწმუნდები შეხვედრის გადაწყვეტილებაში ვეცდები ჩამოვიდე თბილისში 39

დამატებულია (27.12.2010, 21:31:37)
---------------------------------------------
nukrifox, მეც გეთანხმები, მაგრამ წერილების დაგზავნა არაა აუცილებელი თუ წინა გვერდზე დაიდება ცნობა შეკრების შესახებ ამ საკითხზე, ვისაც გული შესტკივა მოვა და წერილების დაგზავნა ტყვილა ტვირთი იქნება ადმინისთვის

 
gigilo-408დრო: ორშაბათი, 27.12.2010, 23:17:00 | შეტყობინება # 214
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, gaსაგებია ძმაო შენი გულისწყრომა,მაგრამ გული არ უნდა გაიტეხო.მართლები არიან ბიჭები,რო წერენ რო ყველა ყოველდღე ვერ შემოდის და ყოველ დღე ვერ ნახულობს ახალ პოსტებს.პარასკევს 7 საათის მერე რა უნდა მომხდარიყო რო მე მანდ არ მოვსულიყავი და მე თითონ დავწერე რო შევიკრიბოთთქო, მაგრამ მოხდა რაღაც რის გამოც ვერ მოვედი და ამის გამო ბოდიშს იხდით შენც და ნოკოსაც,ნოკომ იცოდა რის გამოც ვერ მოვედი,მაგარმ მარტო ჩემი შენი და ნოკოს მოსვლა იქ არაფერს არ გადაწყვეტდა ალბათ.
მოდით ბიჭებო ყვლამ ერთად მოვინდომოთ და ერთად ვცადოთ,ერთად გავაეთოთეს კეთილი საქმე ,იქნებ რამე გამოგვივიდეს,მივმართოთ შესაბამის ინსტანციებს და ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს შემოუნახოთ ის ლამაზი და სანუკვარი საქართველო ჩვენ რო გვიყვარს და ვეთაყვანებით. 39 39 39 39 23_30_126 23_30_126
 
Adminდრო: სამშაბათი, 28.12.2010, 00:17:43 | შეტყობინება # 215
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (gigilo-408)
nukrifox, მეც გეთანხმები, მაგრამ წერილების დაგზავნა არაა აუცილებელი თუ წინა გვერდზე დაიდება ცნობა შეკრების შესახებ ამ საკითხზე, ვისაც გული შესტკივა მოვა და წერილების დაგზავნა ტყვილა ტვირთი იქნება ადმინისთვის

არაა პრობლემა.საიტის მთავარ გვერდზეც დაიდება და ყველას წერილიც მიუვა თან რამოდენიმეჯერ გარკვეული პერიოდის შემდეგ.მხოლოდ ისეთი დღე დავთქვათ რომ მერე პრობლემა არ შექმნას.მე მგონი თუ შეხვედრა გვიან (საათობრივად) დაიგეგმება,ჯობია სამუშაო დღე და თუ ადრე მაშინ შაბათი ან კვირა. რა ვიცი გადაწყვიტეთ და ...


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
cholaდრო: სამშაბათი, 28.12.2010, 15:58:38 | შეტყობინება # 216
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქვს წერილის ჩოჩნჩხი და დაახლოებით 10 ვიდეო მასალა მომზადებული....

გვინდა კარგი ლეპტოპი და პროექტორი რათა ვიდეო მასალები რათა ვნახოთ და ავხსნათ სიტუაცია...

გარდა მაგისა შეხვედრის ადგილი..... იქ სადაც მე ვაპირებდი რომ შემეკრიბეთ ეხლა დასვენებაა და საყინულეა ამიტომ ადგილი გვაქ მოსაძებნი, თბილი :)

1. წერილის ჩონჩხი არის
2.ვიდეო მასალები არის
3.-------------------
4.--------------------
5.--------------------

გელოდებით ვინ რას შემოგვთავაზებს

 
მონადირედრო: სამშაბათი, 28.12.2010, 16:54:10 | შეტყობინება # 217
ჯგუფი: წაშლილები





a11201, თქვენი გულისწყრომა არ მესმის! თქვენ შემოგთავაზათ ადმინისტრატორმა თავიდან ამ საქმის ორგანიზატორობა, რაზედაც თქვენ უპასუხეთ, რატომაც არაო! შეხვედრის წინა დღეს თქვენ თემაში დაწერეთ, რომ აუცილებლად მოვალ, თუ სამსახურმა სიღნაღში არ გამგზავნაო! როგორ უნდა მოვსულიყავით?
 
a11201დრო: სამშაბათი, 28.12.2010, 18:03:05 | შეტყობინება # 218
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, სიმართლეს გეტყვით მიუხედავად ჩემი გულისტეკენისა მაინც ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, იმის მერე რაც ცჰოლად და ადმინმა დაპოტეს.....

როგორც ვატყობ ბატონო მონადირე თქვენი დევიზია თავდასხმა და არა მიზეზების პოვნა, არ გვინდა ასეთი ბუკვაედობა, თუ კარგად გადახედავ პოსტებს დარწმუნდები რო უადგილო კომენტარია........ რაც შეეხება ჩემს სიღნაღში წასვლას მაგაზე ჩემი პოსტი გიპასუხებს ანუ დღეს არ ვიკრიბებით? რომ ვიკითხე....... რომელიც უპასუხოდ დარჩა..........
მოდი შევთახმდეთ ჩემს გულისწყრომას ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მშვიდად გააგრძელეთ ეს კეთილშობილური წამოწყებული საქმე........
ყველას წარმატეტები მინდა გისურვოთ......

 
cholaდრო: სამშაბათი, 28.12.2010, 20:40:16 | შეტყობინება # 219
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო, გარჩევის დრო არ არის გულით მინდა გთხოვოთ დავანებოთ მიზეზების ძებნას თავი (თან როცა ამის მიზეზი არ არსებობს) დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან...

1)როცა კეთილ საქმის კეთებას იწყებ იქ აუცილებლად ბოროტი სული ჩორტს აგდებს, ჩვენ კი იმიტომ ვართ ქრისტიანები რომ ამ ხაფანგს თავი ავარიდოთ .....

ასე რომ დავიწყოთ ის თუ ვის რა წვლილის შეტანა შუძლია

1. წერილის ჩონჩხი არის
2.ვიდეო მასალები არის
3.-------------------
4.--------------------
5.--------------------
6.--------------------
7.--------------------

შეტყობინება დაამუშავა chola - სამშაბათი, 28.12.2010, 20:41:55
 
მონადირედრო: სამშაბათი, 28.12.2010, 21:45:39 | შეტყობინება # 220
ჯგუფი: წაშლილები





a11201, მე თქვენზე თავდასხმა არ მიცდია! არც არავის ვესხმი თავს! ნურც "ბუკვაედობას" დამწამებთ! უადგილო მე არაფერი მითქვამს! თქვენ ხართ ამ საქმის ორგანიზატორი, და თქვენ უნდა შეძლოთ ის, რომ ხალხს თავი მოუყაროთ! მე ამაში მხოლოდ გეხმარებოდით ჩემი პოსტებით და კიდევაც დაგეხმარებით, მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობად მართლა ვერ მივიღე თქვენი ნათქვამი და თავდასხმა სწორედ თქვენგან ვიგრძენი! ხოლო, თუ შეკრებაზე ხალხი არ მოვიდა, ის კი არ უნდა ვთქვათ, ხალხი იმიტომ წერს ფორუმში, რომ ქულები დააგროვოსო, არამედ ნამდვილი მიზეზი მოვძებნოთ! თქვენი გულისგატეხვისა და ამ საქმიდან გასვლის მიზეზად სხვების გულგრილობას ნუ ასახელებთ! მოდი, ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს! კარგადაა დასაგეგმი ყველაფერი და კარგადაც გამოვა! ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მე და თქვენ არა გვაქვს უფლება, რომ ეს საქმე ჩავშალოთ!

შეტყობინება დაამუშავა მონადირე - სამშაბათი, 28.12.2010, 21:51:34
 
cholaდრო: სამშაბათი, 28.12.2010, 23:31:12 | შეტყობინება # 221
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, ა კიდო
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 01:28:57 | შეტყობინება # 222
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (chola)
1. წერილის ჩონჩხი არის
2.ვიდეო მასალები არის
3.-------------------
4.--------------------
5.--------------------
6.--------------------
7.--------------------

რომელიმე ან რამდენიმე ევროპული ქვეყნი საკანონმდებლო მდგომარეობა და საერთო სურატI ამ სფეროზე არ არის და უცხო ენის მცოდნე უნდა ამ საქმეს.რუსული კი ვიცი,მაგრამ რუსული მაგალითი არა მგონია სასიკეთოდ წაადგეს ამ საქმეს.ისე ჩემი აზრით 100 კაცის შეჭმის ვიდეო რომ დავდოთ,მე მგონი ერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი გადაწონის ჩვენს ქვეყანაში.ეს (ვაი) ხუმრობით რა თქმა უნდა


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 10:43:29 | შეტყობინება # 223
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, ერთმანეთ რატო უნდა ვაწყენინოთ, ღმერთმა დაგვიფაროს........
ადმინისტრატორი, გუშინ შემხვდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ასეთი მდგომარეობაა იქ, კაცმა არ იცის რამოხდება: რეორგანიზაციები იწყება სერიოზულიო......... ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული რა როგორ დალაგდება......
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 10:47:09 | შეტყობინება # 224
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1. წერილის ჩონჩხი არის
2.ვიდეო მასალები არის
3.-------------------
4.--------------------
5.--------------------
6.--------------------
7.--------------------

დაახლოებით 50 კაცია დასახიჩრებული და 8 კაცი მკვდარი რო არაფერი ვთქვათ შინაურ და გარეულ ცხოველებზე..
თერმულმა დადაღებამ თვითფრინავიდან 10 000 მგელი დათვალა და ბორჯომ ხარაგაურის ტყეპარკში კი 44 ცალი ირემი...როცა რამდენიმე წლის წინ იყო 1000 ცალი....

კარგი და ძლიერი მასალების მოგროვება გვინდა ერთი თვე ვიმუშაოდ და მერე შევხვდეთ....
ყოველდღიურად თუ არა 3 დღეში ერთელ დავდოთ სიახლეები თუ ვინ რა წერილობითი ან ვიდეო მასალა მოიპოვა

 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 11:01:18 | შეტყობინება # 225
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარტო მგლების მასალებს ნუ ვუყურებთ არ დაგავიწყდეთ რომ ტურებმაც არაერთხელ დაკბინეს ადამიანები, ასევე იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ საშინლად აჩანაგებენ ყველაფერს რასაც მოერევიან, ამგვარად უფრო სოლიდური მასალა გამოგვდის, ასევე ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ მათ სრულ განადგურებას არავინ აპირებს უნდა დავარწმუნოთ რომ მხოლოდ გამოხშირვა და მათი სტაბილურ რაოდენობაზე დაყვანა არის საჭირო.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
lordiდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 12:52:11 | შეტყობინება # 226
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო.
მე ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით იმდენჯერ უნდა შევხვდეთ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. აქ ასე ღიათ საუბარი იმაზე, თუ ვინ რას აკეთებს და/ან რას გააკეთებს ჩემი აზრით რეკომენდირებული არაა.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პირველ შეხვედრას მალე მოვაწყობთ, რომ მოხდეს წერილის ჩონჩხის კიდევ ერთხელ გავლა/გაცნობა და სამომავლო სამოქმედო გეგმის დასახვა (ანუ ვინ, რას მოამზადებს და გააკეთებს).
ამავე შეხვედრაზე დაითქვას მეორე შეხვედრის თარიღიც, მაგალითად ერთი თვის თავი და მეორე შეხვედრაზე უკვე წარმოდგენილ და განხილულ იქნება ვინც რას მოამზადებს. თუ წარმოდგენილი ინფო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წერილი დაიწეროს ისეთი, როგორიც გვინდა, მაშინ პირდაპირ წერილის წერას შევუდგებით, თუ არადა დამატებითი ინფოს მოძიებაზე ვიმუშავებთ და მორიგი შეხვედრის დროსაც დავთქვავთ.
ცოტა დროში კი გაიწელება წერილის მომზადება, მაგრამ ასე მომზადებული წერილი რატომღაც მგონია რომ ქვისმხვრეტელი გამოვა 167 ამასობაში სამინისტროშიც დალაგდებიან ალბათ...

რას ფიქრობთ?

 
vaxo_vaxoდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 13:24:23 | შეტყობინება # 227
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გიო მეზობელი მყავს ჟურნალისტი და თუ დაგჭირდათ სტატიის გამოქვეყნება თქვენ დაწერეთ სტატია და მე გამოვაქვეყნებინებ....ოღონდ ეგ საქმე გაკეთდეს და მაგაზე კაი რა იქნება, მე რითიც შემეძლება ყველაფრით თქვენ გვერდში ვარ და დაგეხმარებით
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 29.12.2010, 14:26:13 | შეტყობინება # 228
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იდეალურია vaxo_vaxo თქვენი წინადადება

grenader21, ვინც რას შეძლებს ის მოამზადოს

ოღონდ გვახსოვდეს წერილი უნდა იყოს მოკლე და რაც შეიძლება შინაარსიანი/ თორე არავინ წაიკითხავს და გვერძე გადადებენ, ასე რომ წერილში უნდა იყოს მითითებული სურვილი გარემოს დამცველებთან შეხვედრის

შეტყობინება დაამუშავა chola - ოთხშაბათი, 29.12.2010, 14:27:22
 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 30.12.2010, 01:46:19 | შეტყობინება # 229
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, ერთი ბებერ ძროხას ვიშოვნი სადმე მივაბავ უღრან ტყეში ხეზე და ვიდეო თვალს დავამონტაჟებ იქვე და უკეთეს მასალას კაცი ვერ ინატრებს, ერთი ვირი შეჭამეს მგლებმა ჩემს სოფელში აგერ ამ რამდენიმე დღის წინ, იმ ვირუკათი აკეთებდა მისი მოხუცი პატრონი დარჩა მარჯვენა ხელის გარეშე 54

დამატებულია (30.12.2010, 00:24:47)
---------------------------------------------
იმ ვირით აკეთებდათქო და რას აკეთებდა ქვე დამავიწყდა დაწერა 069

დამატებულია (30.12.2010, 00:46:19)
---------------------------------------------
შეშა მოქონდა ტყიდან

 
simoniდრო: ხუთშაბათი, 30.12.2010, 11:32:03 | შეტყობინება # 230
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
'ივრის ჭალები' რეპორტაჟი ვინც მოამზადა ეგენი არ დაგვეხმარებიან რამეროიყოს მოკლე რეპორტაჟის დადგმა თუ რაცქვია?? ერტი შემთხვევა გვინდა მტაცებლების თავდასხმის და ეგ რეპორტაჟიც ვატაკოთ ეგრევე და იქვებ ყურები გააფართხალონ რა

დამატებულია (30.12.2010, 10:32:03)
---------------------------------------------
ისე პროფესიონალი ვიდეო კამერით რომ გადავიღოთ სადაც ვნადირობთ რამდენი მტაცებელი დაბოდიალობს ხოლმე კაი იქნება, კუმისში მაგალითად ამასწინათ 1 მელა და ტურები ვნახე ოხრათ დაბოდიალობდნენ

 
მონადირედრო: ხუთშაბათი, 30.12.2010, 12:04:32 | შეტყობინება # 231
ჯგუფი: წაშლილები





simoni, ეგენი კუმისში ოხრად ვეღარ დადიან! 167
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 30.12.2010, 16:10:28 | შეტყობინება # 232
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, ჩაუტარეთ ხო გაკვეთილები, "ტურისტებმა"? კაია კაი

დამატებულია (30.12.2010, 15:10:28)
---------------------------------------------
სადაც არიან AllSmail133 იქ გადავიღოთ რა

 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 30.12.2010, 23:32:42 | შეტყობინება # 233
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუნების სანტარის ჯილდო ეკუთვნის ყველა ტურისტს და ნატურალისტს 23 ხომარ დავაწესოთ რაიმე ჯილდო, წერილის ამბავს რომ მოვრჩებით 166
 
cholaდრო: პარასკევი, 31.12.2010, 19:34:35 | შეტყობინება # 234
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ 2011 წელს და დამდეგ შობას

შეტყობინება დაამუშავა chola - სამშაბათი, 04.01.2011, 11:02:32
 
zviadi565დრო: ხუთშაბათი, 06.01.2011, 18:44:01 | შეტყობინება # 235
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ყველა თქვენ მოსაზრებას წერილის მომზადებასთან დაკავშირებით . მაინტერესებს რა ეტაპზეა და როდის იქნება სრულყოფილი სახით და თუ მოგვეცემა ჩვენ დანარჩენ ბაზიერელებს მისი გაცნობის საშვალება????
 
cholaდრო: პარასკევი, 07.01.2011, 14:18:01 | შეტყობინება # 236
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ შობას ღმერთმა მრავალს დაგასწროთ,,

წერილი იქნება პატარა დაახლოებით ნახევარ გვერდიანი და ამავე წერილში იქნება მითითებული შეხვედრა გარემოს დამცველებთან ,,მოკლე შინაარსი კი ის არის თუ რა უბედურება მოუტანეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელ საქართველოს,(როგორც ხალხს ისე საქონელს) ეს წერილი განმტკიცებული იქნება ვიდეო მასალებით

 
datochachoდრო: პარასკევი, 07.01.2011, 19:08:18 | შეტყობინება # 237
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 77
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალი ბრძანდებით გეთანხმებით 10

d. kuchava
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 19.01.2011, 19:16:06 | შეტყობინება # 238
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მრავალ ნათლისღებას დაესწარით ძმებო, რამდენიმე თემაში დავწერე რომ დროზე მოვხედოთ ამ საქმეს წერილის მომზადებას, ნახეთ ის ლინკი ხაჩიძე რომ გამოდის ბრიფინგზე ბრაკონიერებთან დაკავშირებით, ნადირობას და თევზაობას არ ვკრძალავთო მაგრამ კანონის ფარგლებშიო, თანახმა ვართ ზოგიერთი კანონი დავარეგულიროთ და შემოთავაზებებს ანგარიშს გავუწევთო, ამიტომ დროზე მივხედოთ, მაპატიეთ რომ მარტო ვლაპარაკობ და საქმით ვერ გეხმარებით გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ ლაპარაკი და გამხნევებაც ხომ საქმეა 39 თუ დამიძახებთ ჩამოვალ კიდეც რაჭიდან 54

დამატებულია (19.01.2011, 18:16:06)
---------------------------------------------
რაცარუნდა დიდი თოვლი იყოს 23

 
cholaდრო: ოთხშაბათი, 19.01.2011, 19:32:30 | შეტყობინება # 239
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ ნათლისღებას მრავალს დაესწარით..

goga-0ni -ს ვეთანხმები

 
lordiდრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 10:44:22 | შეტყობინება # 240
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავთქვათ დღე პირველი შეხვედრის. რაც მალე, მით უკეთესი. აქ მეტ კონკრეტულს ნუღარაფერს დავწერთ.
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 16:50:52 | შეტყობინება # 241
ჯგუფი: წაშლილები





[img][/img]

დამატებულია (20.01.2011, 15:44:59)
---------------------------------------------
ვფიქრობ ამაზე მეტი არაა საჭირო , წერლი საჭიროებს მხოლოდ ვიდეო ფაქტებს დანართის სახით......

დამატებულია (20.01.2011, 15:48:45)
---------------------------------------------
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ გიორგი ხაჩიძეს

ბატონო გიორგი,

როგრც მოგეხსენებათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესამისად სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, რომელსაც არეგულირებს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ” საქართველოს კანონი რომლის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრის 2003 წლის 5 აგვისტოს N76 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ წითელ ნუსხაში მგელი არ არის გაწერილი, ხოლო „ ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N18 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“-ს შესაბამისად მგელზე ნადირობა (Canis lupus) დასაშვებია. მიუხედავად იმისა რომ მგელზე ნადირობა დასაშვებია კანონმედლობით არა მოწესრიგებული თუ როგორ შეიძლება მათი მოპოვება, რა რაოდენობით ან რა პირობებში.
გასული წლების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმ საზარელი ფაქტის მოწმე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მგლებმა საქართველოს სხვა და სხვა ტერირორიებზე შეჭამეს ათეუობით ადამინი, ასეულობით პირუტყვი და კიდევ უამრავი ადამინია რომლებიც საწაულებრივად გადაურჩნენ ამ უპატრონოდ მიტოვებულ და გათავხედებულ ცხოველებს. (აღნიშნულთან დაკავშირებით ფაქტები იხილეთ დანართის სახით). აღნიშნული ფაქტი ნაპირობებულია მგლის სიმრავლით რომელმაც პიკს მიაღწია.
მიუხედავად ამ სავალალო მდგომარეობისა მოსახლეობას არ გააჩნია საკუთარი თავისა ან/და პირუტყვის დაიცვის უფლება,
თქვენი სამინისტროს უფლებამოსილი პირიბისაგან და პირადად თქვენგაც არაერთხელ გაკეთდა სატელევიზიო განცხადება იმის შესაბ რომ, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ზიანს აყენებს მათ ქონებას, კანონმდებლობის თანახმად, თავდასხმის მომენტში ნადირის განადგურება არ ისჯება ჯარიმით ან რაიმე სახის სანქციით. აუცილებელია, რომ ასეთი ფაქტი გარემოს დაცვის ინსპექციას ან ადგილობრივ თვითმმართველობას დაუყოვნებლივ ეცნობოს. რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება იმ უბრალო მიზეზის გამო რომ, ხალხს არ გააჩნია ნდობა გარემოს დამცველთა მიმართ, მოქმედებს შიშის სინდრომი ჯარიმებთან მიმართებაში.
რაც შეეხება სხვა მტაცებლებს მელას და ტურას: ის ანადგურებს როგორც მოსახლეობის ქონებას, ასევე იმ ძვირფას სიკეთეს როგორებიცაა, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი და ა.შ. მოგეხსენებათ აღნიშნული კულტურებიდან საქართველოში თითქმის აღარაფერი დარჩა, რაც მისახედია და დაცვას საჭროებს...
ჩვენი აზრით ასეთი ზეპირი განმარტებების გაკეთების ნაცვლად უმჯობესია გამოიცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რომლითაც მოსახლეობას ან/და მონადირეებს მგელზე ნადირობის უფლება. მიეცემათ (შესაბამისი ფორმით, ვადებითა და რაოდენობით.).
ვიმედოვნებთ გამონახავთ დროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და განხილვას დაგვასწრებთ. ჩვენი მხრიდან განხილმაში მონაწილე კანდიდატების სიას წარმოგიდგენთ დანართი სახით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისა და კეთილი დამოკიდებულებისათვის.

სრულიად საქართველოს მოსახლეობა: 1.
2.
3.
4.

დამატებულია (20.01.2011, 15:50:52)
---------------------------------------------
წერილი მზადააა......

 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 17:02:28 | შეტყობინება # 242
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით წერილი უკვე შედგენილია და მისი განხილვა კიდე დიდ დროს წაიღებს.ამასობაში ყველა ან დაჭერილი ვიქნებით ან უსახლკაროები.
სასწრაფოდ საჭიროა მტაცებლებისგან ზარალის, თავდასხმის ფაწტები (ვიდეო,პრესა) და რამდენიმე კაციანი დელეგეცია, რომელიც ამ ყველაფერს მიიტანს ადრესატამდე და შეხვედრის შემთხვევაში გამართავენ დიალოგს მინისტრთან.
გთავაზობთ კანდიდატურებს
1. a11201,
2. chola,
3. ?
 
PATARA-SAMOდრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 17:19:39 | შეტყობინება # 243
ჯგუფი: წაშლილები





a11201, 10 10 ნეტა ეხლა მაინც შეიბერტყავენყურს და ხალხის აზრს გაიზიარებენ 23 23
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 17:44:07 | შეტყობინება # 244
ჯგუფი: წაშლილები





PATARA-SAMO, რავი აბა? ვიცი? არ ვიცი 069

დამატებულია (20.01.2011, 16:44:07)
---------------------------------------------
გთავაზობთ კანდიდატურებს
1. a11201,
2. chola,
3. PATARA-SAMO

 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 20.01.2011, 23:27:41 | შეტყობინება # 245
ჯგუფი: წაშლილები





a11201, ყოჩაღ გიო!! მშვენიერია!! ლომი ხარ ლომი!! კავკასიური ლომი:)) 39 39
 
a11201დრო: პარასკევი, 21.01.2011, 11:20:02 | შეტყობინება # 246
ჯგუფი: წაშლილები





თავაზობთ კანდიდატურებს
1. a11201,
2. chola,
3. PATARA-SAMO
4. Giorgi0678
 
PATARA-SAMOდრო: პარასკევი, 21.01.2011, 18:44:14 | შეტყობინება # 247
ჯგუფი: წაშლილები





Giorgi0678, მგელთა მხუთავო რავა კანონის ფარგლებში მოგინდა მგლის მოკვლა??? 069
 
cholaდრო: პარასკევი, 21.01.2011, 21:26:57 | შეტყობინება # 248
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია თან ძალიან კარგი მომწონს, მივიტანოთ კანცელარიაში და ჩავაბაროთ მე ვფიქრობ ბატონი ხაჩიძე უარს არ გვეტყვის შეხვედრაზე, ვნახოთ მოვსინჯოთ ვიფიქროთ და შეხვედრის მერე გვეცოდინება თუ რა გზას დავადგეთ....

ვიდეო მასალები ძალიან ბევრია ჯერ მარტო ინტერნეტში დევს დაახლოებით 20 საუკეთესო მასალა...იმ კვირაში ჩავაბაროთ წერილი აუცილებლად გარდა მაგისა ბატონ მინისტრს "Facebook" ზეც მივწეროთ და ვთხოვოთ აუდიენცია..

პ.ს რამდენიმე ადამიანმა მითხრა რომ აუცილებლად შეგხვდებათო და გულისყურით მოგისმენთო და თუ კარგი არგუმენტები და მაგალითები გექნებათო კომპრომისზეც წამოვა რომ ამ სფეროს რამე ეშველოსო 19

 
PATARA-SAMOდრო: შაბათი, 22.01.2011, 11:39:25 | შეტყობინება # 249
ჯგუფი: წაშლილები





chola, ვახ მაგაზე კარგი რა არის თუ ჩენ აზრს და გულის ტკივილს გაიაზრებენ და კომპრომისზეც წამოვლენ 166 166
 
cholaდრო: შაბათი, 22.01.2011, 21:29:35 | შეტყობინება # 250
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინ რას ფიქრობს, რა გვაკლია?

ანუ წერილი და ვიდეო მასალები არის, კიდე რამე არ გამოგვრჩეს!!!!!!!

შეტყობინება დაამუშავა chola - შაბათი, 22.01.2011, 22:13:49
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика