15:11:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
"ოქროს კობრი 2015"
salamandraდრო: ორშაბათი, 05.10.2015, 13:28:12 | შეტყობინება # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყურადღება!!!

ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაცია აცხადებს მზადებას 2015 წლის ყველაზე უჩვეულო, დამაინტრიგებელი და ესოდენ სასურველი ტურნირისთვის!

წლის დამაგვირგვინებელი ასპარეზობა კობრის ჭერაში სპორტული ფლეტით!

"ოქროს კობრი 2015"

ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "ოქროს კობრი 2015"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 31 ოქტომბერი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ოქროს ტბა, მალთაყვა, ფოთი

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო ტანდემური შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმაფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

გაეცანით წესებს! :

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები,მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილე წყვილების რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 25 მეტრი.
4. თითო სექტორში განთავსდება 2 სპორტსმენი 2 ანკესით. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);
5. თითო მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს რამოდენიმე ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომლებიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ ინ–ლაინ მეთოდ ფიდერი! სხვა დანარჩენი მონტაჟია აკრძალულია! ზამბარა აკრძალულია, მხოლოდ ფლეტი!
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თევზაობა შესაძლებელია თმიანი მონტაჟით, ასევე ნებადართულია პოპ–აპ სატყუარები, ბოილები. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2,5მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. დასაშვებია ერთ ტანდემს ჰქონდეს ერთი საერთო შესანახი ბადე
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში. ტურნირის მსვლელობისას ალკოჰოლური სასმელების მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია.
14. დაღლილობის ან სხვა მიზეზის გამო მეთევზეებს უფლება აქვთ უარი თქვან შეჯიბრებაში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ასეთ შემთხვევაში მათითევზაობის შედეგი ბათილად იქნება გამოცხადებული.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაციატურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ტურნირის საწევრო მოსაკრებელის რაოდენობა დადგენის პროცესშია. სავარაუდო ფასი იქნება 50 ლარი თითო მეთევზეზე, სადაც შედის ავტობუსით მგზავრობა და ერთი ღამის გათენება ტბასთან მდებარე სასტუმროში. ზუსტ ღირებულებას დავპოსტავ 2–3 დღეში.

აბა კაცებო, დიდი შერკინება იწყებააა!!!

http://sportfishing....1%83%98-2015%2F


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
IKAHUNTERდრო: ორშაბათი, 05.10.2015, 18:05:06 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
salamandra მოგესალმებით 3_8_62 დღეს დილით გავეცანი ამ სტატიას SPORTFISHING.GE-ზე უბრალოდ ვთვლი რომ ჯერ მზად არ ვარ ტურნირებზე გასვლისათვის, რადგანაც ეხლა ვიდგავ ფეხს ამ სტილით თევზაობაში, ფიდერის ჯოხიც ეხლახანს შევიძინე და აღჭშურვილობას ვაგროვებ ნელ-ნელა. ამიტომ მინდა რომ ჯერჯერობით ჩემს თავზე ვიმუშაო პრაქტიკულად და ცოტა რომ გავიწაფები აუცილებლად მივიღებ ტურნირებში მონაწილეობას gimili
 
salamandraდრო: ორშაბათი, 05.10.2015, 18:11:41 | შეტყობინება # 3
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IKAHUNTER,

მასე აჯობებს ალბათ,მითუმეტეს რომ წინ მრავალი და მრავალი ტურნირია კიდევ :)


CLUB- MONADIRE.GE-FEEDER
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика