11:56:33
განახლება
მონადირეების საიტი - პნევმატური იარაღები - Page 32 - მონადირეების ფორუმი




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

გვერდი 32 დან«12303132
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » პნევმატური იარაღები
პნევმატური იარაღები
monadire_999დრო: ორშაბათი, 13.03.2017, 14:27:22 | შეტყობინება # 1551
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ეგ გასაგებია რაც უფრო მძიმეა ტვია სიჩქარეც უფრო დაბალია მარა ეგ თოფის მაქსიმალური შესაძლებლობა წერია დაბალგრამიან ტყვიაზე.. ისე როგორი თოფებია გამოცდილი აქ ვინმეს ან გქონიათ შეხება?

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 13.03.2017, 18:02:42 | შეტყობინება # 1552
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფირმა ესპანურია, მაგრამ კაი ხანია აზიის ქვეყანაში კეთდება (მგონი ტაივანში). ხარისხით ნორმალურია, თუმცა არამგონია თურქულებზე ბევრად უკეთესი იყოს. რაც შეეხება 385მ/წმ-ს, გულისხმობენ ნახევარგრამიანი ტყვიით. საერთოდ, როცა ტყვიის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს გადააჭარბებს, სიზუსტეც და სიჩქარეც მკვეთრად ქვეითდება, ამიტომ მასეთი თოფიდან მძიმე ტყვიით უნდა ისროლო, რომ ტყვია დაახლოებით 300-ზე ნაკლებით გამოფრინდეს ლულიდან.
დამთავრდა ნადირობის სეზონი, დავწმინდეთ, დავალაგეთ თოფები და პნევმატურებზე გადავერთეთ, ხომ!
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 13.03.2017, 20:13:42 | შეტყობინება # 1553
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო რავქნა ძმაო უიარაღოდ ყოფნა არ შემიძლია და :) ჩემი არმსანი თავის კეისში დევას უკვე შკაფის თავზე და ახლა პნევმატურს ვიყიდი ამ კვირაში,, სამსახურში მიშენიები ამოვბეჭდე პრინტერზე ბლომად, დავდგები და გავერთობი თავისუფალ დროს..
მეც იგივე აზრზე ვარ რა, ექსპერიმენტების ტარებას მირჩევნია ისევ ჰატსან 95 ან სტრაიკერი შევიძინო, სიზუზტეც კარგი აქ, სიმძლავრეც და გამოცდილიც აქვს ხალხს. ჰატსან 125 გადავიფიქრე ზედმეტად მძლავრია და არაზუსტიო ყველამ მითხრა, ოპტიკასაც აზიანებს ვიბრაციის გამოო.
ბოლობოლო შევჩერდი ან ჰატსან 95 ან სტრაიკერი, ჰატსან 90-იც არაა ცუდიო. იმედია არ შევცდები ამ სამი თოფიდან რომელიმეს ვიყიდი და. 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 13.03.2017, 21:25:49 | შეტყობინება # 1554
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქუთაისში ვესტერნში ქონდათ, გრიშაშვილის ქუჩაზე ადრე, მაგათ ჩამოაქვთ ქარხნიდან. დათო ქვია მგონი, პატარა ტანის ახალგაზრდა კაცია. მაინც თავი დაიზღვიე და კითხე დანაბრუნები ან ნარემონტალი ხომ არაა თქო. რომ იყიდი ერთი კოლოფი ტყვიები ფეშქაში გეკუთვნის, პირველი გასროლები რაც შეიძლება დიდი მასის ტყვიებით გააკეთე, რომ საკონსერვაციო საცხი მანჟეტის დაზიანების გარეშე გამოიწვას, არავითარ შემთხვევაში ცარიელი გასროლები არ გააკეთო და კი იცი, მაგრამ მაინც - საშიში თოფია, მაგარი ძალა აქვს.
 
beqa123დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 16:35:08 | შეტყობინება # 1555
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, monadire_999, ბიჭებო ჰატსან მოდ 33 იყო(ეს ამბავი ასე 4 წლის წინანდელია,ეხლა აღარც გამოდის მემგონი ეს მოდელი) თავიდან ერთი თვე ნორმალურად მუშაობდა,სიმძლავრეც კარგი ჰქონდა და ზუსტადაც მიჰქონდა,ერთი თვის შემდეგ დაეწყოოოო....ლულის და კონდახის 069 069 გარდა ყველაფერი შეცვლილი მქონდა,ბოლოს ვეღარცს "პრუჯუნას" იჭერდა და ტყვიების აქეთ-იქეთ გაფანტვა დაიწყო და აღარც მიცდია გაკეთება
 
TURAდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 17:39:29 | შეტყობინება # 1556
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 150
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი ბიჭებო,უცხოეთიდან შეიძლება შემოტანა?
ბენჟამინი
ეს კარგი მოდელია ამ ფასად?
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 20:12:32 | შეტყობინება # 1557
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი...
გაიხარე ძმა, ხო ვესტერნში ვაპირებ ყიდვას, ვიცნობ მაგ დათოს, თოფიც მანდ ვიყიდე.. ამ თვის ბოლოს გვექნება ახალი პარტიაო მარა ფასი მოიმატებს საკმაოდ დოლარის კურსის გამოო ვესაუბრე და ასე მითხრა.. რჩევისთვის დიდი მადლობა, თავიდან მძიმე ტყვიებს ვიხმარ, კაი რჩევაა ეგ არ მქონდა გათვალისწინებული 10 10

დამატებულია (14.03.2017, 20:12:32)
---------------------------------------------
ისე თავიდან საერთოდ გასროლამდე გაწმენდა ჯობია ხო? ეგ საცხი რო მოშორდეს..


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
besarionდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 20:48:48 | შეტყობინება # 1558
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 179
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს..მაგ Hატსან 90 ს..გაფორმება სჭირდება..თუ მიხვალ ჩვეულებრივად გადაიხდი თანხას და წამოიღებ სახლში??
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 21:09:59 | შეტყობინება # 1559
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰატსან 90-საც და ნებისმიერ პნევმატურ თოფს ჩვეულებრივად მიხვალ, იყიდი და წაიღებ სახში ძმა gimili
უკეთ აგიხსნი, ნებისმიერი პნევმატიკა რომელიც არი 4.5 კალიბრის არცერთს არ უნდა გაფორმება და უპროლემოდ შეგიძლია შეიძინო. ხოლო 5.5 კალიბრი და ზემოთ ფორმდება ჩვეულებრივად როგორც თოფი და თან ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია.


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
besarionდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 22:06:17 | შეტყობინება # 1560
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 179
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა ძმა ყურადღებისთვის
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 22:49:10 | შეტყობინება # 1561
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
39 39

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 10:54:50 | შეტყობინება # 1562
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ისე თავიდან საერთოდ გასროლამდე გაწმენდა ჯობია ხო? ეგ საცხი რო მოშორდეს..

ხო, ჯობია, და მაგას დეკონსერვაციას ეძახიან. გარკვეული საცხი აქვს რომ არ დაიჟანგოს და როცა გასროლას იწყებ, როგორც სალიარი დიზელის ძრავში, ისე ფეთქდება ეს საცხი და მაღალი წნევის გამო დგუშის მანჟეტს აფუჭებს და მერე ძალა ეკარგება თოფს, მანჟეტი გამოსაცვლელი ხდება. მასეთ ძლიერ თოფს გამოუცდელი ადამიანი ვერ დაშლის, რომ დეკონსერვაცია ჩაუტაროს, რადგანაც სპეციალური მოწყობილობა უნდა გააკეთოს ძლიერი ზამბარის გამოისობით. შედარებით იოლი გამოსავალი, ანუ მანჟეტის ნაკლებდამაზიანებელია პირველი 30-40 გასროლა მაქს მძიმე ტყვიებით სროლა, ნელნელა გამოიწვება საცხი.

დამატებულია (15.03.2017, 10:44:24)
---------------------------------------------

Quote TURA ()
სალამი ბიჭებო,უცხოეთიდან შეიძლება შემოტანა?

მაგას ვერა, 5,5 კალიბრია და ჩვენთან აკრძალულია.

დამატებულია (15.03.2017, 10:54:50)
---------------------------------------------

Quote beqa123 ()
ჰატსან მოდ 33 იყო

ეს მოდელი ახლაც გამოდის, პატარა და სუსტი მოდელია, თუ არ ვცდები ვესტერნში 170 ლარი ღირს.ძველი მოდელები უფრო უხარისხოები იყოო, ამბობენ. ახლებს სულ უფრო ხვეწენ თურქები.
 
besarionდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 11:53:11 | შეტყობინება # 1563
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 179
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hatsan at 50 long..ამ მოდელზე რა სიტყვით ეგ თუ შეიძლება? ჩვენი კანონი კრძალავს?ანუ რასიძლიერისიც არუნდა იყოს პნევმატური თოფი თუ ის 4,5 კალიბრია ყველა დაშვებულია?
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 13:46:22 | შეტყობინება # 1564
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასეა, მთავარია 4,5 კალიბრი იყოს. თუმცა თუ შემოტანას აპირებ, წინასწარ საბაჟოზე ან საპატრულოში გაიკითხე, რაიმე ნებართვა ხომ არ ჭირდება შემოტანას, მერე ჩვენც გვითხარი - თურქეთი ახლოა და იქ იაფი იქნება.
 
monadire_999დრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 16:04:40 | შეტყობინება # 1565
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ვნახე ეგ მოწყობილობა ინტერნეტში რითაც შლიან ამ თოფებს.. https://www.youtube.com/watch?v=q7c33k5jBMw
აი ლინკიც როგორ კეთდება ეგ მოწყობილობა, საკმაოდ მარტივია და მეთვითონ გავაკეთებ სახლში როგორც კი მოვიცლი..

დამატებულია (15.03.2017, 16:04:40)
---------------------------------------------
გავითვალისწინებ და მთლიანად დავშლი კარგად გავწმინდავ და მერე გავაკეთებ პირველ გასროლას..
და ერთი რამ მაინტერესებს, ამ სპეციალურ საცხს რო მოვაშორებ მერე კარგად გავამშრალო, ავაწყო და ვსიო მზადაა სასროლად? მექანიზმი ან რომელიმე დეტალს დაზეთვა არ უნდა საერთოდ? მაგალითად მე მაქ ზეთი მაგნუმ 2000 რომელსაც ვხმარობ ჩემს სანადირო თოფზე საწმენდად (არმსან ა612-ზე). და ამ ზეთით რო გავწმინდო მექანიზმი და ლულა რაუჭირს?


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 20:17:35 | შეტყობინება # 1566
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაღაცას ხმარობენ, მგონი გრაფიტის საცხია, და იმასაც ძალიან თხლად და მხოლოდ კიდეზე უსვამენ მანჟეტს. ჯობია ბატონ სოსოს - მინჩანინს ვკითხოთ. ჩემს რუსულ იჟებს არ დასჭირვებიათ, მაგათი სუსტი ზამბარა დეტონაციას ვერ იწვევს. სხვათაშორის მოიძიე ინფორმაცია "стрельба дизелем с пневматики", დაგაინტერესებს, მაგრამ არ გირჩევ რომ გამოცადო.
ლულა დაახლოებით ყოველი 200-300 გასროლის შემდეგ უნდა გაწმენდა ძაფზე გამობმული მაგ თოფის საწმენდ ზეთში დასველებული ჩვრით სროლის მიმართულებით ძაფის გამოქაჩვით. მერე სუფთა ჩვრით და ბოლოს 5-6 ტყვიის გასროლით, რომ მიზანი "დაუბრუნდეს".
 
giorgigagoshviliდრო: ხუთშაბათი, 16.03.2017, 01:34:01 | შეტყობინება # 1567
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 646
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire_999, ჰატსან მოდელ 95 მაქვს 8 წელია, თავიდან რომ ვიყიდე არ მომიცილებია საკონსერვაციო სმასკა, ისე არც გირჩევთ მის მოშორებას, იმიტომ, რომ მაგის დაშლა აწყობა არაა მარტივი. იქ ცალკე სასხლეტის ჩამკეტი აქვს, თვითონ სასხლეტის ბუდეა, მერე ზამბარის ამოძრობაა რთული და კვლავ უკან ჩასმა. ამ პნევმატურზე, ვიტყვი რომ, ძალიან კაია, ძლიერია, მიზანში კარგად ხვდება, კაი დაჯგუფება აქვს შესაბამისი ტყვიით და იმის კვალობაზე, რომ ბავშვობაში იჟ 38 მქონდა, ძალიან მძლავრია მასთან შედარებით, საშიშია რაღაც შემთხვევებშიც, ყვავებს, ქედნებს, კაჭკაჭებს და მასეთ რამეებს თავისუფლად ერევა. შენ მარტო მოარტყი დანარჩენი თვითონ იცის gimili

HOLLAND & HOLLAND
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, 16.03.2017, 19:47:57 | შეტყობინება # 1568
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ძმა რავიცი ამდენ რჩევაში ბოლობოლო ორი თოფი გადავწყვიტე საბოლოოდ, ან ჰატსან 95 ან ჰატსან სტრაიკერი, ყველაზე მეტად მესიმპატიურა ეგ ორი მოდელი.
ჰატსან 125 ტჰ მომწონდა ზაან ვიზუალურადაც და სიმძლავრითაც მარა ძაან ბევრმა მითხრა რო მძლავრი კია არა არაზუსტიაო, თან ძლიერი ვიბრაციის გამო ოპტიკასაც აზიანებსო.
ჰატსან 95-ს და სტრაიკერსაც შენი თქმის არიყოს ყველა აქებს მიზანშიც და სიმძლავრეშიც და რაღა ჩემი გამოდგება ბრაკი 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!

შეტყობინება დაამუშავა monadire_999 - ხუთშაბათი, 16.03.2017, 19:50:00
 
aleksa123დრო: კვირა, 19.03.2017, 02:20:33 | შეტყობინება # 1569
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გმარჯობათ იჟ-22 როგორია ძალაში კარგი ზამბარით?

ინადირე მაგრამ ზომიერების ფარგლებში
 
პედიატრიდრო: კვირა, 19.03.2017, 11:16:27 | შეტყობინება # 1570
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე სუსტია, მაგრამ კარგი ლულა აქვს და ზუსტია, რათქმაუნდა თუ დაზიანებული არაა.
 
beqa123დრო: კვირა, 19.03.2017, 12:55:34 | შეტყობინება # 1571
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 37
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ახალ benjamin titan xs np _ში ღირს 550 ლარის გადახდა,გასაგებია,რომ ბრენდია,კარგია,მაგრამ მაინც გაბერილად მეჩვენება ეს ფასი
თქვენ რას იტYვით?????????????????????????
 
პედიატრიდრო: კვირა, 19.03.2017, 14:55:38 | შეტყობინება # 1572
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრენდი არაა, მამით ამერიკელია მარა დედა ჩინელი ყავს. გააჩნია რა თანხას ფლობ. ღირს, მარა მე უჯიშო მაგრამ საკმაოდ კარგ და იაფიან ტურკიშს ვიყიდდი.
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 20.03.2017, 19:08:30 | შეტყობინება # 1573
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭები დღეს მომიტანა მეგობარმა ჰატსან 85 სნაიპერი, გამისწორეო, სად არ მქონდა და ვერ გავასწორეო, ასეთ შემთხვევაში რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჯერ ვერ მოვიცალე რო ვნახო სამსახურის გამო სახში მიდევს. ოპტიკა დაზიანებული ხოარაათქო და არაო გავასინჯე მაღAზიაშიო თუარ მომატყუა 23

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
minchaninდრო: ორშაბათი, 20.03.2017, 22:46:27 | შეტყობინება # 1574
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ბიჭები დღეს მომიტანა მეგობარმა ჰატსან 85 სნაიპერი, გამისწორეო, სად არ მქონდა და ვერ გავასწორეო, ასეთ შემთხვევაში რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჯერ ვერ მოვიცალე რო ვნახო სამსახურის გამო სახში მიდევს. ოპტიკა დაზიანებული ხოარაათქო და არაო გავასინჯე მაღAზიაშიო თუარ მომატყუა


ოპტიკური სამიზნის მქონე პნევმატური (და, ასევე ცეცხლსასროლიც) შაშხანის სიზუსტე დამოკიდებულია - თოფზე, ტყვიაზე, ოპტიკურ სამიზნეზე და მსროლელზე. თუ ჩამოთვლილიდან ერთი მაინც არაა სათანადო დონეზე სიზუსტე ცუდი იქნება.
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 21.03.2017, 16:46:50 | შეტყობინება # 1575
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ მოხსენი ოპტიკური სამიზნე და ღია სამიზნით შეამოწმე სიზუსტე, ამით მიხვდები თოფია დამნაშავე თუ ოპტიკური სამიზნე. ტყვია იყიდე ჩეხური მრგვალთავიანი საშუალო წონის ჯსბ ან გერმანული ჰ@ნ
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 21.03.2017, 22:30:56 | შეტყობინება # 1576
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ვასწორებდი,ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს, ვერაფერი მოვუხერხე, ხან მარცხნივ ხვდება ხან მარჯვნივ. ტყვიები საკმაოდ კარგია ჯსბ-ს სნაიპერია. სროლა და მიზანი ნამდვილად არ მეშლება, ბოლობოლო 2 სამხედრო კონტრაქტი მაქ მოვლილი სნაიპერის შტატით. თვითონ თოფიც რატომღაც არ მომეწონა, ძეტმეტი ვიბრაცია აქვს. არვიცი ყველა ეს მოდელი ასეა თუ მარტო ეს. საერთოდ გადავიფიქრე პრუჟუნიანის ყიდვა და მირჩევნია ცოტა დავამატო და ნიტრო ვიყოდო ან ბენჟამინი ან კროსმანი.

დამატებულია (21.03.2017, 22:30:56)
---------------------------------------------
როგორც ვიცი ბევრად ზუსტია ვიდრე ზამბარიანი პნევმატიკები.


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!

შეტყობინება დაამუშავა monadire_999 - სამშაბათი, 21.03.2017, 22:32:50
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 09:26:16 | შეტყობინება # 1577
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 646
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს
ოპტიკის ბრალი იქნება, დარტყმას ვერ უძლებს და ირევა,დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ოპტიკას. მეც მასე ვიყავი, ჩვეულებრივი ოპტიკა მქონდა და რომ გავასწორებდი რამდენიმე გასროლაზე ირეოდა თავისით.
Quote monadire_999 ()
როგორც ვიცი ბევრად ზუსტია ვიდრე ზამბარიანი პნევმატიკები
ეგ მასეა, ბევრი დადებითი აქვს ნიტროს, ვიდრე ჩვეულებრივ ზამბარას.


HOLLAND & HOLLAND
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 14:10:27 | შეტყობინება # 1578
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღიათი ისროლე - თოფი შეამოწმე. ზამბარიან პნევმატიკას არ უვარს მაგრად ჩაბღუჯვა, ცოტა მოშვებულად გეჭიროს. ზამბარიანი პნევმატიკის ოპ. სამიზნეს მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვინემ ცეცხლსასროლს და კარგი ფირმის და ზუსტად ზდპ-ზე გათვლილი ოპ. სამ. უნდა იყიდო. მინიმუმ 100 ლარი დაჯდება ასეთი.
თუ ზდპ არ გინდა, მაგრამ საშუალო სიძლიერე გაწყობს, კარგი ვარიანტებია http://www.topguns.ru/qb-78-deluxe-nichego-obshego-s-crosman-1760/
http://www.topguns.ru/vintovka-ar2079b-shanghai/ http://www.topguns.ru/umarex-850-air-magnum-classic/
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 22:29:57 | შეტყობინება # 1579
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
დღეს ვასწორებდი,ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს, ვერაფერი მოვუხერხე, ხან მარცხნივ ხვდება ხან მარჯვნივ. ტყვიები საკმაოდ კარგია ჯსბ-ს სნაიპერია. სროლა და მიზანი ნამდვილად არ მეშლება, ბოლობოლო 2 სამხედრო კონტრაქტი მაქ მოვლილი სნაიპერის შტატით. თვითონ თოფიც რატომღაც არ მომეწონა, ძეტმეტი ვიბრაცია აქვს. არვიცი ყველა ეს მოდელი ასეა თუ მარტო ეს. საერთოდ გადავიფიქრე პრუჟუნიანის ყიდვა და მირჩევნია ცოტა დავამატო და ნიტრო ვიყოდო ან ბენჟამინი ან კროსმანი.


1. შეამოწმეთ გადამშვები ხვრელის ჰერმეტულობა. ანუ ჩაბერეთ ლულაში (მხოლოდ არა შეყენებულ თოფზე). ჰერმეტულობა უნდა იყოს აბსოლუტური. არსაიდან არ უნდა აპარებდეს ჰაერს. თუ ჰერმეტულობა არა არის, და იგრძნობა ჰაერის გაპარვა უნდა მოახდინოთ მაგ დეფექტის აღმოფხვრა.
2. გაატარე ტყვია ლულაში "შოპმოლით" ისე რომ "შომპოლმა" ხელი არ შეუშალოს ლულის "ნარეზებში" ბრუნვას. მიაქციე ყურადღება თუ როგორ გადადგილდება ტყვია. ანუ, ის თავიდან ძნელად უნდა დაიძრას. შემდედ თითქმის ერთნაირი წინააღმდეგობით, ყოველგვარი "ჩავარდნების" გარეშე, და ბოლოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოვიდეს ლულიდან. დააკვირდი ტყვიას გამადიდებელი შუშით. მასზე "ნარეზების" კვალი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული. ერთნაირად მთელ წრიულ ზედაპირზე. დააკვირდით შემავალ და გამომავალ "ფასკებს". არ ჰქონდეთ "ზაუსენცები". სხვათა შორის, თუ ლულიდან გამოსვლის დროს ტყვია იჭედება (მუხრუჭდება) ეს იმის ნიშანია, რომ ლულის კვეთის ფასკა დასამუშავებელია.
3. თუ აქვს ღია სამიზნე, როგორც ბატონმა პედიატრმა გითხრათ, შეამოწმწთ ღია სამიზნით.
4. სცადეთ სხვა და სხვა ტყვია. საერთოდ ყველა ლულას, ხაზს ვუსვამ ყველა ლულას, და არა თოფს უყვარს თავისი ტყვია. მოსინჯეთ სხვა და სხვა ტიპის ტყვიები. და, რომელიც ყველაზე პატარა დაჯგუფებას მოგცემს მასზე სცადეთ ოპტიკის გასწორებაც.
თუ შორს არ ხართ ზესტაფონიდან მომაწოდეთ და მე ჩავატარებ ყველა მაგ სამუშაოებს.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - ოთხშაბათი, 22.03.2017, 22:32:51
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, გუშინ, 14:10:59 | შეტყობინება # 1580
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა მეგობრებო დახმარებისთვის, ძაან ბევრი ვეცადე, 3 ტიპის ტყვია ვისროლეთ რამდენჯერ ღმერთმა იცის, ოპტიკის გარეშეც ვერ მიაქვს კარგად მიზანში, უეჭველია რო თოფის ბრალია და რაღაც ხარვეზი აქვს, პროფესიონალის ხელი უნდა რა.. გავატანე პატრონს უკვე ვერაფერი მოვუხერხე და.. მე სამტრედიელი ვარ და არანაირი პრობლემა არამაქ ზესტაფონში ჩამოსვლის მარა თოფი ვისიც იყო ის ზუგდიდელია და თქვენი ნომერი თუ შეგიძლიათ დამიტოვეთ და გადავცემ და თუ შეძლებს ჩამოვა რა..
და კიდე ერთი მეც ვაპირებ თვის ბოლოს პნევმატიკის ყიდვას და ასე 450-500 ლარის (განვადებით მინდა ყიდვა) ფარგლებში მირჩიეთ რამე რაც გამოცდილი გაქვთ, მთავარია ზუსტი იყოს, სიმძლავრეც კარგია მარა სიზუსტე თუ არ ექნა მასეთი ძალა რაღათ მინდა. ოპტიმალური რა შეიძლება ამ ფასში, ნიტრო ზამბარიანს ვფიქრობ ბევრად ზუსტიაო და ამ ფასში რომელი ჯობია მირჩიეთ რა კაცურად. მთლად სუსტიც არმინდა.

დამატებულია (23.03.2017, 14:10:59)
---------------------------------------------
305 მ/წ-ში კარგი სიმძლავრეა და ამ სიმძლავრის ყველაზე ზუსტი რომელია? ვიცი რო მსროლელს გააჩნია და ტყვიას და ეგეთები მარა თოფიც ხოა უკეთესი და უარესი.
კროსმანს ან ბენჯამინს ნიტრო ზამბარით ვერ ვიყიდი ამ ფასში? და ეგ ნიტრო ზამბარა რამდენად გამძლეა? მალე ხოარ ფუჭდება? ბევრი კითხვა დავსვი მგონი მარა რავქნა სხვაგან სად ვიკითხო თქვენზე უკეთესად ვინ მირჩევს 23 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, გუშინ, 15:57:20 | შეტყობინება # 1581
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1430
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დეკონსერვაცია, ფასკის გაკეთება, თავისივე გაკეთებული აირის ზამბარის ჩასმა და მიზნის გასწორება ბატონ სოსოს მიანდე, მინჩანინს. ბარემ თოფიც მაგას კითხე, რომლებს გირჩევს, ალბათ 300 ლარიან ჰატსანებს და კი ჩაეტევი აღნიშნულ თანხაში.
მესმის შენი, ნადირობის სეზონამდე რაღაცით ხომ უნდა გაიხალისო გული, მე პნევმატურის ყიდვებს შევეშვი და თვითონ ვჩხირკედელაობ რაღაცას ამ ამბავში.
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, გუშინ, 18:32:30 | შეტყობინება # 1582
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო რა ეგრეა, გადავედი თევზაობაზე მარა მაინც იარაღისკენ მიმიწევს გული.

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
მონადირეების ფორუმი » სანადირო იარაღი და აღჭურვილობა » პნევმატური იარაღი » პნევმატური იარაღები
გვერდი 32 დან«12303132
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)ოპტიკური სამიზნეები
  • 3.)იარაღის ხელოსნები და სახელოსნოები
  • 4.)ტოზ-34
  • 5.)ვაზნები
  • 6.)ეთანხმებით თუ არა "ნადირობის შესახებ" ახალ კანონპროექტს ?
  • 7.)პნევმატური იარაღები
  • 8.)კურცჰაარი
  • 9.)საგაზაფხულო გასვლები-მონადირე ძაღლების საველე ვარჯიშები..
  • 10.)ინგლისური სეტერი
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)კურცჰაარი
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)დრათჰაარი
  • 7.)ტყის ქათამზე ნად...
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Gia
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)dudu-duda
  • 7.)aleko
  • 8.)-BERG-
  • 9.)avtandil
  • 10.)marsi
  • 1.)vajavaja
  • 2.)bono
  • 3.)basheli
  • 4.)sherika15
  • 5.)ntv777
  • 6.)Ikakok
  • 7.)datocirkidze
  • 8.)giorgi112
  • 9.)Kiki123
  • 10.)giorgi1980

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика  

    მაღლა ასვლა