tarxana, სად ყავთ ეგ ხვადი? მცხეთაში ყავთ ძალიან მაგარი ხვადი,იქაური დიპლომებით არის,ქათამზე და გნოლზე უმაღლესი ხარისხია შეფასებით.მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი არ იყოს,ალიმენტს არ ითხოვს,300$ უნდა დართვაში და თუ გინდა ციყვი მიუყვანე.აქ რუსთავშიც ყავთ მამაშვილი,მე ეგენიც მაგრად მომწონს.აგრეთვე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა დათოდავითას ძაღლებს,რომლებიც ძალიან მაგრად მომწონს და კარგებიც არიან რამდენადაც ყური მიმიწვდება,შთამომავლობას კი სოლომონის დახმარებით უკეთესად გავიცნობთ.
kucuna1, დათოდავითას ძაღლების ხსენება ისე მიხარია ვითომ და პირადად ჩემს ძაღლზეა ლაპარაკი, ვნახოთ რაიქნება, მე მომწონს და სურათებს რო დავდებ იმედია თქვენც მოგეწონებათ! მინდორში რას იზამს უკვე ჩემზეა უმეტეს წილად დამოკიდებული :)
არ ვიცი მაგ ხვადს რა აქვს და როგორ, საველე თვისებებს ვგულისხმობ, მაგრამ ეს მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა და ხათრით არავინ აჯვარებს ძაღლებს. განსაკუთრებით იმ მწარმოებელ ხვადებს რომლებსაც აქვთ საველე ტიტულები და ნებართვა აქვთ იყვნენ მწარმოებლები. ჩემი ირლანდიურის შემთხვევას გეტყვით-სერგო შაგინოვმა ძუ მოსკოვიდან გადააფრინა ევროპაში ჯანი ბონატოს რომელიც ფლობს ფრიდას მამას კოცის ბიემზის და არის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხვადი, თუ არ ვცდები ათეულში შედის-გადაუხადა 1200 ევრო ერთ დართვაში და წამოიყვანა უკან. რომ არ დართულიყო ის 1200 ევრო გადაეყრებოდა წყალში, განმეორებიტი დართვა ე.წ. კანტროლკაც ფასიანია. ასე რომ იმ ხვადი დრათჰაარის პატრონის ევროპელია როგორც მივხვდი და ნუ გაგიკვირდებათ. ის თავის ძაღლს აფასებს ასე და ვერავინ შეედავება. ერთი მომენტიც არის, კაპიკებად ნაყიდ ლეკვს და ძვირიანს სხვადასხვანაირად უვლიან-ამის მომსწრე პირადად ვარ.
თან ისიც ფაქტია რომ შენ ტავისუფალი ხარ არჩევანში-გაქ სურვილი და საშუალება-იხდი, არ გაქ მოძებნე სხვა ვარიანტი. d.kakulia
ეგ ძაღლი ექსტერიერით მართლაც კარგია, მაგრამ მისი საველე მიღწევები არავის უნახავს. სანადიროდ კი არა, ეზოს გარეთაც არ გაყავთ მე მგონი პატრონებს. შეიძლება მე ვცდები,მაგრამ რომელიმეს თუ გინახავთ ეგ ძაღლი მინდორში? cercva
gagrinski, კი ბატონო, ეგ ყველაფერი სწორი და კარგი არის ნორმალურ ქვეყანაში! მაგრამ საქართველოში, დღეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს სანადირო, სუფთა სისხლის მეძაღლეობაში, ასეთ დროს მე მაგ საქციელს არ მივესალმები და მეტიც, სხვანაირად შევაფასებდი! მასეთი ელიტარული ძაღლი თუ არის, მაშინ მისი ლეკვი, რომელიც ალიმენტიდან ეკუთვნის, 300$ ისედაც ეღირებოდა და მაგ თანხას ლეკვის გაყიდვიდანაც მიიღებდა! მაგრამ ტიპი მაინც ფულს ითხოვს! მოითხოვოს და გადაუხადოს იმან ვისაც სურს. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე უფრო კარგი მონადირე, სანადირო მეძაღლეობის გულშემატკივარი და უფრო კარგი ტიპი მგონია და მიმაჩნია ის, ვინც ალიმენტის ლეკვები (დრათჰაარები) სრულიად უსასიყიდლოდ მისცა მონადირეებს! მხოლოდ იმიტომ, რომ გამრავლდეს სუფთა სისხლის ძაღლები! ეს, მე რასაც ვფიქრობ და როგორც მიმაჩნია, ჩემი აზრი და ჩემი შეხედულებაა! რომელის ქონის სრული უფლებაც მაქვს! როგორც არ უნდა სწორად იქცეოდეს ის კაცი! დრათჰაარის ლეკვები ვინც გააჩუქა აგერ არის და ვიცნობთ ყველანი! და რა ის "იაფად" აფასებს თავის დრათჰაარს?. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
როგორც იცით დრათჰარის პატრონი ვარ და წავაწყდი პრობლემას და თქვენი იმედი მააქვს 2 წლის ძუ მყავს და აქამდე არავის არ ერჩოდა, ეხლა კი ეზოში არავის არ უშვებს ყველაზე საკბენათ იწევს, უკვე მესამე ადამიანს უკბინა და სანამ მეზობლები დამრჩენ ცოცხლები იქნებ მირჩიოთ რამე როგორ გადავაჩვიო, ღამე მყავს მარტო დამბული რო არავინ მომპაროს დღე აშვებულია და ნავარდობს ეზოში მაგრამ შემოსვლით კი არავის უშვებს უკვე ისე გათამამდა.
გიო გეთანხმები, მაგრამ არის ყოველთვის მეორე მომენტიც-მერწმუნე 5 ადამიანს ვაჩუქე დაფნის ლეკვი, მათ შორის ისეთებსაც რომლებმაც საველეც იციან და მეძებარი ძაღლი რას ნიშნავს ისიც. აქედან ორმა ვერ მოუარა და მოკლა(მე სხვას არაფერს ვეძახი როცა ძარლი გიკვდება, ავადმყოფობით და აივნიდან გადმოვარდნით, ჩემთვის არ აქვს არანაირი გამართლება სიტყვებს მყავდა ექიმთან, ძაღლს უნდა გადაყვე, ეს ჩემი აზრია.)ერთს მინდორში არ გაუყვანია საერთოდ, ერთმა სადღაც სოფელში გაანაწილა გასაზრდელად ვირაც მონადირესთან და დაკარგა სისხლი და ა.შ. მერწმუნე ვისაც მივეცი ძალიან ვენდობოდი და პატივს ვცემდი, მაგრამ რადგან უფასოდ მიიღეს დაიკიდეს. ჩემმნაირი ძალიან ბევრი ვიცი. თქვენ კარგი ხალხი ხართ რომ გაამართლეთ მეპატრონის იმედები, ამას მთელი გულით ვამბობ. ბოდიში არათემატური პოსტისთვის. ვენაცვალე თქვენ წვერულვაშიან ოთხფეხა მეგობრებს :) d.kakulia
gagrinski, 100% ძაღლი უნდა გაყიდო შესაბამის ფასად ზუსტად იმიტომ რომ მოუარონ ჩემმა ქვისლმა იგივე ქნა ერთი აჩუქეს და მოკლა მოერე აჩუქეს და გაყიდა და მესამე ვაყიდინე და ეხლა უვლის. Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
gagrinski, 100% ძაღლი უნდა გაყიდო შესაბამის ფასად ზუსტად იმიტომ რომ მოუარონ ჩემმა ქვისლმა იგივე ქნა ერთი აჩუქეს და მოკლა მოერე აჩუქეს და გაყიდა და მესამე ვაყიდინე და ეხლა უვლის.
ცოტა გადახვევა გამოგვდის, მაგრამ უნდა ვთქვა. პირველი ლეკვობიდან 5 გავყიდე 2 კი გავაჩუქე, 5 გაყიდულიდან ყველა კარგადაა გაჩუქებული ორიდან კი ერთი ტურას შეაჭმევინა პატრონმა 8 თვის ლეკვი გააკიდა ღამით იმიტომ რომ ეკიდა და ფიქრობს კიდე ვაჩუქებდი (იოცნებოს ) წელსაც გავაჩუქებ მაგრამ უფრო კარგად შევარჩევ პატრონს მაგრამ ყველა ლეკვის გაჩუქება ნამდვილად არ შემიძლია თუნდაც იმიტომ რომ დედის კვება საკმაოდ ძვირი ჯდება მაკეობის და ძუძუთი კვების დროს ასევე ლეკვებსაც სჭირდება შესაბამისი მოვლა და მკურნალობა, მეზობლის ძაღლმა ლეკვები რო მიატოვა ნადუღის ნაწური დაუდგა არ ვიცი რა ქვია (სველი , შრატი თუ რაღაც) მე კიდე რაქიტი როარ დამართნოდა 3 კოლოფი ჰუმანას რძე შევაჭამე (15 ლარი ღირს ერთი) სანამ კვებაზე გადავიყვანდი,შემდეგ პედიგრი, თევზი და სხვა ჯანმრთელები და კარგები რო გაზრდილიყვნენ სისუფთავეზე და დახარჯულ დროზე არ მაქვს საუბარი და ასეთ ნაწვალებ რო გააჩუქებ და ვიღაც ბოთე გახარებს მომიკვდაო ხო უნდა ურყტა თავში კონდახი
დამატებულია (05.06.2015, 12:45:25) --------------------------------------------- წელს აუცილებლად ვიყიდი ჩემი ლეკვების ფულით საბუთიან ხვადს კარგი ოჯახიდან და თანხასაც შესაბამისს გადავიხდი ძალიან მინდა დაბალბეწვიანი დრათჰაარი
მოგესალმებით მეგობრებო მოკლედ მეც არ ვიცოდი ეს ამბავი უკვე მეორეჯერ გავგე რომ დარტვაში ფულს გებულობენ მეც გაკვირებული ვარ ამ საკითხით ეტყობა საზღვარგარეთ მოსულა და ჩვენთვის მიუღებელია ჯერ.მოკლეთ დავიწყე ფულის აგროვება :))))
ისეთი ხალხიც არიან საკმაო თანხას იხდიან ლეკვში მაგრამ მაინც არ უვლიან. თუ ადამიანს მართლა უყვარს ცხოველი იმისთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაჩუქარია თუ ნაყიდი, ჯიშიანია თუ უჯიშო მაინც გულიანად მოუვლის. ბ.თოთაძე
როგორც იცით დრათჰარის პატრონი ვარ და წავაწყდი პრობლემას და თქვენი იმედი მააქვს 2 წლის ძუ მყავს და აქამდე არავის არ ერჩოდა, ეხლა კი ეზოში არავის არ უშვებს ყველაზე საკბენათ იწევს, უკვე მესამე ადამიანს უკბინა და სანამ მეზობლები დამრჩენ ცოცხლები იქნებ მირჩიოთ რამე როგორ გადავაჩვიო, ღამე მყავს მარტო დამბული რო არავინ მომპაროს დღე აშვებულია და ნავარდობს ეზოში მაგრამ შემოსვლით კი არავის უშვებს უკვე ისე გათამამდა. დავიჯერო გამოსავალი არ არიი?
tarxana, მარტო ეზოში იქცევა ეგრე თან ყველას არ ერჩის, გარეთ რო გამყავს ჯკვიანათ არი გინდ რემნით გინდ აშვებული როცა მყავს ხმას არ ცემს არავის. თან რაც ლეკვები მოვაშორე იმის მერეა ასე.
hunter_buda, 3 კვირაა რაც ავიყვანე, იზრდება შესამჩნევად, დაჯექი დაწექი და მოტანა იცის უკვე კარგად, ყოველ მეორე ან მესამე დღეს ვავარჯიშებ, კომბინირებულს დღეში 3 ჯერ და პლიუს შუადღეს სუპებს, თევზის ან საქონლის გულღვიძლის. ულვაშები ეხლახანს წამოუვიდა:) რავი გადაყოლილი ვარ და უნდა გაამართლოს:)
დამატებულია (10.06.2015, 00:17:40) --------------------------------------------- hunter_buda, შენი რა ასაკისაა?
chargeriva999, მე გამომყავს ორივე ძუც და ხვადიც, მაგრამ წეჩკა აქვს ძუს და თუ მაგან არ შეგვაFერხა.... თუმცა ჩემი გამოთვლით იქამდე უნდა გადაუაროს წესით davita
დამატებულია (14.06.2015, 22:54:46) --------------------------------------------- ყველა ბაზიერელს ვულოცავ დღევანდელ 75-ე ეროვნულ გამოფენაზე მიღწეულ წარმატებებს. ეს ერთი და სხვა მრავალი ბიჭებო .დრათჰაარისტებო, თუ ჩვენი მეგობარი კურცჰაარისტებისგან ავიღებთ მაგალითს და გაისად სავეელებსაც "შევუტევთ," გაცილებით მაგრები ვიქნებით.
მიუხედავად იმისა რო საშინელი პირობები იყო მაიც კმაყოფილი ვარ პირვეი გამოსვლა იყო ჩემი და ჩემი ბეტის და პირველი დავდექით რიგზე მშვენიერი შეგრძნება არის სამცუხაროდ ვიდეოს და ფოტოს ატვირთვას ვერ გაუგე აქ ფაცეზე კი მაკვს კარგი მასალები ატვირთული.კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო და სულ წარმატებებს გისურვებთ .პ.ს.სიგელები რო მაიც კოპილიკო თასებს და მედლებს არ ვჩივიარ კარგი იქნებოდა ზალიან დაბალი დონის ორგანიზება ქონდა.
ჩემი ვაშკაციც რინგის ჩემპიონი გახდაააა, ერტი ყუთი პატრონები და მენდლით დაგვაჯილდოვეს, ძუც პირველი იდგა რინგზე თუმცა ბონიტირების შედეგად რინგის ჩემპიონი დიპლომიანი ძაღლი გახდა. davita
რა გითხრად ალბათ პირველ კატეგორიებს არ აძლევდნენ სავარაუდოთ და ამიტო გამომიშვეს მხოლოდ ჩანაცერით .არაუშავს გავიზრდებით და ისევ გავიმეორებთ შჰედეგებს...ყველას წარმატებები
გილოცავთ ძმებო ეს ერთი და სხვა მრავალი, ესე უნდა. უკვე გვყავს ღირსეული დრათჰაარები და მიხარია ეს ამბავი, მინდა ავღნიშნო და გამოვყო რო chargeriva999, დრათჰაარი ძალიან სერიოზულია,ეჭვიც არ მეპარებოდა რო პირველ ადგილს დაიკავებდა მის ასაკში,ამაყი ვარ რო ესეთი დრათჰაარი გვყავს საქართველოში. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!