არამგონია რუსების მაგალითი კარგი იყოს. მე უფრო უკრაინელებს ვამჯობინებდი თუ დრატჰაარებზე მიდგა საქმე, რადგან მათ დაისახეს მიზანი შექმნეს კლუბი და ჰეგევალდზე ძალიან დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. დათვზე რომ ყოფილიყო საჭირო მერწმუნეთ გერმანელებს ვერავინ დაასწრებდა ამას. ვისაც როგორ უნდა ისე გაზარდოს თავისი ძაღლი, მე მათთვის ვინც არ იცის დავწერე საგამოცდო წესები და ის ნორმატივი რასაც დრატჰაარი, ნორმალური დრატჰაარი უნდა აბარებდეს. d.kakulia
nemso001, სოროში ნადირობის ნიჭიც და საერთოდ ყველაფერი აქვს იაგდს! ნადირის დევნაში კი მდევრები არიან მაგრები! ასე, რომ რას ერჩი ძამა მაგ დრათჰაარს? აგერ გაგრინსკიმ გადასარევად დაწერა რა მოეთხოვება მაგ ჯიშს სამშობლოში და ჩვენ, საქართველოში რატომ ვცდილობთ მეძებრის ტერიერად ან მდევრად გადაკეთებას?.
5 მინდორში ძაღლი გაყავთ საბელით, მას შემდეგ რაც ექსპერტები დაინახავენ კურდღელს და ის დაახლოებით 100 მეტრს გაირბენს(ძაღლი არ ხედავს ამ ყველაფერს) უშვებენ ძაღლს ის პოულობს ახალ კვალს და მისდევ ამ კვალს არაუმეტეს 600-700 მეტრისა არიან გამონაკლისებიტ, ამ გამოცდაზე ფასდება დრატჰაარის მიერ ხმის მიცემა
ეგ ჩემი გადაღებული არ არის, და მე არადსროს მიუშვებ ჩემს ძაღლს დათვზე, მაგრამ თუ გაქვს როგორ ხდება ლაიკების გამოცდა გაქვს ნანახი? დაბმულ დათვზე ხდება მათი გამოცდა და ესეიგი ეგეც უაზრობაა. მე კამათში არავისთან შევდივარ მაგარმ, აქ როგორც მე ვხედავ მხოლოდ დავითს და კიდე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია აქ რამის გაზიარება იმიტომ რომ მათს ძაღლებს აქვს აღებული საველე და პრაქტიკაში აქვთ გამოცდილება მიღებული. სხვას შეიძლება კარგი ძაღლები ყავს მაგრამ როგორც მე არ აქვს მათ ძაღლებს საველე აღებული, აი როცა აიღებს ჩემი ძაღლი საველეს და ანალოგიურად იმ მფლობელების რომლებიც სხვებს არიგებენ მხოლოდ წაკითხულით, შემდეგ გავუზიაროთ სხვას აზრი. საწყენი მეგონი არაფერია. ასევე რაც შეეხება პირველ მთავარ პრობლემას არ უნდა ხდებოდეს უჯიშო ძაღლების პოპულარიზაცია, მინიმუმ ლეკვს საგვარეულო მაინც უნდა ქონდეს რო მასზე მოხდეს საუბარი ნებისმიერ თემაში. აი მაგას უნდა მიაქციოს საიტის ადმინსტრაციამ ყურადღება. თუ სადმე საიტზე არის უჯიშო (შეიძლება ვინმეს ეწყინოს მაგრამ ჩემთვის ძაღლს თუ მინიმუმ საგვარეულო არ აქვს უჯიშო). ძაღლების განცხადება უნდა წაიშალოს. იმედია ადმინისტრაციას არ ეწყინება ასე ხდება ოჩოპინტრეზე.
დამატებულია (22.04.2016, 13:16:05) --------------------------------------------- კიდევ ვიხდი ბოდიშშ თუ ვინმეს უსაბუთო ძაღლს უჯიშო ვუწოდე და მფლობელს ეწყინა, ძაღლი რომელსაც გაზრდი ყველა არის ოჯახის წევრის და მეგობარი.
დამატებულია (22.04.2016, 13:22:37) --------------------------------------------- პ.ს. ნემსო 001 ერთის ძაღლის არის ჩემი ძაღლის შვილი და არ გეგონოთ ვინმეს მხარეს ვიკავებდე.
დამატებულია (22.04.2016, 13:23:22) --------------------------------------------- დავით ისე მე მაქვს უკრაინულ ფორუმზე ნანახი დრათჰაარის მოკლული მგელი.
პატივცემულო ის რომ ჩემს ძაღლებს საველეები აქვთ არაფერს ნიშნავს, მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი ან თუ ვიდეოგაკვეთილებიდან ვმსჯელობ(ამ შემთხვევაში დრატჰაარებზე) მხოლოდ ისეთი ექსპერტის მოსაზრების გაცნობის შემდეგ რომელსაც ჰეგევალდზე აქვს ნამსაჯი. დრატჰაარმა ბევრი სახეობის ცხოველი შეიძლება მოკლას და გაგუდოს, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ მის სწორ გამოყენებაზე მხოლოდ. მე პირადად აბსოლუტურად არასწორი მგონია 81 წლის წესებში რომ კონტინენტალის და კუნძულელების გამოცდა ერთად ხდება. ასევე არც ის რომ კონტინენტალების გამოცდა არ ხდება თუნდაც წყლიდან აპორტირებაზე, სხვა დისციპლინებზე აღარაფერს ვამბობ. დრატჰაარი იმდენად მაგარი და უნივერსალური ჯიშია ცოდვის საკითხია მხოლოდ მწყერზე ხდებოდეს მისი გამოცდა. d.kakulia
აქ როგორც მე ვხედავ მხოლოდ დავითს და კიდე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია აქ რამის გაზიარება იმიტომ რომ მათს ძაღლებს აქვს აღებული საველე და პრაქტიკაში აქვთ გამოცდილება მიღებული
აქ ყველას აქვს გაზიარების უფლება და არავის არავინ არ შეუზღუდავს.უტაქტოდ წერის უფლება კი არავის არ აქვს,მნიშვნელობა არ აქვს ამას 10 პოსტის ავტორია თუ კოლმეურნეობის თავჯდომარე.დათო იქნება თუ სხვა წევრი თუ რამეს დაწერს,კი არაფერს გვამადლიან.მაგრამ ძაღლის ვიდეოს რომ ატვირთავ სადაც 64 სანტიმეტრიანი დრათჰაარს სოროში ამუშავებს(ნებისმიერი) ამაზე ხალხს ადეკვატური რეაქცია ექნება და ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს.რა დავუწერე თუ ძმა ხარ?მაგ ვიდეოში ვერც წვრილი ნადირზე მუშაობა ვერ დავინახეთქო და ამოსვრილი იყო ძაღლი ექსტერიერიც არ ჩანდათქო.ინტრიგანი და მატყუარები გვეძახა კი წაიკითხავდი.
Quotenugzari ()
კიდევ ვიხდი ბოდიშშ თუ ვინმეს უსაბუთო ძაღლს უჯიშო ვუწოდე და მფლობელს ეწყინა, ძაღლი რომელსაც გაზრდი ყველა არის ოჯახის წევრის და მეგობარი
მანდ საბოდიშო არაფერია,უსაბუთო რადგან არის ის პატრონისთვის არის კონკრეტული ჯიშის წარმომადგენელი,თორე სხვას კი ვერ დაუმტკიცებს მაგას,ზაღლს კი არავინ ულანძღავს ვინმე.ფაქტია უბრალოდ ჯიუტი,ისე საბუთიანი უჯიშოებიც ბევრი მინახავს გამოფენებზეც.
ეგ ჩემი გადაღებული არ არის, და მე არადსროს მიუშვებ ჩემს ძაღლს დათვზე, მაგრამ თუ გაქვს როგორ ხდება ლაიკების გამოცდა გაქვს ნანახი?
კი ვიცით რომ ძაღლებს დაბმულ დათვზე ამუშავებენ,მაგრამ იქ ექსპერტები დათვის მონაცემებთან პარალელში აფასებენ ძაღლებს,თუ დათვი ზის და თათს ილოკავს,მასეთ დათვზე მუშაობაში ძაღლები მაღალი ხარისხის შეფასებას არ მიიღებენ,თუ მიიღეს საერთოდ.მერე კიდევ ჩემო ძმაო ალბათ თავადაც გეცოდინება ლაიკისა და დრათჰარის ამტანობასა,სისწრაფესა თუ გამბედაობაში სხვაობა.თავად ლაიკის ფუნქტიაშიც კი არ შედის ცხოველის დახრჩობა ან დაჭერა,არამედ მხოლოდ მონიშვნა და შეძლებისდაგვარად გაჩერება. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხზე, ზოგს ობიექტური, ზოგსაც სუბიექტური არც ჩემს აზრს მოვახვევ ვინმეს, მაგრამ ნამდვილად ვიცი - ჩემი ძაღლი სოროში რომ შეძვრეს ჩემი ხელით ამოვქოლავ გამოსასვლელს რა უნდა მეძებარს ან მდევარს სოროში ?
დამატებულია (23.04.2016, 11:53:44) --------------------------------------------- სოფლელმა მონადირეებმა დამიწუნეს ძაღლები, დიდები არიან და სოროში ვერ შეეტევიანო , აქ ხომ არ ქვს ვინმეს იგივე მოსაზრება ?
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
სოფლელმა მონადირეებმა დამიწუნეს ძაღლები, დიდები არიან და სოროში ვერ შეეტევიანო , აქ ხომ არ ქვს ვინმეს იგივე მოსაზრება ?
მაი აფერი ძამა ადიდებს თუ მოინდომებს ასე 3 საათი უნდა მაჩვის სოროს ტურისას რომ დაემგავნოს შესასვლელი და ცოტა დიხანია თუ ეყოფა ორი ძაღლი დათვის ბუნაგსაც დაამგავნებს
giohunt1982, ცოტა იუმორი მოსულა, ბოლოსდაბოლოს გურული ვარ ხო კაი მართლაია მაი და რა მაგის პასუხია და ბარემ თემატურ კითხვას მოვაყოლებ, მოკლედ მაინტერესებს დღესდღეობით ვის ყავს საქართველოში ყველაზე კარგი ძუ დრათჰაარი ლეკვის აყვანის ამბავში მაინტერესებს.
ბაქარი, :)) არვიცი ზუსტად მაგრამ შეგიზლია ჩემი დრათხარი მოინახულო ჯერ წლის და 10 თვისააა ეხლა ბათუმში გამომყავს გამოფენაზე წესით 2 3 თვეში უნდა ამუვდეს მესამეჯერ და ალბათ დავრთავ.
ჩემს გარშემო ყველამ მოიშორა ძაღლი, რა გითხრა აბა... საველეზე და გამოფენებზე გამოჩნდება იმედია გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ბაქარი, ჩემი ძუ რა შუაშია კაძახო? ყველაზე კარგი ძუ საქართველოშიო აი კითხვაა საოცარი! არის კარგი ძუ და არის ძალიან კარგიც, მაგრამ ყველაზე კარგი, ასეთი ტიტულით ძაღლი არ მსმენია მე! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
კიდევ ერთი ინფორმაცია დრატჰაარის მოყვარულებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც საზღვარგარეთიდან შემოყავს ძაღლი და ვერ იგებს რას ნიშნავს ინიციალები რაც საგვარეულო ნუსხაში არის მოცემული :
HEGEWALD-ეს ნიშნავს ყველაზე დიდ და პრესტიჟულ შეჯიბრს დრატჰაარებისთვის გერმანიაში, იქ სადაც წერია ჰეგევალდი ასევე ეწერება ვთქვათ - 235-რაც ნიშნავს რომ ამდენი ძაღლი ირებდა მონაწილეობას და შემდეგ ეწერება კიდევ ერთი ციფრი ვთქვათ 16-რაც ნიშნავს ადგილს რომელიც ძაღლმა დაიკავა. მანდვე იწერება- sg(10)/v(12)-ეს ნიშნავს შეფასებას ექსტერიერი-ბეწვი, სიმაღლე(66)/სიგრძე(67)см.
VGP -გამოცდა ძაღლის მრავალმხრივობაზე
Btr-გაიარა შემოწმება აპორტირების საიმედოობაზე
SJ - DD-გამოცდა გარეულ ღორზე
HD-OCD-Wb-frei -არ აქვს დისპლაზია უკანა სახსრებზე, თავისუფალია მხრების ოსტრეოქონდრიტისგან და ვილებრანდის ავადმყოფობისგან
ამ დეტალებს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მათ შორის როდესაც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოგყავთ ძაღლები. იმედი მაქ დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია d.kakulia
გადამრევ შენ რა ვერ გაიგე? მაგ: ჩემთვის ყველაზე კარგი ის არის რაც მე მინახავს დღემდე და ეს არ გამორიცხავს უკეთესის არსებობას (მაგრამ არჩევანს ჩემს მიერ ნანახი ძაღლებში ვაკეთებ) აქ რომ ვიკითხე, ამ ჯიშის მოყვარულების აზრი მაინტერესებდა ვის სად და რა ყავდა ნანახი მათი აზრით საუკეთესო თორე ყველას აზრი რომ არ დაემთხვევა ერთმანეთს და ყველას რომ ერთიდაიგივე ძაღლი არ ეყოლება ნანახი ამას კი ვხვდები
შენი ძუ იმ შუაშია, რომ ერთერთი იმ ძაღლთაგანია რომელიც მინახავს (არა ამრტო ვიზუალურად არამდე ნადირობაშიც) და მის შესაფასებლად სხვაზე უფრო ჩემს აზრს გავითვალისწინებ
ბაქარი, ბიჯო, თვითონ ფრაზა "ყველაზე კარგი ძუ საქართველოში" არის არასწორი და მცდარი! შენ თუ ლეკვის აყვანა გინდა, მაშინ მარტო ძუ კი არ უნდა გაითვალისწინო, არამედ ხვადიც! რაც არ უნდა კარგი ძუ იყოს, თუ ცუდ ხვადზე დაირთვება, ხომ არ ივარგებს ლეკვები?! მოკლედ, დრათჰაარის კარგი ლეკვის აყვანა თუ გინდა დამირეკე და მითხარი რა ფასში გინდა, ხვადი თუ ძუ, ახალშემოყვანილი ხაზიდან გინდა თუ უკვე "აქაური" ხაზიდან გინდა. მოკლედ, მითხარი რა არის შენთვის პრიორიტეტი ლეკვის არჩევისას და გაგიგებ თუ არის უკვე ბუდობა ან დართვა! გეიგე?
აქ რომ ვიკითხე, ამ ჯიშის მოყვარულების აზრი მაინტერესებდა ვის სად და რა ყავდა ნანახი მათი აზრით
ახლა მაგიზა წაკიდე ხალხი ერთმანეთს! მასეთ კითხვას ყოველთვის უაზრო კამათი მოჰყვება ხოლმე და აზრს მაინც ვერ გამოიტან. ლეკვი მთავარია იყოს მუშა ხაზის, ანუ მშობლებს ქონდეთ საველე დიპლომი, იმის დასტურად, რომ ნამდვილად მუშა და კარგი ხაზია. დანარჩენი კი ფერი, ბეწვი და ულვაში გემოვნების საკითხია და საველე თვისებებთან არანაირ კავშირში არ არის! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ბაქარი, ბიჯო, თვითონ ფრაზა "ყველაზე კარგი ძუ საქართველოში" არის არასწორი და მცდარი! შენ თუ ლეკვის აყვანა გინდა, მაშინ მარტო ძუ კი არ უნდა გაითვალისწინო, არამედ ხვადიც! რაც არ უნდა კარგი ძუ იყოს, თუ ცუდ ხვადზე დაირთვება, ხომ არ ივარგებს ლეკვები?! მოკლედ, დრათჰაარის კარგი ლეკვის აყვანა თუ გინდა დამირეკე და მითხარი რა ფასში გინდა, ხვადი თუ ძუ, ახალშემოყვანილი ხაზიდან გინდა თუ უკვე "აქაური" ხაზიდან გინდა. მოკლედ, მითხარი რა არის შენთვის პრიორიტეტი ლეკვის არჩევისას და გაგიგებ თუ არის უკვე ბუდობა ან დართვა! გეიგე?
შენ ძამა თლა აბდალი გგონივარ კაი დეიკიდეთ, მაი აფერი თუ დავაპირებ აყვანას ფასს ბოლოს ვიკითხავ, რადგან ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული იქნება
ბაქარ სამტრედიაში ყავთ ძალიან მაგარი დრათჰრები, ჩემი ლეკვის მშობლები, ორივე შემოყვანილი ყავს უკრაინიდან,მფლობელი არის შალვა ცინცაძე,350 ლარად კიდის ლეკვს, მე მაჩუქა ლეკვი და საბუთები არამაქვს,სიმართლე გითხრა არც დრომაქვს ძაღლის გამოცდებზე სატარებლად და არც მაინტერესებს საბუთი და საგვარეულო,ვიცი რანაირად ნადირობენ მშობლები,ნურავის ეწყინება მაგრამ დასავლეთში არ მეგულება ეგეთი ძაღლები.
GIORGI-1990, მე მყავს დრათჰარი საკმაოდ კარგი და მუსა ძაღლია, რაც მთავარია შედეგიანია ნადირობასი მაგრამ სამწუხაროდ საგვარეულოს გარესე, თავის დროზე როცა ავიყვანე არც მე მაინტერესებდა საბუთები, მაგრამ დღეს ვნანობ ამიტომაც თუ ავიყვან რომელიმე ჯიშს ყველაფერს მივაქცევ ყურადღებას დართვიდან დაწყებული
ქრისტე აღსდგა! გიორგობას გილოცავთ ყველას! რა ხდება დრათჰაარისტებო?კიდევ ერთხელ იწყება ერთი და იგივე? მთელი წელი ვაქებთ ჩვენ ძაღლებს, ვადიდებთ, ლეკვებს ვაფასებთ და იგივე...... საველეები იწყება და არცერთი გამოხმაურება, არცერთი პოსტი, არცერთის შეკითხვა და სურვილი საველეებზე გამოყვანის. დღეს პირველი საველე გამოცდა ჩატარდა, შედეგი ძალიან კარგი 8 ძაღლიდან 7-დმა საველე დიპლომი აიღო.(აქედან 2 მე-2ხარისხის), ვინ?.... კურცჰაარები რა თქმა უნდა, და ეპანიოლ-ბრეტონები. ჩვენი ძაღლების "ჭაჭანება" არ ისმის. რას ვშვებით? ვამზადებთ ჩვენს დრათჰაარებს საველეებისთვის? cercva
bashiachuki, გურიაში ვცდილობთ ვარჯიშს, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა ჯერჯერობით. ბალახი არ არის და ფრინველიც არ ზის შესაბამისად! თუ ვერ მოვახერხე აქ ვარჯიში, 20-ის მერე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში! ამ წელს უნდა ვცადოთ აღება საველესი, გამოვა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ვეცდებით აუცილებლად! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
achiko1988, რაუნდა გირჩიონ აბა ძაღლი თუარ ეძებს, ატარე ხოლმე ხშირად ოღონდ არ გადაღალო და არ მოაბეზრო და მწყერს რო ნახავს ხოლმე ალბათ დაიჭყებს მუშაობას.
კი დამყავს მაგრამ ვერ ხვდება რას მოვითხოვ მისგან რამდენჯერმე ნახა კიდეც მწყერი მაგრამ უშუალოდ ნახვის მომენტში უწყებს ძებნას ისე თვად ინიციატივას არ იჩენს. უბრალოდ ის მაინტერესებს გვიან ხომ არ იგეშება ეს ჯიში
achiko1988, გააჩნია გაზრდას, თუ ამ ხნის განმავლობაში არ გიტარებია და არ იცის რა გააკეთოს, ლოგიკურად ვერ მოძებნის. თუ ხშირად ატარებ და მაინც არ ეძებს, მაშინ შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ გვიან იწყებდეს, ჩემი ძაღლი თითქმის 2 წლისა უნდა გახდეს უკვე რამდენიმე თვეში და წელს გააკეთა პირველად ნაბული, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვატარებდი(პოინტერი მყავს), მოკლედ იმედს ნუ დაკარგავ ატარე ხშირად და გამოსწორდება. HOLLAND & HOLLAND
achiko1988, ზუსტად ეგეთი პრობლემა ქონდა ერთ დრათჰაარს და ეს პრობლემა იმისგანაა გამოწვეული რომ ძაღლს არ ააქვს ხალისი და ამისთვის საჭიროა აიგო ძაღლის პედიგრი ისეთი რომ კარგი სუნი ქონდეს შემდეგ პედიგრი მოათავსე ძაღლის თეფშში და იმ ადგილებში სადაც ატარებ ძაღლის გარეშე გადი ცოტა ადრე მერე ეგ პედიგრი სადმე ბუჩქთან დაუმალე ისე რომ უკანა მხრიდან ქარმა დაუბეროს და სუნი გავრცელდეს შემდეგ მინდორში შეყვანამდო ცოტა წაახალისე ძაღლი და იმ ადგილისკენ წაიყვანე სადაც ეგ პედიგრი გექნება დამალული მაგრამ ისე რომ ძაღლმა იმუშაოს ყნოსვით და თვითონ ეძებოს ასე გაუკეთე რამოდენი დღის განმავლობაში და შედეგს შენ თვითონაც ნახავ მთავარია ყველაფერი გააკეთო სწორად. Born to hunt
achiko1988, კი მეგობარო ცადე აუცილებლად ნახავ შედეგს შენ თვითონვე კინოლოგებიც ამ ხერხს მიმართავენ და მე თვითონაც. ჯერ ლეკვია ჩემი არ გამიყვანია მინდორში და არ ვიცი რას იზამს მარა 3 თვიდან ასე ვავარჯიშებ და ძაღლს საგრძნობლად ეტყობა შედეგი. სულ ცხვირით მუშაობს,და რო იცოდე როგორც ადამიანისთვის თვალია მნიშვნელოვანი ეგრევე მნიშვნელოვანია ძაღლისთვის ცხვირი და თან მაგის გაკეტება შეგიძლია სახლშიც და ეზოშიც რომ ძაღლი ცხვირით მუშაობას მიაჩვიო. Born to hunt
გიორგი სარიშვილს ვულოცავ წარმატებას! 72 ქულით მე- 3 ხარისხის დიპლომი. მოკრძალებული, დახვეწილი და ლამაზი მუშაობა..... მივულოცოთ ამ კეთილ ადამიანს. გიო გილოცავ გულით და სულით, ტანგოს ერთი ლეკვი უნდა მაჩუქო. cercva
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!