02:51:50
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:17:55 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს.
რას იტყვით??
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:17:55 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარი ნადირი (არც ფრინველი) არ გამრავლდება მტაცებლების მინიმუმამდე დაყვანამდე,თუნდაც ზოგიერთების საერთოდ გადაშენებამდე საქართველოში.ეს ილუზიაა და ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას დაიწყებს ჩემთვის ილუზიონისტი იქნება.თუ ვინმეს ამ საქმისთვის(სასარგებლო ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის) ხელი მოუკიდია,თუნდაც მცირე მაშტაბებით დამეთანხმება.მე მგონი საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმ ხალხთან ბრძოლის (სიტყვა ბრძოლა გინდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ გინდ გადატანითით) დაწყება ვინც მტაცებლების გამრავლებას და დაცვას ლობირებს.დღეს სიტყვა მონადირე არ არსებობს საქართველოში,დღეს ყველა ბრაკონიერია რადგან ისეთი საკანონმდებლო ბაზა შეგვიქმნა სახელმწიფომ რომ მისი დაცვა შეუძლებელია.მონადირე ხომ ბუნებისმოყვარული და კანონდამცველია,არადა ამ კანონების დამცველი თუ იქნები მაშინ ხარ ბუნების მტერი. დროა მონადირეებმაც ხმა ამოვიღოთ და გავაგებიოთ ვიღაცეებს რომ ეს სახელმწიფო ჩვენიცაა და ჩვენც მოგვეკითხება რაღაც.თუ საკანონმებლო ბაზა არ შეიცვალა ,თუ მტაცებლებისადმი მიდგომა არ შეიცვალა,თუ თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა ქართველი მონადირეები სულ ბრაკონიერებად დავრჩებით და ერთმანეთის ჭკუის დარიგებას არ მოვეშვებით საჩვენო საკითხებში.მე გთავაზობთ ვიბრძოლოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებისთვის კი არა მხოლოდ,არამედ მათი მოკვლისთვის ჯილდოს შემოღებაზე,როგორც იყო ძველად.მხოლოდ ამას ერთი და ორი მონადირის ენთუზიაზმი არ ეყოფა.პირველ რიგში პრეზიდენტს,უშიშროების საბჭოს,პრემიერ-მინისტრს,შინაგან საქმეთა მინისტრს,გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა იმათ ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ხელეწიფებად წერილი მივწეროთ,შემდეგ კი ჩვენი კავშირებიდან გამომდინარე გაზეთები და ტელევიზიები ინტერნეტი და ყველა საშუალება ჩავრთოდ.წერილი კი უნდა იყოს ძალიან გამართული,ადგილობრივი და უცხოური სტატისტიკით და მაგალითით გაჯერებული და... მოკლედ ისეთი რომ თუ უარყოფითი პასუხის მოწერას დააპირებენ,თავიანთი დასაბუთება,უსაფუძვლობის გამო სისულელე უაზრობაში გადასული გამოუვიდეთ. გავინაწილოთ ყველამ ფუნქციები და მე მგონი ბრძოლა ღირს.
რას იტყვით??
 
lordiდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 01:53:27 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გეთანხმები გია, შესანიშნავი წამოწყებაა! 166 ერთობლივად ისეთ წერილს დავწერთ, რომ ბრძოლა არც დაგვჭირდება და გაუბრძოლებლად დაგვთანხმდებიან 167
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 02:10:29 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრძოლას აზრი სულ აქვს თუნდაც განწირული იყოს, მაგრამ მარტო ჩვენ არ ვეყოფით. თუნდაც ყველა ბაზიერელი შევიკრიბოთ.
ჩვენი მეზობელი-კოლეგა საიტების და კლუბების დახმარებით და ერთად დგომით უფრო მაშტაბს შევძენთ და სერიოზულ, ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცევით.
მოკლედ, ამას "ქუდზე კაცი" უნდა ჩემი აზრით.
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 04:15:52 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა ტურიზმი რო უნდათ იმას რდ არ ფიქრობენ რომ იმ ტურისტსაც ესსშინია იმ მტაცებლის, მგელს ვგულისხმობ.
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 04:18:44 | შეტყობინება # 6
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
ჩვენი მეზობელი-კოლეგა საიტების და კლუბების დახმარებით და ერთად დგომით უფრო მაშტაბს შევძენთ და სერიოზულ, ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცევით.
მოკლედ, ამას "ქუდზე კაცი" უნდა ჩემი აზრით.

ქუდზე კაცი გამოვცადე უკვე,მასე ერთობლივად დაწყებული საქმე (ზუსტად ამ თემაზე ) ისე გაჩერდა და გაიყინა ვერც გავიგე რატომ და როგორ.ჩვენ წერილი გავამზადოთ,მეზობლები და კოლეგები ჩავაყენოთ საქმის კურსში,თუ რამე მისაღები დამატება ექნათ დავამატოთ და ...მხოლოდ ჩვენი საკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
ამ ეტაპზე მთავარი მხოლოდ ისაა ამ საქმეში ვინ უხემძღვანელებს წერილის მომზადებას,ორგანიზატორობას ვინ გაუწევს.( მე ფიზიკურად დრო არ მყოფნის), ვინ არ დაიზარებს ასეთი (თუ გამოგვივიდა რა თქმა უნდა) ისტორიული (შეიძლება გამებუქა პატარა 23 ) საქმის ხემძღვანელობას,მხოლოდ თუ მოკიდებს მერე უკვე უკანდახევა და დაზარება არ იყოს.
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 04:19:48 | შეტყობინება # 7
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (tixagia)
getanxmebi modi suyvela shevikribod da gadavwyvitod

ქართული შრიფტით წერეთ,თორემ ბოლო პერიოდში ცოტა გამკაცრებულია სანქციები 23
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 04:22:14 | შეტყობინება # 8
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოლო შემდეგ წერილის შინაარს რაც შეეხება,მონახაზი გავაკეთოთ რა ინფორმაცია შევა და ყველამ ვიზრუნოთ მის შეგროვებაზე.
მე ვფიქრობ აუცილებელია ევროპულ ქვეყნებში რა ხდება იმ ინფორმაციის მოგროვებაც
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 09:59:57 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ საქმეში ჟურნალისტიკაში გამოცდილი კაცია კარგი, კარგი იქნებოდა, ცნობილი ბიოლოგებისგან და ამ საქმეში ჩახედული ადამიანებისგან ინტერვიუებიც ამ თემაზე და, რათქმაუნდა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების მოშველიება(რომ იქ მონიმუმამდე ჰყავთ დაყვანილი მტაცებელთა რიცხოვნება, ზოგან საერთოდ ამოჟლიტეს და უამრავი სანადირო ობიექტი აქვთ)
 
VASKA35დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 10:51:26 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





Quote (ადმინისტრატორი)
რას იტყვით??

იდეა რათქმაუნდა კარგია და მისასალმებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგრე ადვილად არავინ დათმობს პოზიციებს, დღეს ეს სფერო პროირიტეტული არ არის და არავის აინტერესებს ჩვენდა სამწუხაროდ. ზოგადათ წარმომიდგენია რა მოხდება ყველაზე კარგ შემთხვევაში, ალბათ გამოიყოფა საქმის "პროფესიონალებისაგან შემდგარი კომისია" რომლებიც დაიწყებენ მუშაობას ამ საკითხზე, დაიწყებენ ,,კვლევების" ჩატარებას, სტატისტიკების შედგენას, ეს პროცესი გაიწელება მინიმუმ წელიწადი და საბოლოოდ გამოიტანენ დასკვნას, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მიერ შემუშავებული განცხადების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება რიგი მიზეზების გამო (მიზეზებს მოიფიქრებენ მაგაში 5-იანი უწერიათ) სამწუხაროდ რეალობა ესეთი მესახება და ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე. თუმცა ნატქვამია ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადოთ მითუმეტეს დასაკარგი არაფერია.
მტაცებლებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ენოტი და ენოტისებრი ძაღლი მთლიანად ამოსაღებია როგორც ხელოვნურად შემოყვანილი სახეობა და მავნებელი, მაგან შეუწყო ხელი ხოხბის გაჩანაგებას. ასევე ამოსაღებია ე.წ ალპური იგივე წითელი მგელი, მინიმუმამდე დასაყვანია რუხი მგლისა და ტურის რაოდენობა, მე დაახლოებით 30-50 ეგზემპლარი მესახება რეალურად. მაგრამ ჯერ უნდა ჩატარდეს რეალური კვლევა და დადგინდეს მათი პოპულაცია, შემდეგ გადაწყდეს თუ რამდენი ეგზემპლარია ამოსაღები და მოხდეს ამოღებული ეგზემპლარების აღრიცხვა. მაგრამ ეს რომ გაკეთდეს სპეციალური სამსახური უნდა შეიქმნას, სამსახურის შექმნას ბიუჯეტის დამტკიცება და კადრების გადამზადება ჭირდება, წლევანდელ ბიუჯეტს თუ გადახედავთ, შედეგის პროგნოზირება არ გაჭირდება...
ამასთან ერთად ისიც ვთქვათ, რომ მარტო მტაცებლის ამოღება ბუნებიდან საქმეს არ უშველის. კი, მონადირის მთავარი კონკურენტი მტაცებელია, მაგრამ მტაცებლის ამოღების შემდეგ იგი ბრაკონიერმა არ უნდა ჩაანაცვლოს, თორემ არაფერი გამოვა, იგივე სიტუაცია გვექნება რაც დღეს გვაქვს. სწორედ ბრაკონიერების დამსახურებაა, რომ დღეს მონადირეები კანონგარეშე რჩებიან, შესაბამის უწყებასთან ერთად ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ბრაკონიერებს, რომ მათი წყალობით ისევ უკან არ დავბრუნდეთ, მაგრამ შესაბამისი უწყება დღეს არ არსებობს ნუ არსებობს მაგრამ მაგას არსებობა არ ქვია. საერთოდ უმჯობესი იქნება, თუ გარემოს დაცვის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტრს დაექვემდებარება. მტკიცე ხელია მანდ საჭირო და არა ბეთჰოვენა მინისტრი.

 
nadiroba44დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 13:46:18 | შეტყობინება # 11
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

აბსოლიტურათ გეთანხმებით. მაგრამ საეჭვოა მთავრობამ რამე დათმოს, მერე ხომ მაგათაც შეეხებათ კანონი მაგრამ ბრძოლა მაინც აუცილებელია.
 
VASKA35დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 14:20:12 | შეტყობინება # 12
ჯგუფი: წაშლილები





Quote (lordi)
თუნდაც კურდღელზე ნადირობის ლიცენზია არ შემოვიდა

მაგის მიღწევა მემგონი შეიძლება, კურდღელი ისეთი ხურუშიანი ცხოველია, რომ მაგას ისევე როგორც ჩინელებს გადაშენება არ ემუქრება. მაინც ყველა ნადირობს და ბარემ კანონიერი გახდეს ნადირობა.
 
cholaდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 16:28:46 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი წერილი და დიდი გონება გვმართებს დიდი 25

შეტყობინება დაამუშავა chola - შაბათი, 09.10.2010, 22:59:03
 
nokoდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 20:33:16 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთავრობა დათმობს არ დათმობს ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ მაინც და უნდა შევაგნებინოთ ადამიანები არიან იქაც რობოტები ხომ არა ბოლო ბოლო, ისევ იმ ტურისტულ აქციას წაადგება უპირველესად ისევ, რასაც ასე აპიარებს მტელ მსოფლიოში. მე ორივე ხელით გეთანხმებით
 
tixagiaდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 21:54:38 | შეტყობინება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძმებო მოდიტ ერტი დღე დავტქვათ და შევიკრიბოდ და ერტად გადავწყვიტოდ მგონი აჯობებდა რომ ავდგედ სუყველა და პიპდაპირ მივიდედ ტელევიზიაში და აუხსნად ბუნების და ნადირის გასაწირი ამას ხალხი რომ მოისმენს მოსახლეობაც გვერდში დაგვიდგება და ამიტ გავიმარჯვებთ მე მზად ვარ 898-27-67-67
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 22:23:23 | შეტყობინება # 16
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ეტაპზე არავითარი შეკრება არ გვინდა,ამ ეტაპზე მოსამზადებელია მასალები უცხოეთში რა ხდება (ოფიციალური წყაროები) საქართველოში რა ხდება (კარგი იქნება პირადი კონტაქტებით სპაციალისტებს ინტერვიუს ვარიანტში თუ დავასაბუთებინებთ) .დასაწყისისთვის,( სანამ ამ საქმის ორგანიზატორობისთვის ერთ ადამიანს დავასაქმებთ), შეიძლება კონკრეტულად გაარკვიოს ვინმემ ევროპის და ამერიკის სახელმიფოებში რა ხდება მგლის,ტურის,ენოტის და ენოტისებრი ძაღლის,მელიის რაოდენობის რეგულირებაზე და მათთან ბრძოლის საშუალებებზე (სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით).აგრეთვე კურდღლის მოპოვებაზე.ამ საქმეს უცხო ენის მცოდნეები უნდა და თუ არ დაგვამადლიან და საერთო საქმისთვის თუნდაც ერთმა ადამიანმა ერთი სახელმწიფოს სიტუაცია გაიგოს და გაგვაცნოს (წყაროების მითითებით) ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.ასევ ქართული მასალის მოძიებაც შეიძლება.ასე რომ თუ გაქვთ სურვილი რომ რაღაც რეალური ნაბიჯი გადავდგათ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ.
ჭოლას ეს საქმე პირადი ინიციატივით და ამ საქმისადმი სიყვარულით დაუწყია ახლა ამ საქმეს გაგრძელება უნდა და სახელმწიფო რომ დაინახავს ამ საქმის უკან განათლებული,ინფორმაციულად შეიარაღებული,ქართული ფლორა და ფაუნის მოსიყვარულე ძალიან ბევრი ადამიანი (თუ ამომრჩეველი) დგას შეიძლება მიზანსაც მივაღწიოთ.
 
simoniდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 23:21:13 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ვცადოთ ეს ამბავი, იმედია რამეს მივაღწევთ. თუარადა ისედაც ვკლავ ტურას და ბალესტიკას მაინც ვერ აიღებენ ჩემი ძველი თოფიდან ვესვრი და იქვე დავაგდებ მყრალ ტურას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამდეც შეილება წერილის მიცერა და ვინმემ რომ იცოდეს ელფოსტა,წერილი გავამზადოტ და ჩემი ელფოსტით გაუშვატ, რაცარი არი
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 00:45:54 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია, დავცხოთ ტურას, მგელს, ენოტისებრ ძაღლს, რათ გვინდა ვინმესთან შეთანხმება, რუსთაველზე კი არ ვესვრი, მოწმეების თანდასწრებით 48
 
ვულფდრო: ხუთშაბათი, 07.10.2010, 00:51:55 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მე პირადად წავაწყდი მაგ პრობლემებს მტაცებელი რას უშვება ნადირს თუ ფრინველს. სანამ ერთი გვერდით მდგომი მაინც არ ეყოლება ვინც იცის რა ხდება ბუნებაში მინისტრი ვინც არ უნდა იყოს ამ პრობლემას არ ეშველება და იქნებ ჩვენმა ერთობლივმა მაინც გამოიღოს შედეგი ცდას ნუ დავაკლებთ და ვნახოთ-ვნახოთ............... 23
მე თქვენს გვერდით მიგულეთ 39
და მტაცებლებს მაინც არ დავამადლი ტყვიას ბოლო პატრონაც რომ მქონდეს 48


შეტყობინება დაამუშავა ვულფ - ხუთშაბათი, 07.10.2010, 00:56:33
 
Adminდრო: პარასკევი, 08.10.2010, 00:44:12 | შეტყობინება # 20
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი, გადათარგმნაც აუცილებელი იქნება ამ საქმისთვის.ისე კარგია საერო საქმისტვის თუ ვინმეს რაიმეს შემოთავაზება შეუძლია რომ შემოგვთავაზოს ან შესრულებული სამუშაო დადოს 39 39
 
cholaდრო: პარასკევი, 08.10.2010, 14:57:04 | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მეგობარო გეთანხმები იმაში რომ ამ მავნებლებს ყველა მონადირე ესვრის და იქვე ტოვებს,რასაც გამოხშირვა ქვია მაგრამ დამერწმუნე ეგ არ არის საკმარისი...ან ჩვენ ვერ ვაწყობთ საქვეყნო გამოხშირვას მგლის და ტურის, ჩვენ რომ მასიურად მოვინდომოთ კანონმდებლობა არ გვიწყობს ხელს, და დასჯადია...

რაც შეეხება ჩვენ რაღაცას თითო ტურას და მგელს რაღაცას ვუზამთ ეს ზღვაში წვეთია..

საქართველოში 10 000 მგელია 3/4 ჯერ მეტი ტურა (ეს თერმული გადაღებით დაფიქსირდა,თვითფრინავიდან)

ამას კი ქუდზე კაცი უნდა

 
პედიატრიდრო: პარასკევი, 08.10.2010, 15:14:13 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ მოგვცემენ მგონია, რადგანაც ნაკრძალებშიც უნდა გამოვხშიროთ და იქ კი არ შეგვიშვებენ, ხელი წაგიცდებათო(რაც სავსებით შესაძლებელია ბევრი მონადირისგან). აქ შეიძლება ერთობლივ გასვლა, მორეკვით ნადირობაზე შევუთანხმდეთ გდი-ს ხალხს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჯარიმები მაინც მოიხსნას ტურა, მელა, მგელი, გარეული კატა, ენოტისებრი ძაღლის მოკვლაზე, რომელზეცაა ამათგან
 
ტყუპადრო: კვირა, 10.10.2010, 11:37:58 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (პედიატრი)
არ მოგვცემენ მგონია, რადგანაც ნაკრძალებშიც უნდა გამოვხშიროთ და იქ კი არ შეგვიშვებენ, ხელი წაგიცდებათო(რაც სავსებით შესაძლებელია ბევრი მონადირისგან). აქ შეიძლება ერთობლივ გასვლა, მორეკვით ნადირობაზე შევუთანხმდეთ გდი-ს ხალხს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჯარიმები მაინც მოიხსნას ტურა, მელა, მგელი, გარეული კატა, ენოტისებრი ძაღლის მოკვლაზე, რომელზეცაა ამათგან

გამარჯობა! პედიატრი მთავარი მანდამდე მისვლაა თორე ნაკრძალებშიც შიეძლება, მოამაგრონ ჯგუფს რამოდენიმე კაცი როგორც მაკონტროლებელი, და ჯგუფშიც ისეთი მონადირეები იქნებიან ხელი რომ არავის წაუცდება, ეს უკვე ყველას ეცოდინება რომ რა მიზანს ემსახურება და აქ ღალატი არ შეიძლება.

 
zaza-50დრო: კვირა, 10.10.2010, 23:50:17 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე მაგარი პოლიტიკა აქვთ. გდი ანუ გარემოს დაცვის ინსპექციაო და ყველაფერს ვიცავთო გონიათ. იცავენ ხო კარგი, გასაგებია მაგრამ გარემოს დაცვით შინაურობას რო ვნებენ მაგას კი არ ფიქრობენ. მგელი და ტურაც შედის გარემოშიო და ისე გაამრავლეს რო მოსანადირებლის ნაკლებობის გამო სულ განაგლდნენ და აუცილებელი თემაა ეს წერილის შესახებ და გასაკეთებელია. ის კი არა უნდა ავალებდნენ კიდეც. მაგალითად ივრის ჭალებში კატა მოვკალით იანვარში და თათარმა მწყემსმა იმდენი გვეხვეწა მომეცითო რო ხათრი ვერ გაუტეხეთ და მივეცით და რო ვკითხეთ რად გინდაო ეს კატა (აქ ფოტოალბომშიც მაქვს დადებული. დიდი იყო) გეგმა მაქვს, წელიწადში 5 ცალი უნდა ჩავაბარო გამგეობაშიო და ვერ გავიგე იმათ თუ ავალებენ ჩვენ რატომ გვიკძალავენ. მოკლედ შესადგენია ეს წერილი
 
Adminდრო: კვირა, 10.10.2010, 23:51:16 | შეტყობინება # 25
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აზრი არ აქვს მხოლოდ ნაკრძალებში რეიდის მოწყობას.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმდენი მტაცებელია,როგორც კი ტერიტორია გამონთავისუფლდება,ეგრევე სხვა შედის.
 
Adminდრო: კვირა, 10.10.2010, 23:53:31 | შეტყობინება # 26
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე როგორც ვატყობ საერთო საქმისთვის შეწუხება ერთეული გამონაკლისების გარდა არავის სურს.კი ბატონო,როგორც უმრავლესობას სურს ისე იყოს.მეც ჩემი საკეთებელი მეყოფა.
 
gewa1107დრო: ორშაბათი, 11.10.2010, 00:33:19 | შეტყობინება # 27
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ წერს ქარტულად.ტანახმა ვარ და ტქვენტან მიგულეტ მაგრამ ბიცჰებო ეს საქმე ინტერნეტსჰი მარტო პორუმზე წერიტ არ გამოვა.მე მგონი საცჰიროა ამისტვის სჰეკრება და ასე ერტად გააზრება ყველაპრის
 
zviadi565დრო: ორშაბათი, 11.10.2010, 01:38:10 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მესმის თქვენი გულისწყრომა . მე ახლახან წავიკითხე ეს ამბავი და მინდა გითხრა ძალიან ჩამაფიქრა ამ ყველაფერმა ..... მე პატარა კაცი ვარ ამ საქმეში. კომპეტენტუტი არ ვარ . მაგრამ აქ გამოთგმული მოსაზრებებიდან თითგმის ყველას ვეთანხმები. ამ საიტის წევრს ...ა 11201ს კარგი მოსაზრებები აქვს ამ თემასთან დაკავშირებით .ეს ადამიანი გვეუბნება ...... ჩვენ მონადირეებმა ვისაც შეხება გვაქ ბუნებასთან დავწეროთ კანონმდებლობაში რას ვეთანხმებით რა არ მოგვწონს . რა შეიძლება შეიცვალოს სასიკეთოდ ფლორა -ფაუნისთვის . და ასე შემდეგ . აქ ითქვა რომელი ცხოველი ანადგურებს და ხელს უშლის ამა თ უ იმ ფრინველის (და არამარტო ფრინველის ) პოპულ 39 აციას .მე დიდი სიამოვნებით შეუერთდები ნებისმიერ თქვენ წამოწყებას რომელიც ხელს შეუწყობს საკანონდებლო ბაზის დახვეწას (თუ ეს შესაძლებელი იქნება?????)ბატონო გია თქვენ თუ რაიმე მოსაზრება გაქვთ ( და ვიცი რომ გაქვთ )რომელიც თანხვედრია ამ საიტის მონადირეთა უმრავლესობის მოსაზრებასთან . გთხოვთ დაწეროთ შესაბამისი განცხადება . წერილი . თუ რავიცი რა დავარქვათ . რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ამა თუ იმ ცხოველის რაოდენობის სიმრავლეს რა რაოდენობის ზიანის მოტანა შეუძლია დანარჩენი ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის . ეს დოკუმენტრი რათქმა უნდა უნდა შედგეს კომპეტენტური იურისტების ზედამხედველობით და ჩვენი . მონადირეების მოსაზრებებზე დაყრდნობით ..... და თუ ეს ასე მოხდება მე თქვენს გვერდით მიგულეთ ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობით 39
 
Adminდრო: ორშაბათი, 11.10.2010, 01:54:04 | შეტყობინება # 29
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zviadi565)
გთხოვთ დაწეროთ შესაბამისი განცხადება . წერილი . თუ რავიცი რა დავარქვათ . რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ამა თუ იმ ცხოველის რაოდენობის სიმრავლეს რა რაოდენობის ზიანის მოტანა შეუძლია დანარჩენი ნადირ ფრინველის გამრავლებისთვის . ეს დოკუმენტრი რათქმა უნდა უნდა შედგეს კომპეტენტური იურისტების ზედამხედველობით და ჩვენი . მონადირეების მოსაზრებებზე დაყრდნობით .

წერილი რომელზეც კარგი დასაბუთებულ უარს მოგვწერენ სამინისტროდან იოლი დასაწერია.მე ვთქვი რომ წერილს, რომელსაც დავწერთ და უარს ვერ შემოგვბედავენ ან უაზრო დასაბუთებით გაამაგრებენ უძნელესი დასაწერია და ამას ბევრი კაცის შრომა უნდა.ძალიან ბევრი მასალაა მოსაძიებელი და დასამუშავებელი.იქიდან საჭირო ინფორმაციები მოსაძიებელი.ქართველ სპეციალისტებთან გასაუბრებებით და კიდევ ბევრი რამ.
ამ პრობლემების მოგვარება საერთოდ შეცვლის მონადირულ ცხოვრებას საქართველოში,ზოგს ალბათ ესეც არ მოსწონს,ზოგს თავის შეწუხება არ უნდა და ზოგს კიდევ მიზეზს რა დაულევს.მე კიდევ ის ბუ არ ვარ ყვავმა რომ ბახალა მიუგდო,შენ იტირეო
 
cholaდრო: სამშაბათი, 12.10.2010, 16:50:51 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი მასალა მაქვს მომზადებული, კარგად უნდა აკრეფა და გამზადება წერილს,სკაიპი დაწერეთ და გამოგიგზვნით ვისაც შეუძლია ტექსტის ჩამოყალიბება
 
gewa1107დრო: სამშაბათი, 12.10.2010, 20:25:23 | შეტყობინება # 31
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shal (o) ეს ჩემი სკაიპია და გამომიგზავნე მაინტერესებს მაგრად chola
 
zaza-50დრო: სამშაბათი, 12.10.2010, 22:21:05 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola,ზაზა_ზაზა37 ოღონდ ინგლისურად ზაზა_ზაზა. გადმოაგდე აბა ჩემთანაც.მეც მაინტერესებსდა იქნებ რაღაც ჩვენც ჩავამატოთთ\თქვენის ნებართვით
 
goga-0niდრო: პარასკევი, 15.10.2010, 01:45:12 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გიერთდებით რაჭველი მონადირეები, ადრეც ვწერდი ორი კვიცი შემიჭამეს ორიც მაგრად დაკბინეს, ერთი ძროხაც შემისანსლეს ღორებზე აღარაფერს ვამბობ სათვალავი ამერია, მარტო მონადირეები არ ვართ ამ დღეში სოფლის მეურნეობა უფრო მძიმედ განიცდის ამ სენს მთელი სოფლები უნდა დავიყენოთ გვერდში, VASKA35, მე შემიძლია ვთქვა რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან რომ აადუღეს მთელი საკალმახე მდინარეები რაჭაში მათ სხვა ბრაკონიერებიც მისდევენ უკან ნარჩენებზე აი სადაა ძაღლის თავი დამარხული თევზი თავიდან ყროლდება, თუმცა ყველა პოლიციელზე არვამბობ ამას მყავან მეგობრები რომლებიც ნადირობენ და არ ბრაკონიერობენ

დამატებულია (15.10.2010, 00:45:12)
---------------------------------------------
აუცილებლად უნდა გავეცნოთ ჩვენსა და ევროპის თუნდაც გერმანიის კანონმდებლობას მტაცებლებთან დაკავშირებით, და რაც შეეხება სარეწავ ნადირზე სანქციის მოხსნას იქნებ დასაწყისისთვის კურდღელზე მოიხსნას და შემდეგ ნელნელა სხვა ცხოველებზე, ან მთლიანად მოიხსნას ყველაზე მაინც ყველა ნადირობს და მათ შორის გარემოს დამცველები და პოლიციელებიც, ლიცენზიიდან საკმაო თანხა შევა ბიუჯეტში აქ ვიგაც წერდა ვერ ვიხსენებ ამერიკაში იმდენი შემოსავალი შედის ბიუჯეტში სანადირო ბიზნესიდან რომ რუსეთის ბიუჯეტს ბევრი არ უკლიაო, მოკლედ იქნებ არის ჩვენს შორის ვისაც შეუძლია წერილის დაწერა ითავოს რათქმა უნდა მარტო არ იქნება მე ჩამოვალ რაჭიდან სადაც მეტყვით და მხარში დაგიდგებით ძმებო აქ მალე დავიწყებ მგლებთან ომს

 
მამუკადრო: პარასკევი, 15.10.2010, 22:21:07 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წერილმაც ტუარ გატრა აკციებიც მოვაწყოტ პარლამეტის წინ მაჰინ უფრო გააპარტყუნებენ ყურებს ეს წერილი ჰეილება საერტოდ არ წაიკიტხონ
 
BENELI_rustaviდრო: შაბათი, 16.10.2010, 00:23:23 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს მონადირეებო. კაი ხანია აღარ დამიპოსტავს, მაგრამ ყოველთვის თვალს ვადევნებდი აქ მიმდინარე პროცესებს. ეს ძალიან კარგი საქმეა რაც ამ ფორუმში წამოიწყეთ. შემიძლია მგელზე დ ა მელაზე ინფორმაციები გადმოგიგზავნოთ. ეს საკიტხი ადრეც იყო წამოჭრილი . აგერ ჭოლამ კი იცის. ძალაინ მომენატრეთ სუყველა. რაიმეთი თუ შემიძლია დაგეხმაროთ აგერ ვარ. ჩვენ ბუნებას რომ შველა ჭირდება ორი აზრი არ არის. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები მაგრამ , მგონი ჩვენ ვართ ერთადერთი ის ადამიანები რომლებიც ამ თემაზე ვმუშაობთ ასე რომ ყველაფერი გამოგვივა თუ სწორად და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სატკივარს. 10 10 166
 
cholaდრო: შაბათი, 16.10.2010, 13:08:52 | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, დაგამატე სკაიპსჰი მაგრამ რამდენისც სჰემოვედი არ იკავი, როცა ერტად ვიქნებიტ ყველაფერს გადმოგიგზავნი...

gewa1107, შენ საერთოდ ვერ გიპოვე სკაიპში მეგობარო :)

 
gewa1107დრო: შაბათი, 16.10.2010, 20:09:23 | შეტყობინება # 37
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chola shalo1107 აი ამით მომძებნე ძმა
 
cholaდრო: კვირა, 17.10.2010, 17:16:55 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაგამატეთ ყველა , დრო არ ითმენს მოვამზადოთ წერილი და წერილს მე მივიტან სამინისტროში და მინისტრის მიღებაზეც ჩავეწერებით, მთავარია მოვინდომოთ და ჩემი თხოვნა იქნება დღეში 20 წუთი მაინც დავუთმოთ ამ საქმეს...ბოლო ბოლო 20 წუთით ადრე ავდგეთ ან 20 წუთით გვიან დავწვეთ და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე...ჯერ მარტო ის რათ ღირს რომ მთელი წლის მანძილზე ინადირებ მტაცებლებზე

შეტყობინება დაამუშავა chola - კვირა, 17.10.2010, 17:30:36
 
zviadi565დრო: პარასკევი, 22.10.2010, 23:01:15 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 ძმებო გგულშემატკივრობთ სულით და გულით აბა თქვენ იცით .... წარმატებები
 
Adminდრო: სამშაბათი, 26.10.2010, 17:10:45 | შეტყობინება # 40
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 15:52:44 | შეტყობინება # 41
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, ადმინ წერილი აუცილებლად უნდა იყოს პატარა და ყოვლის მომცველი, პატარა იცი რატო?
დამიჯერე კარგად ვიცი, წერილი რომელიც გვერდნახევარზე მეტია არავინ კითხულობს ყველა იშორებს იმიტომ რომ ეზარებათ წაკითხვა და თან თუ სერიოზულ პასუხს მოითხოვს მისი შინაარსი ხო საერთოდ თავიდან იშორებენ....
ჯობია იყოს პატარა და შიგნით ცოტა კრიტიკა ცოტა მუქარაც და ცოტა პატივისცემაც ჩანდეს

დამატებულია (27.10.2010, 14:52:44)
---------------------------------------------
ჩვენს წერილზე დარწმუნებული ვარ უარის წერილს მოგვწერენ და თან მიაწერენ პატივისცემითო.... თუ სერიოზული განხილვა გაიმართება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამერწმუნეთ სისხლს გავუშობთ მაგათ იმდენი ხერხი და საშუალება არსებობს რო გოგა ხაჩიძე თვითონ იტყვის მე მინისტრი კიარა დარაჯიც არ უნდა ვიყოოოო

ხალხო ინტრიგები ჩემზე იყოს, 4 წელი ადვოკატად ვიმუშავე, 5 წელი სასამართლო სისტემაში და ეხლა ისეთ ადგილზე ვარ რო მაგათ სისხლს დავლევ
ადვოკატებს დაგახმარებთ იმდენს რო სასამართლო ვერ იტევდეს....

 
Adminდრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 00:32:36 | შეტყობინება # 42
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ვიცით წერილი რომ პატარა და მუშა უნდა იყოს,მაგრამ ინფორმაცია სრულყოფილად თუ არ გვექნა მოპოვებული,ისეთ ლაზათიან უარს გვტკეცავენ ,მაგატ ნათქვამზე შეიძლება სულ თავები გვაქნევიონ,მართლები ყოფილანო.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
goga-0niდრო: პარასკევი, 29.10.2010, 00:33:15 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გამარჯობა, მე რათი შემიძლია წერილის შედგენაში მოგეშველოთ? ვეცდები სტატისტიკა შევადგინო თავის ფოტო მტკიცებულებით რა ზიანი მოაქვთ მტაცებლებს ბუნებისათვის და სოფლის მეურნეობისათვის
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 29.10.2010, 00:40:31 | შეტყობინება # 44
ჯგუფი: წაშლილები





მე მხარს ვუჭერ ამ თემას და სავსებით ვუერთდები ყველას. წინასწარ ვაწერ ხელს თუ საჭიროა... 166
48 მტაცებელი ცხოველების პოპულაცია უნდა შემცირდეს რიგ რეგიონებში...
 
a11201დრო: პარასკევი, 29.10.2010, 13:40:05 | შეტყობინება # 45
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, გამარჯობა, იცი რა მაინტერესებს? წერლი კოლექტიური უნდა იყოს თუ ინდივიუალური ანუ თქვენი ხელმოწერით წავა ადრესტთან
 
მონადირედრო: პარასკევი, 05.11.2010, 11:20:33 | შეტყობინება # 46
ჯგუფი: წაშლილები





ხალხო, არიან ამ საკითხებში კომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც არავის აღარ ახსოვს, რომლებიც თავის დროზე მონაწილეობას იღებდნენ მგლის გამოხშირვაში, მაგალითად, გიგი ხორნაული. დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხში და წერა ხო ეხერხება და ეხერხება. მემგონი, ურიგო არ იქნება მათთან შეხვედრა!
 
998დრო: პარასკევი, 05.11.2010, 23:22:28 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, ბატონო ზურა სანამ მგელზე ნადირობის უფლებას მოვიპოვებდეთ თქვენი მგელი ეგებ მოგვაშოროთ, რა იცი მგელია და არ დაგვერიოს აქ საიტზე და არ დაგვიგლიჯოს მონადირეები. 23 39
 
nukrifoxდრო: პარასკევი, 05.11.2010, 23:37:48 | შეტყობინება # 48
ჯგუფი: წაშლილები





998, აქ მეორე საფრთხე უფროა აქტუალური...
ვაი მგელიო და არ გამოკრას ვინმემ ფიშტოს

069 069 069 069 069 069 069

 
goga-0niდრო: შაბათი, 06.11.2010, 21:55:42 | შეტყობინება # 49
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეტი უკეთესი შემთხვევა რაღა გვინდა მარტო ნადირს კიარა ცხვარი რადღეში ჩააგდეს ნახავდით საინფორმაციოებში აი მაშინ უნდა აგვეტეხა განაგში და აგვყვებოდა გლეხობაც 23
 
მონადირედრო: სამშაბათი, 09.11.2010, 10:47:31 | შეტყობინება # 50
ჯგუფი: წაშლილები





998, თემო, достойного противника (волка) надо уважать! 167
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » წერილის მომზადება მტაცებელი ცხოველების შემცირებაზე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика