04:10:24
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 74
  • 75
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
დრათჰაარი
bagdatiდრო: შაბათი, 27.06.2009, 16:20:04 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები






სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 58-66სმ.
წონა:ხვადი 35-45 კგ, ძუ 28-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12– 14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა
დრათხაარი გამოიყვანეს გერმანიაში მე–19 საუკუნეში. მისი უახლოესი ნათესავები არიან კურცხაარი და ლანგხაარი. მისი ოფიციალური სტანდარტი მიიღეს 1924 წელს.

ჯიშის აღწერა
დრათხაარს აქვს განიერი მკერდი, საშუალო ზომის ჩამოყრილი ყურები, ოვალური მუქი ფერის თვალები, კუდი კუპირებული. შეფერილობა მუქი ყავისფერი სერი ლაქებით.

ხასიათი
ეს მშვენიერი მეგობრული ძაღლი თავისუფლად შეგიძლია იყოლიოთ სახლში. დრათხაარი არის ძალიან გონიერი დამჯერი და მშვენივრად უგებს ოჯახის ნებისმიერ წევრს. არის გაზონასწორებული ძალიან ტემპერამენტიანი და ენერგიული. უყვარს ბევრი სეირნობა.

დანიშნულება
დრათხაარი უნივერსალური მონადირე ძაღლია. მას წარმატებით იყენებენ როგორც ფრინველზე სანადიროდ ასევე დიდ ნადირზე

მყავს დრატჰაარის ლეკვები ორი ტუ არ შეგაწუხებტ მასწავლეტ ორივე როგორ დავგეშო რომ ერტმანეტს ხლი არშეუშალონ. და ტუ იკნებიან ძნელი დასაგეშები. ორი თვისანი არიან. წინასწარ დიდი მადლობა.
 
goga-giorgiდრო: ორშაბათი, 28.09.2009, 19:36:42 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 78
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს მე გირჰევ რო ერტად არ ატარო ტორე სჰეიზლება რო დაიგესჰებიან ერტმანეტის გარესჰე აგარ ინადირონ.ზნელი დასგესჰი არ იქნება,ისე ცოტა ჯიუტია.რო დაგშავ მერე შეგიზლია ერტად ანადირო 48 მეც მყავს და ზალიან მაგარია ყველაპერსში
 
998დრო: ხუთშაბათი, 08.10.2009, 20:50:59 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათხარი უნივერსალური ძაღლია ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე ცხოველზე, გასაწრთვნელად ცოტა რთულია მაგრამ არა შეუძლებელი ვისაც ნადირობა და ძაღლები უყვარს. მთავარია რომ ძაღლს ძაან უნდა უყვარდეს პატრონი და თან ცოტათიც უნდა ეშინოდეს მისი.
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 15.12.2009, 21:26:14 | შეტყობინება # 4
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრათჰაარი ძაღლი არააა , დღათჰაარი ცხცოველია.-- ბინძურია, ტყიური, გადარეული, შმაგი, უტვინო, ველური,ღორი. თავზე გადაგივლის, ტლახიანი , ოთახში შემოგივარდება და შენს ლოგინზე წამოსკუპტება, ცხელი კეციდან ჭადს ააძრობს და გადასანსლავს, ტორტით რო გაბერო წავადა ნეხვს დააყოლებს. დაგსვრის, დაგღლის, გაყვიორებს და მერე ყვირილითაც დაიღლები,ამ შემთხვევაში ეგრეა ის არის მონადირე და შენ კიდევ ძაღლი
ეხლა მეორე----ყინავს და ცივა ,თოვა არაფერია იმასთან , რასაც ცივი წვიმა, ქარი, და უბედურება, ქვია, ტალახიანი კანკალს აყოლილი დგეხარ და ნადირობის მომგონს წყევლი, მაგრამ მაინც დგეხარ, იხვი კი მოდის და მოდის, ამინდის გამო ბევრს აცილებ, მაგრამ ზატო მაინც ბევრი გყავს მოკლული , იმიტომ რო იხვიც ბევრია, გაყინულ წყალში ცვივა იხვები, არა მანდ სულიერი არც ძაღლი დსა არც კაცი არ ჩაიშვება იხვის მოსატანად, ეგ ანთებიანი სიკვდილის ტოლფასია ორივესთვის, მაგრამ შენს გვერდში თითქოს მზეს ეფიცხებაო ნახევრად წყალში დამჯდარი ცხოველია-რომელსაც დრათხაარს უწოდებენ, ხოდა ეგ ცხოველი ყოველ ჩამოგდებულ იხვზე გარბის ისეთივე კოკისპირულად როგორაც წვიმს და ეზიდაბა ჩამოგდებულ მწვანეთავებას. რა კუდი მაგასააქვს მაგრამ ბევრ კუდიანს შეშურდება ისე იქნევს. სიხარულიდან რო მოგიტანა, შენ კი ისე გცივა , ისე ხარ გაყინული რო ხელის გაშვერაც გეზარება იხვის გამოსართმევად.... ესაა ჩემი კომენტარი ამ გადარეულზე
 
ვულფდრო: შაბათი, 09.01.2010, 18:39:05 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მყოლია დრატხარი მაგარი ჟილკიანი მონადირე და მაგარი გაუგონარი ვირი იყო ხუთი წლის რომ გახდა მერე შეიგნო რას მოითხვდნენ მისგან, გულის გავლა გახდა, რასაც ლავერაკი ექვსი თვის ასაკიდან აკეთებს. 167
 
zaza-50დრო: პარასკევი, 29.01.2010, 13:21:48 | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრათხაარის ლეკვის მეტი არცერთი არ მინდა. ყველა მაგარია თავის სისხლის და მოწოდების მიმდევრობით მაგრამ დრათხაარი ვირია და ეგ მაწყობს მე. ყველანაირი მყავდა. მოკლული კურდგელი მარტო დრათხაარს გამოქონდა ჯაგებიდან. მომპარეს. უფრო სცორად დავკარგე. ტუ ვინმეს შეგიძლიატ ცოტა ისეტ(ხელმისაცვდომ ფასში) ძმობა მერე ჩემზე იყოს. გეხვევიტ ყველა მონადირეს 39 palatka და ერტი კარგი ვარანენიაც ცჰემზე იყოს

შეტყობინება დაამუშავა zaza-50 - პარასკევი, 29.01.2010, 13:31:16
 
goga-0niდრო: ორშაბათი, 08.02.2010, 23:37:06 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ძაღლთან არ მინადირია ამბობენ ნადირზეც მიდისო მართალია?
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 11:38:59 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზაფხულში რაზე ნადირობ. აგვისტოა , სექტემბერია მწწრის სეზონი და მორჩა. მერე ჩააცვი თბილად პოინტერს. ისე პოინტერი მწყერზე კლასია მაგრამ ძაან მცივანაა. ან სულ კანკალებს და იქნებ არ სცივა. მაგრამ მაინც გულზე მოქმედებს იმის კანკალი. მერე სახოხბე ადგილებში ეკლიან ბუჩქებს დრატხარი რო აიტეხავს ლაწალუწს მაგას პოინტერი ვერ იზავს. ყინვაში იხვზე.. აბა ჩაგივარდეს წყალში იხვი. კი გამოიტანს ერტს მაგრამ მერე შემოგეყინება ისე რო. ნუ არ ვიცი მე მაინც დრათხარი მირჩევნია. ერტს გაიბერტყავს და მშრალია.
 
emceდრო: ოთხშაბათი, 10.02.2010, 23:03:27 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თქმა უნდა დრათხარს თავისი პლიუსები აქ სეტერს თავისი ,მაგრამ საერთო მოვალეობები ბევრი აქვთ ამ ძაღლებს და ამითომ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ და მეც სეტერი მირჩევნია ძმებო, მაგრამ ძმაკაცს დრათხარი ყავს და წყალში კატერივით არი და ბუჩქებში და ეკლებში გველივით დასრიალებს.
 
zaza-50დრო: შაბათი, 13.02.2010, 20:07:37 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვის რა მოსწონს და ეგაა. მე თოფი მაქვს ტოზ 63. ჩახმახებზე. რა არ მქონია და რით არ მინადირია მაგრამ ამ ლაგადკას არცერთი მირჩევნია. 16 კალიბრია და სადმე რო მოვხვდები ახოტნიკებში არავინ არ დამცინის. მქონდა ტოზ 34,იჟ27,მც2112 , იჟ58. ხო მგონი ეგაა.... ისევ ეს მირჩევნია. გადმოუწიე და დაკა ჯანში. იჟიი27 გაიქუცა, გატეტრდა. ტოზ34 სულ რემონტზე იყო მექანიზმი ხან რა და ხან რა უფუჭდებოდა. რა ვიცი ეს ჩემი პირველი თოფი იყო და ისევ ეს დამრჩა ამას შემოევლოს ზაზა_50. ძაღლები: ირლანდიური, პოინტერი , კურცხარი, დრატხარი, ტაქსა, ბავშვობაში რიზენ შნაუცერი, ნუ ბევრი ძაღლი მყავდა. გონჩები ხო ნუ იტყვი. გემოვნებაზე არ დავობენო და მე კი დრატხარი მირჩევნია. რუსული ტოზ 63 სავით მუშაა. ვირი და.. მაგრამ სეტერი კლასიკურია. ლაბრადორი არ მყოლია მაგრამ ვისაც ყავს მაგარია გამოტანაში მაგრამ ნაბული, ან ვერ დაუმუშავეს ან არ აკეთებს ან არ ვიცისხვა ლაბრადორიტ არ მინადირია. ისე ყველა ვარიანტში გეთანხმები. ვის მღვდელი მოსწონდაო......... პატივისცემით ზაზა_50
 
krimanjuliდრო: შაბათი, 27.02.2010, 20:43:11 | შეტყობინება # 11
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
beqarichi ვერ დაგეთანხმები იმაში რო ნაჯვარი ამტანი და გამომდგარია და თან დრათხაარის შემდეგ მეორეა, შეიძლება ჩემი კომენტარი ნაჯვარი ძაღლის თაობაზე მწარე მოგეჩვენოთ მაგრამ ამას არათ დაგიდევთ, იმდენადაც რამდენადაც ვიცი რა ღირსებები და ღირებულებეი გააჩნია სუფთა სისხლის ძაღლს, ესეიგი ეგრე გამოდის რო ხალხმა რომლებმაც თავი შესწირეს და მარტო თავი კი არა საგვარეულო თაობები გადააყოლეს ერთი თუნდაც უმნიშვნელო ჯიშის შექმნას, ის არაფერია და ნაჯვარი ყოფილა რაც ყოფილა, ეგეთი მსჯელობა არასწორი მსჯელობაა... ჩვენ აქ ფორუმზე ბევრი სხვადასხვა ჯიშის მოყვარული და მიმდევრები ვართ, ჩვენ წმინდა ფანატიზმით ვუმტკიცებთ ერთმანეთს ჩვენი საყვარელი ჯიშების უკეტესობაზე(რა თქმა უნდა ეს სუბიექტური აზრია და ეგოიზმით მოგვდის)მაგრამ იმაზე ყველა შეთანხმებული ვართ რო ყველა ისტორიული ჯიში დაფასებასა და პატივისცემას მოითხოვს. მე ვინა ვარ რო 5 საუკუნოვანი სელექციის შედეგად (თუნდაც 100წლიანი) შექმნილი და იდეალურობამდე აყვანილი ჯიში ავითვალწუნო და მას თუნდაც უმნიშვნელო ბრალი დავსდო რამეში. ბავშობისას ეგეთი სულელური აზრები მაწუხებდა-მდევარს დავრთავდი მეგონა ფრინველის ძაღლზე და მივიღებდი უნიკალურ შედეგს და მიკვირდა კინოლოგების რო ეს ვერ მოიფიქრეს...ბევრ დვარნიაშკას მივუჩმორებივარ ჩემი პოინტერებით ნადირობაში. მაგრამ ეს იმას საულაც არ ნიშნავს რო უჯიშო ჯიშიერზე მეტია, მერე რა რო უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ სუფთებს ვიდრე ძუნკალა უჯიშოებს, ესე დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს შეხვედრია თბილისსა და სხვა ქალაქებში ციგნის ბავშვები ზამთარში; თოვლსა და წვიმაში რო ფეხშიშველა დარბიან და გაკვირვებულებს გვითქვამს -- ვა ეგენი რა ხალხია, რა იმუნიტეტი და გამძლეობაა აქვთ , გასაოცარია რო არ ცივდებიან, ნამდვილი სასწაულიაო... ხო მე მითქვამს ეგეთები , მაგრამ რომელ თქვენთაგანს გაუყადრებია ან გაუტოლებია მაგათვის თავი, ან ერთხელ თუ გიფიქრიათ რო ისა და თქვენ ერთი დონისა ხართ. არწივი ხშირად ქათმის სიმაღლეზე დაეშვება მაგრამ მას ისევ შეუძლია ზეცაში იფრინოს, ეს კი ქათმისთვის მხოლოდ ოცნებაა, ასევეა ჩემი აზრით სუფთა სისხლი და ძუნკალა ძაღლი. თუ ნადირობაზე ვსაუბრობთ და მონადირე ძაღლებზე მაშინ ესეთ რაღაცაებს ნუ ვიტყვით რო ნაჯვარი აჯობებს, ესე რო ეფიქრათ ჩვენ წინაპრებს დღეს ძაღლის სახე ალბათ მუტანტის მაგვარ რაღაც ცხოველად წარმოუდგებოდა, მთელ საგვარეულო ხაზებს იცავდნენ წლობით რო მას თუ არა თავის შვილიშვილს მაინც შეძლებოდა კარგ და დახვეწილ ძაღლთან ერთად ნადირობა, ასეთი მიზნებითა და ენთუზიაზმით შეპყრობილებს როგორ მივაყენო შეურაწყოფა და ვუთხრა რო მათ შექმნილს და ნაოფლარს უჯიშო ძაღლი ჯობია(უჯიშო და ნაჯვარი ჩემთვის ერთიდაიგივეა , თუნდაც სუფთა სისხლის ოღონდ სხვა ჯიშის სუფთაზე იყოს დართული)როგორ ვთქვა უარი ძაღლებზე: როგორ ვუარყო ინგლისური სეტერი მკერდადებული ნამიან ბალახზე დამახასიათებელი ნაბულით . როგორ ვუარყო პოინტერი, '' პაწიაშკაზე სადღაც ზემო შრეებიდან რო წურავს სუნს... გაყინულმა და სველმა როგორ ვთქვა უარი დრათჰაარზე, რომელიც ყინვას კბილებითა და თათებით ამტვრევს და ჩემთვის იხვი მოაქვს... არა კიდევ ვამბობ ესეთი აზრები ჩემთვის შეურაცმყოფელია, შეიძლება ვინმემ ტქვას რამ გააბრაზა ეს კაციო მაგრამ სულ მცირედით გადაიკითხეთ ჯიშების შექმნაზე და მინიმუმ გაეროსავით შეშფოთებას მაინც გამოთქვამთ (ბოლოს მაინც ვიხუმრე)
 
beqarichiდრო: კვირა, 28.02.2010, 01:53:44 | შეტყობინება # 12
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კრიმანჭული მივხვდი შენს გულის ტკივილს და ნამდვილად სწორი არის ის რომ უნდა დავუფრთხლიდეთ სუფთა ჯიშებს. 500 წლის წინ ხალხმა რომიწვალა ,და რატქმაუნდა სჰედეგიც სახეზეა. მაგრამ ჩვენ მონადირები ვართ და მთავარი ის არარის ზაგლი გყავდეს სუფტა სისხლი იყოს და არ განადიროს და სუფთა სისხლი იყოს ,ჩემი აზრით მთავარია ძაგლმა გასიამოვნოს ნადირობისას , ერთ მაგალიტს ვიტყვი :გონჩი მავდა დედალი ანგლორუსული იყო და ლეკვობისას ერთი ლეკვი გავზარდე, მამაც სუფთა სისხლის ანგლორუსული იყო და ეს ლეკვი ახლა 4 წელიწადშია და ნადირობას არ სწავლბოს,, მეგობრის ზაგლები რომ ააგდებენ ეს უბრალოდ დასდევს იმათ ტან უყეპს ისე სხვათაშორის რა,,,მარტო რომ წავიყვანე ეს სუფთა სისხლის ანგლო რუსული ჩგვერდიდან არ მომშორებია არადა ლეკვობიდან სხვა ძაგლებთან ერთად ვანადირებ არვიცი რავუყო, როგორ ჩავაგდო გონში, რაშია საქმე ბატონო კრიმაჭული ? ? ? ? 23 23 23 23 23
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 03.03.2010, 23:35:48 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არი შემთხვევები როდესაც ვერცერთი სუფთა სისხლის მდევარი ისე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას როგორც გაბურძგნული უშნო ქოფაკი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სუფთა ჯიშის ძაღლები უნდა გადავაშენოთ, ჯიშიან ძაღლებს თავისი პეწი აქვთ და სილამაზე გენში გამჯდარ ნადირობას რომ თავი დავანებოთ 39
 
mamalixarazuliდრო: შაბათი, 06.03.2010, 11:07:21 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრატჰაატი არის უნიკალური ჯიში. მიუშვი,სადაც გინდა,როცა გინდა. რაც ჩემ ძაგლს ყინულიანი მტკვრიდან იხვები.... უუუუუ...სატრაბახოდ არ ვიძახი მარა მაგარი ჯიშია რა. 23_30_126

დამატებულია (06.03.2010, 11:07:21)
---------------------------------------------
ბეწვზე რო წყალი შეეყინება, და მაინც რო წყლისკენ უჯირავს ტვალი, მაგარია მარაა. დარწმუნებული ვარ ვისაც ერტხელმაინც ყოლია ეს ჯიში ბოლომდე მისი ერტგული რჩება. ხაშურში კაია და სხვაგან რავიცი...

 
aragveliდრო: ორშაბათი, 12.04.2010, 18:57:42 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლო წლებში დრათჰარების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა საველეებსა და გამოფენებზე. არა და მართლაც კარგი ჯიშია. ვიღაც კითხულობდა ნადირზე თუ მიდისო. საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან დრათჰარები რომლებიც ნადირის კვალზე მდევარივით ყეფით მოსდევენ. მარა უმეტესობას უჩუმარი დევნა ახასიათებს . ოღონთ არ წარმოიდგინოთ რომ მდევარივით საათობით დაუწყებს დევნას. საკმაოდ მალე ანებებს თავს.. ყოფილა შემთხვევები როდესაც საკმაოდ გრძელი ყნოსვა უჩვენებია დრათჰარს
 
zaza-50დრო: შაბათი, 08.05.2010, 20:35:38 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა რა. დრათხარი უნდა იყოს დრათხარი და კურცხაარი კურცხარი. ის გერმანელები გიჟები კი არ იყვნენ ეგრ რო გააცალკევეს. რო გავდივარ ხოლმე გინდაც ბაზრობაზე გინდაც.. სადაც არუნდა იყოს დაინახევენ ახოტნიკები და აუ სენ გენაცვალე ნახე რა დრატხარია, ან ნახე რა კურცხარია, ან ::: იმას შეხედე რა რას გავს ნარევია რაგაცასთან. კურცხარია მაგრამ ერთი-ორი წვრი აქვსან დრათხარია და თავი შიშველი აქვს ანუ კურცხარის და ნი ტოა რა მაინც. ულამაზობა ცალკე და რეპლიკების კიდევ ატანა არ მაქვს. ნადირობა კიდევ თუ არ ასწავლე გინდა მგელი გყავდეს. მაგრამ რო მიდიხარ და პავადოკზე ძაღლი გყავს და ამ დროს ვიღაცა გაგაჩერებს და ძაღლს კოცნას დაუწყებს უფრო ამაყად გრძნობ თავს სხვას რო თავი დავანებოთ. ან მიდიხარ და: ე ეს.. რა ჯიშია ძმაა. და ვერც იმას ეუბნები და ვერც ამას. რაც უნდა იყოს ის უნდა იყოს. გადაიხადე ერთხელ და აიყვანე ნაღდი. ძმაკაცი მჩუქნისო.... იმიტო გჩუქნის რო ან უყურადღებობით ვიღაც ძუნკალა მიეპარა და ან რა ვიცი და მოშორებაზეა თორემ აბა დასავლეთიდან კახეთში ჩადი იმისთვის რო კარგ ჯიშზე დართო და არ დაირთო. დარჩი კახეთში დახარჯავ რა თქმა უნდა თანხას და რაღაც ეშველება მერე ჩაიყვანე ისევ დასავლეთში და უარე რო არ გაცივდეს და რამე არ მოხდეს ისეთი რო სანანებელი იყოს და 3 თვე უტრიალე თავს. მერე დაიბადებიან. გაუკეთე საბუთები, აცრები . ვეტერინარების რჩევებით და იმათი უყურადღებობაც არ შეიძლება. ფული უნდა ყველაფერს და მერე მოვა ძმაკაცი და გეტყვის ერთი ლეკვი უნდა მომცე და 5 ლიტრა ღვინო ჩემზე იყოსო. არ ეტყვი იმ ძმაკაცც შეისXი ეგ ღვინო ერთ ადგილზეო? აი ეგრეა ძმაო კარგი ძაღლის ყოლა, მოვლა და შედეგი
 
hunter_budaდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 21:00:22 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, გეთანხმები ძაღლი უნდა შეჯვარდეს მისი ჯიშის წარმომადგენელზე, დრათჰაარის და კურცხაარის შეჯვარებით რა ძაღლს მივიღებთ? რომელი ჯიში იქნება? რა სუფთა სისხლის დრათჰაარი ან კიდევ კურცხაარი არ ნადირობს მაგრათ ? მათ ხომ ერითი სისხლი არვთ ისედაც. ძაღლთა სელექციონერებმა ტყუილდ ხო არ ინტვრიეს თავი რო გამოეყვანა გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი ანუ ,, დრათჰაარი’’ ... ამიტომაა საქართველოში რომ არე ჭირს სუფთა სისხლის ძაღლები, ამიტომაცაა ძვირი ლეკვები
 
suroდრო: სამშაბათი, 11.05.2010, 00:58:41 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრატხარი,,ეგ ხომ ის ჯისჰია რომელიც ყველაპირობას ეგუება ჩვენტან?მე არა სჰემიდზლია ვტქვა მის არა ცჰვეულებრივ აგანაგობაზე და მუსკულატურაზე,არამედ ტავის ნადირობის სიდინჯეტი,,არამარტო ფრინველზე ნადირზეც არა ცჰვეულებრივები არიან,ეტი სიტყვიტ დზალიან ჯკვიანი და გონიერი ჯიშია..მე მაგალიტად დიდი პატივს ვცემ დრატხარს.ასევე ყველა ჯიშიშ დზაგლს ტავისებური პლიუსები გააცცნია 166 166 166
 
grenader21დრო: სამშაბათი, 11.05.2010, 13:36:55 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ვქნა მე ეს ჯიში როგორც სუპერძაღლი არ მინახავს, ისე კი იმ ხელოსანს გავს ყველაფერს რო აკეთებს და წესივრად არცერთი არ გამოდის, ეგეც უნივერსალი.
 
davit006დრო: ორშაბათი, 31.05.2010, 23:49:13 | შეტყობინება # 20
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ეგ ორივე ჯიში გერმანელებმა ნადირზე სანადიროთ გამოიყვანეს, მერე ჯერ რუსეთში და მერე ჩვენთან რომ მოხვდა დაიგეშა ფრინველზეც და აპორტირებაზეც კარგათ იმუშავა, იმიტომაც აქვთ უფრო დაბალი ყნოსვით თავჩაქინდრული ნადირობის სტილი, ხშირათ ამოწმებენ კვალს... დღეს დღეობით მგონი მთელ ევროპაში მოეთხოვებათამ ორ ჯიშს საველე გამოცდაზე: ფრინველის დამუშავება, ჭაობის ფრინველის ძებნა აპორტირება, კვალზე მუშაობა, ზოგან ტახზე ზოგან კურდღელზე. ამიტომაც არიან უნივერსალები: კურცხალი და დრათხაარი. რასაც ეგენი აკეთებენ მთლიანობაში მაგას ვერც სეტერები და ვერც პოინტერი ვერ გააკეთებს. ბოლო-ბოლო კვალზე ვერ იმუშავებენ და ისე ფრინველზე ხო არ გესწავლებათ რაც არიან პოინტები და სეტერები.
 
davit006დრო: ორშაბათი, 31.05.2010, 23:58:30 | შეტყობინება # 21
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ ჯიში რაჭაში მიისწრებაა მეგობარო, როჭოზეც გასიამოვნებს და ნადირზეც ისე განადირებს როგორც დაგეშავ რა თქმა უნდა. მართლა უნივერსალია და სიცივესაც კარგათ ეგუება მასეთი იმიტომ გამოიყვანეს გერმანელებმა ეგ ჯიში მთაში სანადიროთ და გამძლეობით გამოირჩევა. მოკლეთ ძლიერი ძაღლია ფიზიკურათაც, ერთ უფროს მონადირეს ყავდა და ხვადი მგელს დაეტაკა ზადნი არ მიუციაო ასე თქვა, მართალია მგელი ცოტა ბებერი იყოო მარა მაინც, საერთო წარმოდგენა რო შეგექმნას. ხო მეც რაჭინსკი ვარ და ვიცი რასაც გეუბნები დრათხარზე, ბუნებიდან და ჩვენებური ამინდებიდან გამომდინარე.
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 07.07.2010, 23:38:02 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი 6 თვის ხდება 15 ში. გუსჰინ მყავდა მინდორში და გამაოცა. პოინტერივით მაღალი ყნოსვა მაჩვენა, აწეული ცხვირით და საერთოდ მწყერი რო არ უნახია ისეთი დაუსტოიკა რო ლამის კვერცხეხბზე ვაკოცე ნაბულის დროს. ეცი ტქო და კარგი სკუპის მერე მწყრის ჩოჩორი ყბაში მოიქცია ანუ დაიჭირა და ამან სულ გამაგიჟა. ისე ბრაკონიერობისთვის კი მოხვდა მსუბუქად. პირველი გაყვანა და იმედი ჩამესახა კარგი სეზონის. ერთი არ მომეწონა. ნელა დადის და თითქმის 10 15 მეტრის რადიუსში ტრიალებს და სადაც წყალს ნახავს ღორივით წვება შიგ. სცხელა მაგრად და თან ამინდიც კარგი მზიანი იყო. იმედია გამოსწორდება
 
hunter_budaდრო: პარასკევი, 09.07.2010, 21:48:06 | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 515
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, ძამიკო არ შეგეშინდეს თუ შორს არ მიდის, პირველათ ახალ გარემოში ლეკვი მაინც დაძაბულია და შენს ახლოს ტრიალებს, ეს პლიუსიცაა,თანდათან დაიწყებს როგორც საჭიროა იმ დისთანციაზე ძებნას,ეხლა ისეთ ასაკშია რო თამაშითაა დაკავებული, არ მოითხოვო მისგან ბევრი,ხშირათ გაიყვანე მინდორში, აი შენ ნახე სეზონზე როგორ გაგაოცებს. მაგ ჯიშს კაგათ ვიცნობ
 
simoniდრო: ორშაბათი, 06.09.2010, 17:46:39 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, შენ ეტყობა ჩახედულიხარ ამ საქმეში და ძაან მიხარია ეგრე რომ ფიქრობ. კახეტში ალბათ წნორს გულისხმობ ხო? მარტალიხარ ჯობია ერთხელ იყიდო და კარგი გყავდეს, ვიდრე რაღაცა წუპაკი ძაღლი. კარგი საგვარეულო როცააქვს ძაღლს ის ძაღლი ნადირობასაც კარგს და ლამაზს გაჩვენებსსსს 39
 
zaza-50დრო: პარასკევი, 10.09.2010, 10:22:44 | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni, კარგს და ლამაზსაც გაჩვენებს და თან ქუჩაში გასეირნებისაც არ შეგრცხვება. სად ის რო კაი სუფთა დდრათხაარით, კურცხარით, პოინტერით, სეტერით რო გაივლი ქუჩაში და ნახევარი საქართველო ხო სულ მონადირეა და გაჩერებენ და გეკითხებიან რაღაც საინტერესოებ და სად ის რო : ეს რა ძაღლია? რასთანაა შეჯვარებული და რა ნაირი ფერი აქვს ან ცხვირი ეგრე რატო აქვს და არა ისე? და რა ვიცი რამდენი მონადირეა და ყველას თავისი აზრი აქვს და ტვინს გიბურღავენ. არ ჯობია რო : აუფ ნახე რა პოინტერია ან ნახე რა სეტერია ან ...... იციან ინადიროს და რაფეხებად მინდაო ამის ექსტერიერიო. კი ბატონო. ახლობელსა ყავს მაგარი პოინტერი თავისი ყველაფრით. ლეკვებს დაყრის თუ არა ბაზარნიკები სახლში რიგს უყენებენ და ერთიანად მიყავთ ყველა 200 ლარებში. ვაჭარი კი არ ვარ მაგრამეგეც ხო საქმეა და სანადიროდ ის ფული ისე დაგეხმარება კაცს რო მთელი მწყრის სეზონს თავისი ნაჩუქარი ფულით გასიამოვნებს. რა ვიცი მე ეგრე ვფიქრობ და თუ ის ჯობია რო ოღონდ ინადიროს ყავდეს იმას ისეთი
 
zaza-50დრო: კვირა, 03.10.2010, 14:30:44 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია კარგი დრათხაარი მაგრამ სად არის. სუფთა სისხლი მგონი აღარც არის საქართველოში. სულ დრათხარ-კურცხაარის ნაჯვარი მხვდება და ჩემი დრათხარიც წამოიზარდა და რაღაც შეკითხვებს ბადებს. ყავისფერი ლაქების მაგივრად ღია კაკაოს ფერი გახდა და ბეწვიც ისეთი გრუბი ღა აქვს როგორიც უნდა ქონდეს. დრათხარის მოფერება უსიამოვნო შეგრძნებაა ისეთი ბეწვი აქვს. თან ძურწა ბალახი თითქმის არ ეკრობა და ეს კი მტვერსასრუტივითაა. ნახევარი ტონა ზურწა დავაცალე. არ ვიცი რა ხდება
 
vaxo0207დრო: კვირა, 03.10.2010, 23:30:23 | შეტყობინება # 27
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 81
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია ძმებო უნივერსალია დრათხარი. კარგია თუ გაგეშილია 23 თუ გაგიგეშიათ მაშინ თქვიტ კარგი ძაღლიათკო. რუსის ბარაბანს არ აქვს იმდენი მოხვედრილი რაც ჩემ დრათხარს მარა მაინც ვერ მოვიყვანე ჯერ ჭკვაზე 069 მაგარი გაუგონრები არიან სანამ ძაღლად არ ჩამოყალიბდებიან.
 
berZulდრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 23:15:36 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე რაც შემხვედრია დრათხარი ზოგი შორს გარბოდა და ზოგი მწყერს ყლაპავდა მხოლოდ ეერთი ვნახე ახლობელს ჰყავს ჭკვიანია წყალშიც მაგრად მუშაობს მაგრამ მაინც კურცჰაარი და პონიტერი მირჩევნია მაგ ჯიშებს და რა ვქნა 23 167
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 13:13:49 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მონადირეებო.მყავს დრათჰაარი წელოს ცოტა მაწვალა სეზონზე მარა იმედია მემრის იყოჩაღებს დაუღლელია მტელი დღე ნადირობს დარბის და რავი.დზააან მაგარია იხვის გამოტანასჰი ჯერ 1.5 წლის არის და ლეკვები არ დაუყრიააა.ამის წინ მყავდა და ის გონჩებს რლიდა ნადირობაში უნიკალური ჯიშია
 
gadarcheniliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 13:43:27 | შეტყობინება # 30
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნამდვილად დალიან ძლიერი ძაღლია მაგრამ ამავე დროს დალიან დიდი ნებისყოპა უნდა მაგ ძაღლის დაგეშვას თან სახლის პირობებში შეუძლებელია ყოლა ძალიან უხეში ძაღლია ერთ ადგილას არ ჩერდება მაგის ადგილი მინდორშია 453
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 14:21:53 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ძაგლი ჩამოვიყვანე თბილისში მინდოდა აქ მყოლოდა მარა დაანგრია ყველაფერი.ვაფშე ყინულიან წყალში ისე დადის თითქოს სიამოვნებსო.ნახეთვიდეოებში დევს MONDIRE11-იშ ლედი და შემიპასეთ.მე მაგრა მიყვარს ეგ ძაღლი პოინტერებს თიშავს მოძრაობაში
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 22:33:35 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მაინტერესებს? ამ ჯიშში არის სხვადასხვა სახეობა? მაგალითად როგორც იაგებშია მოკლე და გრძელ ბეწვიანები? 23
 
aragveliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 22:48:41 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არანაირი სახეობა დრატჰაარი, დრატჰაარია. უბრალოდ რამოდენიმე სხვა ჯიშია რომელიც გარეგნულად მაგრად გავს მაგ .გრიფონი.
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 22:48:56 | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს კითხვა იმიტომ დავსვი რომ სურათებში რომ ვხედავ სუფთა დრატჰარებს ზოგს გაბურძგნული დრუნჩი და ბანალი აქვს ზოგს სუფთა უბალნო დრუნჩი აქვს 23
 
aragveliდრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 23:15:37 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრუნჩი ულუაშებიანი გაბურძგნული უნდა ჰქონდეს უეჭველი. დანარჩენ ტანზე გადალესილი უხეში ბეწვი, სანაშენე გერმანული დრატჰაარების ფოტოები რაც მაქვს ნანახი ყველა მასეთია. გრძელი ხუჭუჭი ბეწვი ტანზე არცერთს არ აქვს.
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 12.01.2011, 23:37:21 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გრიპონი თავიდან იყო ძაღლი რომელსაც დაცვად იყენებდნენ საიდანაც გამოიყვანეს გერმანელებმა დრათჰაარი გრიპონს შეურიეს კურცხალის და სხვა მეძებრების სისხლიც და კიდე მდევრებისაც.დრატჰაარს ავი ხასიერი და უხეში ბეწვი სწორედ გრიპონისგან გამოყვა ამტანიანობა და დაუღლელობა მდევრისაგან .ერტადერს რასაც ვერ მიაღწიეს გერმანელებმა პოინტერის ნაირი ყნოსვა ვერ ჩამოუყალიბეს მარა არც ეგ აქვს სუსტი.ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ არის ლიტერატურიდან ვიცი.დრათჰაარს სჰეიდზლება ჰქონდეს როგორც დიდი ბეწვი ისე შედარებიტ მოკლე მარა ულვაშები უნდა ქონდეს
 
datochachoდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 12:28:32 | შეტყობინება # 37
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 77
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები დაგეშვა მართლაც რთულია მაგრამ არ უნდა დაიზარო თავიდანვე რასაც მიაჩვევ და ასწავლი კარგია. საერთოდ დრათჰაარი 2 წლის მერე დგება ჩამოყალიბებულ ძაგლად.

d. kuchava
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 14:18:05 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga-0ni, ეს არის რუსეტის სტანდარტები და არც ეგრე არ არი როგორც ქართველები ვუბერავთ რა ნახე და თუ რუსული გესმის ბევრ ამეს გაიგებ ამ ლინკიდან http://www.deutsch-drahthaar.ru/news/news78.html ეს და სხვა ლინკებიც მახეთ

დამატებულია (13.01.2011, 13:18:05)
---------------------------------------------
http://www.deutsch-drahthaar.ru/news/news76.html

 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 19:15:07 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni ჩემო ძმაო კარგი სურათები მოგვაწოდე შენ ევრჯერ გამიგია ,რომ დრათჰაარს აუცილებლად გრზელი ბეწვი უნდა ჰქონდეს ანდა პირიქით არსებობენ დრათჰაარები რომელსაც შედარებით მოკლე ბეწვი აქვთ უპრო გრძელ ბეწვიანებიც არიან მარა ტავი დრუნჩი ყველას ერტნაირი ულვაშიტ Aქვს დაფარული.ჩემთან ყავთ სუფთA სისხლის დრათჰაარი იმასაც დაჩემსასაც საბუთები აქვთ თავის საგვარეულოთი მარა ძაან განსხვევდებიან ერთმანეთისაგან ის ტიპიური გრიფონია
 
simoniდრო: ხუთშაბათი, 13.01.2011, 21:41:21 | შეტყობინება # 40
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, რუსულ საიტებზე ისეთ დრათხრებს ვნახულობ ყბა ცჰამომივარდება ხოლმე რა. შავი დრათხარიო ზოგისთვის რომ მეთქვა საცინრად ამიგდებდა მაგრამ უკვე დასაბუთებილი ინფორმაციამაქვს და ვსო.
 
monadire11დრო: პარასკევი, 14.01.2011, 13:04:17 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni დრათჰაარი არსებობს შავი,შავხალიანი,ყავისფერი,ყავისფერხალიანი,ძაან მაგარი ჯიშია და ბევრი მაქვს წაკიტხული მაგ ჯიშზე არა არსებობს კანონზომიერება ბეწვტან დაკავშრებით მარტო ხუჩუჩა არ უნდა ჰქონდეს
 
goga-0niდრო: კვირა, 16.01.2011, 00:18:31 | შეტყობინება # 42
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni, გაიხარე მადლობა ძმაუნა 23_30_126 საქართველოში ტუ ყავთ ისეთები რუსეთში და გერმანიაში რომ ყავთ მაგრები? მგრად მინდა რმო კარგი დრათხარი შევიძინო
 
simoniდრო: კვირა, 16.01.2011, 11:27:42 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მე ველოდები ლეკვს და შავი ხვადის შვილია და ვიცი მაგ ამბავი უკვე რომ არის შავი დრატხაარი, მაგრამ ქართველების ამბავი ხომ იცი დამიწყეს პროფესორობა," რათგინდა და აქ ვერ გაზლებს და იქაურს დიდი ბეწვიაქვს და, აგერ ახლობელი ყიდის და, რავი რაღაც ზღაპრები,. goga-0ni, არის აქაც საკმაოდ კარგი დრათხაარები, გამოფენაზე უნდაა ნახო ზაფხულში და შეიპირო ლეკვი. ზესტაფონში ყავს მაგარი ხვადი ვინმე "ბადრი ბიწაძეს" მაგის ლეკვი კარგი იქნება თუ კაი ძუზე იქნება დართული
 
monadire11დრო: კვირა, 16.01.2011, 13:03:38 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni საიდან ელოდები ძმა მაგ ლეკვს? მე ჩემს ძაღლს ტუ მოვუწესრიგე საბუტები გავიყვან გამოპენაზე უეჩველი. ჩემტან სოპელში ყავდათ შავიდრათჰაარი იმისნაირი ძაღლი არ მინახავს 15 წლის იყო ისევ ნადირობდა ყველა საჩირო საბუტიც ქონდა.ჩემი ძაღლის საბუთები დავკარგეთ ავარია მოგვივიდა და იმ მანქანაში იყო მაშინ ყურადღება ვერ მივაქციე ის მანქანა ისე გადააგდეს და დავჩიტ მე და ჩემი პაძელნიკი უსაბუთოთ ვერ მირჩევტ როგორ მოვაგვარო ეგ პრობლემა????

დამატებულია (16.01.2011, 12:03:38)
---------------------------------------------
PATARA-SAMO ჩემო ძმაო დრათჰაარს უნდა ჰქონდეს უხეში ბეწვი ზოგს უპრო დიდი აქვს ზოგს უფრო პატარა მარა ეგ არაპერს არ ცვლის .simoni კაი სურათები მოგვაწოდა რუსული საიტიდან ისინი ნახე და მიხვდები რომ შეიძლება მოკლე ბეწვიც ჰქონდეს და ოდნჰავ გრძელიც 39 39 39

 
simoniდრო: კვირა, 16.01.2011, 14:37:32 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 541
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არა ერთივ მხრივ მართლები არიან ვითომ ეგ იგულისხმეს რომ იქ ხომ სულ თოვლია უმეტესეილად პეტერბურგში და ეგ იგულისხმეს, monadire11, ალბათ კლუბში უნდა მიხვიდე სადაც საბუთები ქონდა აღებული და აღადგინო რა. დავდებ ლინკს და თქვენთითონ ნახეთ რა ლეკვებიც და დედ მამაც http://piterhunt.ru/scripts/forum/showthread.php?t=41964&page=3&pp=20
 
monadire11დრო: ორშაბათი, 17.01.2011, 23:30:21 | შეტყობინება # 46
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
simoni კლუბიც არ მახსოვს და არც დედმამის მონაცემები დიდი საგავრეულო ნუსხა ჰქონდა.პეტერბურგიდან აგზავნინებ?ძააან მაგარი იქნება

დამატებულია (17.01.2011, 22:30:21)
---------------------------------------------
მონადირეებო უყურეთ ამ ვიდეოს ძაან მაგარი ვიდეოა ესე ნადირობდეს დრათჰაარს იხვზე http://www.youtube.com/watch?v=GxBlr0IfiLo&feature=related თუ შეგიძლიათ დადეთ საიტზე ეს ვიდეო

 
GAGA_CHIKOდრო: სამშაბათი, 18.01.2011, 00:48:40 | შეტყობინება # 47
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა ამბობს დრატჰაარი ჯიუტი და ძნელად დასაგეში ძაღლიაო მაგრამ ვერ დაგეთანხმებით პირველი ძაგლია რაც მკავს და ტან მამალია ეზოსჰი კი ცჰირდება ხოლმე ხანდახან ყვირილი მაგრამ მინდორსჰი უბრალოდ ტქმაც არ მცჰირდება ხმამაგლა,არ ვიცი ეს გამოვიდა ესეტი თუ ლოგინსჰი გაზრდამ იქონია გავლენა ჯერ 10 თვისაა 23

დზმაკაცს დედალი კავს და ის ხომ საერტოდ ვაბსჰე არ უნდა ზედმეტი ტქმა არაფერში
 
monadire11დრო: სამშაბათი, 18.01.2011, 10:59:08 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GAGA_CHIKO დრათჰაარი მარტლა ძნელად დასაგეშია ჩემს ძაღლს ვაბშე ყველაპერი ესმის არაპერს არ მამეორებინებს და ხან ისეთ ჩკვიანურ რამეებს აკეტებს ვგიჟდები ,აქტი კილომეტრი რომ გვაშორებდეს ბინასტან და ვუბრძანო ბინაშიო ერთ თქმაზე წავა და დამელოდება სანამ არ მივალ და კარებს არ დავუკეტავ არც მინდორში იბავს ხის ტავს მარაამ სეზონზე სულ სამი მწყერი ამიპრინა პირველი სეზონი იყო და რავი ვნახოტ წელს
 
valerikaდრო: სამშაბათი, 18.01.2011, 12:22:21 | შეტყობინება # 49
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათხარი ყველაზე მაგარი ძაღლია სიარულში იხვზე გამოტანიტ და დაუღლელია. მაგრამ ვისა ვკიტხე დაბალი ყნოსვა აქოო. პოინტერიტ ლავერაკიტ კურცხალიტ რო ნახავ 10 მწყერს დათხარიტ ნახავ 5_-_ 6 ცალსო

....
 
uchauchaდრო: სამშაბათი, 18.01.2011, 19:00:00 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დრათჰაარი არი შეუცვლელი ჩვენ პირობებში.. ოდნავ თუ მიედარება ლაბრადორი ისიც მხოლოდ დამჯერ ხასიათში თუ აჯობებს.. ვიცოდი ბავშვობიდან მაგ ძაღლის ველურობის ამბავი
და მაინც დავინტერესდი და ავიყვანე ოღონდ დედალი...(ყველასთვის ცნობილია რო დედალ ძაღლს ნაკლებად ხისტი ხასიათი აქვს) და დედალმა გაამართლა.. დამჯერიც იყო და მუშაც.. აი რა გითხრათ მაგალითად.. თითქმის ყველას უნადირია მტკვარზე დეკემბერ იანვარში და გინახავთ როგორ მოაქვს ''აისბერგები'' (წელს არა :))) ხო და ჩემი ლედი ამ ყინულების ქვეშ ყვინთავდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 069 069 არ ანებებდა მტკვარს იხვს.. მერე ამოვიდოდა ''ულვაშებ'' გაყინული და მეორედ ისევ სიხარულით ხტებოდა იანვრის მტკვარში 36_1_69 კაია მართლა შეუდარებელია ზამთარში 39

დამატებულია (18.01.2011, 18:00:00)
---------------------------------------------
monadire11, 23 23 დრატჰარმა აჯობოს პოინტერს ზაფხულში? თან ''დილის საათების მერეო''? ? 069 069 PATARA-SAMO, არა პირიქით პოინტერი ყავს გრძელ ტალღოვან ბეწვიანი და დრატჰარი შიშველი 069 069 აბა სხვა როგორ გავიგოთ ? ?


უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 74
  • 75
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика