19:51:35
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia  
მონადირეების ფორუმი » დახურული თემების არქივი » დახურული თემები » პირველი ერთობლივი გასვლა 29/11/2009 (ანგარიში)
პირველი ერთობლივი გასვლა 29/11/2009 (ანგარიში)
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:54:52 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ დავწერ ყველაფერს, არავინ დაპოსტოს

ვინც არ აპირებს წამოსვლას, ტყუილად ნუ დაპოსტავთ, პოსტეთ თემატურად

 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:02 | შეტყობინება # 2
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ ჩემი და თემოს(998) გადაწყვეტილებით ერთობლივი გასვლის ხელმძღვანელად მავერიკს ვნიშნავთ. იმედი გვაქვს უარს არ გვეტყვის, მონადირე კაცს ამ შემთხვევაში უარის თქმის უფლება არაა აქვს.ჩვენი აზრით ერთობლივი ნადირობა რო შედგეს ამისათვის ისეთი კაცი გვჭირდება ვინც იცის სად მივდივართ სანადიროთ, რაზე, რამდენი, კარგად იცნობს გარემო პირობებსა და სანადირო ობიექტის ზნე ჩვეულებებს, ვისი სიტყვაც სიტყვა იქნება და არა კრაჭუნი, ვისი პატივისცემაც გვექნება და დაჯერებაც, ვინც გვიხემძღვანელებს და ამ ყოველივეს თავს მოაბავს, ასეთი კაცი კი მავერიკია, ეხლა ვინც უეჭველი მივდივართ იმათ ჩამოვთვლი( 100 %-იან)
1--- მავერიკი
2---თემო(998)
3---მე(კრიმანჭული)
4---შოთკა
ვინც ნამდვილად აპირებთ წამოსვლას დაგვიდასტურეთ რო თავიდანვე ვიცოდეთ და სწორად დავგეგმოთ, მავერიკი გვიკარნახებს დანარჩენს . ჯერ საჭირო ხალხის რაოდენობაა გასარკვევი, 92
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:12 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მიმამატე მაგ სიას მე–5ე კაცად.უეჭველი წამოვალ.100%–ით (თუ არ მოვკვდი რააა)

დამატებულია (24.11.2009, 21:50:20)
---------------------------------------------
krimanjuli და კიდე ერთი,დეტალებზე როგორ გავერკვეეთ?

 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:22 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რადგან ეს პატივი მერგო ბატონი krimanjuli-საგან, მაშინ მე დავგეგმავ და განვახორციელოთ, პირველ რიგში შევარჩიოთ ადგილი სადაც შეიძლება რომ სანადიროდ წავიდეთ, ჩემი აზრით რადგან პირველი გასვლაა და ერთმანეთიც უნდა გავიცნოთ, შორს წავლას ჯობია ახლოში ვიმოძრავოთ, ადგილზე მიყვანას მე ვითავებ, ოღონდ ღიაში არ დავწერ, თუ რატომ, ამას ის გაიგებს ვინც წამოვა

ასე რომ ჯგუფები შევადგინოთ ტრანსპორტის მიხედვით, ე.ი. თუ ვის ყავს მანქანა

ჯგუფი # 1. (2 ძაღლი და 2 კაცი)

1. მავერიკი (მანქანა, ძაღლი)
2. ჩემი მეგობარი ზაზა (ძაღლი)
3.
4.

ჯგუფი #2
1. თემო, იგივე 998 (მანქანა, ძაღლი)
2.
3.
4.

გასვლა, კვირას დილით 5 საათსა და 30 წუთზე, ვაკეთილის მეტროდან
საგზალი: ყველამ იმდენი რამდენსაც დალევს და მიირთმევს, ან თითეულმა ჯგუფმა თავად გადაწყვიტოს, ობშიაკს გააკეთებს თუ როგორ
მგაზვრობა:თითეულმა ჯგუფმა თავად გადაწყვიტოს

წესი # 1
პირები რომლებსაც წესრიგში არ ექნებათ იარაღის და ნადირობის დოკუმენტაცია, თავი შეიკავონ
წესი #2
იარაღი დაშლილ მდგომარეობაში, სანადირო სავარგულიდან სავარგულში გადასვლის შემთხვევაში აუცილებელია იარაღი დაიშალოს და ისე იქნას ტრანსპორტირებული
წესი # 3
ალკოჰოლის მიღება იკრძალება, ნადიობის დასრულებამდე
წესი # 4
ალკოჰოლის მიღება ნებადართულია მხოლოდ არაღის დაშლის და დაბინავების შემდეგ
წესი #5
რაც არ უნდა სისულელე თქვას თავიკაცმა, ყველა ემორჩილება მას, მისი შეცდომების განხილვა მოხდება მხოლოდ ნადირობის დასრულების შემდეგ
წესი #6
ნებისმიერი საქციელი თუ ქმედება თავიკაცისა თუ არ მოგწონთ,იხილეთ წესი #5

P.S. წამომსვლელებმა ჯგუფები გადმოკოპრეთ და თქვენი სახელი მიაწერეთ, უპრიანია 1 მანქანაში მაქსიმუმ 4 კაცი და 2 ძაღლი

 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:32 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩამწერეთ მეც, ძაღლითურთ.
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:42 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, შენ აქ არავინ არ ჩაგწერს, შენი თავი თავად ჩაწერე :) იხილე ჩემი პოსტის P.S.
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:55:52 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეიგიი დაადგა საშველიი როგორც იქნააა 166 166 166
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:02 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, მშვენიერია აწი განხორციელებაღა დარჩა, მე გოლფ-3 მყავს ამის გათვალისწინებით პრობლემა ხომ არ იქნება სანადირო ადგილამდე მისვლა? ისე მე-6 წესი ყველაზე მაგარია 069 166
 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:12 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, კიი, მარა ვის მანქანაში მივაწერო ჩემი თავი? :D
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:22 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, ვისთანაც გინდა, გინდა ჩემტან გინდა თემურისთან, მე 2 ადგილი მაქვს, თემოს ჯერჯერობით 3
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:32 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, sandros, უნდა დაგკავშირებოდა, მას ნივა ყავს და შენი გოლფი ნივაში უნდა გაგვეცვალა, არ დაგკავშირებია?
 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:42 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორივე მანქანა ვარკეთილიდან გადის ხოო? ანუ ერთად გავდივართ ყველა? თუ ეგრეა, არ აქვს მნიშვნელობა

როგორც მავერიკმა დაწერა ზემოთ, 2 ძაღლი თითო მანქანაში

შეტყობინება დაამუშავა xedos - ოთხშაბათი, 25.11.2009, 18:07:59
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:56:52 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავინ არაფერ წერს ისევ მე დავწერ:
ჯგუფი #1 დაკომპლექტებულია
1. მავერიკი (მანქანა, ძაღლი)
2. ჩემი მეგობარი ზაზა (ძაღლი)
3. krimanjuli,
4. შოთკა

ჯგუფი #2 დარჩა ერთი ადგილი
1. თემო, იგივე 998 (მანქანა, ძაღლი)
2. xedos,
3. sandros,
4.

 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:02 | შეტყობინება # 14
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უი, მე კიდე შევასწორე. ძაღლისგულისთვის 19 კაი, იყოს მასე
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:12 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, ველაპარაკე სანდროს მობილურზე 8საათისთვს ბინიდან დაველაპარაკებით ერთმანეთს დავაზუსტებთ დეტალებს. xedos, თუ ძაღლი ყავს ეგეც ჩვენთან მოხვდება მანქანაში.
 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:22 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მინდა წამოსვლა. ძაღლი არ მყავს, მაგრამ მყავს მანქანა. მართალია სედანია (ალფა 156), მაგრამ გამოცდილება აქვს ნადირობის ე 166 ასეთი 167 მოკლედ, როგორ მოვიქცე? ახალი მე-3 ჯგუფი შევქმნათ, თუ მე-2 ჯგუფს ჩავუსასტავდე? 23
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:32 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, ჩემი მეგობარი მოდის ჩვენთან მეოთხედ, ჯემალი ქვია ძმურად ჩამიწერე სიაში მე ვერ ვაკეთებ.
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:42 | შეტყობინება # 18
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
19 აი მეც მოვედი , საქმე დალაგებულა და გადაწყვეტილა. ვაკანტურ ადგილს დროულად გამოეხმაურეთ . თქვენს ჯგუფში მიღებას გადაწყვეტს კომპედენტური ჟიური 167
ჩემი მურადა დავტოვო???
სანდროს მანქანის ამბავი შეათანხმე თემოსთან... მგონი ნივა უკეთესი იქნება.....
სანადირო სავარგულებზე ვისაუბროთ პირადში...
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 01:57:52 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, ტელეფონის ნომერი მომწერე პირადში უნდა დავაზუსტოთ ზოგიერთი ორგანიზაციული საკითხი.
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:02 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, რადგნა ჯემალიც მოდის თემურას მეგობარი, გავაკეთოთ მე-3 ჯგუფი, თუ შეიკრიბა ხომ კარგი, თუ არადა არ დაგტოვებთ
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:12 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, კი ყველაფერი შეთანხმებულია,მე მოვდივარ მანქანით.ერთი ადგილი თემოს(998) მეგობრისთვის გვაქვს და ჩვენც შევივსეთ.ერთი ეკიპაჟიც დაგვჩირდება მემგონი 23
 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:22 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, ვერ გავიგე, სად დამტოვებთ? 23 23 23
 
shotkaდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:32 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჯოს-ბიჯოოოოოოოოოოს აქ რა ამბები ტრიალებს. კიდე კარგი აი გურული ბაღანაი ''კრიმანჭული'' რომ მყავს თუარა მე ამ საღამოს ძვლივს მოვახერხე კომპ-თან დაჯდომა. ახლა გეგმას რაც შეეხება; მე ყველანაირად მომზადებული ვარ და ძალიან მიხარია და ნამდვილად გასახარია, რომ ჩვენი ''ერთობლივი ნადირობის'' თავკაცი არის მავერიკი!
დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე, ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს არ ამოიშლება და რამოდენიმე ათეული წლების შემდეგ, ტკბილად გავიხსენებთ 2009 წლის 29 ნოემბერს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 23_30_126 39
 
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:42 | შეტყობინება # 24
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ აღარც ხუმრობთ 19 .მართალია დავარღვიე თემის ძირითადი წესი რომ არ წამსვლელმა არ დაპოსტოს,მაგრამ იმედი მაქვს ჩემს პოსტს არ წაშლით.ერთი მეგობრული დავალება გვექნება ჩვენ, ჩვენივე მიზეზით დარჩენილებს (მიზეზებს არ ჩამოვთვლი) , ფოტო ვიდეო მასალა მოგვიტანეთ eb AllSmail133 ,რომ კიდევ ერთხელ ვინანოთ და ჩვენ იმ არწასვლის მიზეზზე გული დაგვწყდეს. 167 :167: .აბა თქვენ იცით შედეგიან ნადირობას გისურვებთ ყველას სახელით და თქვენი პირველი შეხვედრა (ვინც რა თქმა უნდა პირველად შეხვდებით ერთმანეთს) დიდი მეგობრობის ჩამოყალიბების საწინდარი ყოფილიყოს. 39 :39:
P.S. იმედია ჩვენს სადღეგრძელოს იტყვით 39 :39: 39
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:58:52 | შეტყობინება # 25
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯგიუფი1#

1. მავერიკი (მანქანა, ძაღლი)
2. ჩემი მეგობარი ზაზა (ძაღლი)
3. krimanjuli, (ძაღლი)
4. შოთკა

ჯგუფი #2

1. თემო, იგივე 998 (მანქანა, ძაღლი)
2. xedos,
3. sandros, (მანქანა)
4.ჯემალი

მე ძაღლი მყავს და ალბათ სანდროს მანქანაში--ჯგუფ 2#-ში გადავინაცვლებ....ვისაც ძაღლი ყავს დაწერეთ აუცილებლად რო ჯგუფები თანაბრად დაკომპლექტდეს. შოთკას არ ყავს , xedos, sandros,ჯემალი თუ გყავთ ძაღლები დაწერეთ რო თავიდანვე გარკვეული ვიყოთ . დღეს უკვე გადაურეკოთ გადმოურეკოთ ერთმანეთს და წვრილმანები დავაზუსტოთ საღამოსთვის,

 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:02 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi,
Quote (lordi)
Maverick, ვერ გავიგე, სად დამტოვებთ?

სად კი არა, არ დაგტოვებთ თბილისში-თქო 069 069 069 069

 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:12 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, 069
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:22 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მესამე ჯგუფზე რა ხდება,არიან მსურველებიი? 23
 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:32 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯგუფი #3 - ამ ჯგუფში თავისუფალია 3 ადგილი
1. მე (მანქანა)
2. ?
3. ?
4. ?
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:42 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯგიუფი1# თავისუფალია 2 ადგილი
1. მავერიკი (მანქანა, ძაღლი)
2. ჩემი მეგობარი ზაზა (ძაღლი)
3. შოთკა
4.

ჯგუფი #2

1. თემო, იგივე 998 (ძაღლი)
2. xedos, (ძაღლით)
3. sandros, (მანქანა)
4.ჯემალი

ჯგუფი #3 - ამ ჯგუფში თავისუფალია 2 ადგილი
1. lordi, (მანქანა)
2. krimanjuli, (ძაღლი)
3. ?
4. ?

ეს არის პირობითი გადანაწილება, პრინციპით, 1 მანქანა 4 კაცი, 2 ძაღლი, შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს, ამიტომ ყველამ თავისი თქვით, რომ საბოლოო სახე მიიღოს

 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 01:59:52 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ჯემალის არ ყავს ძაღლი შენი ძაღლი დაგვჭირდება.
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:02 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (998)
krimanjuli, ჯემალის არ ყავს ძაღლი შენი ძაღლი დაგვჭირდება.

თემო, xedos-საც მოყავს ძაღლი გაითვალისწინე
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:12 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, მაგას აზრი არაა აქვს ვინ სად დაჯდება,მთავარია რომ თანაბრად გადავნაწილდეთ.ისე ძაღლები რაც ბევრი იქნება მით უკეთესიი.

დამატებულია (26.11.2009, 12:27:59)
---------------------------------------------
Maverick, ისე ერთი გონჩი არ გვაჭყენდა ხომ იცი შენ 166 167

 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:22 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (sandros)
Maverick, ისე ერთი გონჩი არ გვაჭყენდა ხომ იცი შენ

თუ არის შანსი მარტო გონჩებით წავიდეთ,
გონჩიც და მაძებარიც არ ივარგებს

 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:32 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Maverick, არა ერთად ირბინონ მე მაგას არ ვიძახიი,უბრალოდ ხევებში კურდღელსაც ვიპოვიდიით.ორი კურდღლის მადევარის როლში არ აღმოვჩნდეეთ მერეე 23 23
 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:42 | შეტყობინება # 36
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sandros, სანდრო, იხილე წესი #6 167 167 167 069 069 069 069
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:00:52 | შეტყობინება # 37
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi-რა მანქანა გყავს?
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:02 | შეტყობინება # 38
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი ძაღლი და ერთიკაცი ზედმეტია და მე ხო არ დავრჩე????? 23
ჩემი აზრით 3 მანქანა და ახალი ჯგუფის შექმნა ზედმატი ხათაბალაა და ზედმეტი ხარჯია,,, არა მგონია შეიკრიბოს, ვინც წამომსვლელია უკვე მოდის და თუ ვინმეს სურს წამოსვლა ამას აქამდე გააკეთებდა და შეგვეხმიანებოდა... ( ეგ მხოლოდ ჩემი აზრით)

--------------------- თუ ახალ ჯგუფში ვინმეს უნდა გაწევრიანება ეს დღესვე გააკეთეთ ხვალისთვის უკვე დაგვიანებული იქნება----------

 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:12 | შეტყობინება # 39
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ალფა 156, სედანი. ხვალ საღამომდე დაველოდოთ ახალ მსურველებს და მერე გადავწყვიტოთ ერთად, დრო მაინც გვექნება ახალი სქემით გადასაწყობად. ისე, წამოსვლა გინდა და რა პონტში არ წამოხვალ ვერ ვხდები?... 25
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:22 | შეტყობინება # 40
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi- პირადში მომწერე შენი ნომერი
არ წამოსვლაზე ვიხუმრე ... 069 მანდ არ წამოსვლა ხარაკირის ტოლფასია..უბრალოდ კარგად ჩავჯექი სიტუაციაში, კარგად დალაგდა, მე მგონი არც აღარავინ არის წამომსვლელი და სანდროსის მანქანაში ერთი კაცით და ერთი ძაღლით ჩაკვეტება მომიწევს , მაგრამ ეგ არაფერი , ასე რო სანდროსის მანქანაში სუსტებს და გამხდრებს ვეპატიჟები uaz
 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:32 | შეტყობინება # 41
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, ნახე PM_ი?
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:42 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, თუკაცი ხარ მითხარი PM რა ჯანდაბაა?
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:01:52 | შეტყობინება # 43
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
23 პირად მესიჯს ან პირად შეტყობინებას ნიშნავს---პმ----პშ

აპარატებიარ დაგავიწყდეთ არავის , მე ფოტო ვოდეო მასალაზე უფრო ვაპირებ ნადირობას და დამეხმარეთ მაგაში AllSmail133

 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:02 | შეტყობინება # 44
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ხო ჩემს მანქანაში 60-კგ ზე ზემოთ არ დაიშვებიან 069 069 069
 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:12 | შეტყობინება # 45
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, პირადში ნომერი მომწერეო არ მითხარი კაცო? ხოდა მოგწერე და ნახე მეთქი :) მე ინტერნეტი გამეთიშა სახლში და ხშირად ვერ შემოვდივარ.
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:22 | შეტყობინება # 46
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა იაქტიურეთ დრეს 18 საათზე დაიხურება თემა და საბოლოოდ ჯგუფები დაკომპლექტდება

ორშაბათისთვის ელოდეთ რეპორტს

 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:32 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, არა არაფერი ჩემთან მოსული.
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:42 | შეტყობინება # 48
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეიგი ზუსტად საიდან გავდივართ აბა ვთქვათ რაა,ვარკეთილის მეტროდანაა ხო გასვლა? 25
 
shotkaდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:02:52 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვარკეთილის მატროსთან. 05:30-ზე არავინ არ ვაგვიანებთ!
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:02 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვარკეთილის მატროსთან. 05:30-ზე არავინ არ ვაგვიანებთ!

ჩაიცვით მსუბუქად და თბილად, ასევე სასურველია ფეხზე რეზინის ჩექმები, ქართველები რომ ვალინკებს ვეძახით 166
თოფის და ტყვია წამლის წამოღება არ დაგავიწყდეთ 069 :069: 069 :069:

 
მონადირეების ფორუმი » დახურული თემების არქივი » დახურული თემები » პირველი ერთობლივი გასვლა 29/11/2009 (ანგარიში)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика