19:02:23
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » « მეგობრობის თასი 2015 »
« მეგობრობის თასი 2015 »
salamandraდრო: ხუთშაბათი, 01.10.2015, 15:12:29 | შეტყობინება # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ა.წ.26 და 27 სექტემბერს ბელორუსიაში ზასლავლის სანიჩბოსნო არხზე გაიმართა რიგით მეშვიდე ტურნირი ფიდერით თევზის ჭერაში « მეგობრობის თასი 2015 » .ზასლავლის სანიჩბოსნო არხი ერთერთი თევზუხვი წყალსატევია აღმოსავლეთ ევროპაში და მასზე ყოველწლიურად რამოდენიმე დიდი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება სხვა დ ასხვა სპორტულ სათევზაო დისციპლინაში. წელს მასზე მსოფლიო ჩემპიონატი ტივტივაში ჩატარდა თცით F.I.P.S.e.d-ს პრეზიდენტის მატიოლის თანდასწრებით.
საერთაშორისო ტურნირში « მეგობრობის თასი 2015 » 7 ქვეყნის ( მოლდავეთი,ესტონეთი,ლატვია,ბელარუსი,უკრაინა,რუსეთი,საქართველო) 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და რაც მთავარია მასზე ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ნაკრების დებიუტი შედგა.მოასპარეზე გუნდები ძირითადად თავისი ქვეყნის ჩემპიონებითა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილე ეროვნული ნაკრებების წევრებითაა დაკომპლექტებული.საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა თენგო ბინიაშვილი (კ),გიგა გაბრიაძე,დიმიტრი ჯარიაშვილი,ზურაბ ჩაქალოვი,არტურ ვართარეზოვი.სათადარიგო-დავით მარინაშვილი.მწვრთნელი გიორგი ფიჩხაია,მთავარი მწვრთნელი ანდრო სიარგი.უშვალოდ ტურნირს 3, მათ შორის 1 აუცილებელი ვარჯიში უძღოდა წინ რომლებზედაც ჩვენმა სპორტსმენებმა თევზის ისეთი სახეობები როგორც კაპარჭინა,ბლიკა და ევროპაში გავრცელებული ნაფოტა პირველად იჭირეს.მიუხედავად ამისა ცდებისა და დაკვირვების შედეგად შეძლეს ადგილობრივი თევზის დაჭერა
ორიოდე სიტყვა ამინდზეც უნდა ითქვას.თუ ტურნირის წინა დღეები ბელორუსიაში სექტემბრისათვის უჩვეულო სითბო იყო,ტურნირის პირველ დღეს წამოვიდა ძლიერი წვიმა ქარი ამოვარდა და აცივდა.ასე გაგრძელდა ტურნირის მეორე დღესაც.რუსეთის გუნდი TRAPER-ის მწვრთნელმა ორგანიზატორს თხოვნით მიმართა რომ მეორე ტური 5 საათის მაგივრად 3 საათი გაგრძელებულიყო.მოეწყო გამოკითხვა და 95 მონაწილედან მარტო 19 დაუჭირა მხარი მიმართვას რაც სპორტსმენთა ტურნინრის მიმართ მიდგომაზე და შემართებაზე მეტყველებს
ორი ტურის შედეგად ჩვენი ნაკრები მე-16 ადგილზე გავიდა და უკან ორი რუსეთისა და მოლდავეთის გუნდი ჩამოიტოვა.პირად ჩათვლაში კი 95 ფიდერმენთა შორის გიგა გაბრიაძე 21-ა თენგო ბინიაშვილი კი 25 და გაუსწრეს ისეთ სახელოვან ფიდერმენებს როგორებიც არიან დუმჩევი,დუნაევი,კოლგანოვი,გრაბოვსკისი და მიტროხინი
დებიუტმა მშვენივრად ჩაიარა ! ვულოცავ ჩვენ ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,დებიუტისათვის ძალიან კარგ შედეგს და უდიდესი გამოცდილების მიღებას . სულ ახლო მომავალში საერთაშორისო ტურნირების პრიზიორთა შორის პოდიუმზე ყოფნას ვუსურვებ !


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
fisherleqsoდრო: ხუთშაბათი, 01.10.2015, 21:21:01 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს 10 166

საქართველოო ლამაზო...
 
IKAHUNTERდრო: პარასკევი, 02.10.2015, 00:29:58 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით salamandra 39 მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამოდენიმე თვეა ძალიან დავინტერესდი თევზაობის იმ მიმართულებით რასაც ქვია ფიდერით სპორტული თევზჭერა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში SPORTFISHING.GE -ს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარი გახლავართ, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ ვარ დარეგისტრირებული და უახლოეს მომავალში აუცილებლად დავრეგისტრირდები. მინდა აღვნიშნო რომ ამ საიტის წყალობით საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა დავაგროვე ფიდერით სპორტული თევზჭერის შესახებ. ფაქტიურად გადაბულბულებული მაქვს ყველა თემა და პოსტი, რომელიც ეხება აღნიშნული სტილით თევზაობას და ნანახი მაქვს თითქმის ყველა ტურნირის თუ სამოყვარულო ვიდეო ჩვენი სპორტსმენების თუ მოყვარული მეთევზეების მონაწილეობით. მინდა აღვნიშნო რომ SPORTFISHING.GE-ზე თავმოყრილი ხალხის უმეტესობა არიან ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური და საინტერესო ნაწილი, რაც ჩანს მათი პოსტებიდან თუ სხვადასხვა აქტივობებიდან რომელსაც ახორციელებენ საქართველოში სპორტული თევზჭერის განვითარების მიმართულებით. რაც შეეხება ბელორუსიაში ჩატარებულ ტურნირს "მეგობრობის თასი 2015", რა თქმა უნდა მზადების პროცესიდანვე დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს თითოეულ პოსტს და ბიჭების შრომა-ძალისხმევას. მინდა მივულოცო თითოეულ მათთაგანს მიღწეული წარმატება და ვუსურვო უფრო დიდი წარმატებები მომავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებზე 39 :39: 39

შეტყობინება დაამუშავა IKAHUNTER - პარასკევი, 02.10.2015, 00:31:21
 
salamandraდრო: ორშაბათი, 05.10.2015, 13:31:03 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IKAHUNTER,

http://www.bazieri.ge/forum/6-1106-1


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
მონადირეების ფორუმი » თევზაობა » თევზაობა » « მეგობრობის თასი 2015 »
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика