10:33:19
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:17:55 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს.
რას იტყვით??
 
nokoდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 17:30:01 | შეტყობინება # 151
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაითქვას ადგილი და მე მზად ვარ 39
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 01:28:26 | შეტყობინება # 152
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა გელოდებით რას გადაწყვეტთ, 99 პროცენტი მოვდივარ 167
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 16:14:04 | შეტყობინება # 153
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი მივწერ ადმინს და ვთხოვ, გეთანხმებით ერთი კვირით კიდე ჯობია გადაწევა, მერე სალაპარაკო ექნებათ რომ ვერ წავიკითხეთო...

ჯობს ამ პერიოდში ყველამ გაიგოს

შეტყობინება დაამუშავა chola - ოთხშაბათი, 15.12.2010, 19:16:16
 
gigilo-408დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 23:31:39 | შეტყობინება # 154
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, goga-0ni, noko, a11201, მეც თქვეს გვერდით მიგულეთ ბიჭებო 166 166 23_30_126 23_30_126

დამატებულია (15.12.2010, 22:31:39)
---------------------------------------------
chola, goga-0ni, კრიმანჭული სადაა ხალხნო ხო მშვიდობა აქვს რა ხდება???ამდენ ხანს არასდროს დაკარგულა ეს კაცი

 
cholaდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 23:50:00 | შეტყობინება # 155
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gigilo-408, მოვიკითხოთ ერთი მოვიკითხოთ,ეგ კაცი....

გამიხარდა შენი გამოჩენა, უფრო იაქტიურო უნდა უფრო თორე შენც მაგასავით იყავი დაკარგული აპა 19 19

 
a11201დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 17:48:29 | შეტყობინება # 156
ჯგუფი: წაშლილები





chola, გაუმარჯოს, ადმინს თუ დაუკავშირდი და რომელი დრო შეარჩიე?
 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 19:05:37 | შეტყობინება # 157
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gigilo-408, რას ვერჩით ნეტა ამ ტურებს და მგლებს ხომვერ მეტყვი 23 069
 
gigilo-408დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 19:59:39 | შეტყობინება # 158
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, რავი ძმაო ქვე კი ვაწიოკებთ და!!! 167 არა და კი არიან თავისტვის რას ვერჩით მართლა?? 167 069 069
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 20:14:06 | შეტყობინება # 159
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, კი მივწერე და ვთხოვე ყველას გაუგზავნოს პირადში ან საიტის პირველ გვერძე დავდოთ, ვფიქრობ ერთი კვირის შემდეგ რათა ყველამ წაიკითხოს და გაიგოს, სიმართლე გითხრა და გული მაქვს გატეხილი სულ რაღაც 5 / 6 კაცი აქტიურობს.. ვგულისხმობ საიტის მონადირეებს, ვფიქრობ ასე საქმე არ გამოვა, მოკლეთ ვნახოთ დრო ყველაფრის მკურნალია, ჯერ პასუხი არ მოუწერია, შეილება საერთოდ არ არის ქალაქში, მოკლეთ 2 დღეში კიდე მივწერ
 
gigilo-408დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 21:05:10 | შეტყობინება # 160
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, არა ძმაოჯან იმედს ადრე ნუ გადაწურავ,აი ნახე მთელი საიტი ფეღზე დადგება.დავწეროთ შეკრების ადგილი,შევიკრიბოთ რამდენიც ვიქნებით და შევიმუშავოთ გეგმა რა როგორ ჯობია და ვიმოქმედოთ ისე,აქ ყველაფერს ვერც დავწერთ და არცაა ჩემი აზრით საჭირო,ათასი უცხო თვალი კითხულობს.ვინც ვერ მოახერხებს მოსვლას იმათ 39 ან ტელეფონით დაუკავშირდებით და ან სადმე შევხვდებით და გადავცემთ რა და როგორ. 39 39 39
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 21:38:06 | შეტყობინება # 161
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ჯიგრულად, წერილს რო დაწერთ და სამინისტრო; "აქამდე სად იყავით?! დავუშვებთ ნადირობას აბა რას ვიზამთო..." რო გიპასუხებთ, მერე რას შვებით?! დაელოდებით, სანამ ტურა და მისთანა, სახლში არ მოგაკითხავთ???!!!
სანადიროდ თქვენ ვერ წაგიყვანეთ, გიხმობთ; გავიდეთ, ვინადიროთ. კაციშვილი ჩვენი ხელისშემშლელი და დამშლელ-დამსჯელი არაათქო და მეტი რა ვქნათ.
თითქმის ყველას გიცნობთ და ვისაც ჯერ არა მალე იმათაც გაგიცნობთ და იმიტო ვაძლევ თავს უფლებას ეს მეთქვა.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ წამოწყებაში მარა არა მგონია "დაბროთი" გამოხვიდეთ იქედან...
არ მითხრათ ეხლა ცდა ბედის მონახევრეაო...
ცდა და საქმე აგერაა ბატონო და თქვენ კიდე რაღაცეებს იგონებთ.
ღმერთმა ქნას, მე არ აღმოვჩნდე მართალი.
იმედია, ძმურად, სწორად გაიგებთ რაც დავწერე. 23_30_126 39
 
cholaდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 21:47:36 | შეტყობინება # 162
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვა გენერალ -მაიორობას გილოცავ gigilo-408 პატივცემულო, ამას ქვია ძმა ძმისთვინაო შავი დღისთვინაო, გამამხნევე ეგრე უნდა მეგბრობა აბა..... ხო მართლა ყველამ ნახოს და მერე შევიკრიბოთ და ერთი თხოვნის წერილი გავამზადოთ 25

დამატებულია (16.12.2010, 20:47:36)
---------------------------------------------
-BERG- შე ძველო, ჩვენ ჩვენი ვცადოთ რათა მართლები ვიყოთ ჩვენ სინდისთან და ქვეყანასთან და კანონებთან მე ვფიქრობ ესე ჯობს, ღმერთი თუ დაინახავს ჩვენ ერთგულებას და მეგობრობას შეგვეწევა,...

შენ კიდე განზე არავინ დაგტოვებს ჩვენ გვერდით უნდა იყო 23_30_126

 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 21:50:18 | შეტყობინება # 163
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, როგორც თქვენ ხართ "ტურისტების" გვერდზე, ისე ვიქნები მეც 53fa
 
BENELI_rustaviდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 22:08:35 | შეტყობინება # 164
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემ აზრს მეც დავწერ. ბექას ვეთანხმები, თუმცა ცდა ბედის მონახევრეა და იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალბათ ძალაიან სწორი საქქციელია და ვალია მონადირეთა წინაშე. მგონი ერთობლივი გასვლებით და სრული მობილიზებიტ უფრო დიდი შედეგი მიიღწევა. იმას თუ ვერ შევძლებთ რომ დავითანხმოთ მთავრობა აღარ აკრძალოს მავნებლებზე ნადირობა, ის მაინც თუ შეიძლება მხოლოდ ჩვენ დაგვრთონ გარკვეულ ჯგუფს უფლება ნადირის ხოცვის? თუ სისულელეა?

და ისე ბექას არ იყოს არავინაც არ გვიშლის, აგერ 51 ზე ავედით უკვე , "ბიჭები" ყოველ შაბათ -კვირას დადიან და საქმეს აკეთებენ. ცოტა ცუდად თუ გამომივიდა ბოდიშს გიხდით. რა ვქნა ასე ვფიქრობ ... 23_30_126 167 39
 
a11201დრო: პარასკევი, 17.12.2010, 12:47:19 | შეტყობინება # 165
ჯგუფი: წაშლილები





დაკავებულია გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაპუნა ხაჩიძე.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=60338&Itemid=1
 
cholaდრო: პარასკევი, 17.12.2010, 15:05:20 | შეტყობინება # 166
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოოოო, რაც შეეხება ადმინი გველოდება ჩვენ როდის დავთქვამთ დღეს და იმისდამიხედვით გამოაქვეყნებს, ასე მითხრა ბატონო.......

მოკლეთ აწი ჩვენზეა დამოკიდებული

 
tengomengoდრო: პარასკევი, 17.12.2010, 16:19:08 | შეტყობინება # 167
ჯგუფი: წაშლილები





მეც თქვენს გვერდით მიგულეთ თუ რამეში დახმარება გჭირდებათ კონკრეტული დავალება მომეცით და შევასრულებ!
 
cholaდრო: პარასკევი, 17.12.2010, 16:39:53 | შეტყობინება # 168
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, BENELI_rustavi, tengomengo, BERG-, gigilo-408 , მიქაია და ყველა საიტის მონდაირეებო

მთავარია მოვითათბიროთ და დავთქვათ დღე ჩვენი შეხვედრის,

ჩემი აზრია შუა კვირაში საღამოს. მაგალითად 7 ზე შესაძლებელია ოთხშაბათს ან ხუთშაბათს , მოკლეთ ხმათა უმრავლესობით

 
a11201დრო: პარასკევი, 17.12.2010, 16:46:09 | შეტყობინება # 169
ჯგუფი: წაშლილები





chola, 7-ზე ვამტავრებ სამსახურს და ცოტა შევაგვიანებ...... საერთო ჯამში მე თანახმა ვარ
 
grenader21დრო: პარასკევი, 17.12.2010, 16:53:27 | შეტყობინება # 170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰა შემოვედი ჭოლა რა გინდოდა ტყვიებს ვტენიდი ჩემთვისტურაზე ბოდიში მინისტრს ვერ დაველოდებით.

ზედმეტი არაფერი არ ვარგა

შეტყობინება დაამუშავა grenader21 - პარასკევი, 17.12.2010, 16:55:26
 
berZulდრო: პარასკევი, 17.12.2010, 17:05:26 | შეტყობინება # 171
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ტურისტების გვერდზევარ რადგან მეც ტურისტი ვარ

ლევან ბერძული
 
zviadi565დრო: პარასკევი, 17.12.2010, 18:13:30 | შეტყობინება # 172
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარეთ ბიჭებო ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კაი საქმეში . ძალიან გგულშემატკივრობთ და ტქვენ გვერდით მიგულეთ . მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მორალური მხარდაჭერა შემიძლია. აბა თქვენ იცით ......წარმატებები 39 39 39
 
cholaდრო: პარასკევი, 17.12.2010, 18:51:02 | შეტყობინება # 173
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21 , ბიჭებო ტყვიების დატენვა კაია მარა იქნებ ერთი შეხვედრა შევხვდეთ წერილთან დაკავშირებით, ჩვენ სიმართლეს ეს უფრო განამტკიცებს დამიჯერეთ ცდა ბედის მონახევრეა....

დამატებულია (17.12.2010, 17:51:02)
---------------------------------------------
ამიტო ვთქვათ ერთი დღე , რათა საიტის პირველ გვერძე დაიდოს ეს მასალა

 
grenader21დრო: პარასკევი, 17.12.2010, 19:45:50 | შეტყობინება # 174
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეტანხმები chola, მაგრამ სად უნდა შეხვდნენ მონადირები ტუ არა ნადირობისას, წამოდი ხვალ ტურისტად

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
lordiდრო: პარასკევი, 17.12.2010, 20:54:44 | შეტყობინება # 175
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესასწაულს! შეგეწიოთ წმინდა ბარბარეს ძალა და მადლი თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

შუა კვირაში 7 საათის მერე - მე თანახმა ვარ, მოვდივარ.

 
-BERG-დრო: პარასკევი, 17.12.2010, 21:06:20 | შეტყობინება # 176
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ვუერთდები მილოცვებს. გილოცავთ, მრავალს დაგვასწროს უფალმა.
გუშინ მაგარი გაწიწმატებული ვყოფილვარ... 23
ჩემი არა აქტიურობა მართლა ისე არ გაიგოთ თითქოს განზე ვარ. არა, თქვენთან ვარ, თქვენთან. უბრალოდ სხვა ფრონტზე ვაქტიურობ 167
 
cholaდრო: პარასკევი, 17.12.2010, 22:29:09 | შეტყობინება # 177
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გილოცავთ ბარბარობას, შეეწიოს სრულიად საქართველოს და საქართველოს მონადირეებს... e8620a3d214e00c32404172c1948c3b0 e8620a3d214e00c32404172c1948c3b0 e8620a3d214e00c32404172c1948c3b0
 
berZulდრო: პარასკევი, 17.12.2010, 23:41:16 | შეტყობინება # 178
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, ეგ კარგი აზრია თქვენთან ვარ მეც

ლევან ბერძული
 
goga-0niდრო: შაბათი, 18.12.2010, 00:58:32 | შეტყობინება # 179
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ არ დაზუსტდა როდისაა შეხვედრა? ისე ძაან ბევრის შეხკრებაც არაა აუცილებელი მოკლედ კომპეტენტურმა პირებმა გადაწყვიტეთ რამდენი კაცი უნდა შეიკრიბოს რომ წერილი მომზადდეს
 
a11201დრო: ორშაბათი, 20.12.2010, 12:59:39 | შეტყობინება # 180
ჯგუფი: წაშლილები





chola, ხუთშაბათს 7:30 სთ, ვხვდებით ერთმანეთს...... მგონი ასე ჯობია კონკრეტიკა
სადშევხვდებით ერთმანეთს ჩემო ძამაო შენ აირჩიე......

goga-0ni, ხალხის რაოდენობას არააქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამინიც მოვა იმდენი აზრი იქნება და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება წამოწყებულ საქმეზე.....

დამატებულია (20.12.2010, 11:59:39)
---------------------------------------------
დებულება გარეული ცხოველების
რეგულირების წესის შესახებ

მუხლი 1. დებულების მიზანი
წინამდებარე დებულების მიზანია მოაწესრიგოს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები.

მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რეგულირების დაშვებული ხერხები
1. გარეული ცხოველების რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
2. აკრძალულია გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება.

მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი მოსახლეობის
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო
საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით
[color=blue]1. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას (შემდგომში სამინისტრო).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში - ინსპექცია), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექციას. გარემოდან ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით იმ პირის მიერ ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, სამსახური ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ადგენს შესაბამის აქტს ცხოველის განადგურების თაობაზე.
3. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანზე და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გადაწყვეტილება რეგულირების განხორციელების შესახებ მიიღება სამინისტროს მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებისა და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. (5.10.2009 N 36)
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. (5.10.2009 N 36)
5. სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო განცხადების განხილვისა და საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. სამინისტრო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებასა და ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რის შემდეგაც მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე. (5.10.2009 N 36)
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ რეგულირების ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამინისტროს შორის «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება ინსპექციის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე.
7. დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან თავშესაფარს. ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში იგი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.
8. სათანადო კვლევებზე დაყრდნობით სამინისტრომ შესაძლოა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გარეული ცხოველების რეგულირების განხორციელების თაობაზე.[/color]

მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რეგულირების წესი სანიტარიულ-
ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ
ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით
1. გარეულ ცხოველთა რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, ან შინაური და გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის არსებობის და გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფუძველია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი განცხადება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარუდგენს სამინისტროს.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
4. სამინისტრო განცხადების გახილვის შემდეგ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას რეგულირების ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის
პასუხიმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შეტყობინება დაამუშავა a11201 - ორშაბათი, 20.12.2010, 13:12:10
 
cholaდრო: ორშაბათი, 20.12.2010, 13:38:30 | შეტყობინება # 181
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო მოგესალმებით,

ერთი კარგი კაცი გვყავდა კახეთში ვმეგობრობდით ოჯახებით ღვინოს გვიგზავნიდა გვანადირებდა.......... სამწუხაროდ გარდაიცვალა და ხუთშაბათს არის მისი დაგრძალვა კახეთში, მე იქ უნდა ვიყო აუცილებლად...

 
a11201დრო: ორშაბათი, 20.12.2010, 13:49:26 | შეტყობინება # 182
ჯგუფი: წაშლილები





chola, ვიზიარებ ძმაო მწუხარებას, თუ შენი სურვილია გადავიტანთ იმიტომ რომ შენ ხარ ამ ამბის ერთერთი ინიციატორი.... როგორც იტყვი ისე გავაკეთებთ გული რომ არ დაგწყდეს
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 20.12.2010, 21:08:44 | შეტყობინება # 183
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეჰ სხვა რა შეგვიძლია, ხსოვნა იყოს მისი, სუფრაზე შენდობას შეუთვლით, უფალმა ნათელში ამყოფოს
 
cholaდრო: ორშაბათი, 20.12.2010, 22:35:04 | შეტყობინება # 184
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო, ისე არ მინდა რომ ჩემსგამო ხელი შეუშალოთ საქმეს, მე იქ დილიდან წავალ და საღამოს ვფიქრობ რომ უკვე თბილისში ვიყო, ზუსტად არ ვიცი რამდენად შევძლებ და გამომივა მარა ,ყოველშემთხვევაში ასე ვფიქრობ,
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს მე სადაც ვგულისხმობდი იქ უჩემოდ ვერ შეხვალთ,გარდა მაგისა ვინც შევიკრიბებით უმეტესი ნაწილი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ხომ არ ჯობია სადმე ისეთ ადგილას შევხვდეთ სადაც საქმის მერე თითო კათხა ლუდს დავლევდით და ერთ ორ სიტყვას დავილაპარაკებდით სადმე წნარ მეგობრულ გარემოში

???????????????????????
მადლობთ

 
a11201დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 10:49:50 | შეტყობინება # 185
ჯგუფი: წაშლილები





chola, მაშინ რახან შენ ხუტშაბათს მიდიხარ გასვენებაში, შეხვედრა დავგეგმოთ პარასკევს რვის ნახევარზე....... დამიჯერეთ ასე ჯობია.... გეთანხმები შეხვედრა იყოს ისეტ ადგილას სადაც თითო კათხა ლუდსაც დავლევთ........
 
მონადირედრო: სამშაბათი, 21.12.2010, 11:18:52 | შეტყობინება # 186
ჯგუფი: წაშლილები





კაცო! თქვენ ლუდის დალევა გინდათ, თუ საქმის გაკეთება, ვეღარ გავიგე მე! ხუთშაბათს არ გამოდის , კარგი! რა პრობლემაა! სხვა დღე დათქვით და ისე, რომ სამუშაო განწყობა იყოს!
 
a11201დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 11:48:51 | შეტყობინება # 187
ჯგუფი: წაშლილები





მონადირე, ლუდი იმის მერე როცა დავამთავრებთ მთავარ საკითხზე მსჯელობას და მივირებთ გადაწყვეტილებას
 
nukrifoxდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 12:13:56 | შეტყობინება # 188
ჯგუფი: წაშლილები





ყველას მოგესალმებით.
მიგულეთ თქვენს გვერდით. მზად ვარ დავდგე ყველას გვერდით იქ სადაც ქარიშხალია.
ეს არაა პოლიტიკა ასე რო მოვდივარ.....
 
Adminდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 13:30:39 | შეტყობინება # 189
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ რიცხვი და მომწერეთ პირადში (პირადში იმიტომ რომ უდროობის დროს ყველაფერს ვერ ვათვალიერებ) და გავაგებიებ ყველას.
მე მგონი კარგ დასაბუთებულ წერილს წინ ვერაფერი დაუდგება,მით უმეტეს გარემოს დაცვის სამინისტრო ყურადღების ცენტრში მოექცა და თუ უარს გვეტყვიან პრეზიდენტს მივმართოთ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
a11201დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 14:16:51 | შეტყობინება # 190
ჯგუფი: წაშლილები





ადმინს მივწეროთ რომ შეხვედრა შედგება პარასკევს 24 დეკემბერს საღამოს რვის ნახევარზე...... ადგილი შეარჩიეთ რო დრო არ დავკარგოთ
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 17:13:07 | შეტყობინება # 191
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე გარემოს დაცვის სამინისტროზე კი იცით ჩემი აზრი, ბევრჯერ დავაფიქსირე.
აი, პრეზიდენტთან რო იყოს შეხვედრის შანსიი... 23
ოცნებას კაცი არ მოუკლავს ხო... 069
 
BENELI_rustaviდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 18:03:53 | შეტყობინება # 192
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატომ ჩემო ბექა ვიტომ რაგაც ქარხანას ვხსნით და არც დაგვჭირდება წვალება შეხვედრაზე 069 069 069

d3 d3

 
gigilo-408დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 19:39:40 | შეტყობინება # 193
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბიჭებო,როგორ გიკითხოთ?ჭოლა ვიზიარებ შენ მწუხარებას ძმაო,მაშინ ეგრე ვქნათ ბიჭებო პარასკევს შევიკრიბოთ ,აღარ უნდა ამდენი ფიქრი,აწონ-დაწონვა და მსჯელობა,ქალის გადანახულებაზე ხო არ მიდიხართ თქვე კაი ხალხო?? 23 ხო ვხედავთ რო ეგრე არაფერი გამოდის????!!!!!!ვინც მოვა მოვა ვისაც ეცლება და რამდენიც ვიქნებით დავილაპარაკებთ ყველაფერზე და მერე გადავცემთ ყველა დანარჩენებს.ვსიო პარასკევს 7 საათის მერე ვიკრიბებით.ეხლა გამოჩნდება რა და რისი მაქნისებიც ვართ,ჩვენ შეკრების დრო ვერ გადაგვიწყვეტია ერთმანეთის ყურებით და ეგრე რა საქმე უნდა გავაკეთოთ??
პარასკევს 7დან 8-ის ნახევრამდე ნაძალადევის მეტროსთან. 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126
 
goga-0niდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 21:36:12 | შეტყობინება # 194
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რახდება შევთანხმდით პარასკევზე? 23
 
grenader21დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 21:42:03 | შეტყობინება # 195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დილის თუ საგამოს 7 ზეა ლაპარაკი?

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
gigilo-408დრო: სამშაბათი, 21.12.2010, 21:52:23 | შეტყობინება # 196
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, შე კაი კაცო დილის 7 სატზე რა მალაპარაკებს ტურებზე??ხაშზე ლაპარაკი კი მოჟნააა,საღამოს აბა რაა
goga-0ni, რავი მე კი ვთქვი პარასკევსმეთქი და სხვა რას დაწერს ვნახოთ მარტო მე და შენ ხო არ შევიკრიბებით??!! 167 167

დამატებულია (21.12.2010, 20:52:23)
---------------------------------------------
აბა სად ხართ ლომგულო ვაჟკაცებო თქვით რამე ან კი ან არა და მორჩა ლაპარაკი,აღარ უნდა ამ საქმეს გაჯანჯლება 08-boy- 08-boy- 2daf4 2daf4 2daf4

 
goga-0niდრო: სამშაბათი, 21.12.2010, 22:43:53 | შეტყობინება # 197
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gigilo-408, მემგონი სუფრას უზიან ლომგულები და მოგვიანებით შემოვლენ 069
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 22.12.2010, 18:21:37 | შეტყობინება # 198
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას პარასკევს 7 დან 8 საათისთვის..
 
sandrosდრო: ხუთშაბათი, 23.12.2010, 09:44:19 | შეტყობინება # 199
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola, ჭოლა ვიზიარებ შენს მწუხარებას ძმაო.

დამატებულია (23.12.2010, 08:44:19)
---------------------------------------------
ბიჭებს სიცოცხლე,როგორ ხართ.მეც თქვენს გვერდით ვარ პარასკევს.

 
nukrifoxდრო: ხუთშაბათი, 23.12.2010, 14:44:53 | შეტყობინება # 200
ჯგუფი: წაშლილები





მეც მოვდივარ აბა კიდევ ვინ დაემატება. ე.ი. ხვალ საგამოს 19:30ზე ვიკრიბებით...
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика