12:27:29
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:17:55 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს.
რას იტყვით??
 
a11201დრო: სამშაბათი, 09.11.2010, 11:00:50 | შეტყობინება # 51
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, მომეწონა მსჯელობა.... დიდიდახია მიდის ამ წერილის შედგენაზე საუბარი...... იქნებ წერილის ჩონჩხი გავამზადოთ და მერე დაიწყება უკვე ძირფესვიანი მუშაობა
ჩემი აზრით ამ საკითხზე დაინტერესებულ ხალხს უნდა მისცე კონკრეტული დავალებები, რომელსაც გამოიყენებ წერილისთვის
ამ შეგროვებულ მასალას გააშალაშინებ და გამოვა ჯიგრულად გამართული წერილი (რათქმა უნდა საბოლოო სახის მიცემაში ჩვენც მოგეხმარებით)
უწყებების ჩამონათვალი რომ არის ზევით იმას კიდე დავამატებდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეს აუცილებელია

დამატებულია (09.11.2010, 09:59:26)
---------------------------------------------
ნახე ამ კომიტეტის თავმჯდომარე რას წერს?

მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციისა და სამრეწველო აღმავლობის გზას ადგას. ასეთ პირობებში ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფლორისა და ფაუნის აგრეთვე ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. ეს პრობლემა მით უფრო აქტუალურია ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე.
სწორედ ამის უზრუნველსაყოფად კომიტეტი იმუშავებს არა მარტო საკანონმდებლო აქტებზე, არამედ მონიტორინგსაც გაუწევს უკვე შემუშავებული კანონების სრულფასოვნად განხორციელების პროცესს.
ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე არასამთვრობო სექტორთან. მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ჩვენს უცხოელ კოლეგებთანაც. გავიზიარებთ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას და მიღწევებს. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თქვენგანთან, ვისაც გულწრფელი სურვილი გააჩნია, რომ ერთად ვაშენოთ ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო.

აკაკი ბობოხიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დამატებულია (09.11.2010, 10:00:50)
---------------------------------------------
იქნებ მიღებაზე დაგვთანხმდეს და შევხვდეთ

 
lordiდრო: ოთხშაბათი, 10.11.2010, 10:08:26 | შეტყობინება # 52
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამინისტროსთან თუ სხვა ზემდგომ ორგანოებთან შეხვედრამდე გარკვეული მომზადებაა აუცილებელი. მინიმუმ დაზუსტებული სტატისტიკური ინფოა საჭირო. ანუ, ბოლო რა პერიოდში მგლების შემოსევის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში და რა ზარალი მიადგა თითოეულ შემთხვევაში მოსახლეობას? გადამოწმებული და უტყუარი კონკრეტული ციფრები (თან დიდი) რომ იქნება, ეს უკვე დიდი პლიუსია. ასევე, როგორც ზურა მონადირე, ამბობს, ამ საკითხში კომპეტენტურ პიროვნებებთან კონსულტაცია ძალიან წაადგება საქმეს. შემდეგ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზეც თუნდაც მცირე ინფოს აღება და ჩათვალეთ შეხვედრაზეც ,,ტანკში" ვიჯდებით და წერილიც ისეთი დაიწერება, რომ საჭირო ოდენობის საპირისპირო არგუმენტების მოძებნა მეტად გაუჭირდებათ.
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 11.11.2010, 20:21:22 | შეტყობინება # 53
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (a11201)
ადმინისტრატორი, მომეწონა მსჯელობა.... დიდიდახია მიდის ამ წერილის შედგენაზე საუბარი...... იქნებ წერილის ჩონჩხი გავამზადოთ და მერე დაიწყება უკვე ძირფესვიანი მუშაობა
ჩემი აზრით ამ საკითხზე დაინტერესებულ ხალხს უნდა მისცე კონკრეტული დავალებები, რომელსაც გამოიყენებ წერილისთვის
ამ შეგროვებულ მასალას გააშალაშინებ და გამოვა ჯიგრულად გამართული წერილი (რათქმა უნდა საბოლოო სახის მიცემაში ჩვენც მოგეხმარებით)
უწყებების ჩამონათვალი რომ არის ზევით იმას კიდე დავამატებდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეს აუცილებელია

შიგიძლიათ ამ წერილის შედგენას უხელმძღვანელოთ??


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
a11201დრო: შაბათი, 13.11.2010, 12:13:11 | შეტყობინება # 54
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, რატომაც არა, ოღონდ ერთხელ შეხვედრა არის საჭირო პირველ ეტაპზე, თემაზე რომ შევთანხმდეთ.... შინაარსზე.... ზოგადი მონახაზი რომ გაკეთდეს.
 
მონადირედრო: ორშაბათი, 15.11.2010, 17:19:15 | შეტყობინება # 55
ჯგუფი: წაშლილები





a11201, დაგეგმეთ შეხვედრა!
 
a11201დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 19:37:51 | შეტყობინება # 56
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, დროს გამოვნახავ თუ არა დავგეგმავთ.
 
Adminდრო: ორშაბათი, 15.11.2010, 23:01:08 | შეტყობინება # 57
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა თქვენ იცით 10 10 10

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
gigilo-408დრო: ორშაბათი, 15.11.2010, 23:42:32 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, a11201, მონადირე, ბიჭებო,ჩვენს მეგობარ ჭოლას აქვს ფლეშკაზე ჩაწერილი დიდი რაოდენონით ის ინფორმაცია ტუ რამე მგლების და თურების შემოსევა თავდასხმა დაფიქსირებულა ან 23 გაშუქებულა ტელევიზიით,მემგონი ესეც საჭირო იქნება შესაბამის ინსტანციებში წარსადგენად. 23 23 23
 
a11201დრო: სამშაბათი, 16.11.2010, 13:16:36 | შეტყობინება # 59
ჯგუფი: წაშლილები





gigilo-408, კარგია მასეთი ინფორმაცია თუ არსებობს.... შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ.....
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 17.11.2010, 00:05:26 | შეტყობინება # 60
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია მეგობარი gigilo-408, ყველაფერი გაგვაჩნია დაწყებული ვიდეო და დამტავრებული აუდიო ჩანაწერებით...
თუ არ ვცდები ამ ბოლო პერიოდში (გასულ წლებს ვგულისხმობ)50 დაგლეჯილი ადამიანია და 8 შეჭმული ანუ ტრაგიკულად გარდაცვლილნი

დამატებულია (16.11.2010, 23:05:26)
---------------------------------------------
თავისუფლად შეიძლება მინისტრთან შეხვედრა, ეს კანონით გათვალიწინებულია და უფრო რომ გაგვიადვილდეს ამაში ჩვენი საიტის მეგობრებიც დაგვეხმარება....

მთავარია ჩვენ ვიყოთ მზად

 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 22.11.2010, 00:05:50 | შეტყობინება # 61
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა ჭკვიანმა ხალხმა მოიფიქრეთ წერილის ჩონჩხი და დავიწყოთ მუშაობა, თუ ჩემსავით აპირებთ, ერთმანეთის შემაოძახებას-- ებიჭებოო ქენით რამე და დაიძარითოო...
25
წერილის ჩონჩხი სასწრაფოდდ თორე მგლები ჩვენს ჩონჩხს აღარ დატოვებენ.....
 
a11201დრო: ორშაბათი, 22.11.2010, 13:47:09 | შეტყობინება # 62
ჯგუფი: წაშლილები





წერილის ჩონჩხი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ გიორგი ხაჩიძეს

ბატონო გიორგი,

როგრც მოგეხსენებათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესამისად სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, რომელსაც არეგულირებს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ” საქართველოს კანონი რომლის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრის 2003 წლის 5 აგვისტოს N76 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ წითელ ნუსხაში მგელი არ არის გაწერილი, ხოლო „ ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის N18 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“-ს შესაბამისად მგელზე ნადირობა (Canis lupus) დასაშვებია. მიუხედავად იმისა რომ მგელზე ნადირობა დასაშვებია კანონმედლობით არა მოწესრიგებული თუ როგორ შეიძლება მათი მოპოვება, რა რაოდენობით ან რა პირობებში.
გასული წლების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმ საზარელი ფაქტის მოწმე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მგლებმა საქართველოს სხვა და სხვა ტერირორიებზე შეჭამეს ათეუობით ადამინი, ასეულობით პირუტყვი და კიდევ უამრავი ადამინია რომლებიც საწაულებრივად გადაურჩნენ ამ უპატრონოდ მიტოვებულ და გათავხედებულ ცხოველებს. (აღნიშნულთან დაკავშირებით ფაქტები იხილეთ დანართის სახით).
მიუხედავად ამ სავალალო მდგომარეობისა მოსახლეობას არ გააჩნია საკუთარი თავისა ან/და პირუტყვის დაიცვის უფლება,
თქვენი სამინისტროს უფლებამოსილი პირიბისაგან და პირადად თქვენგაც არაერთხელ გაკეთდა სატელევიზიო განცხადება იმის შესაბ რომ, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ზიანს აყენებს მათ ქონებას, კანონმდებლობის თანახმად, თავდასხმის მომენტში ნადირის განადგურება არ ისჯება ჯარიმით ან რაიმე სახის სანქციით. აუცილებელია, რომ ასეთი ფაქტი გარემოს დაცვის ინსპექციას ან ადგილობრივ თვითმმართველობას დაუყოვნებლივ ეცნობოს. რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება იმ უბრალო მიზეზის გამო რომ, ხალხს არ გააჩნია ნდობა გარემოს დამცველთა მიმართ, მოქმედებს შიშის სინდრომი ჯარიმებთან მიმართებაში.
ჩვენი აზრით ასეთი ზეპირი განმარტებების გაკეთების ნაცვლად უმჯობესია გამოიცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რომლითაც მოსახლეობას ან/და მონადირეებს მგელზე ნადირობის უფლება. (შესაბამისი ფორმით, ვადებითა და რაოდენობით.)

ბიჭებო გადახედეთ დაამეტეთ ან გამოაკლეთ რაც არ მოგწონთ, თქვენი ვარიანტიც დადეთ აქ და განვიხილოთ, რაც უფრო მეტი აზრი და პროექტი იქნება უფრო კარგიაა

ადმინისტრატორი, გადასაწყვეტია ვინ იქნება წერილის ავტორი..... იმედია თქვენ

 
998დრო: ორშაბათი, 22.11.2010, 16:20:59 | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, კარგი დასაწყისია, მაგრამ ერთი რამ მინდა დავამატოთ, მარტო მგელი არა, ტურა და მელა რომ მოხვდეს შავ სიაში. ადამიანს ვერაფერს დაუშავებენ მაგრამ ხოხობს, გნოლს, კურდღელს, მწყერს......... გამრავლებას დამეთანხმებით მათი რაოდენობიდან გამომდინარე სერიოზულ ზიანს აყენებენ, იმ დონეზე რომ მათზე ნადირობა კარგა ხანს შეუძლებელი იქნება.
 
a11201დრო: ორშაბათი, 22.11.2010, 16:46:49 | შეტყობინება # 64
ჯგუფი: წაშლილები





998, ძალიან კარგი დავამატოთ.... ასე ჯბია დავიწყოთ ამ წერილზე მუშაობა თორე საერთოდ ვერ ვაკეთებდით..... რარაც ეტაპზე რო მივალთ მერე შევხვდებით ერთმანეთს და კონკრეტიკაზე გადავიდეთ......

დამატებულია (22.11.2010, 15:27:50)
---------------------------------------------
ბაზიერელებო ვისაც გსურთ რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ჩვენთვის დადებითად დააკოპირეთ წერილის ჩონცხი და გადააკეთეთ თქვენ როგორც მოგეწონებოდათ.... მერე დააგდეთ ამ თემაში და განვიხილოთ..... იდეებია საჭირო იდეებიიიიიი
ყველას დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის

დამატებულია (22.11.2010, 15:46:49)
---------------------------------------------
რაც შეეხება სხვა მტაცებლებს მელას და ტურას: ის ანადგურებს როგორც მოსახლეობის ქონებას, ასევე იმ ძვირფას სიკეთეს როგორებიცაა, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი და ა.შ. მოგეხსენებათ აღნიშნული კულტურებიდან საქართველოში თითქმის აღარაფერი დარჩა, რაც მისახედია და დაცვას საჭროებს... განავრცეეეთთთთ

 
Adminდრო: ორშაბათი, 22.11.2010, 23:03:29 | შეტყობინება # 65
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (a11201)
ადმინისტრატორი, გადასაწყვეტია ვინ იქნება წერილის ავტორი..... იმედია თქვენ

წერილის ავტორი იქნება სრულიად საქართველოს მონადირეები.იდეა მომივიდა რომ ხელმოსაწერი ფურცლები დავაგზავნოთ ყველა რეგიონში და მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოაწეროს ხელი. და კიდევ წერილში სასურველია (ჩემი აზრით ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი) მოყვანილი იქნას ევროპელების მიდგომა ამ ცხოველებისადმი,კონკრეტული ქვეყნების მითითებით,მათი კანონმდებლობის მტაცებლებისადმი მიმართებით და ასევე მტაცებლების რიცხოვნობა ამ დროისათვის,ასევე მათი რეგულირების მეთოდები.ხომ იცით ჩვენ ხელისუფლებას ევროპაზე ეკეტებათ და ისედაც თუ კარგია მათი გატკეპნილი გზა ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
ვულფდრო: სამშაბათი, 23.11.2010, 22:53:43 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხელმოწერების შეგროვება ჩემი აზრით უკეთეს შედეგს მოგვიტანს 10

შეტყობინება დაამუშავა ვულფ - სამშაბათი, 23.11.2010, 22:55:07
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 24.11.2010, 12:55:51 | შეტყობინება # 67
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2 დღის წინ ჩამოვედი გურიიდან ჩემი სოფელი არის მთიანი და კაცმა ძროხა გადენა საბალახოთ და უკან რომ ბრუნდებოდა თავს ტურა დაესხა და რამდენიმე ადგილას დაგლიჯა კაცი მერე როგორც იქნა ხვთისწყალობით მოახერხა მოგერიება და ხელით დაახრჩო ტურა... ანუ ეს რას ნიშნავს ? იმას რომ მგელმა და ტურამ რაც კი ნადირი იყო ტყეში სულ მოსპო და გაანადგურა, შემდეგ მოსახლეობის საქონელს დაერია , შეშინებულმა ხალხმა საქონელი რომ ვეღარ გადენა ტყეში ფაქტიურად ნადირი მშიერი დარჩა და ეს არის ის მიზეზი რის გამოც ესხმის ნადირი ხალხს თავზე

მდგომარეობა იმდენად საშიშია და გართულებული ვიდრე ჩვენ გვგონია

25 25 25

 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 21:40:35 | შეტყობინება # 68
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, კარგი იდეაა ხელმოწერების სიის შექმნა მაგრამ მემგონი აჯობებს მარტო მონადირეები კი არა მეურნე გლეხებიც ჩავრთოთ როგორც განცხადებაში ასევე ხელმოწერებშიც, რაჭის მაშტაბით მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმოწერების შეგროვებას.

დამატებულია (25.11.2010, 20:40:35)
---------------------------------------------
ისეთი რაოდენობის ხელმოწერები უნდა შევაგროვოთ რომ უარის თქმა ვეგარ გაბედონ მავნებლების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანის გადაწყვეტილებაზე 39

 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 22:24:34 | შეტყობინება # 69
ჯგუფი: წაშლილები





ბიჭებო რამდენიმე შეკითხვა მაქვს. სულ განადგურება ხომ არ შეიძლება ამ მგელი-ტურა-მელასი და ის რაოდენობა, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყანაში უნდა იყოს რის მიხედვით დგინდება, როგორ დადგინდება რამდენი დარჩა?? ასეთი დეტალები წესით სამინისტრომ უნდა იცოდეს არა??
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 26.11.2010, 09:34:55 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვთქვათ, მომზადდა წერილი "ბაზიერი"-ს სახელით, შეხვდით მინისტრს და , ვთქვათ, დაინტერესდა ამ საიტით, გადაათვალიერა და სადაა გარანტია, რომ არ იტყვის: მოით ბიჭებო აგერ, თქვენ ძმაო ბრაკონიერები ყოფილხართ, აგერაა თქვენი "აღიარებითი ჩვენებები" და ტურა და მგელი კიარა ახლავე გამოგიწერთ ჯარიმებს და რომ გადაიხდით, მერე ვილაპარაკოთ მაგ თემებზეო.(მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირსუკანაო)
 
მონადირედრო: პარასკევი, 26.11.2010, 09:55:57 | შეტყობინება # 71
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, ეგრეც იქნება!
 
goga-0niდრო: პარასკევი, 26.11.2010, 14:59:12 | შეტყობინება # 72
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი,ეგ ელემენტერულია დღევანდელი კანონმდებლობით ბრაკონიერული მასელები არ დაიდება, უბრალოდ უნდა წარმოვაჩინოთ ნადირ ფრინველისა და სოფლის მეურნეობისადმი მტაცებლებისგან მიყენებული ზარალის ამსახველი და დასაბუთებული მასალები, ასევე თან უნდა ერთვოდეს ხელმოწერები არა მარტო მონადირეების არამედ საქართველოს იმ მოქალაქეებისაც ვისაც გული შეტკივა ამ პრობლემაზე, მთლიანად განადგურებას არც ვითხოვთ მინიმუმამდე დაყვანაზეა სუბარი 39
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 26.11.2010, 15:15:30 | შეტყობინება # 73
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-oni, მზად უნდა ვიყოთ, რომ აქეთ არ მოგვდონ შარი, თორემ რასაც წერ, მართალი ხარ. მე მაინც მგონია, რომ მაქედან არაფერი გამოვა, მივდგეთ და ვხოცოთ გამოსახშირი მტაცებელი სამხილის გარეშე, სადაც წავეყრებით. სეზონის ბოლოს წარვადგინოთ ანგარიში, ვინ მეტი წვლილი შეიტანა ამ ამბავში და ამით "მოვიწონოთ თავი". ხო, მართლა, მართლა აგროვებს ჩემი ნაცნობი ტურის 7 ტყავს, 5-5 ლარად დაამუშავებიებს სამტრედიაში და მისი მეზობელი მკერავი შეპირებულია, რომ მოკლე ქურთუკს შეუკერავს, მეორედ შევეკითხე, ხომ არ იტყუები რამეს-მეთქი და არაო, იწყინა. 2 ტროსით დაჭერილი ტურის ტყავი უკვე აქვს, მაგრამ ზამთრის უკეთესიაო.
 
cholaდრო: პარასკევი, 26.11.2010, 18:42:03 | შეტყობინება # 74
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, გეთანხმები მაგრამ ჩვენ მინისტრს ამ შემთხვევაში საიტის სახელით კი არ უნდა შევხვდეთ უბრალოდ ჩვეულებრივი მონადირეეები და წარუდგინოთ უნდა ვიდეო მასალები თუ რა უბედურება მოუტანა ხალხს მგლებმა, 8 კაცი მოკლა და 50 დაასახიჩრა, რო აღარაფერი ვთქვათ საქონელზე
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 26.11.2010, 19:25:10 | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა, არ იცის? ნადირ-ფრინველი თუ იქნა ბლომად, ხალხი ინადირებს და თავს შეინახავს, სულ არ იყიდის ამათ შემოტანილ იმპორტულ მძორს, რატომ იყო გაბუქებული ქათმის გრიპი, სოფელს რომ ქათმები გაუწყვიტეს, ღორის ჭირიო, ახლა ძროხების აუცილებლად სასაკლაოზე მიყვანა, რომ ფული ააფრცქვნან საწყალ გლეხს. ქართველი კაცი ძნელბედობისას ნადირობა-თევზაობით ირჩენდა თავს, თან მონადირე კაცი თავისუფალი და ქვეყნის მოყვარულია. ისტორიიდან ხომ გახსოვს, შემოსეული მტერი ბაღ-ვენახებს ჩეხავდა და ტყეებს წვავდა, რომ ქართველს თავის გატანა გასჭირვებოდა. chola, რამდენადაც ვიცი, შენ სტიქაროსანი ხარ, ჰოდა ხომ იცი, ბოლოჟამს სამნახევარი წელი სად მოუწევს ჭეშმარიტ ქრისტიანს თავის შეფარება და რჩენა. ჰოდა დანარჩენი შენით დაასკვენი
 
tengomengoდრო: შაბათი, 27.11.2010, 19:59:14 | შეტყობინება # 76
ჯგუფი: წაშლილები





ჩემ სოფელში რამდენიმე დღის წინ მგლებმა მეზობლის ძროხა შეჭამეს რუსთავი 2 ზეც იყო გამოცხადებული... დავრეკე სოფელში და ბიჭებმა მითხრეს იმდენი მგელია 7 საათის შემდეგ ლამპიონების შუქზე დადიანო საახალწლოდ ჩავდივარ და 1-2 მგელი ჩემზე იყოს თუ სადმე შემეფეთა... 39 39
 
goga-0niდრო: შაბათი, 27.11.2010, 21:53:04 | შეტყობინება # 77
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტურისტებს გაუმარჯოს ზედმეტი ლაპარაკის გარეშე აკეთებენ საქმეს 39
 
Giorgi0678დრო: კვირა, 28.11.2010, 01:08:31 | შეტყობინება # 78
ჯგუფი: წაშლილები





ერთ-ერთი ნადირობის დროც ჩვენც წამოგვადგნენ თავზე "ჯიგრები" და "ძმაკაცურად" მოგვიკითხეს, თან თვალებს აცეცებდნენ რამე ჩვენთვის საინტერესო ხო არ ყავთ მოკლულიო
 
goga-0niდრო: კვირა, 28.11.2010, 14:11:04 | შეტყობინება # 79
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, რას ამბობ ესეგი ტურა თუ გიპოვნეს ნანადირევში ჯარიმას აგვკიდებენ? არა კანონი კი კრძალავს მაგრამ არ მგონია მაინც რომ ჯარიმა გემოწერონ ტურაზე, მემგონი მაგდენი ესმით 23
 
Giorgi0678დრო: კვირა, 28.11.2010, 14:57:33 | შეტყობინება # 80
ჯგუფი: წაშლილები





goga-0ni, სიმართლე გითხრა ზუსტად არ ვიცი, მარა ეს ლიცენზიები რაც გვაქვს, მარტო ფრინველზე არ არის?? არც მე მგონია გამოწერონ და თავი გაიგიჟონ, მარა საფრთხილო რომ არის ფაქტია. მაგალითად მგელი რო მოკლა, თუ დაგინახეს ან გაიგეს მთელი ტვინის "მასაჟს" გაგიკეთებენ, უნდა უმტკიცო რო გამოიწია შენკენ და თავდაცვის მიზნით ესროლე, მოკლედ მაგ მხრივ სრული აბსურდის თეატრია რა, მარა რომელი მხარე, ჩვენ თუ გ.დ.ი. იტყუებს თავს ვერ ვხვდები.

დამატებულია (28.11.2010, 13:57:33)
---------------------------------------------
თან კიდევ რა ფაქტორია იცი?? შეილება იმ გ.დ.ი.-ს სულ არ უნდოდეს შენი დაჯარიმება და იცოდეს კიდევაც რომ სისულელეს აკეთებს, მარა უნდა გამოწეროს, იმიტომ რომ ჩაშვების ეშინია, რამდენიც გინდა ჩაუშვებს გ.დ.ი.-ს ტურა მოვკალი და არ გამომიწერაო, ისიც თავის დაზღვევის მიზნით გამოწერს, მაგისი რა მიდის, სამსახურიდან მაინც არ გააგდებენ

 
tengomengoდრო: კვირა, 28.11.2010, 22:40:39 | შეტყობინება # 81
ჯგუფი: წაშლილები





Giorgi0678, ტურისტებს გაუმარჯოს ზედმეტი ლაპარაკის გარეშე აკეთებენ საქმეს. ეს რას ნიშნავდა ვითომ?
 
Adminდრო: კვირა, 28.11.2010, 23:41:50 | შეტყობინება # 82
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (პედიატრი)
ვთქვათ, მომზადდა წერილი "ბაზიერი"-ს სახელით, შეხვდით მინისტრს და , ვთქვათ, დაინტერესდა ამ საიტით, გადაათვალიერა და სადაა გარანტია, რომ არ იტყვის: მოით ბიჭებო აგერ, თქვენ ძმაო ბრაკონიერები ყოფილხართ, აგერაა თქვენი "აღიარებითი ჩვენებები" და ტურა და მგელი კიარა ახლავე გამოგიწერთ ჯარიმებს და რომ გადაიხდით, მერე ვილაპარაკოთ მაგ თემებზეო.(მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირსუკანაო)

ხელმოწერებს თუ შევაგროვებთ ეს საქართველოს მოსახლეობის და მონადირეების სახელით იქნება.მგელი და ტურა სოფელში ვისაც აწუხებს,ბაზიერი რა საიტია,იმის ცოდნა კი არა ინტერნეტი სანატრელი აქვთ.და კიდევ ბატონმა მინისტრმა და მისმა სამინისტრომ თუ არ იცის მგელი,ტურა და მელა ასე გადაჭარბებული რაოდენობით რომ მავნებელია საქართველოს ბუნებისთვის ეს მათი პრობლემაა და მათ მიერ ქართული ბუნების ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს განადგურებას ჩვენ რომ გულგრილად ვერ შევხედავთ ეს მათ იციან და თუ არ იციან უნდა იცოდნენ და მარტო ფოტოსურათით,რომელიც ორიგინალიც არ არის და მის ექსპერტიზას იმხელა ხარჯები სჭირდება რომ ჯარიმის ღირებულება მასთან მოსატანიც არ იქნება, ჯარიმას ვერ დაწერენ,თუ დაწერენ სასამართლო არ გაიზიარებს.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს სჭირდება გარკვეული მონაცემები :
მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შინაარსი (25.12.2009. N2456)
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
სურათით კი როგორ შეავსებენ ამ ოქმს საინტერესოა 23


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: კვირა, 28.11.2010, 23:46:02 | შეტყობინება # 83
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (Giorgi0678)
თან კიდევ რა ფაქტორია იცი?? შეილება იმ გ.დ.ი.-ს სულ არ უნდოდეს შენი დაჯარიმება და იცოდეს კიდევაც რომ სისულელეს აკეთებს, მარა უნდა გამოწეროს, იმიტომ რომ ჩაშვების ეშინია, რამდენიც გინდა ჩაუშვებს გ.დ.ი.-ს ტურა მოვკალი და არ გამომიწერაო, ისიც თავის დაზღვევის მიზნით გამოწერს, მაგისი რა მიდის, სამსახურიდან მაინც არ გააგდებენ

გეთანხმები.ხმა კი დადის რომ ვთქვათ ტურის მოკვლაზე გდი ოქმს არ წერსო,მაგრამ მე სურვილი არ მაქვს მაგალითად თავი ჩავიგდო ისეთ საქმეში, სადაც ვინმეს გულმოწყალების იმედზე უნდა ვიყო.ვაი და რომ დაწეროს,რა არაკანონიერი იქნება?


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 11:30:16 | შეტყობინება # 84
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორო, ოქმს როგორ შეავსებენ მაგი მეც არ ვიცი, მაგრამ რომ შეავსონ ნამდვილად არ გამიკვირდება(ღმერთმა ყველა დაგვიფაროს!). რავიცი, ასაკში რომ შედიხარ უფრო ფრთხილი(თუ მშიშარა 23 )ხდები ადამიანი და...
 
a11201დრო: ორშაბათი, 29.11.2010, 13:18:51 | შეტყობინება # 85
ჯგუფი: წაშლილები





მოდით ხალხო წერილის დახვეწაზე ვიმსჯელოთ რაააა. თორე ვინ რა ოქმს გამოწერს და როგორ მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ...
არავის არ გაქვთ წერლის თქვენებური ვერსია? გააკეთეთ თუნდაც თეზისების სახით და დააგდეთ აქ რო მივამატოთ ჩონჩხს.....
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 29.11.2010, 13:32:20 | შეტყობინება # 86
ჯგუფი: წაშლილები





tengomengo, რას მეკითხები ვერ გავიგე, რა რას ნიშნავდა, რა ვითომ??
 
bichiდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 13:38:42 | შეტყობინება # 87
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე მომრავლდა კახეთში მგელი, ტურა, მელა, რომ მოსახლეობა საქონელს ვერ უშვებს მინდორში. და მობუდარი ფრინველების გამრავლებაზე ხომ საუბარი ზედმეტია ამ მავნებლების ხელში.
 
tengomengoდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 23:09:53 | შეტყობინება # 88
ჯგუფი: წაშლილები





Giorgi0678, ტურისტები რას აკეთებენთქო ზედმეტი ლაპარაკის გარეშე? 23 23
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 29.11.2010, 23:43:51 | შეტყობინება # 89
ჯგუფი: წაშლილები





tengomengo, მუსჰაობენ და აკათებენ იმას რა ყველამ უნდა გააკეთოს 10
 
goga-0niდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 01:28:24 | შეტყობინება # 90
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, ტურის ტები ტურების გამრავლებას უწყობენ ხელს, 39

დამატებულია (30.11.2010, 00:08:08)
---------------------------------------------
ან პირიქით

დამატებულია (30.11.2010, 00:28:24)
---------------------------------------------
a11201, სიმართლე გითხრათ რაცარუნდა კარგად ჩამოვაყალიბოთ და გავმართოთ წერილში საქართველოს ბუნების და ჩვენი სატკივარი მაინც ვერ ავცდებით წინაღმდეგობებს მაგრამ ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, რაც შეეხება წერილის ჩონჩხს ჩემის აზრით ბევრი აგარაფერი უნდა შენს მიერ შედგენილ წერილს და რაც ჭირდება ბოლომდე გასამართად იმედია შეიკრიბებით და ერთად უკეთ ჩამოაყალიბებთ და დაასრულებთ საბოოლოო სახით წერილს, მე რაჭაში ვცხოვრობ და თუ მოვახერხე იქნებ მეც შემოგიერთდეთ კრებაში ოღონდ ერთი კვირით ადრე მაინც უნდა შემატყობინოთ შეკრების დრო როგორც რაჭველს 39 უფალმა დაგვლოცოს საქართველოს ყველა მოამაგე 39

 
a11201დრო: სამშაბათი, 30.11.2010, 10:47:36 | შეტყობინება # 91
ჯგუფი: წაშლილები





goga-0ni, წერილთან დაკავშირებით გეთანხმები, ბევრი არაფერია დასამატებელი მაგრამ მე ჩემი წინადადებები და მოსაზრებები მაქვს კიდევ, თუ შეხვედრა შედგა იქ გავამხელ ამ ყველაფერს....
ვფიქრობ შეხვედრა ადმინისტრატორმა უნდა დანიშნოს... დრო და ადგილი (თბილისში ჯობია).. აარჩიაოს ის ხალხი რომლებიც იმსჯელებენ ამ საკითხზე.... ანუ ვის გამოუცხადებს ადმინი ნდობას......
 
cholaდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 12:25:35 | შეტყობინება # 92
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ფესვებში რომ დოდო აბაშიძეს შვილიშვილი ეკითხება ბაბუ როგორ ხედავ მხედველობას ხომ არ უჩივიო???
დოდო რას პასუხობს....... ბაბუ ხედვით კი კარგად ვხედავ მაგრამ.... კარგს ვერაფერს ვერ ვხედავოო
 
grenader21დრო: სამშაბათი, 30.11.2010, 15:37:05 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ საკითხს თვითონ გარემოს დაცვის თანამშრომლებიც ეთანხმებიან, მაგრამ ბევრი საკითხი უსლის ხელს, ცხოველთა დაცვაეგრევე პოპულისტობას დაიწყებს მაგ საკითხიტ და პიარებს გააკატავებს ტან დღევანდელი საქარტველოს ბიუჯეტი ხომ სულ ჯარიმებიტ ივსება აბა ვის აწყობს მაგ აკრძალვების მოხსნა? არავის ოღონდ რამე იყოს დასაჯარიმებელი და ვინ გააუქმებს აკრძალვას, ამდენი ხალხი და შინაური ცხოველი დააზიანა მგელმა და არავინ ფიქრობს მატ შემცირებას და მელიაზე და ტურაზე ვი მოხსნის.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
a11201დრო: სამშაბათი, 30.11.2010, 15:43:11 | შეტყობინება # 94
ჯგუფი: წაშლილები





grenader21, გეთანხმები მთლიანობაში მაგრამ სახელწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი ნორმატივი, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია თუ ბევრს გაახურებს გლეხზე მიყენებული ზიანი აანაზღაურებინოს, მაგას კარგად დაჯდომა და მოფიქრება უნდა და ყველაფერი დალაგდება
მთავარი უბედურება ისაა რო სახელწიფოსგან პოლიტიკური ნება არ არის თორე კველაფრის გაკეთების უფლებაა აქვთ ვერ ხედავ?
 
cholaდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 21:23:41 | შეტყობინება # 95
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შეგიძლიათ ეს ლინკი იხილოთ

http://1tv.ge/News-View.aspx?Location=1897&LangID=1

 
goga-0niდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 21:40:37 | შეტყობინება # 96
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, გეთანხმები რომ ჯარიმების სახით რაღაც თანხა შედის ბიუჯეტში მაგრამ იმდენს ვერ ფიქრობენ რომ სამონადირეო ბიზნეს ძაან დიდი მოგების მოტანა შეუძლია რაც დღეს დღეობით შეუძლებელია ნადირ ფრინველის სიმცირის გამო, თურქეთში მოსახლეობა ოთხმოცი მილიონია არც ისე დიდი სახელმწიფოა ტერიტორიულად საქართველოს მოსახლეობის ოდენი მონადირე ყავს მაგრამ იმდენი ნადირფრინველი ყავთ შური მიპყრორბს ან კანადის მაგალითი რად ღირს იქ სამონადირეო ტურიზმით წლის განმავლობაში ორმოცი მილიარდი შედის ბიუჯეტში, ხო არ შემშლია მილიარდი, ნეტავ ასეთი მონაცემები არ აქვთ ჩვენს ხელისუფალთ? რასაკვირველია აქვთ ეს მონაცემები და მეტიც იციან ვიდრე ჩვენ სამონადირეო ბიზნესზე, მაგრამ ან არ იციან საქმის კეთება და ან კიდევ არ უყვართ საქართველო და სძულთ როგორც ანტი ქართველებს 25
 
tengomengoდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 22:07:41 | შეტყობინება # 97
ჯგუფი: წაშლილები





დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემს სოფელში მგლებმა მეზობლის ძროხა შეჭამეს ტელევიზიაში რეპორტაჟიც იყო გასული და მგელზე ნადირობა დაუშვეს და 300 ლარიანი პრემიაც დააწესეს... ოღონდ ეს ნებართვა ყველგან არაა მხოლოდ იმ ქალაქებში და სოფლებში სადაც მგლები ძაან არის გამრავლებული... ტუ ვინმე აპირებთ წასვლას PM მომწერეთ და მოგაწვდით ინფორმაციას...
 
goga-0niდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 22:17:19 | შეტყობინება # 98
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, ადმინისტრატორმა რაც მთავარია წინ წამოწია საკითხი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მთლად ადმინსაც ნუ დავავალდებულებთ, ისე არ გამოგვივიდეს ძაღლი ვინც მოკლა იმან გადაათრიოსო, შეკრების საკითხის მოგვარებაც აქვე შეიძლება ადმინთა და ყველა სხვა დაინტერესებულ მონადირესთან ერთად, ნურც იმას ნუ განვსაზღვრავთ ვინ და რამდენი უნდა დაესწროს თათბირს ვისაც გული შესტკივა და რაიმეს გაკეთება შესწევს ყველა უნდა დაესწროს კრებას, რათქმა უნდა წინდაწინ უნდა ვიცოდეთ რამდენი შევძლებთ შეკრებას რაც აქვე შეიძლება გავარკვიოთ ასევე სად აჯობებს შეკრება, იქნებ ამ შეკრებისთვი აჯობებს რომ მზათ გვქონდეს ხელმოწერების სიები მთელს საქართველოდან რომ უკვე შედგენილ წერილს თან დაურთოთ, ფორმაც დასამუშავებელია ცარიელ ფურცელზე ხომარ მოვაწერინებთ ხელს იმ ხალხს და რაც მთავარია იქნებ აჯობოს მარტო ჩვენი საიტის წევრების შეკრებას სხვა საიტებიდან და მონკავშირებიდან მოვიწვიოთ ხალხი რაც უფრო გაგვაძლიერებს, ვფიქრობ რაც უფრო განვავრცობთ საკითხს უფრო ადვილად დავძლევთ წინააღმდეგობებს 23 39 39 39

დამატებულია (30.11.2010, 21:17:19)
---------------------------------------------
tengomengo, გვშველებია და ეგაა მთელს საქართველოშია მგელი და ტურა გამრავლებული ენ რაოდენობით, ესეიგი ყველას შეგვიძლია უკვე ვინადიროთ და დაჯარიმების არ შეგვეშინდეს? 23

 
tengomengoდრო: სამშაბათი, 30.11.2010, 22:26:23 | შეტყობინება # 99
ჯგუფი: წაშლილები





არა მთლად მასეც არაა მხოლოდ ხობის რაიონში დაუშვეს მგელზე ნადირობა რადგან რამდენიმე შემთხვევა იყო რო პირუტყვი დაგლიჯა და ვაფშე ტრასებზე ლამპიონების შუქზე დადიოდნენ და დაუშვეს გამონაკლისი... მონადირეთა ჯგუფი უნდა ჩასულიყო მარა არავინ ჩავიდა და თუ ვინმეს სურვილი გაქვთ შეგიდზლიათ ინადიროთ ხობის რაიონში... ერთობლივი გასვლა რო მოეწყობოდეს კარგი იქნებოდა...
 
Giorgi0678დრო: სამშაბათი, 30.11.2010, 22:37:15 | შეტყობინება # 100
ჯგუფი: წაშლილები





ჰა, ლომებო დავაწვეთ ხობში??:)))
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Tamazi8724
  • 2.)Vaxtang
  • 3.)Fridona7
  • 4.)GC
  • 5.)zurasha
  • 6.)Igor
  • 7.)8akaki8
  • 8.)dito30
  • 9.)gogliko1
  • 10.)LV

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика