06:55:25
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
პნევმატური იარაღები
geojorjikaდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 02:32:07 | შეტყობინება # 1251
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin,

ძალიან ბევრი კი გიწვალიათ ბატონო სოსო , მაგრამ ვფიქრობ ეგ თეორია მქოლოდ გამოდგება ჰაცანის რამდენიმე მოდელზე , მაგ 105-ზე , დანარჩენს საკმარისზე პატარა მოცულობის აქვს ეგ გადამშვები და რავიცი ღირდა კი ამდენ წვალებად ეგ მოდელი? :)


Beretta A300 Outlander 12/76
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 14:25:24 | შეტყობინება # 1252
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ჯერ მადლობა, ბატონო სოსო, ინფორმაციისთვის რომელსაც მე ველოდი და მეც მიფიქრია მასზე. იჟ-38 საც კაიხელა სიგრძის გადამშვები აქვს. საინტერესო იქნებოდა ეს გამოცდილება ქალაქელებისთვის, ვისაც ზდპ ფისტოლეტის ტარება უფრო ეიოლებათ მისი მცირე გაბარიტის გამო, მაგრამ ძალა ვერ აკმაყოფილებს(იჟ-40, 53, ბლოვ) მოთხოვნას, მაგალითად: თუ 0,5გრამით იჟ-53 120მ/წმ ქაჩავს, ლულა კომპრესორის ფსკერამდე რომ "მივიყვანოთ" 160-170-მდე მივა ვითომ? მაშინ კი ღირს წვალებად. სავარაუდოდ გვითხარით 105-ის გამოცდილების მიხედვით.
 
minchaninდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 19:18:58 | შეტყობინება # 1253
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika ()
minchanin,

ძალიან ბევრი კი გიწვალიათ ბატონო სოსო , მაგრამ ვფიქრობ ეგ თეორია მქოლოდ გამოდგება ჰაცანის რამდენიმე მოდელზე , მაგ 105-ზე , დანარჩენს საკმარისზე პატარა მოცულობის აქვს ეგ გადამშვები და რავიცი ღირდა კი ამდენ წვალებად ეგ მოდელი? :)


ვფიქრობ, რომ სხვა მოდელებზედაც შეიძლება ტყვიის სიჩქარის მომატება. რა თქმა უნდა არა ამდენით, როგორც ჰატსან 105 -ის ძველ მოდელზე. მაგრამ მაინც. რადგან გადამშვები ხვრელის სიგრძე მერყეობს (გავრცელებულ მოდელებში) 15 - 20 მილიმეტრამდე. და მისი შემცირება 7 - 10 მილიმეტრით, ჩემი აზრით 10 მეტრ,წამ სიჩქარეს, და შეიძლება მეტსაც, მოუმატებს. თუმცა ამის ტექნიკურად გაკეთება არც თუ ისე იოლი იქნება ჩვეულებრივი "პერელომკებისთვის".
გარდა ამისა ჩემს ტესტს შემეცნების მიზანიც ჰქონდა. რადგან თვითონ ჰატსანის მწარმოებელი 105 მოდელზე წერს 255 მეტრ.წამს, რომელიც მინსკში ნაყიდი 3 თოფიდან ვერცერთმა ვერ განავითარა. ხოლო მის ახალ მოდელზე უკვე 305 მეტრ.წამს. და ეს რეალობაა.

tyupi007 ()
minchanin, ბატონო სოსო, თუ შეგიძლიათ დადეთ ფოტო თქვენი ჰატსან 105 ის ამ ტესტის შემდეგ


ცოტა მოგვიანებით. თოფი დავშალე და ვარანენიეს ვუკეთებ. როცა ავაწყობ მის სურათებს დავდებ.

პედიატრი ()
minchanin, ჯერ მადლობა, ბატონო სოსო, ინფორმაციისთვის რომელსაც მე ველოდი და მეც მიფიქრია მასზე. იჟ-38 საც კაიხელა სიგრძის გადამშვები აქვს. საინტერესო იქნებოდა ეს გამოცდილება ქალაქელებისთვის, ვისაც ზდპ ფისტოლეტის ტარება უფრო ეიოლებათ მისი მცირე გაბარიტის გამო, მაგრამ ძალა ვერ აკმაყოფილებს(იჟ-40, 53, ბლოვ) მოთხოვნას, მაგალითად: თუ 0,5გრამით იჟ-53 120მ/წმ ქაჩავს, ლულა კომპრესორის ფსკერამდე რომ "მივიყვანოთ" 160-170-მდე მივა ვითომ? მაშინ კი ღირს წვალებად. სავარაუდოდ გვითხარით 105-ის გამოცდილების მიხედვით.


სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, რაღაც გეომეტრიული პროგრესიის მსგავსი კანონზომიერება ვერ დავადგინე, რომ რაღაც გათვლები გავაკეთო. თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით 160 მეტრამდე იჯ-53 -ის აწევა შეუძლებლად მიმაჩნია. მით უმეტეს, თუ მეხსიერება არ მღალატობს იქ ფსკერის სისქე სულ 10 მილიმეტრია. ისე კი "პაპიტკა ნე პიტკა". იჯ-38 -ზე კი შეიძლებოდა ცდა.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - ორშაბათი, 20.04.2015, 19:22:20
 
tyupi007დრო: ორშაბათი, 20.04.2015, 19:56:43 | შეტყობინება # 1254
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, კარგით ბატონო.ველოდები ფოტოებს დიდი ინტერესით gimili

bazieri.ge
 
minchaninდრო: შაბათი, 25.04.2015, 22:26:28 | შეტყობინება # 1255
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი სურათებიც ჩემი მოდერნიზირებული ჰატსან-105 -სა.










 
tyupi007დრო: კვირა, 26.04.2015, 00:33:59 | შეტყობინება # 1256
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, 10 10 იარღის ძალიან კარგი "ხელოსანი" ბრძანდებით ბატონო სოსო gimili
ახლა ვათვალიერებდი თქვენი სახელოსნოს სურათებს, თქვენ მიერ რეაბილიტირებულ იარაღებს და იარაღის ნაწილებს და ძალიან მომეწონა ყველაფერი. ბულპაპად გადაკეთებული გეკო ხო საერთოდ სუპერ 10 ერთი სიტყვით დიდი სიმპათიით გავეწყვე თქვენს მიმართ gimili

თემიდან გადახვევისთვის ბოდიში gimili


bazieri.ge
 
minchaninდრო: კვირა, 26.04.2015, 08:19:36 | შეტყობინება # 1257
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007

მადლობა. გაიხარეთ.
 
პედიატრიდრო: კვირა, 26.04.2015, 11:17:26 | შეტყობინება # 1258
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგია, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს: ის დარჩენილი ანონსირებული 3 პროექტი გვაინტერესებს gimili განსაკუთრებით ავტონიპელის გამოყენებით. თუ დრო გამონახეთ, ველით დასრულებას

დამატებულია (26.04.2015, 10:17:26)
---------------------------------------------
ორი შეკითხვაც გამოცდილ პნევმომოყვარულს:
1) ავტონიპელის რეზინები 60-70 ატმს გაუძლებს? თუ მალე დაიწყებს გაპარებებს? ველონიპელია უკეთესი თუ ავტონიპელი პნევმოგამოყენებისთვის(ჰაერის სწრაფი გატარებისთვის)?
2) ჰაერს რამდენჯერ მეტი გაფართოების უნარი აქვს ცეო2-თან შედარებით. ანუ, მინდა ცეო2 ფისტოლეტი მულტიკომპად გადავაკეთო და თუ მოვახერხე კამერაში 50ატმ ჰაერის ჩატუმბვა, რა სიჩქარეს მომცემს ტყვიაზე, თუ იგივე 50ატმ ცეო2-ზე 140მ/წმ-ს იძლევა?

 
minchaninდრო: კვირა, 26.04.2015, 13:07:21 | შეტყობინება # 1259
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
1) ავტონიპელის რეზინები 60-70 ატმს გაუძლებს? თუ მალე დაიწყებს გაპარებებს? ველონიპელია უკეთესი თუ ავტონიპელი პნევმოგამოყენებისთვის(ჰაერის სწრაფი გატარებისთვის)?


როგორც გამიგონია ავტო ნიპელის კლაპანი უძლებს 200 -მდე ატმოსფეროს. რამდენ ხანს იმუშავებს ის ამ წნწვაზე არ ვიცი.
ჰაერის სწრაფი გატარებისთვის ცო-2 - ზე ვფიქრობ რომ გამოდგება. ცო-2 -ის წნწვა საშუალოდ არის 50 ატმ. (32 - 72). ვფიქრობ , თქვენს შემთხვევაში, ტყვიის სიჩქარე იგივე იქნება, რაც ცო-2 -ის დროს.

თუ გვინდა ტყვიის "სანადირო" სიჩქარეს მივაღწიოთ საჭიროა, მინიმუმ. 1 კუბ. სმ. 80 ატმოსფერო ჰაერი და 35 სმ სიგრძის ლულა.

ეს არის ზედაპირული ანგარიში. და ყველაფერს ამას მხოლოდ პრაქტიკა დაამტკიცებს.

ასეთია ჩმა.
 
პედიატრიდრო: კვირა, 26.04.2015, 14:31:41 | შეტყობინება # 1260
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საიდანღაც მახსოვს და ვერ ვნახულობ კოეფიციენტებს, რომ შეკუმშულ ჰაერს მეტად სწრაფი გაფართოება ახასიათებს ვიდრე ცეო2-ს. მგონი დამგროვებელი კამერა 1,5 სანტ.კუბია და ასე 50 ატმ-მდე კი უნდა შევძლო დატუმბვა თვითნაკეთი ტუმბოთი (რომელმაც 'პრიკლადის' ფუნქციაც უნდა შეასრულოს). ასე 170-180 მდე თუ გაქაჩა, მაგარი იქნება.
 
geojorjikaდრო: კვირა, 26.04.2015, 15:11:42 | შეტყობინება # 1261
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისადა ეგეთი იდეები მხოლოდ იდეების დონეზეა თუ უკვე ნახაზიც არსებობს? ცოტა ვერ გავიგე იდეების დონეზე რაზე საუბრობთ

Beretta A300 Outlander 12/76
 
პედიატრიდრო: კვირა, 26.04.2015, 15:34:38 | შეტყობინება # 1262
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, არა, ნახაზი არ უნდა, ძალიან მარტივია: ცეო2 ფისტოლეტს ბალონჩიკის მაგიერ უკუსარქვლით მიეხრახნება თვითნაკეთი ხელის ტუმბო. გამოვა მულტიპამპი.
 
geojorjikaდრო: კვირა, 26.04.2015, 22:10:02 | შეტყობინება # 1263
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი,
Quote პედიატრი ()
არა, ნახაზი არ უნდა,


არ არსებობს დეტალი და მითუმეტეს მექანიზმი ნახაზის გარეშე, თუნდაც სულ ოდნავი საქმეში ჩახედული აკეთებდეს, საუბარი არ მაქვს კონსტრუქტორებზე და პროფებზე

ის ვინც ნახაზის გაკეთების გარეშე აკეთებს საქმეს როგორც წესი 2-3 ან 10 და მეტი ცდის შედეგად აღწევს სასურველ ზომებს და შედეგს , ვინც ნახაზს ხაზავს წინასწარ , როგორც წესი პირველივე ცდიდან უკვე ასე თU ისე მუშა დეტალი მიიღება.

აი ისეთი მარტივი დეტალის როგორიც დავუშვათ 2240-ის ლულისკოლოფია რამდენ გათვლას და წომის აღებას საჭიროებს



Beretta A300 Outlander 12/76

შეტყობინება დაამუშავა geojorjika - კვირა, 26.04.2015, 22:13:33
 
პედიატრიდრო: კვირა, 26.04.2015, 23:36:44 | შეტყობინება # 1264
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არაფერს ვჩარხავ, ვიყენებ ავტომანქანის ნიპელს და ავტომანქანის კაპოტის ამორტიზატორს. გადაჭრა, გაბურღვა და 2-3 ადგილზე ხრახნების მოჭრა. თუ დრო მექნა და გავაკეთე, აქ დავდებ სურათებს, ძალიან მარტივია.
 
geojorjikaდრო: ორშაბათი, 27.04.2015, 01:08:48 | შეტყობინება # 1265
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვახ კაცო რა ნიშვნელობა აქვს , უნდა გადაჭრა, გაასუფთავო, რეზბები მოჭრა, მიაზომო, მოარგო მეტი კი არაფერი კეთდება ჩარხებზე :)

დამატებულია (27.04.2015, 00:08:48)
---------------------------------------------
რა ზომაზე უნდა გადაჭრა ხომ უნდა იცოდე? რეზბა რა ზომის უნდა მოჭრა ეგეც ხომ უნდა დაწერო სადმე? რა სიღრმეზე უნდა მოჭრა ეგ? ეგეც უნდა დაწერო, საბოლოოდ დეტალი რა ზომის უნდა იყოს ეგეც ხომ გჭირდება? ეხლა ეგ ყველაფერი ვიზუალშიც რომ ნახო როგორი უნდა მიიღო მემგონი არ იქნებოდა ცუდი, ჰოდა მეტი არაფერი არ არის ნახაზი


Beretta A300 Outlander 12/76
 
krimanjuliდრო: კვირა, 10.05.2015, 11:48:40 | შეტყობინება # 1266
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ ორ მოდელს შორის რა განსხვავებაა?(და კიდევ რამოდენიმე ვარიაცია) ოპტიკა ერთი,მექანიზმი ერთი , ტყვიის სიჩქარე ერთი...
Benjamin 1500 WNP
Benjamin NP XL 1500
ჩვენთან ეს მოდელები 800დან 900 ლარამდე ღირს, ამაზონზე 220 დან 280 დოლარამდე , საქართველოში შეძენის პრიორიტეტი საბანკო განვადეებებია რომელსაც გთავაზობს მაღაზია. პევრი პლიუსი აქვს ამ იარაღს მაგრამ მე უფრო მინუსები მაინტერესებს, ვისაც უშუალოდ ჰქონია შეხება იქნებ დაწეროთ თქვენი შეხედულება ამ მოდელზე, პირადად მე რდესაც ხელში ავიღე მივხვდი რომ ესი იარაღი არ არის სიარულისთვის ეს არის ეღტი ადგილიდან სასროლად დამზადებული, ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს მარჯვენა ხელში ჩაქუჩი გიჭირავს ჰორიზონტალურ მდგომარეობაშ ტარის ბლოდან და თავით წინ, ანუ იარაღი აუცილებლად ლულით რაღაცას უნდაა დააყრდნთ რომ ზუსტი შედეგი გქონდეთ, (ბალანსი ეგეთი რამ ამ მოდელს არააქვს) მეორე რაც ეგრევე არ მომეწონა არის მისი ლულის მოძრაობაზე გათვლილი შემყენებელი სისტემა, ლულას მთელი ძალით უნდა ურტყა ლულის წვერზე რომ გადახსნა, შემდეგ ამ გადახსნილი ლულის უკან მოზიდვა ურთულესი საქმეა, სუსტი ადამიანი საერთოდ ვერ მოზიდავს მგონი ისეთი შეგრძნება გრჩება, მოკლედ ძალაუნებურად ხმაურიან თოფად რჩება რომელიც საფარიდან სასროლად ცოტა არ იყოს დისკომფორტს ქმნის. თოფის ნიტრო სისტემა, მისი 460 მ/წ ზემძლავრი სიჩქარე, გასროლის დროს თითქმის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანილი უკუცემა და კიდევ რამოდენიმე ფაქტორის წყალობით ჩემთვის მაინც საუკეთესო მექანიუკური შეყენების სისტემის პნევმატურ თოფად რჩება
 
geojorjikaდრო: კვირა, 10.05.2015, 16:08:42 | შეტყობინება # 1267
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote krimanjuli ()
მისი 460 მ/წ ზემძლავრი სიჩქარე, გასროლის დროს თითქმის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანილი უკუცემა და კიდევ რამოდენიმე ფაქტორის წყალობით ჩემთვის მაინც საუკეთესო მექანიუკური შეყენების სისტემის პნევმატურ თოფად რჩება


ნამდვილად ისროლე ეგ თოფი? :)

რა ტყიებით აქვს 460 მ/წმ სიჩქარე შეგიძლია გვითხრა? და უკუცემის არ ქონის რა გითხრა აბა საკმადო გიბრახუნებს ცხვირპირში და ბეჭზე.

მოკლედ ჩემი გამოცდილებით და მოკრძალებული აზრით საშინელი თოფია , დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია


Beretta A300 Outlander 12/76
 
tyupi008დრო: ორშაბათი, 11.05.2015, 01:21:05 | შეტყობინება # 1268
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, უკუცემა პცპ სისტემას არ აქ და მაგათი ფასი გაცილებით ძვირია ვიდრე ეს მოდელი gimili
შენ როგორც გამოცდილი ადამიანი და ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი დიდი კოლექციის მქონე კაცი, რომელ ზდპ ს ანიჭებ უპირატესობას? gimili


bazieri.ge
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 11.05.2015, 12:00:36 | შეტყობინება # 1269
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, როგორც გერმანული თოფების მოყვარულს, არჩილ, Weihrauch-ის რომელიმე მოდელი უფრო მოგხიბლავდა ალბათ.
 
geojorjikaდრო: სამშაბათი, 12.05.2015, 11:10:31 | შეტყობინება # 1270
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფასის კატეგორიას თუ არ იტყვით ვერ გირჩევთ ვერც ერთს :)

Beretta A300 Outlander 12/76
 
tyupi008დრო: პარასკევი, 22.05.2015, 12:52:55 | შეტყობინება # 1271
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geojorjika, 300-400 ლარის ფარგლებში gimili

bazieri.ge

შეტყობინება დაამუშავა tyupi008 - პარასკევი, 22.05.2015, 12:53:32
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 22.05.2015, 18:34:30 | შეტყობინება # 1272
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, კარგია მაგრამ ძვირია. გერმანელებმა იციან რასაც აკეთებენ 166
geojorjika, კი ნამდვილად ვისროლე ეგ თოფი, მხოლოდ ერთხელ, რომელ ტყვიებზე იძლევა ზემოთ მოყვანილ შედეგს ნამდვილად ვერ გეტყვი, მე მხოლოდ მისი ესევთქვათ სარეკლამო შეფასების ციტირება გავაკეთე და მხოლოდ შეფასების შეფასებით შემოვიფარგლე, რაც შეეხება უკუცემას აშკარად არ მიგვრძნია ისეთი დარტყმა მხარში რასაც მოველოდი, თუმცა ერთი გასროლით ანალიზს რომ ვერ გააკეთებ ეს რათქმა უნდა კარგად ვიცი.(ის ერთი გასროლაც რა ხვეწნის ფასად დამიჯდა რომ იცოდე გამყიდველთან =) )თქვენ მითუმეტეს გამოცდილი გქონიათ ეს თოფი და სწორედაც რომ თქვენი აზრია ყველაზზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ზემოთაც მივუთითე ამის შესახხებ რომ თუ ვინმეს გქონიათ შეხება იქნებ დაწეროთ თქვენი შეხედულება თქო. ჩვენი საიტიც ხომ აზრთა და გამოცდილებათა გაზიარებას ემსახურება, ბოლობოლო თუ ესეთი საშიელი იარაღია ასეთი კარგი შეფასებები რატომ დევს რუსულ და უკრაინულ საიტებზე, იანკებზე აღარაფერს ვამბობ, ეხლა წარმოიდგინეთ 900 ლარი მაგაში გადავიხადო და არ გამომადგეს სხვა თუ არაფერი უხერხულობას ხომ მაინც ვიგრძნბ, ავდგები და პცპ სისტემას შევიძენ შეიძლება ოპტიკითაც კი შევწვდე მაგალითად ჰატსანის რომელიმე მოდიფიკაციას,ანუ ჯანმრთელი განსჯა მჭირდება პრაქტიკაში გამოცდილი ხალხიდან თორე თეორიის ცოდნით სხვას რომ თავი დავანებოთ აქვე ჩვენს ფორუმზე ვინ რომელ მოდელზე რა დაწერა ზეპირად იციან, ჩემი თუ არ გჯერავს პედიატრს კითხე gimili
ხო კიდევ რა დამამახსოვრდა ამ მოდელიდან; სასხლეტი ძალიან მაგარი მომეჩვენა, ჩვეულებრივ გლუვლულიანის სასხლეტზე მაგარი, ამ დროს რა თქმა უნდა ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ იარაღს, იქნება ეს პნევმატური თუ სხვა უფრო ნაზი და მგრძნობიარე სასხლეტი უნდა ჰქონდეს, მონაცემებში უწერია სასხლეტის რეეგულირება, მე სიჩქარიდან გამომდიარე ეგეთი ვერაფერი შევნიშნე და .... მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თოფთან დაკავშირებით, თანაბარ და სტაბილურ დაჯგუფებას რა მანძილზე რა ტყვიებით მიაღწიეთ, მომაკვდინებელი ძალა , ტყვიის შეღწევადობა როგორი აქვს სხვადასხვა ტყვიებზე, კლიმატური პირობების ცვალებადბა რა გავლენას ახდენს ზოგადად ნიტრო სისტემაზე და მისგან გასროლილ ტყვიაზე...და მოკლედ თუ არაფრად ვარგა დდა მათხუარი და ჩაჩანი თოფია, მაგ ფასში რას შემომთავაზებდით როგორც მეგობარი 39
 
Falconryდრო: პარასკევი, 22.05.2015, 18:50:15 | შეტყობინება # 1273
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭები ეხა ვაპირებ კიდე ვიყიდო ეს იარაღი
crosman vantage nitro piston და რას მეტყვით? მინუსი რა აქ და პლიუსი? http://www.crosman.com/vantage-np-with-4x32-mm-scope-177


ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - პარასკევი, 22.05.2015, 18:52:28
 
maxo777დრო: პარასკევი, 22.05.2015, 20:53:54 | შეტყობინება # 1274
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=6808072 აქაც იგივე ღირს,

დამატებულია (22.05.2015, 20:53:54)
---------------------------------------------
[img][/img] მევყიდი ორივეს ერტად 200 ბოლო,ტუ ვინმეს უნდაა


გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
minchaninდრო: ორშაბათი, 25.05.2015, 17:34:34 | შეტყობინება # 1275
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს, როგორც იქნა ვაღირსე, 5 წლის მერე, ჩემს ზემოთხსენებულ თოფს (გადაკეთებული ჰატსან 105) ახალი ჰაერის კრუჟუნა. ტყვიის (ბარაკუდა მატჩი 0,69 გრამი) სიჩქარე გაიზარდა 271 მ/წ -მდე (25,3 ჯ). ცოტა ზედმეტიც კია ზდპ -ესთვის. მაგრამ ტესტის მიზანი იყო თუ რამდენად ახდენს გავლენას "მკვდარი მოცულობა" ტყვიის სიჩქარეზე.
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 25.05.2015, 22:44:08 | შეტყობინება # 1276
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ შეიძლება, ბატონო სოსო, რამდენი იყო სიჩქარე მანამდე და მკვდარი მოცულობის შემცირების შემდეგ რამდენია სხვა პარამეტრების უცვლელობის შემთხვევაში? და რამდენი იყო მკვდარი მოცულობა გადაკეთებამდე და შემდეგ რამდენი დარჩა?
 
minchaninდრო: სამშაბათი, 26.05.2015, 16:08:37 | შეტყობინება # 1277
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
თუ შეიძლება, ბატონო სოსო, რამდენი იყო სიჩქარე მანამდე და მკვდარი მოცულობის შემცირების შემდეგ რამდენია სხვა პარამეტრების უცვლელობის შემთხვევაში? და რამდენი იყო მკვდარი მოცულობა გადაკეთებამდე და შემდეგ რამდენი დარ


იყო "მკვდარი მოცულობა" 0,51 სმ. კუბ. და იძლეოდა 11 ჯოულს.
გახდა "მკვდარი მოცულობა" 0,11 სმ. კუბ. და აიწია 24 ჯოულამდე. სხვა პარამეტრების ცვლილების გარეშე. გაზის ზამბარის "გაახლებამ" აწია 25,3 ჯოულამდე.
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 27.05.2015, 11:54:33 | შეტყობინება # 1278
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შთამბეჭდავი შედეგია: სად 11 და სად 24 ჯოული ენერგია!
იჟ-38-ს დაახლოებით გადამყვანის სიგრძე 0,5სმ და დიამეტრი 0,28სმ აქვს, როგორც მახსოვს (ამჟამად არცერთი იჟი არ დამრჩა რომ შევამოწმო, სამივე გაჩუქებულია სოფელში). თუ სწორად მახსოვს, მაშინ მისი მკვდარი მოცულობა 0,1-ზე ნაკლებია უკვე, თუ მე პარამეტრები არასწორად მახსოვს?
 
minchaninდრო: პარასკევი, 29.05.2015, 15:46:22 | შეტყობინება # 1279
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
შთამბეჭდავი შედეგია: სად 11 და სად 24 ჯოული ენერგია!
იჟ-38-ს დაახლოებით გადამყვანის სიგრძე 0,5სმ და დიამეტრი 0,28სმ აქვს, როგორც მახსოვს (ამჟამად არცერთი იჟი არ დამრჩა რომ შევამოწმო, სამივე გაჩუქებულია სოფელში). თუ სწორად მახსოვს, მაშინ მისი მკვდარი მოცულობა 0,1-ზე ნაკლებია უკვე, თუ მე პარამეტრები არასწორად მახსოვს?


იჟ 38 -ს გადამშვები ხვრელის დიამეტრი 4,2 მმ-ია. სიგრძე კი 12 მმ. მოცულობა 0,16 სმ. კუბ. -ია. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპრესორის მოცულობა იჟ-38 -ში არის (როგორც მახასოვს) 30 კუბ. სმ. ხოლო ჰატსან 105 -ში 57 კუბ. სმ. თითქმის ორჯერ მეტი. ამიტომ (ძალიან მიახლოებით) შექმნილი წნევაც იქნება ორჯერ ნაკლები. და სიჩქარეც საგრძნობლად ნაკლები (ციფრებში ზუსტად ვერ გეტყვი).
 
Falconryდრო: პარასკევი, 29.05.2015, 15:58:39 | შეტყობინება # 1280
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პნევმატური არასრულწლოვანზე აკრძალულიაო მართალია? ახალი კანონიაო 23 23 23 48 48

ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 29.05.2015, 17:53:58 | შეტყობინება # 1281
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, არასრულწლოვანზე ადრეც იყო აკრძალული და სულ ასე უნდა იყოს.

დამატებულია (29.05.2015, 17:53:58)
---------------------------------------------
მოცულობა ხომ პი*დე-კვადრატ*ელ(სიგრძე ხვრელის) გაყოფილი 2-ზეა და მგონი მაგ პარამეტრებით 0,31სმ კუბ გამოდის. არადა გადასატეხ ზდპ-ზე უფრო იოლი იქნება მკვდარი მოცულობის შემცირება: ლულა მუფტაში კიდევ ასე 9-10მმ-ზე შემოარჭე და იგივე 9-10 მმ ცილინდრის ბოლოში ზევიდან ამოიღე, რომ მასში ჩაჯდეს დაგრძელებული ლულის სახასზინო შემოწეული ნაწილი. ჩარხი უნდა და მარჯვე ხელი.

 
tyupi008დრო: პარასკევი, 29.05.2015, 20:21:01 | შეტყობინება # 1282
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, რა ვიცი, ჩვენთან 13-14 წლის ბავშვები დააკოწიალებენ პნევმატურებს თან ისეთს რომლის სიჩქარეც არამგონია 250 მ/წმ ზე ნაკლები იყოს
ეგ კი არა, ამას წინათ უბანში 5 წლის ბავშვს ქონდა ფისტოლეტი აი ლულის გადატეხვით რო იტენება ეგეთი, სად აქ მშობლებს ჭკუა ვერ ვხვდები სათამაშო ხო არაა რო აძლევ თითის სიგრძე ბავშვს იარაღს ხელში 25


bazieri.ge
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 29.05.2015, 20:31:11 | შეტყობინება # 1283
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi008, მართალი ხარ, ზოგჯერ თვით მშობლებმაც არ იციან პნევმატურის შესაძლებლობები და თუ არის შესაძლებლობა, ავუხსნათ მშობლებს რომ დაიცვან თავისი და სხვისი ჯანმრთელობა შესაძლო ზიანისაგან.
 
tyupi008დრო: პარასკევი, 29.05.2015, 21:00:11 | შეტყობინება # 1284
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, შესაძლებლობა თუ კი იქნება მშობელს კი არა, საგვარეულოს დავიჯენ და ავუხსნი რა და როგორ gimili

bazieri.ge
 
minchaninდრო: პარასკევი, 29.05.2015, 22:54:41 | შეტყობინება # 1285
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
მოცულობა ხომ პი*დე-კვადრატ*ელ(სიგრძე ხვრელის) გაყოფილი 2-ზეა


აქამდე იყო - პი.რ. კვადრატი.სიმაღლეზე gimili

რაც შეეხება სტანდარტული "პერელომკის" გადაკეთებას - თეორიულად ნამდვილად არაა რთული. აი პრაქტიკულად კი... ძალიან დიდი სიზუსტეებია საჭირო, რომ თოფი არ გავაფუჭოდ.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - პარასკევი, 29.05.2015, 22:56:53
 
პედიატრიდრო: შაბათი, 30.05.2015, 00:23:01 | შეტყობინება # 1286
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, ესეიგი, არასწორად მახსოვდა. ანუ იჟ-22-38-40-53 მოდელებისთვის აზრი არ აქვს ისედაც მცირე მკვდარი მოცულობის დაპატარავებაზე წვალება, ძალის მატება არ იქნება შესამჩნევი?
 
Falconryდრო: შაბათი, 30.05.2015, 06:35:50 | შეტყობინება # 1287
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
Falconry, არასრულწლოვანზე ადრეც იყო აკრძალული და სულ ასე უნდა იყოს.

ყველა არასრულწლოვანი ეგეტი გიჟი და უპასუხისმგებლო რომ არ ვართ.. 069 069 მარა მართალია აკრძალული უნდა იყოს მაგრამ ეგ კანონიც თუ სხვა კანონებივით აღასრულეს გინდა იყოს და გინდა არა 39 39


ინადირე ზომიერად!
 
პედიატრიდრო: შაბათი, 30.05.2015, 09:45:32 | შეტყობინება # 1288
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Falconry, მოითმინე რამდენიმე თვე, მანამდე უფროსის მეთვალყურეობით იარაღთან კონტაქტი და იარაღთან მოპყრობის უსაფრთხოების წესები შეისწავლე გამოცდილი მონადირეებისგან, დამიჯერე გამოგადგება და მადლიერი იქნები.
 
akson777დრო: შაბათი, 30.05.2015, 12:51:22 | შეტყობინება # 1289
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ვილმინგტონის პნეუმატური როგორია თავის ფასში და ღირს 500 ლარის ფარგლებში მისი ყიდვა? ზუსტად არ მახსოვს სად იყიდება ხომ არ მოგიკრავთ რომელიმე მაღაზიაში თვალი?

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - შაბათი, 30.05.2015, 12:55:41
 
floydდრო: შაბათი, 30.05.2015, 13:48:14 | შეტყობინება # 1290
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, ბიჭებო ახლა ვკითხულობდი თქვენს კომენტარებს და ვხედავ შეგიძლიათ რჩევის მოცემა, ანუ რაშია ახლა საქმე:)))2 კვირის წინ ვიყიდე ჰაცანი ვიყიდე მოდ 85 ვოროტექსი, საკამოდ კარგად ისვრის მიზანში, დაახლოებით 400 მდე გასროლა გავაკეთე უკვე და 1 კვირაა უკვე რაც ზეთი გასდის, დამცველი რომ აქვს მაქედან ჩამოდის და კიდევ აშკარად გაადვილდა გადატენვა, ისეთი ძალისხმევა აღარ სჭირდება და უკუცემაც საგრძნობლად შეუმცირდა და ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?:))
 
პედიატრიდრო: შაბათი, 30.05.2015, 15:41:08 | შეტყობინება # 1291
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
floyd, ბატონ სოსოს minchanin კითხე, ისაა სპეციალისტი

დამატებულია (30.05.2015, 15:41:08)
---------------------------------------------
akson777, პნევმატურ იარაღებში ბაზიერის საიტზე ყველაზე მცოდნე არის ბატონი სოსო minchanin და მას კითხეთ.

 
minchaninდრო: შაბათი, 30.05.2015, 23:18:27 | შეტყობინება # 1292
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
minchanin, ესეიგი, არასწორად მახსოვდა. ანუ იჟ-22-38-40-53 მოდელებისთვის აზრი არ აქვს ისედაც მცირე მკვდარი მოცულობის დაპატარავებაზე წვალება, ძალის მატება არ იქნება შესამჩნევი?


მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის თუ ცდიდა კაცი იჟ-38 -ს. პრინციპში სხვებსაც. რაღაც მატება ტყვიის სიჩქარისა ნამდვილად იქნება. მაგრამ, ვფიქრობ არა იმდენი, რომ სერიოზული რეზულტატი მოგვცეს. ასეთია ჩმა.
Quote floyd ()
გამარჯობათ, ბიჭებო ახლა ვკითხულობდი თქვენს კომენტარებს და ვხედავ შეგიძლიათ რჩევის მოცემა, ანუ რაშია ახლა საქმე:)))2 კვირის წინ ვიყიდე ჰაცანი ვიყიდე მოდ 85 ვოროტექსი, საკამოდ კარგად ისვრის მიზანში, დაახლოებით 400 მდე გასროლა გავაკეთე უკვე და 1 კვირაა უკვე რაც ზეთი გასდის, დამცველი რომ აქვს მაქედან ჩამოდის და კიდევ აშკარად გაადვილდა გადატენვა, ისეთი ძალისხმევა აღარ სჭირდება და უკუცემაც საგრძნობლად შეუმცირდა და ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?:))


რომ რამე კონკრეტული თქვა უნდა იარაღი შეისწავლო - ქრონოგრაფის რეზულტატები, ზამბარის შეკუმშვის ძალა (დაახლოებით 15 კილოგრამი უნდა იყოს ახალი ზამბარით).შეიძლება ზამბარა დაჯდა. ან, რაც უფრო მოსალოდნელია გატყდა. ისე კი ახალ თოფს არ აწყენდა დეკონსერვაცია. და მისი ჰერმეტულობაზე შემოწმწბაც კი. გასინჯეთ, ახლოდან (დაახლოებით 1 მეტრი) 16 მილიმეტრიან ავეჯის ფიცარს (ДСП) უნდა ხვრეტდეს. შორიდან მეტს ვერაფერს ვიტყვი. მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა.
 
პედიატრიდრო: შაბათი, 30.05.2015, 23:29:17 | შეტყობინება # 1293
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, კომპაქტური ზდპ ფისტოლეტის შექმნა, რომელსაც ცილინდრი ტარში ექნება, თუ გიფიქრიათ?
 
tyupi007დრო: კვირა, 31.05.2015, 02:14:41 | შეტყობინება # 1294
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ეგეთ ფისტოლეტს რამხელა ტარი უნდა ქონდეს რო საკმარისი სისწრაფე მიანიჭოს ტყვიას?

bazieri.ge
 
პედიატრიდრო: კვირა, 31.05.2015, 10:46:21 | შეტყობინება # 1295
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, რათქმაუნდა, სუსტი იქნება, ასე 100მ/წმ-მდე, მცირე ცილინდრით.
 
tyupi007დრო: კვირა, 31.05.2015, 11:28:48 | შეტყობინება # 1296
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მერე მილი რომელშიც ჰაერის ნაკადმა უნდა გაიაროს, სანამ ლულამდე მიაღწევს(ალბათ ამას ქვია გადამშვები ხვრელი, როგორც ბატონმა სოსომ ბრძანა)დიდი სიგრძის არ იქნება?მგონია რომ იქნება და მითუმეტეს თუ კომპრესორიც მცირე იქნა, ტყვიის სიჩქარეც ალბათ დაბალი ექნება იარაღს gimili

bazieri.ge

შეტყობინება დაამუშავა tyupi007 - კვირა, 31.05.2015, 11:40:18
 
პედიატრიდრო: კვირა, 31.05.2015, 22:07:37 | შეტყობინება # 1297
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi007, ინტერნეტში ხაზვა არ ვიცი, თორე გადამშვები მოცულობა პატარა იქნება. დახაზვა კიდე არაფერი, მერე გაკეთება იქნება ძნელი. მანამდე კი კომპრესორის მინიმალური მოცულობა იქნება გამოსათვლელი, 100-ით რომ ისროლოს. თუ ტარში ჩაეტევა ისე, რომ ტარი არ იქნება ულაზათო, შეიძლება ფიქრი.
 
minchaninდრო: კვირა, 31.05.2015, 23:07:21 | შეტყობინება # 1298
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote პედიატრი ()
minchanin, კომპაქტური ზდპ ფისტოლეტის შექმნა, რომელსაც ცილინდრი ტარში ექნება, თუ გიფიქრიათ?


ეგეთი კონსტრუკცია უკვე არსებობს. სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ინტერნეტში დავძებნო.
 
tyupi008დრო: ორშაბათი, 01.06.2015, 01:01:08 | შეტყობინება # 1299
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, minchanin, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ gimili 39

bazieri.ge
 
floydდრო: ორშაბათი, 01.06.2015, 13:50:03 | შეტყობინება # 1300
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა ბატონო სოსო
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)უძველესი ხეწლნაწერი
  • 2.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 3.)მტკვარზე თევზაობა
  • 4.)სასტენდო სროლა ...
  • 5.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 6.)მწყერზე ნადირობა
  • 7.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 8.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 9.)საცვლელი ჩოკები
  • 10.)პნევმატური იარაღები
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)მწყერზე ნადირობა
  • 4.)ტყის ქათამზე ნად...
  • 5.)პოინტერი
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Opito
  • 2.)CityHandyman
  • 3.)Ciallinall
  • 4.)Subaroid
  • 5.)Iraklisnip
  • 6.)Tura3028
  • 7.)SAMTREDSKI1990
  • 8.)Nodar60
  • 9.)GEO1
  • 10.)bodiala23

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика