00:42:46
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
გარეული ღორი (ტახი)
berZulდრო: ოთხშაბათი, 24.10.2012, 01:28:23 | შეტყობინება # 301
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მნიშვნელობა აქვს კანონს რას დაწერენ მთვარია რას აკეთებ შენ,.
საქართველოში არ არის იმ რაოდენობის გარეული ღორი რომ მასზე ინადიროს მონადირემ (და არა მარტო მონადირემ)

დამატებულია (24.10.2012, 00:28:23)
---------------------------------------------
კარგად იციან იმათ, ვინც ტყეებში უწევს ხშირი სიარული(სანადიროდ,) წლები ისე გადის ვერ ნახულობენ და გაიკითხეთ ნაცნონენში და ისინი უკეთესად აგიხსნიან რა რაოდეობიტ არის


ლევან ბერძული
 
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 29.10.2012, 23:29:06 | შეტყობინება # 302
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღორს ნაირგვარ სახელს უწოდებენ. მაგალითად მამალ ღორს ქვია ტახი, ეშვი, დედალს - ნეზვი, ქუბი, ნორჩ ნაშიერს გოჭი, ცოტა უფრო მოზრდილს, ბურვაკი, ნაზარდა, თელი, სასუქად შენახულს - კერატი, კვრეტი, ქოსმენი. ღორს აქვს ზოგიერთი მოფერებითი სახელიც.

გარეული ღორის საშუალო ზომის ჩლიქოსანი ცხოველია. იგი შინაური ღორის უშუალო წინაპარია. მისთჳის დამახასიათებელი მკვრივკუნთოვანი სხეული, რმელიც შემდგარია მძლავრსა და შედარებით დაბალ ფეხებზე. კისერი მოკლე და ძლიერ გამსხვლიბეული აქვს. ამის გამოა, რომ მას თავის მობრუნება არ შეუძლია. თავი წაგრძელებული აქვს და ქმნის დინგს, რომელიც ხრტილოვანი წარმოაქმნით ნიკველით მთავრდება. გარეული ღორის სხეულის საერთო სიგრძე 160-205 სმ-ია, აქედან კუდი 20-30 სმ სიგრძისა აქვს. სიმაღლე მინდაოში 80-120 სანტიმეტრამდე აღწევს. წონა საშუალოდ 100-დან 250 კილოგრამამდეა, თუმცა აღრიცხულია ეგზემპლარები, რომელთა წონა 270-400 კილოგრამი იყო. ნეზვი ზომა წონით ტახს ნამდვილად ჩამორჩება. გარეულ ღორს, განსაკუთრებით კი ტახს ძლიერ აქვს განვითარებული ეშვები, რომლებიც მისი თავდაცვის ძირითადი იარაღია. ეშვები ღორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და შესაბამისად უცვდება.



მეტწილად გარეული ღორი ერთგვაროვანი შეფერილობისაა - მოშავო, შავი, მურა - მოშავო, მურა - მორუხო. ფერი სეზონურად მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მნიშვნელოვნად არის გავრცელებული, თუმცა განუკითხავი ბრაკონიერების შედეგად, ბევრ ადგილას აღარ გვხვდება. ისტორიულად მრავლად იყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების სავარგულებში... მოიპოვება აფხაზეთში, მცირე რაოდენობით გურია-აჭარის ქედს ტყეებში. ძველ მკვლევართა გადმოცემითბათუმის მისადევრებსა და მის მახლობელ მთებში, რომლებიც უდრიან ტყით ყოფილან დაფარული, დიდი რაოდენობით გარეული ღორი მოიპოვებოდა. სამწუხაროდ დღეს ამას ვეღარ ვიტყვით. ეს ნადირი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე, გარდაბნის მახლობელ მტკვრისპირა ჭალებში, მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში. რამდენიმე ეგზემპლარი შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აქა-ია არაგვის ხეობაშჲ, აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გარეული ღორი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ უკრაინაშჲ, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში, მცირე, წინა და შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში, ამურის მხარეში, ჩრდილო აფრიკაში.

ვერტიკალურად ვრცელდება 2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. არეალის ზოგ ადგილას 4000 მეტრამდეც აღწევს.

გარეული ღორის ტიპობრივი საბინადროებია: ტყეები, ჭალები, ბუჩქნარები, მაყვლის ბარდები, ჩალიანები. საერთოდ იგი ეტანება მაყვალსა და გაუვალ სავარგულებს. აღსანიშნავია რომ ასეთ ადგილებში თავშესაფრებული ღორების დაფრთხობა და ღია ადგილას გამოყვანა, თუნდაც დაგეშილი ძაღლებითა და თოფის სროლით, არც ისე ადვილი საქმეა. ზოგჯერ კოლტი ისეთ სიმაგრეში წევს, რომ მათი იქიდან გამოდევნა საერთოდ შეუძლებელია. ხმაური, ყვირილი ასეთ შემთხვევაში ამაოა. სიმაგრის გარდა გარეული ღორისათვის აუცილებელი საარსებო პირობაა წყლის სიახლოვე. ამიტომ იგი ძირითადად ჭაობიან ადგილებსა და წყალსატევების მახლობლად ბინავდება.


გარეული ღორი კოლტების სახით ცხოვრობს, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე ნეზვი, თავიანთი ნაშიერებითურთ. კოლტებში ინდივიდთა რაოდენობა აღწევს აღწევს 15-დან 20-მდე, თუმცა ლიტერატურაში ცნობილია ისეთი კოლტებიც, რომლებშჲც ასამდე ღორი ყოფილა. ტახი ჩვეულებრივ განმარტოებულად ბინადრობს და ნეზვებთან მხოლოდ ხურაობის პერიოდში გაერევიან ხოლმე. ამ დროს ერთ ტახთან 3 - 4 ნესვი იყრის ხოლმე თავს.

ღორი ყველაფრისმჭამელი ცხოველია. იკვებება როგორც მცენარეულობით ისევე ცხოველებით. ჭამს მცენარეთა ნაყოფებს, ხილს, კენკრას, რკოს, წიწიბოს, წაბლს, თხილს, კაკალს, აგრეთვე მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებსა და სხვა უხერხემლო ცხოველებს, ზოგჯერ მიწაზე მჯდომ ფრინველებს, მათ კვერცხებსა და მართვეებს, თაგვისებურ მღრღნელებს, კურდღლის ბაჭიებს.

მრავლდება წელიწადში ერთხელ. ხურაობა ნოემბერ იანვარში მიმდინარეობს. მაკეობა 114-დან 140 დგემდე გრძელდება. 2-10 გოჭს იშვიათად მეტს. დაზუსტებულია რომ ახალგაზრდა ნეზვები შედარებით მცირე რაოდენობით ნამატს იძლევიან. ვიდრე ხანდაზმულები. გოჭს სიცოცხლის პირველ თვეებშჲ სხეულზე გასწვრივი ნათელი ზოლები ემჩნევა. რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება. ახალშობილი გოჭები პირველი 7-8 დღის განმავლობაში, სანამ რამდენადმე მოღონიერდებიან და მარჯვედ სიარულს შეძლებენ ბუნაგში რჩებიან. გოჭები სწრაფად იზრდებიან. 8-9 თვის ბურვაკის წონა 50 კილოგრამამდე აღწევს. ტახი სქესობრივად 15-18 თვის ასაკში მწიფდება, ხოლო სრულ ზრდას 4 წლისთავზე ასრულებს. ნეზვი სქესობრივად რამდენადმე უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ტახი.

ბუნებრივი მტრები გარეულ ღორს, შეიძლება ითქვას თითქმის არ ჰყავს. საქართველოს ფარგლებში ნორჩ გოჭებს, ზოგჯერ ბურვაკებსა და დაავადებულ ნეზვებს თავს ესხმის მგელი და ფოცხვერი, ხოლო წარსულში ჯიქიც. განმარტოებით მცხოვრებ ტახზე თავდასხმას ვერ ბედავს არამარტო მგელი და ფოცხვერი , არამედ დათვიც.

საყურადღებოა! რომ გარეული ღორი ანადგურებს მრავალ მწერსა და მატლს, რითაც სახალხო მეურნეობისთვის სარგებლობა მოაქვს. მაგალითად ცნობილია რომ მაისი ხოჭოს რაოდენობას 30-40 პროცენტით ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი სხვა სახეობის მავნე მწერების შესახებაც. აღსანიშნავია ისიც რომ გარეული ღორი ჩიჩქნის ნიადაგს და ამით ერთგვარად ხელს უწყობს მცენარეთა თესვასა და აღდგენას.

მას სოფლის მეურნეობისთვის ერთგვარი ზიანიც მოაქვს მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების დაზიანებით. რიგ ადგილებში ანადგურებს ხემცენარეთა ამონაყარს და ნერგებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეული ღორის მიერ მოტანილი სარგებლობა აჭარბებს მის მიერ მიყენებულ ზიანს.

და ბოლოს, საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს თვალსაჩინო ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. ამჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობაში, რის შედეგადაც მისმა რაოდენობამ ბევრგან შესამჩნევად იმატა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butiliდრო: ოთხშაბათი, 30.01.2013, 23:39:12 | შეტყობინება # 303
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 132
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღორები ადრე ბლომატ ყოფილა Hვენსას მარა ბრაკონიერებს გოუნადგურებიატ ისე რო იყოს კაი კია

kola
 
akson777დრო: ორშაბათი, 03.06.2013, 23:07:06 | შეტყობინება # 304
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სასურველია ღორს ამ არეალში ვესროლოთ


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
mishoდრო: ოთხშაბათი, 07.08.2013, 16:25:02 | შეტყობინება # 305
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარია ტახზე ნადირობა 166 166
 
ilo_bukiaდრო: სამშაბათი, 28.10.2014, 14:17:43 | შეტყობინება # 306
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბიჭებო,თეთრ წყაროდან დამირეკეს 2 დგის წინ, ჩემი ახლობლის ძაღლი მისი პატრონის თვალწინ გარეული ღორების კოლტს დაუმტვრევია,ნეკნებში არისო გადამტვრეული დაახლოებით 9-10 ტახი იქნებოდაო,შეგახსენებთ ეს ძახლი აზიური ნაგაზი იყო ,ლეკვი, აბა თქვენ იცით ვინმე წასვლას თუ დააპირებთ დამიკავშირდით.იქ დარჩენა და კარგი პურ მარილი ჩემზე იყოს 39

იარაღის ხელში ჭერა მონადირეობას არ ნიშნავს !
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 28.10.2014, 16:57:11 | შეტყობინება # 307
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ilo_bukia, 9-10 ტახი ერთად არ დადის,ეხა მითუმეტეს,ნოემბრის ნახევრისკენ შეჯვარების სეზონი ეწყებათ და დიდი ტახები,კოლტთან შორიახლოს დაძრწიან.
ოღონდ არა მაგ რაოდენობით(2-3 კიდე შეიძლება ოღონდ წვრილები)


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
ilo_bukiaდრო: სამშაბათი, 28.10.2014, 17:37:46 | შეტყობინება # 308
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, რავი მე დამირეკეს და ეგრე მითხრეს ზუსტად,თან მამაოა ვინც დამირეკა და არამგონია მოეტყუებინა,არვიცი უბრალოდ რაც მითხრეს ის ვთქვი მე ჯერ 2 თვეა ვნადირობ და არვარ გამოცდილი მონადირე 25

იარაღის ხელში ჭერა მონადირეობას არ ნიშნავს !
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 18.11.2014, 17:35:14 | შეტყობინება # 309
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (18.11.2014, 16:35:14)
---------------------------------------------


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - სამშაბათი, 18.11.2014, 17:34:49
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 00:00:04 | შეტყობინება # 310
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე ნადირზე სროლა, უნდა გაატარო და გვერდიდან ესროლო.
 
stoeger1დრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 00:48:13 | შეტყობინება # 311
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წინიდან არასდროს არ უდნა დაუდგეე ცხოველს , ყოველთვის გვერდიდან უნდა ესროლო მე როგორც ვიცი და ბეჭის არეში
 
giiiiviდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 01:40:58 | შეტყობინება # 312
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, 305 პოსტზე აქსონას დადებულ სურათზე კარგათ არი ნაჩვენები რომელ ადგილზე უნდა ესროლო, გამოკვეთილთ ჩანს გულის და ფილტვის არეალი, მაგ ადგილზე სროლით შეაჩერებ ნადირს, აუცილებელი არ არი გულში გაარტყა ფილტვში ტყვიის გავლისას აუცილებლათ გაჩერდება მაგრამ კვალს უნდა მიყოლა სად დაეცემა
 
revaziiდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:27:43 | შეტყობინება # 313
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვანის მთებში კლავენ მაგრად ტახებს.და არჩვებსაც

yfuifuf
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:40:17 | შეტყობინება # 314
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე არ იყო დიდი ღორი რო დაედო კარგად ლაბავოი ამოატრიალებდა მაგ ტახს ისეთს რო ცოტა არ მოეჩვენებოდა



Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ოთხშაბათი, 19.11.2014, 16:40:32
 
ქორადრო: ხუთშაბათი, 29.01.2015, 23:27:36 | შეტყობინება # 315
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ კითხვა იყო რა ტყვიას ხმარობენ ღორზეო პასუხი კი კარგად ცნობილი კარტიჩი და ჟაკანი მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ კარტიჩს თითქმის შედეგი არ მოაქ მარტო პატარა ღორებზეა ეფექტური ტახზე კარგად მოხვედრილი ჟაკანი კი უტყუარია

დამატებულია (29.01.2015, 22:27:36)
---------------------------------------------
ბორჯომში გუჯარეთის ხეობაში ღორი მრავლად შემოდის ძამას ხეობიდან შველი კი სულ გაქრა შხვაგან არ ვიცი მაგრამ შველს აქ მაგარი დარხეული აქ

 
akson777დრო: პარასკევი, 30.01.2015, 00:17:56 | შეტყობინება # 316
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქორა, კი ჟაკანი ჯობია რა თქმა უნდა. კარტეჩი ცუდი არაა მაგრამ მაქსიმუმ 30-35 მეტრშია ეფექტური, დიდი ზომის ღორის შემთხვევაში კი საერთოდ 15-20 მეტრის ფარგლებშია საიმედო კარტეჩი. მოკლედ ჟაკანი ჯობია რა ერთი სიტყვით, ქვეყნების უმრავლესობაში სარეკით ნადირობაში კარტეჩის გამოყენება აკრძალულია მარტო იმიტომ კიარა რომ კარტეჩი უფრო ნაკებად საიმედოა და დაჭრილად წასული ცხოველების რიცხვი ბევრია. კიდევ მიზეზი ის იყო რომ იყო შემთხვევებიც რომ გამოუცდელმა მონადირემ ღორზე ნასროლი კარტეჩი ღორზე მიდევნებულ მდევარს გაარტყა ისე საზიზღრად და არაპროგნოზირებადად იშლება კარტეჩის მარცვლები .

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
kaxakuxi12დრო: ორშაბათი, 23.02.2015, 22:53:01 | შეტყობინება # 317
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბატ მაგარი იქნება

დამატებულია (23.02.2015, 21:53:01)
---------------------------------------------
10


ddsf
 
jeri20დრო: ოთხშაბათი, 23.09.2015, 15:12:53 | შეტყობინება # 318
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტახზე ნადირობა საქართველოში სად შეილება ტუ იციდ და სადაა ისე რო ცოტა გავინადიროთ?

ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
shalvamagradzeდრო: პარასკევი, 08.01.2016, 14:46:40 | შეტყობინება # 319
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
https://www.youtube.com/watch?v=X3ngRwSkhCk

აი ძმებო სეკაჩი. :) 48 :48: 48 :48:


შეტყობინება დაამუშავა shalvamagradze - პარასკევი, 08.01.2016, 14:47:07
 
Bazookaდრო: პარასკევი, 08.01.2016, 15:55:32 | შეტყობინება # 320
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძამის ხეობაში და ბორჯომისკენაა კაი ტახზე

T.vartasashvili
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 08.01.2016, 18:11:07 | შეტყობინება # 321
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაკრძალი რომ არის ? 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
derezaდრო: შაბათი, 09.01.2016, 18:56:38 | შეტყობინება # 322
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Nაკრძალში რა პირობებია ღორზე სანადიროდ ან რა ღირს ხომ არ იცით?? Kახეთისკენ ვამბობ სადმე

i.maxatadze
 
rezo100დრო: შაბათი, 09.01.2016, 19:52:04 | შეტყობინება # 323
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვანის მტებში მოკლენ გარეული ღორი გუშინწინ,მაგრაი დიდი ყოფილა

kl;j'iolkgklhj
 
dratxaraდრო: შაბათი, 09.01.2016, 21:03:35 | შეტყობინება # 324
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დმანისიაკენ
 
bparcvaniaდრო: სამშაბათი, 12.01.2016, 08:20:07 | შეტყობინება # 325
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
13
 
roba_mavneდრო: ოთხშაბათი, 13.01.2016, 15:52:50 | შეტყობინება # 326
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dereza, 200 ლარი შესვლითი გადასახადი და თითო მოკლულ ტახზე 500 ლარი ეს ივრის ჭალებში ასეა ფსდები

:X
 
muriko6დრო: პარასკევი, 09.02.2018, 10:00:07 | შეტყობინება # 327
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან მაკე ღორებს კლავენ და რაუნდაიყოს:(:(:
 
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)ტყის ქათამზე ნად...
  • 5.)პოინტერი
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Opito
  • 2.)CityHandyman
  • 3.)Ciallinall
  • 4.)Subaroid
  • 5.)Iraklisnip
  • 6.)Tura3028
  • 7.)SAMTREDSKI1990
  • 8.)Nodar60
  • 9.)GEO1
  • 10.)bodiala23

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика