01:48:27
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
გარეული ღორი (ტახი)
თედოდრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 21:49:11 | შეტყობინება # 251
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირიქით, შინაურზე ბევრად უკეთესი ხორცი აქვს გარეულს, ბევრჯერ მომისმენია მონადირეებში, რომ ტახს საუკეთესო ხორცია აქვს და ყველა ცხოველის ხორცს სჯობს შინაურებშიც და გარეულებშიც.

მე პირადად არ მაქ ნაჭამი, ალბად იკითხავთ რაიცი მერე რომ შინაურზე გემრიელი ხორცი აქვსო
სოფელში ჩემს მეზობელს კვირაობით ყავდა ხოლმე ღორები გაშვებული ისე რომ სახლში არ მიდიოდნენ, ერთხელაც შობას დაკლა ერთი ეგეთი, წინადღის მორეკილი იყო ტყიდან და 2 კვირის უმყოფი სახლში, სუ წაბლი რკო, პანტა და წიფლის ნაყოფი ქონდა ნაჭამი, და იმას ხორცი ქონდაააააა!!! არცერთ შინაურს არ ქონია ეგეთი ხორცი.

საერთოდ გარეულის ხორცი რაც იჭმევა ყველაფრის მომწონს, ჩხიკვის გარდა.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
fshaveloდრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 22:11:35 | შეტყობინება # 252
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, ჩხიკვი იჭმეოდეს არ გამიგია 23

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
giainterstar1დრო: ხუთშაბათი, 05.07.2012, 23:35:36 | შეტყობინება # 253
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გორის და დატვის ერტადმაკვს ნაჰამი ერტ მონაადირესტან, ტურკეტჰი მოკლული ჰამოიტანა , ბატუმჰი, ჰემი ტვალიტ რომარმენახა ახალგატკავებული ბესვი , არდავიგერებდი ! მაგარი გემრიელი რამეა ორტავე 39 39 39

დამატებულია (05.07.2012, 22:35:36)
---------------------------------------------
ისე სელს ბლომად მოკლეს გორები აჰარის სოფლებჰი, ტკეებჰი ბევრი იკო 48


55555
 
alekoდრო: პარასკევი, 06.07.2012, 08:10:44 | შეტყობინება # 254
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (fshavelo)
ჩხიკვი იჭმეოდეს არ გამიგია

იჭმევა... 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
თედოდრო: პარასკევი, 06.07.2012, 13:35:18 | შეტყობინება # 255
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo

კი ბევრი ჭამს და გარეული ქათმის ხორცს ადარებენ, თუმცა არანაირად არ ჰგავს. მაგარია და შავი. მე ორჯერ მაქ ნაჭამი და არ მომეწონა, თუმცა შეიჭმევა.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
bacho1987დრო: პარასკევი, 13.07.2012, 00:26:59 | შეტყობინება # 256
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად მაქ ორივე ნაჭამი და კულინარიც კარგი გყვავდა და ხორციც არაჩვეულებრივია დათვის კატლეტი გამოდის სერიოზულლად გემრიელი ხაშლამაც კაიაქ..ღორი მწვადად უმაგრესია..მე პირადდად მყავს მოკლული ბურვაკი დაახლოვებით 70დან 80მდე იქნებოდა ახალგაზრდა და ნიგოზივით იყო...იმგორის არვარგა რომელიც ნაკერატალია და წლოვანი იმის არი მაგარი და მოშაო....ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ იმიტო რო არაერთხელ მაქ ნაჭამი...
 
თედოდრო: პარასკევი, 13.07.2012, 19:05:42 | შეტყობინება # 257
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათვის, უმაგრესია. ტაფაზე შევწვი და ცოტა გამაგრდა მარა უგემრიელესი იყო, კაი სოფლის ნაწაბლარ რორს არ ჩამოუვარდება ძმებო

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
bacho1987დრო: კვირა, 15.07.2012, 13:11:25 | შეტყობინება # 258
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიი ძმა კაია მწვადიც..აი კატლეტს რო გასინჯავ ისიც მაგრად მოგეწონება
 
akson777დრო: ხუთშაბათი, 26.07.2012, 14:28:45 | შეტყობინება # 259
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (aleko)
იჭმევა...


ჩხიკვზე ნადირობა ნებადართულია??? 25


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
bacho1987დრო: პარასკევი, 27.07.2012, 11:53:14 | შეტყობინება # 260
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათვის პოსტებში ჩხიკვი განვიხილოოტ 069 069 342 342 არარი ნება დართული..
 
akson777დრო: პარასკევი, 27.07.2012, 23:37:05 | შეტყობინება # 261
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bacho1987, მალე ჩხიკვზე მარეკებით ვინადირებთ 069 069 069 069

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
bacho1987დრო: პარასკევი, 27.07.2012, 23:57:29 | შეტყობინება # 262
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ხოო მაგარი აზარტული იქნება თან თუ დიდია და ბუნაგშია რაა აააგდებს 069 069 კარგად დატენილი ცხრიანებუ უნა გელაგოს თორე თუ დაიჭრა მტრისაააას 48 48
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 13:26:05 | შეტყობინება # 263
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ამაზე ნადირობა ეხლა აკრძალულია? თუიცით ჭალადიდში რო წავიდე როტვეილერი მყავს 2წლისაა უკვე მინდა წავიყვანო იხვზე და ტურაზე ვანადირებ და კი ნახულობს და ტახზეც მინდა >>>>>>>>> 23_30_126 23_30_126 25 25 25 166
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 15:08:26 | შეტყობინება # 264
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (chuuuu)
ბიჭებო ამაზე ნადირობა ეხლა აკრძალულია?

კი, აკრძალულია.


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 15:25:11 | შეტყობინება # 265
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდის იხნება ან იხსნება კი საერთოდ?
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 15:34:48 | შეტყობინება # 266
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chuuuu, ცხოველზე ნადირობა აკრძალულია!

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 15:50:12 | შეტყობინება # 267
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გევიგე ბიჯო აკრძალული როა ახლა მარა ხოარის როცა დაშვებულია სეზონი! და თუარაის როდის არის მაგას ვკითხულობ ახსნის უნარი თუარაგაქ ძმაო არაა სავალდებულო შენ რო მიპასუხო..
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 15:58:31 | შეტყობინება # 268
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chuuuu, თუ გეიგე ბიჯო, რო აკრძალულია ნადირობა, რაღა სეზონი გაიხსნება??!! სანადიროდ აკრძალულ ნადირ-ფრინველზე როდის იყო სეზონი იხსნებოდა როდისმე?!

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - შაბათი, 28.07.2012, 15:59:05
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 16:11:32 | შეტყობინება # 269
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე ნორმალურად რო აგეხსნა მაგცხოველზე არიხსნება ნადირობა საერთოდო ხო შეგეძლო რატმინდა აქანე შენი ძახილის ნიშნები და გრამატიკული წერა .....
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 16:14:29 | შეტყობინება # 270
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chuuuu, რა გინდა შარზე ხარ?! გითხარი გასაგებად რომ, ცხოველზე ნადირობა აკრძალულია და გარეული ღორი ცხოველი არაა თუ რა?!

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 16:23:04 | შეტყობინება # 271
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტურაც ცხოველია მარა დაშვებულია ნადირობა ..... რამაქ საშარო შენ შემოგევლე უბრალოდ ძახილისნიშნებით და მოგდებულ პასუხებს ჯობია არგამცე ვაფშე და სხვა ამიხსნის ლამაზად უპრო
 
alekoდრო: შაბათი, 28.07.2012, 16:26:33 | შეტყობინება # 272
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (chuuuu)
ტურაც ცხოველია მარა დაშვებულია ნადირობა ..... რამაქ საშარო შენ შემოგევლე უბრალოდ ძახილისნიშნებით და მოგდებულ პასუხებს ჯობია არგამცე ვაფშე და სხვა ამიხსნის ლამაზად უპრო

აბა ამ შენს პოსტში არც მძიმე, არც წერტილი და არც რაიმე სასვენი ნიშანი და ესაა სწორი?!
საქმეც მაგაშია, რომ ცხოველზე აკრძალულია ნადირობამეთქი კანონიერად და ტუარზეც აკრძალულია , მელაზეც და ყველა ცხოველზეც, მეტი როგორღა გითხრა?!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
chuuuuდრო: შაბათი, 28.07.2012, 16:54:05 | შეტყობინება # 273
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენ საერთოდ ნადირობ ძმაა?
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 01:57:01 | შეტყობინება # 274
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
განცხადება დოკუმენტის (ლიცენზიის) მისაღებად:
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 78. განცხადების შინაარსი
1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) მოთხოვნას;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

გარეული ღორის მოკვლაზე, ერთ ინდივიდზე, საფასურია 200 ლარი. ნადირობის ვადაა 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე. მოპოვების ქვოტა - 189 ცალი.

დამატებულია (29.07.2012, 00:57:01)
---------------------------------------------
ერთმანეთს პატივი ვცეთ და დავაფასოდ, არცერთი არავართ იდეალურები მეგობრებო.


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - კვირა, 29.07.2012, 04:34:09
 
alekoდრო: კვირა, 29.07.2012, 02:24:50 | შეტყობინება # 275
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ზურა333)
გარეული ღორის მოკვლაზე, ერთ ინდივიდზე, საფასურია 200 ლარი. ნადირობის ვადაა 1 ოქტომბრიდან - 2 თებერვლამდე. მოპოვების ქვოტა - 189 ცალი.


"ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო"-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე. 1 თვე ცდომილებაა. 23
ეგ 200 ლარი სად წერია? იქ არ არის ნახსენები ფასები, კერძო მეურნეობის ფასი ხომარაა?
შემდეგ გაირკვა რომ ასე მარტივად არაა საქმე. აი წაიკითხეთ, განსაკუთრებით "ბერგის" პოსტები 167 , სულ რაღაც 3 გვერდია
http://www.bazieri.ge/forum/45-263-2
ასე, რომ ღორზე რომ მიხვიდე ლიცენზიის ასაღებად არ მოგცემენ ამ ეტაპზე...


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 29.07.2012, 02:34:06
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 02:52:46 | შეტყობინება # 276
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ცვლილება შევიდა კანონში და ბოლო ვერსიით ასეა. ახლა არ მოქცემენ და დადგენილ ვადებში უნდა მოგცენ.
 
alekoდრო: კვირა, 29.07.2012, 02:56:52 | შეტყობინება # 277
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, მაშინ რადგან ღორის ფასი იცით, შესაბამისად სხვებისაც ცნობილია და იქნებ "ახალი ამბები"-ში დაამატოთ სტატია ამის თაობაზე, არც ფასებია სადმე მითითებული და საინტერესო იქნება, როგორც თევზაობის განყოფილებაში გააკეთეთ...
აუცილებლად მივალ და ვნახოთ რა იქნება...


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 29.07.2012, 02:58:07
 
bendeksiდრო: კვირა, 29.07.2012, 03:06:45 | შეტყობინება # 278
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333,
ზურა თუ შეიძლება წყარო მიუთითე...


ნიკა რაზმაძე
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 03:24:33 | შეტყობინება # 279
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.icmm.ge/ka/site/news/677/2

http://khirimi.ucoz.com/news....-13-315
ეს ფასები ჩვენ საიტზეც იყო და ვერ მივაგენი


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - კვირა, 29.07.2012, 03:31:46
 
bendeksiდრო: კვირა, 29.07.2012, 03:35:20 | შეტყობინება # 280
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333,
ზურა თარიღს დააკვირდი?
ან ვიღაც ქეთი გიგოლაშვილის მინი სტატია გამოდგება დასაყრდნობ წყაროდ? როცა არ აქვს მითითებული სამინისტროს მიერ დამტკიცებული ოფიციალური წყარო?

დამატებულია (29.07.2012, 02:35:20)
---------------------------------------------
ცვლილება როგორ შევიდა კანონში, როცა თვითონ ეს სტატიაა დაწერილი 2012.02.01 -ში? აბდაუბდა შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ... 23 23


ნიკა რაზმაძე
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 03:43:22 | შეტყობინება # 281
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, აბა როდის უნდა შესულიყო ცვლილება 2 თებერვლის შემდეგ? სიტყვიერი ინფორმაციაც მქონდა იმ პერიოდში, რომ ზოგიერთ სახეობაზე იზრდებოდა სანადირო ვადები, მად შორის გადამფრენ მფრინველებზე. არ მგონია ეს სტატია სიმართლესმოკლებული. თუ მოვიძიე დავდებ სხვა წყაროს.
 
bendeksiდრო: კვირა, 29.07.2012, 03:52:54 | შეტყობინება # 282
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, საერთოდ ამ ლიცენზიებთან დაკავშირებით ბრძანება 27 დეკემბერს გამოვიდა... ერთ თვეში უკვე ცვლილება შეიტანეს ვითომ ? რაღაც არ მგონია...
რავიცი რავიცი... თუმცა ჩემ "არმგონია"-ზე ხო ვერ იქნება... რახან ხალხი კითხულობს და აქ დადებული ინფორმაციის იმედზეა, უფლება არ გვაქვს დაუზუსტებელი ინფო შევთავაზოთ... შეიძლება სრული სიმართლეც წერია, მაგრამ დადასტურებას მოითხოვს...
ისე კი საერთოდ ეს საკითხი რაღაც დაუხვეწავად მეჩვენება, ყველაფერი ბუნდოვანია და გაურკვეველი, ყოველშემთხვევაში ჩემთვის...


ნიკა რაზმაძე
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 04:15:01 | შეტყობინება # 283
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ რათქმაუნდა ოფიციალური წყაროდან უნდა იხელმძღვანელო, მაგრამ ზოგჯერ გვიან იდება ცვლილებები შესაბამის საიტზე ინტერნეტში, ან სულ არ იდება. ამიტომ სხვადასხვა წყაროებიდან და საიტებიდან ვიგებთ ინფორმაციებს. გეთანხმები, რომ ცოტა ბუნდოვანია.

დამატებულია (29.07.2012, 03:15:01)
---------------------------------------------
http://www.menr.gov.ge/News/2192 აგერ ყოფილა ოფიციალურ წყაროში.
ჩვენი გიას კომენტარებიც ვნახე )

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №276
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული
დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:
ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:
ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;
გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე
(გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა,
ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი
იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:
ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;
გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;
ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;
ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;
ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;
ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;
რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;
ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;
ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;
ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;
ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური


შეტყობინება დაამუშავა ზურა333 - კვირა, 29.07.2012, 04:23:17
 
bendeksiდრო: კვირა, 29.07.2012, 04:21:24 | შეტყობინება # 284
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, შე კაცო მაგ ბრძანებაზე ვთქვი მე ზუსტად 27 დეკემბერს გამოვიდათქო... შენც იგივეს თუ გულისხმობდი ვერ თქვი? ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ ჯერობით ლიცენზიების საქმე გასარკვევია ანუ არ არსებობს... ხო და ამიტომ ითვლება ისევ აკრძალულად... მოკლედ ბექას აქვს ახსნილი სადღაც კარგად აღარ მახსოვს რომელ თემაში...

დამატებულია (29.07.2012, 03:20:21)
---------------------------------------------
ესა საქვეყნოდ ცნობილი ამბავია უკვე... მე მეგონა რამე ახალი ცვლილება მოხდა და იმას ამბობდი...

დამატებულია (29.07.2012, 03:21:24)
---------------------------------------------
ანუ ნებაა დართული ლიცენზიით, მაგრამ ლიცენზიები არ არსებობს, ხო და ეს იცი როგორი რამეა?
დამა დას ტრუსიკი ათხოვა და ტრაკი არ ჩაყო შიგაო თან დააბარა 069 069 069 ნება მოგვცეს მაგრამ უფლება არა 069


ნიკა რაზმაძე
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 04:33:20 | შეტყობინება # 285
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, ბრძანება კია იგივე, მაგრამ თავიდან ღორზე და ზოგ სხავაზე 1 იანვრამდე ეწერა, ბრძანებაში ცვლილების შემდეგ 1 თებერვლამდე გაგრძელდა. ეს საუბარი მოყვა ალეკოს კითხვას, ცდომილება გაქვს თარიღში, რომ 1 თებერვალი გიწერიაო, მომიწია დამტკიცება 23
 
bendeksiდრო: კვირა, 29.07.2012, 04:37:14 | შეტყობინება # 286
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, აა მე მაპატიეთ მაშინ... მე ზემოთ ღორზე ნადირობის ნებადართულობას ვკითხულობდი და იმაზე ჩაგერთეთ...

ნიკა რაზმაძე
 
alekoდრო: კვირა, 29.07.2012, 04:39:21 | შეტყობინება # 287
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, რამეში მადანაშაულებთ?? ანუ რადგან ჩემს კითხვას მოყვა "ეს ყველაფერი" , მე ვარ დამნასავე?. ჯერ ერთი ჩემი პასუხი თუ კითხვა chuuuu, -ს პოსტს მოყვა, მეორე მე თქვენ გითხარით რაიმე ცდომილება გაქვთ მეთქი? ზოგადად აღვნიშნე რომ 1 თვე განსხვავება იყო, ხომ ასეა??
გაირკვევა ყველაფერი, ამა წლის ოქტომბერში, როცა ჩემი ფეხიტ მივალ ღორზე ნადირობის ლიცენზიის ასაღებად 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ზურა333დრო: კვირა, 29.07.2012, 04:54:16 | შეტყობინება # 288
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, საპატიებელი რა გაქვს შეკაცო, ძმები ვართ 39

დამატებულია (29.07.2012, 03:54:16)
---------------------------------------------
aleko, ღმერთმა მოგცეს მაგის საშუალება და გენადიროს შენს გემოზე! აბა კარგად ძმებო 39

 
alekoდრო: კვირა, 29.07.2012, 04:56:34 | შეტყობინება # 289
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, კარგად მენახეთ ზურა ბატონო, იმას მაინც ფაქტობრივად გავიგებ რა როგორ ხდება... 23_30_126

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
fshaveloდრო: კვირა, 29.07.2012, 12:44:09 | შეტყობინება # 290
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამა წლის ოქტომბერში რომ მიხვალ ლიცენზიის ასაღებად გაიკვირვებენ და გკითხავენ შურდულით ხომ არ მიდიხარ შე კაი კაცო სანადიროდო?!

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
alekoდრო: კვირა, 29.07.2012, 18:01:52 | შეტყობინება # 291
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, რას მელაპარაკები?? 17 მივაგზავნი 18 წელს გადაცილებულ მონადირეს და გვერდზე ვიდგები მეც. 48

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
valikoდრო: ორშაბათი, 30.07.2012, 13:55:36 | შეტყობინება # 292
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 11
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო, 3 წლის წინ თრიალეთის ქედზე ფრინველზე ვნადირობდი, ტყე მთავრდებოდა და ალპური მდელო იწყებოდაა სწორედ მდელოს მივყვებოდი ჩემ წინ სეტერი ეძებდა გნოლებს თოფში 5 ნომერისაფანტი მეტენა, დაბლა ტყეს სხვა მოყვებოდა ისიც ფრინველს ეძებდა უცებ გახშირებული ხვნეშის და ხმაურის ხმა მომესმა და ჩემს წინ მდელოზე 20 მეტრში 3 ტახი ამოვიდა ტყიდან, ტყვიების შეცვლაა მოვასწარი და დაახლოებით 60 მეტრში ვესროლე პირველი ტყვია 1 ღორი ადგილზე გაჩერდა გაჩერებულს 2 ვეროლე და მდელოზე დაგორდა სანამ ტყვიებს შევცვლიდი მომაკვდავ ტახს ჩემი საბრალო სეტერი ლალა მივარდა, სამწუხარაოდ ტახმა გაფატრა ადგილზე მოკლა ძაღლი, იმ ტახს კიდევ 1 ვეროლე 10 მეტრიდან თავში . . . . . . . . . . . . . . . . ჩემი პირველი შეხვედრა ტახთან ნადირის ............. და სამწუხაროდ საყვარელი ძაღლის დაკარგვით დამთავრდა.
 
zaza1982დრო: ორშაბათი, 30.07.2012, 14:04:26 | შეტყობინება # 293
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი საყურებელი იქნებოდა ეგ ნადირობა
 
chuuuuდრო: ორშაბათი, 30.07.2012, 15:31:56 | შეტყობინება # 294
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლს რო გიკლავს მაგაზე საზიზგარი საყურებელი არაფერია............. არც მასეტი ტახი მინდა და არც არაფერი
 
bacho1987დრო: პარასკევი, 03.08.2012, 00:23:38 | შეტყობინება # 295
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chuuuu, ნადირობა სიამოოვებააა და თუ ნადირობა უბედურებად იქცა რათ გვინდა ეგეთი ნადირობა ან საერთოდ რამე შენ ოთხფეხა მეგობარს თუ გიკლავენ...
 
avtandilდრო: პარასკევი, 03.08.2012, 20:42:31 | შეტყობინება # 296
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bacho1987, მართალს ამბობ ძმაო 166

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
ringoდრო: შაბათი, 04.08.2012, 00:48:17 | შეტყობინება # 297
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტახზე ნადირობა კარგია მაგრამ მასეთი ფაქტი ზან ცუდია მეგობარო, .

@@@@@
 
bacho1987დრო: ორშაბათი, 06.08.2012, 03:58:08 | შეტყობინება # 298
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, ძააან ცუდი ...დაზგვეული არანაირად ხარ გაშვებულ ძაღლს რა ჭკუის ნადირი შეხვდება და რამოხდება უბრალოდ ეგარი რააა....მაქსიმალური სიფთხილეა მაინც საჭირო რო რამენაირად ავაცილოთ საფთხე ჩვენ 4ფეხა მეგობეეებს.
 
qvl100დრო: ოთხშაბათი, 22.08.2012, 11:17:25 | შეტყობინება # 299
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. ტახზე ნადირობა დაშვებულია?

123456789
 
sabjekდრო: პარასკევი, 19.10.2012, 23:09:27 | შეტყობინება # 300
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღორი, როგორც წესი, იოლად განიცდის ადაპტაციას გარემო პირობებთან. ამასთან, ეს ცხოველი საკმაოდ ჭკვიანია და ამ თვისებების გამო ველურ ბუნებასაც ადვილად ერწყმის. ყველასათვის ცნობილია, რომ ღორი იკვებება აბსოლუტურად ყველაფრით: როგორც ხორცით (ლეში), ასევე მცენარეული საკვებით. მას არ გააჩნია საოფლე ჯირკვლები, რის გამოც ხშირად ვხვდებით წყლის სიახლოვეს. გარეული ღორი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

„ევროპელი“ გარეული ღორის ზომა ბევრად აღემატება „ამერიკელი“ ღორისას. შინაური ღორისაგან განსხვავებით, გარეული უფრო სწრაფია და ნაკლებად მსუქანი. მას კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა. სქელი ჯაგარი იცავს მის შინაგან ორგანოებს. საშუალო აღნაგობის ზრდასრული ტახის წონა 150 კგ აღწევს, ხოლო ძუს წონა - 110 კგ, თუმცა მონადირეთა ნადავლი უფრო ხშირად მოზარდი და ტანმორჩილი ღორი ხდება. ღორის მაქსიმალური წონა 200 კგ ფარგლებშიც კი მერყეობს.

გარეული ღორი გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნისას ძალიან სახიფათოა: მას შეუძლია თავს დაესხას ადამიანს, მაგრამ თუ მის პროვოცირებას არ მოვახდენთ, ის არ გამოხატავს აგრესიას. გამოცდილი მონადირეები ამბობენ, რომ ღორს ძალუძს წამებში დაფლითოს ადამიანი. ის შეიძლება იყოს შთამბეჭდავი ზომების, მისი ეშვის სიგრძე 12 სმ აღწევს.

წონისა და ქცევის წესების წინასწარი განჭვრეტის შეუძლებლობის გამო, ძნელდება შესაბამისი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შერჩევა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი წონის ვაზნა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ღორს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოში. არ არის აუცილებელი გასროლა იყოს იდეალური, მთავარია ის იყოს სასიკვდილო.

ვაზნების შერჩევისას გასათვალისწინებელია ამა თუ იმ ნადირის სიცოცხლისუნარიანობა და მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება გასროლის მომენტში. გამოცდილება უჩვენებს, რომ უფრო იოლია მოდუნებული და მშვიდი ნადირის მოკვლა, ვიდრე იმ ნადირისა, რომელიც გააფთრებით იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია.

გასროლა უკეთესია, როდესაც ნადირი არ არის აფორიაქებული და ადრენალინი არ არის ავარდნილი მაღლა.

ღორზე სანადიროდ ვაზნები შერჩევა ცალკე სასაუბრო თემაა და სასურველი იქნება ყველამ გაგვიზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილებ
ა.


დამატებულია (19.10.2012, 22:07:52)
---------------------------------------------
ღორზე ნადირობა პოპულარული და საინტერესოა, რადგანაც ის მოითხოვს სიმამაცის გამოვლენას. ნადირობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ განსაკუთრებით]ხშირად გამოიყენება სატყუარათი და კვალზე დევნის მეთოდები.

ღორზე ძაღლებით ნადირობა 2 კატეგორიად იყოფა. პირველი ეს არის: ძაღლების მეშვეობით ღორის ჩიხში მომწყვდევა და დაჭერა, როდესაც ძაღლები შესაბამისად არიან გაწრთვნილი. ამ შემთხვევაში ძაღლები გრძნობენ ნადირს და იწყებენ ყეფას, რაც მონადირეს მიანიშნებს ნადირის აღმოჩენაზე. მომწყვდეულ ნადირს კლავს მონადირე.

მეორე მეთოდია კვალზე დევნა. ძაღლები მიყვებიან ღორის ნაკვალევს. ამ ძაღლებს გააჩნიათ ბასრი კბილები, რომელთა დახმარებითაც ისინი აკავებენ ნადირს მონადირის მოახლოებამდე.

საუკეთესო ვარიანტია ამ ორივე მეთოდის შერწყმა: ძაღლების ნაწილი იმწყვდევს ღორს, მეორე ნაწილი კი მიყვება კვალზე.
ღორზე ძაღლებით ნადირობა ეფექტურია და დღითი დღე იძენს უფრო დიდ პოპულარობას.

ზოგიერთი რჩევა:
1. ღორი ყნოსვის მაღალი უნარის საშუალებით მალევე აღმოაჩენს მონადირეს, ამიტომ უნდა ამოვეფაროთ ბუჩქნარს ან ხეებს, რათა ღორმა ვერ შეამჩნიოს ადამიანის სილუეტი, ამასთან აუცილებელია დავდგეთ ქარის საწინააღმდეგოდ;

2. მონადირომ არ უნდა იმოძრაოს იმ ბილიკებზე, რომელზეც შესაძლებელია გაიაროს ღორმა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მონადირეს აცვია სპეცფეხსაცმელი, ღორი მაინც აღიქვამს მცირეოდენ სუნსაც კი;

3. მონადირემ წინადღით უნდა დაათვალიროს სანადირო ადგილები - ღორი ეწევა მომთაბარეობას და ხშირად იცვლის ადგილს;

4. ნადირობა უნდა ვაწარმოოთ წყლიან ადგილებში;

5. მონადირეს უნდა შეეძლოს შესაბამისი ნიშნების „წაკითხვა“: ნაკვალევის ამოცნობა, ღორის ხეზე ხახუნის მიხედვით მისი სიმაღლის დადგენა და ა.შ.;

6. მონადირე უნდა იყოს მზად პირველი გასროლის გაცუდების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს ჩასაფრების ადგილი და არ დაკარგოს თვალთახედვიდან ნადირი;

7. დამიზნება უნდა მოხდეს მხრის ნაწილში;

8. ძაღლების ყოლა სასურველია, რადგანაც ჭრილობას ღორი იოლად იშუშებს და მან შეიძლება არ დატოვოს სისხლიანი კვალი;

9. მონადირე უნდა ელოდოს ღორის 2 ტიპს: აგრესიულს და ფრთხილს. აგრესიულის წონა 100 კგ მეტი იქნება და მისი მოპოვება უფრო რთულია, ფრთხილი ღორის მოძებნა და მომწყვდევა უფრო იოლი და რეალური
ა. [/[/size]b]

დამატებულია (19.10.2012, 22:09:27)
---------------------------------------------
როგორ გამოვიცნოთ გარეული ღორის საშუალო ასაკი

ყველაზე იოლია გამოვყოთ 2 ჯგუფი: გოჭი და მოზრდილი. ამას გამოუცდელი მონადირეც ადვილად მოახერხებს. უფრო რთულია გავარჩიოთ ე.წ. ბურვაკი (სიცოცხლის მეორე წელიწადში მყოფნი), რომელიც შეიძლება აგვერიოს ნამდვილ ღორში.

გოჭები (სიცოცხლის პირველი წელი) გამოირჩევიან პატარა ზომებით, უფრო ღია ფერის არიან და გრძელ ფეხებზე დგანან. ბურვაკებს უვითარდებად სხეული, იზრდებიან, ეზრდებათ ჯაგარი ზურგზე. ღორები ბურვაკებზე უფრო მასიურები არიან, ზურგის ჯაგარი უფრო მაღალია, ეშვების სიგრძე 10სმ-ს აღწევს (ნეზვს უფრო ნაკლები აქვს). ქვედა ეშვები მიმართულია მაღლა, სიცოცხლის მე-4, მე-5 წლებში უჩნდებათ კეხი (კუზი).

შემოდგომა-ზამთრის ნადირობის სეზონისათვის, გოჭებს (7-11 თვე) აქვთ 36 კბილი, მესამე სარძევე იცვლება მუდმივით, პირველი და მეორე მჭრელი კბილები ცვდება. ბურვაკებს (18-23 თვე) აქვთ 40 კბილი. სარძევე კბილების ცვლა მუდმივ კბილებზე სრულდება. განვითარებას იწყებს მესამე ძირითადი კბილი. ტახის ეშვი აღწევს 40მმ-ს, ნეზვისა მნიშვნელოვნად ნაკლებია. 3 წლის ასაკში კბილების ფორმულა მთლიანად ჩამოყალიბებულია - სულ 44. მჭრელი კბილები ცვდება. 8 წლის და ზევით ასაკის ღორებს კბილები ემტვრევათ და ცვივათ. ეშვები უვიწროვდებათ. ხშირია მჭრელი კბილების ნაპირების მსხვრევა. კბილები გაცვეთილია ღრძილებამდე.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გარეული ღორის ასაკის მიახლოებით დადგენას შევძლებთ კბილებზე დაკვირვებ
ით.


kakhi

შეტყობინება დაამუშავა sabjek - პარასკევი, 19.10.2012, 23:28:22
 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)ტყის ქათამზე ნად...
  • 5.)პოინტერი
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)KoumeNoda
  • 2.)Opito
  • 3.)CityHandyman
  • 4.)Ciallinall
  • 5.)Subaroid
  • 6.)Iraklisnip
  • 7.)Tura3028
  • 8.)SAMTREDSKI1990
  • 9.)Nodar60
  • 10.)GEO1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика