17:05:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: Gia  
პირველი ერთობლივი გასვლა 29/11/2009 (ანგარიში)
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:12 | შეტყობინება # 51
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაგვაწყდა ნერვები,რა ქენით კაცო გაგვაგებიეთ,თუ გრანდიოზულ პრეზენტაციას გეგმავთ?????????????????? 23 23
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:22 | შეტყობინება # 52
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ეგ უფროა სიმართლესთან ახლოაა.გრანდიოზული დღე იყო და ნამდვილად იმსახურებს გრანდიოზულ გახსნას 167 167 166 166 166
 
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:32 | შეტყობინება # 53
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გრანდიოზული გახსნა სადღაა? ის კურდღელი კი ჩაგიკნატუნებიათ და 36_1_69 36_1_69 39 39 39 39
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:42 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ამონტაჟებენ ბიჭები გვაცალეთ ბატონო.
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:03:52 | შეტყობინება # 55
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, კურდღელი მაგარი გამოვიდაა,ძალიან. 166 :166: ვინც ვერ დააჭაშნიკაა,ბევრი დაკარგაა. 167 :167:დიდი მადლობა შოთაას 166 39 10 :10:
 
landiaდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:02 | შეტყობინება # 56
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვატყობ ბევრი რამ გმომიტოვებია:((რაჯოვია თქვენთან ერთად ნადირობას და დროსტარებას,ძან გული დამწყდა მაგრამ ისეტი რტული და დაძაბული გრაფიკი მქონდა რო ვერცკი ვახერხევ ფორუმში სჰემოსვლას 25
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:12 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, ეგ არაფერი ძმა,მოვახერხოთ ერთი გასვლა კიდე,არ უნდა იყოს პრობლემაა.შენ იდეა თქვი და მეც და ბიჭებიც მზად ვართ 167
 
landiaდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:22 | შეტყობინება # 58
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან კარგი.ისე სად იყავით მოინადირეთ რამე?
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:32 | შეტყობინება # 59
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი კურდღელი მოვკალით რა,ეგ იყო და ეგააა 167 მარა სამაგიეროთ ერთად ვინადირეთ და რომც არაფერი მოგვეკლა მაინ მაგარი იყოო.
 
landiaდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:42 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კანეშნა რზეა ლაპარაკი მარა პონტი მაინც აგიგდიათ ლამადც 166 39
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:04:52 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიი პონტიი,იცოცხლეეე 167 167
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:02 | შეტყობინება # 62
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უფრო გამძაფრებულად ’’სხვანაირად’’, ეგეთი ძილით მეს სხვანაირად ძინავს, ეძინა მობილურმა ტელეფონმა რო დამირეკა - რა შობი ძამა გეძინაა?-- შოტკას მხიარულმა ხმამა ეგრევე გამომაფხიზლა და დავიწყე თავის მართლება , არა შოთა გეკადრება მძინავს იმიტო რო ღამე როა კაცს უნდა ეძინოს, მარა მონადირნადირობის წინ ხო ეხლა რა დამაძინებს კაცი სანადიროდ მივდივარ მეთქი. შენ არ დაგაგვიანდეს დროულად ამაომაკითხე წყნეთში მეთქი ვუთხარი და მთქნარებისას პირზე საბნის ყუას ვიფარებ რო შოთამ არ გაიგოს და არ შევრცხვე(ოხ ეს გამთენიოს ძილი) ხოდა თუ არ გძინავს აგერ ვარ შენს ჭიშკართან და გამოდი გარეთოოო... სირცხვილო და თავის მოჭრა, სა გინდა ეხლა წახვიდე , ავდექი სასწრაფოდ თოფ-იარაღს ხელი დავავლე საგზალი ’’მეშმეშოკში ’’ მოვათავსე, გავარდი გარეთ ძაღლი გავაღვიძე(ის ჩემზე ვარესი ძილის გუდაა)ესე გადარეული ძაღლი და პატრონი შევუცვივდით შოთკას მანქანაში. შოთკამ ერთი კი შემოგვხედა გაოცებულმა, ალბათ იფიქრა ნადირობის მოლოდინში მთელი ღამე არ უძინიათო და ამიტომაც გავს შეშლილებს ორივეო. დავიძარით, შოთკამ ასეთი დიდი დღეა და რა დამაძინებდა და ამიტომაც ადრე ამოგიარეო... ყველაფერი ჩადგა მწობრში; მოვფხიზლდი.და რა ხდება ამ დღეს ესეტი გრანდიოზულად რო წინასწარ მოვნათლეთ? რა ხდება და მონადირეები ვიკრიბებით , ვიკრებებით სხვა და სხვა ადგილას დაბადებულები , სხვადასხვა სამეგობრობოში გაზრდილები და სხვად და სხვა ალაგს ნადირობაში დახელოვნებულები, ისე რო ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ. მაგრამ ერთმანეთს მზად ვართ რო მეგობრობისთვის და ნადირობისთვის გული გადავუშალოთ, მოკლედ საქმე ეგრეა , ვიკრიბებით ფორუმელები და მეტი ამაზე უკეთესი რაღა უნდა მოხდეს, ყველანი გეგმას ვემორჩილებით, გეგმა კი მავერიკის შედგენილია, მოგვწონს არ მოგვწონს ეგერე სადაა, ითქვა და უნდა გკეთდეს...ჩემთან მოდის შოთკა თავისი მანქანით, მერე ჩვენ მივდივართ თემოსთან (998)და მასთან ვტოვებთ მანქანას , თემოს მანქანით მივდივართ და ვხვდებით სანდროს(SANDROS) გადავბარგდებით სანდროს ნივაში და თემოს მანქანა თავის ძმიშვილს მიყავს სახლში, შემდეგ მივდივართ ვარკეთილის მეტროსთან იქ თავისი მანქანით გვხვდება ლევანი(LORDI)ლევნის მანქანით მივდივართ და მოგვყავს უჩა(XEDOS) ამასობაში მოდის ნიკო(MAVERIK)ლევანი თავის მანქანას ტოვებს სახლში და ტაქსით ბრუნდება უკან , მოკლედ ესე შევიკრიბეთ. ერთმანეთს მივესალმეთ , მხარზე ხელი მვუბრაგუნეთ და გზას დავადექით , რომელიც დღესაც გრძელდება, , შეიძლება ეს გზა უფრო გაიზარდოს , გაფართოვდეს, მაგრამ არასოდეს არ შეწყდება.... რადგანაც შეკრებვით დროულად სევიკრიბეთ მავერიკის ხელმძღვანელობით ჯანდარაზე წავედით , იხვის გადაფრენას უნდა დავხდომოდით, მივედით ადგილზე გათენებას ცოტა აკლდა, ბიჭებმა ჭაჭა გადაკრეს, დალოცეს ეს დიდებული დღე, მთა და ბარი , ყველა ნადირობის ხვთაებას წყალობა თხოვეს და ეს ამდენი ერთ პატარა ერჯერად ჭიქაში ჩაატიეს, ორთქმავალივით დაიქშინეს და გადაკრეს. (ერთის მეტი არ შეიძლება) გავნაწილდით და დაიძყო მიმოფრენა, ნისლი იყო და მაღალზე ვერ ვხედავდით, ოხ რო გენახათ რა ლამაზად მოფრინავდნენ და მიფრინავდნენ ბაკლანები .. ისე ლამაზად რო იხვს შეშურდებოდა... ვიდექით და ვითვლიდით... თემომ დააქუხა თავისი ხირიმი და მყუდროება დაურღვია ყინვისაგან გათეთრებულ ეკლებში შეხიზნულ ბეღურებს, რა მოკლა და წინტალი, ვინც არ იცის იმას ვეტყვი რო ბეღურაზე გრძელი ნისკარტით და გრძელი ფეხებით გამოირჩევა,გორიამ ეს დიდი ნადავლი თავის პატრონს მოუტანა და დიდის ამბით დაუგდო ფეხებთან .. შემდეგ მანქანებთან გადავინაცვლეთ და იქ გავამაგრეთ’’ახოტნიჩი ბირჟა’’;აქ უფრო ახლოს გაცნობის მოთელვა შევუშვით , ყველა ყვებოდა თავისას და ბოლომდე არავინ, სათქმელი ბევრი იყო და პატარა სიტყვაში არ ეტეოდა..მოკლედ კაი იყო. ამასობაში მზე ფეხის წვერებზე წამოიწია და გაყინული გვერდები გაგვითფო. ჩემი პოინტერისთვის ,რომელიც სიგამხთრის გამო-გვერდის რა გითხრათ მაგრამ ნეკნის გათბობისთვის მზეს მადლობას სწირავდა.
მოკლედ გაგრძელდა დღე და გაგრძელდა ჩვენი ნადირობაც, ისევ ჩავსხედით მანქანებში და გავსწიეთ დავით- გარეჯისკენ...ადგილზე მისულებმა ისევ დიდის ამბით გადმოვიღეთ ჩვენჩვენი შეიარაღება და დაქაჩული ტანსაცმლის სახელოებით დავიწყეთ ლულების გაპრიალება, ხო უნდა დაგვენახებინა ერთმანეთისთვის რო თოფს ვუვლით...მოკლედ მართლა მშვენიერი იყო ყველაფერი და რაღაც ბავშური სიხარულიც დაკრავდა.გავიშალეთ ფერდობში და დავიწყეთ ნადირობა , ვისაც უნადირია კაკაბზე ეცოდინება რა სისტემით ხდება ნადირობა, ფერდობებს გაშლილი უნდა გაყვეს მონ ადირეები ერთ ხაზზე, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სიარულისას , აშალ კლდეებზე სახიფათოა სვლა,გიურზა ხო ამ ნადირობის რისხვაა.ასე თუ ისე გამოუცდელები გამოცდილებს ვუჯერებდიტ და ნადირობაც წინ მიიწევდა , თავიდან ერთი გრძელყურა დავინახეთ შორიდან გაქცეული და ეს იყო. შემდეგ მავერიკის სეტერი დადგა ნაბულზე ბუჩქთან და კაკაბის წამოფრენის რა გითხრათ მაგრამ იქედან შიშიდან გულგახეთქილი კურდღელი გამოხტა და მოკურცხლა , მე და თემო ამ ამბავს კლდიდან გადავყურებდით და ვხედავდით რო შოთკა და სანდრო ვერ ხედავდნენ გაქცეულ ’’სტაფილოჭამიას’’ თემომ ისეთი დაჰკივლა თავზე ამათ -ე ბიჯო აგერ გარბის კურდღელიო, რო ლამის თავად კურდღელი გააჩერა ანხევარი მეტრო დანახვისთვის და წამის მეათედი სასროლად, სანდრომ ეგ შეასრულა იდეალურად და ესროლა ნახტომში მყოფ გრძელყურას მაგრამ... წავიდა და მოშორებით დაიმალა ჩირგვებში, დაემალა სანდროს, დაგვემალა ჩვენ , მაგრამ სად დაემალებოდა გრძელყურების რისხზვასა და პატრონის სიამაყეს ’’გორიას’’ იპოვა და სული გააფრთხობინა, მერე უნდა გენახათ რა სახით მორბოდა კურდღლიანა, თითქოს ამბობდა-კუდღელი კურდღელს შემოვკარი, კაკაბ-კურდღლის დავდგი გორიო.. .გორია ნადირობის დასასრულს კიდევ ერთ კურდღელს წააწყდა, დადგა ნაბულზე და გაქცეულ ’’მღრნელების ოჯახის ’’ წარმომადგენელს ბიჭებმა ცარიელი ლულები გააყოლეს(აწი რაღა შეგვხვდებაო და გილზები ამოელაგებინათ თოფებიდან)მოკლედ მთელი ნადირობა გადაძახილ გადმოძახილში გავიდა, ნადირობის დროს იყო ბევრი ღიმილის მომგვრელი სიტუაციები, მ,ართალია ერთმა კურღელმა შემოგვაკლა თავი და მეტმა არავინ გამოეხმაურა მოძმის ამ გადაწყვეტილებას, მარა მართლა მაგარი ნადირობა გამოგვივიდა, აფერისტ ძაღლზე საკმაოდ დაიწერა და აქ თავს აღარ შეგაწყენთ მაგის მოყოლით, მთავარია, ეხლა მე ამას ვწერ და ის ალბათ ისევ სავარძელში ნებივრობს და ვის ეაფერისტოს იმაზე ფიქრობს კუდისქიცინით
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:12 | შეტყობინება # 63
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
.დამთავრდა ნადირობის მნიშვნელოვანი და ძირითადი ნაწილი მაგრამ დაიწყო არანაკლებ ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი. თოფ იარაღი დანაჩანგლით ჩავანაცვლეთ და სანადირო მინდორველი ივრის ნაპირას გაშლილი მონადირული სუფრით ჩავანაცვლეთ . ოოხოოხოხო რა კაი იყო, ცალკე თამადა თემო ატკბობდა ყურთასმენას და ცალკე ივრისჭალაში დარწეული სიო, რომელიც ჩვენთან ლოთი კაცივით შემობოდიალდა და ჩვენთან ერთად იქეიფა, რა სადღეგრძელოები წამოვიდა უნდა გენახათ , მირონივით მოდიოდა ნარჩევი სადღეგრძელოები, განსაკუთრებით საიტისა და ადმინის სადღეგრძელო ითქვა. ვიჯექი და ვუსმენდი, ვუსმენდი ამ მონადირე ხალხს და ვხვდებოდი რო მონადირე კაცი ალბატ ერთერთი ყველაზე ლიბერალური და კეთილი კაცია, სხვა კაცებს შორის, მას ბოროტება არ შეუძლია გააკეთოს და ვერც გააკეტებს იმიტომ რო ის სხვანაირია...კეთილია.მართალია წვეთი არ დამილევია მარა მაინც მთვრალი წამოვედი სახლში.კაი ნაქეიფარი და ცოტა შეციებული, აი ჩვენი სიო რო დათვრა მერე ქარად გადაიქცა და შემოგვიბერა გვერდებში ,ვცდილობ რო რაც შეიძლება მოკლედ დავწერო, სათქმელი ბევრია, მაგრამ მგასა თუ დავწერ ბარემ წიგნის სახელს დავარქმევ და ეგ იქნება, ასე რო ეგ ნაჯღაბნი პირველი ერთობლივი მაშტაბური გასვლის მიმოხილვად ჩათვალეთ,არა ეს ისტორიები აქ არ დამთავრებულა, კოლექტივის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენი ნანადირევი კურდღელი რესტორანში უნდა გაგვეკეტებინებინა და გვექეიფა, ითქვა და გაკეთდა გაიშალა სუფრა,შეივსო ღვინით დოქები და ყურდღლის ჩახოხბილიც ჩაიდგა სუფრის შუა გულში, ჩვენ აღარ გვეცვა რაზინის ჩექმები და სანადირო ტანსაცმელი არ გვყარა მტვერი და არ გვეცხო ტალახი, არ გვახლდა ჩენი ოთხფეხა ძმაკაცები მაგრამ ჩვენს მკერდში იგივე მონადირის გულები ფეტქავდა , ისევე მძაფრად როგორც იქ ივრის ჭალაში.შემიძლია ისიც კი დავსძინო რო რესტორანში ღვინის ბროლის ბოკალს ერთმანეტზე მიჯახუნებისას უბრო ნაკლები ხმა ქონდა ვიდრე ერჯერად პლასმასის ჭიქებში ჩასხმულ ჭაჭას ერთმანეთზე მიდებისას იორთან.... შოთიკომ თავისი ნიჭითას გვასიამოვნა და ერთი კარგად გვიმღერა, მერე მეორედ...მესამედ...სიმღერის მერე მავერიკმა გულდაწყვეტით თქვა, ეჰჰ შენი თავი მომცა სარეკში რა წამახდენსოოო. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.მოკლედ ეგეთია მოკლე მიმოხილვა და რაც ყველაზე მთავარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგეთი გრძნობა დამეუფლა მეც და ალბათ სხვებსაც; ითქვა? - გაკეთდა!. მავერიკს, ჩვენს ნიკოს დიდ მადლობას მოვუხდი ჩემი და ბიჭების სახელით კარგად კი არა გემრიელად ამ ყველაფრის ჩატარებისთვის და ხელმძღვანელობისთვის. დანარჩენს ბიჭები უკეთესად იტყვიან ,ბევრი რამე არ მითქვამს მარა მაგას მერე მოგიყვებით ერთად რო წავალთ სანადიროთ....და კიდევ ერთი უნდა ვთქვა აუცილებლად; ორი კახელი, ერთი მეგრელი,ორი იმერელი და ორი გურული ვიჯექით შუა გულ თბილისში და საიტის სადღეგრძელოს ვსვავდით, რომელმაც ეს უცნობი ხალხი ამოკკვრიბა და ერთი საქმის სიყვარულით გაგვაერთიანა
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:22 | შეტყობინება # 64
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]
 
krimanjuliდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:32 | შეტყობინება # 65
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]
[img][/img]
აბა რას იტყვით როგორია? დააკომენტარეთ ბიჭებო და თქვენი სურათებიც დაამატეთ
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:42 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი ნაშრომისათვის,იშვიათად მინახავს კაცი რომელსაც ასე ლამაზად,ხატოვნად შეეძლოს მომხდარის გადმოცემაა.რაც შეეხება 29 ნოემბერს ნამდვილად ძალიან ლამაზი,დასამახსოვრებელი ემოციურად დატვირთული დღე იყო.სასურველია რომ ასეთი დღეები კიდევ ბევრი იყოს და აუცილებლად იქნება თუ ამის სურვილი ყველას თანაბრად დიდი გვექნებაა.ძალიან გამიხარდა ყველა თქვენთაგანის გაცნობაა ვინც მონაწილეობა მივიღეთ ამ ლამაზი პატარა ისტორიის ნაწილის შექმნაში.საფუძველი ჩავუყარეთ იმ დიდ ურთიერთობას რომელსაც შემდეგში დიდ ძმობად და მეგობრობად მოვიხსენიებთ....ეს დღე არასოდეს დამავიწყდება... p.s დიდი მადლობა საიტის ადმინისტრაციას ასეთი მშვენიერი საიტის დაარსებისათვის და დიდი მადლობა MAVERIK-ს რომ საკუთარ თავზე აიღო ამ ლამაზი დღის ორგანიზება და ეს დაკისრებული მისია პირნათლად შეასრულააა...
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:05:52 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც კარგია კარგია,
თურმე მომნატრებია 167

P.S. მადლობა ბიჭებო ამ ლამაზი დღისთვის

 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:02 | შეტყობინება # 68
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაია, მალადციი! 166 მარა კურდღელს ვერ ვხედავ სუფრაზე :)
 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:12 | შეტყობინება # 69
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xedos, კარგად დააკვირდი ძმა,მაგიდის შუაში დევს და ამშვენებს კიდეც მთელ სუფრას. 166 166
 
lordiდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:22 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლა ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი! 166
ასეთი ერთობლივი გასვლები ხშირად უნდა მოვაწყოთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტმა ,,ერთი სენით მოწამლულმა" ხალხმა გავიცნოთ ერთმანეთი.
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:32 | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, გაიხარე, მართლაც მშვენიერი დღე იყო 29 ნოემბერი, გავიცანი ბრწყინვალე ქართველები რომელთათვისაც ქართული საქმე ნადირობა და ბუნების სიყვარული გენში და ჯიშში აქვთ გამჯდარი. მადლობა მინდა უთხრა ნიკოს Maverick, შეხვედრის ორგანიზაციისთვის რომლის წყალობითაც ის დღე ყველასთვის დაუვიწყარი გახადა.მინდა მადლობა ვუთხრა ლევანის lordi, სანდროს sandros, შოთას, რომელმაც ჩვენი მეორე შეხვედრა თავისი ხელოვნებით გაგვილამაზა,უჩას xedos, თავისი უნიკალური ძაღლით რომელმაც თავისებური ელფერი მისცა ჩვენს ერთობლივ ნადირობას და არჩილს krimanjuli, რომლის იდეა და წამოწყება ასე ლამაზად დამთავრდა, რათქმაუნდა დროებით. დაბოლოს მადლობა იმ ადამიანს ვისი მეშვეობითაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. 166 166 166 10 10 10 იმედია მალე ახალ გასვლას დავგეგმავთ და განვახორციელებთ.
 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:42 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



 
Maverickდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:06:52 | შეტყობინება # 73
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 350
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:02 | შეტყობინება # 74
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ერთი და სხვა მრავალიი! დროა უკვე მეორე გასვლაზე ვიფიქროთ. ახალწლამდე მოვასწრებთ ერთს კიდევ 167
 
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:12 | შეტყობინება # 75
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბოლო-ბოლო დააყენეთ ხომ საშველი.ეს გურულები მაინც რა ხართ,ცხონებული ნოდარ დუმბაძის ჩათვლით,ისე წერთ მკითხველს ეგონება იქ ვარო.მოკლედ რომ ვკითხულობდი მეგონა რომ მეც დავსდევდი იმ კურდღლებს და მეც ვუსმენდი შოთკას სიმღერებს, აჩიკოს პირადი მადლობა ასეთი გადმოცემისთვის.ნიკოს ორგანიზაციისთვის და ყველას მონაწილეობისთვის. მაგრები ხართ.ლამაზი დღე გაგიტარებიათ.ჩვენ ხომ მოსმენით ვისიამოვნეთ და წარმომიდგენია თქვენ როგორი შთაბეჭდილებებით იქნებით 39 :39: 39 10 :10: 10 39 :39: 39
 
Adminდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:22 | შეტყობინება # 76
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოლო შოთკა როგორი ხმებით დაატკბობდა ბიჭებს,წარმოდგენა რომ გქონდეთ ყველას, მოუსმინეთ ამ კლიპებს.

შოთკა 53fa

 
sandrosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:32 | შეტყობინება # 77
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ეს კი ნამდვილად არ ვიცოდიიი,საღოლ ძმაო,საღოოოლ 166 166 ბოლომდე მიაწექი შოთკაა,მასე გააგრძელეეე 166 166 166
 
soso_k3დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:42 | შეტყობინება # 78
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაა რა მაგარიაააა, საღოოლ 10 39 39
 
998დრო: შაბათი, 12.12.2009, 02:07:52 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მართლა კარგი დღე იყო ყველამხრივ და გახსნის დაგვიანება მე მგონი გამართლებულია. შოთიკოს სიმღერებმა აქაც დაგლიჯა. 166 :166: 166 ხვალ კვირაა და რამე იდეა ხომ არ გაწუხებთ ბიჭებო?
 
xedosდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:08:02 | შეტყობინება # 80
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, მე თქვენთან ვარ. თუ მოიფიქრებენ ბიჭები რამეს... 23 იხვი ჯერ კიდევ არ ჩანს არა?
 
shotkaდრო: შაბათი, 12.12.2009, 02:08:12 | შეტყობინება # 81
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 300
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ვთქვა აღარ ვიცი თუმცა, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს! ესეიგი იქ რაც განვიცადე ხო იქ იყო!? შემდეგ რაც ამ დალოცვილ საიტზე იწერება და იმდენად აღელვებული ვარ ამდენი სიყვარულისა და სიხარულისგან, რომ ამ ყველაფრის განცდისგან, თქვენი მეგობრობის ცრემლებიც კი მომადგა თვალებზე!
ყველას გეხუტებით მაგ თბილ გულებში და მადლობას გიხდით ყველას და მადლობას ვუხდი ჩვენს უსაყვარლეს ადამიანს ჩვენს გია გაბუნიას ჩვენს ადმინს რადგან ეს დიდი ბედნიერება რაც ჩვენს გულებში ტრიალებს, სწორედ ადამიანის დამსახურებაა!!!!! ასევე დიდ მადლობას ვუხდი ამ იდეის ავტორს (ჩემს ძმას კრიმანჭულის) და ჩვენს უფროს ძმას მავერიკს რომელმაც დიდი სიყვარული და დიდი მეგობრობა ჩააქსოვა ამ ლამაზი საქმის გაძღოლაში!!!!!!! არ შეიძლება კაცმა თემური ფიფია გაიცნო (998)და ამ ადამიანთან ძმაკაცობის მეგობრობის და დაუღალავი ნადირობის სურვილმა არ შეგაწუხოს!!!! ლორდი,კაცი რომელიც ნადირობის და მეგობრობის გულისთვის, რაც შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა გაიმეტოს, წარბის შემხრელიც არ არის!!!! კრიმანჭული---? ხო კაცი ცოცხალი ლეგენდაა?!!!! მავერიკი კი ნამდნილი სიბრძნის წყარო!!!! სანდროსი კაცია, რომელსაც ქართული ჩოხა აცვია!!!! ხედოსი ადამიანია,რომლისგანაც უსიტყვოდ იგრძნობ სიტყვას ''მეგობარო''!!!!კაცი რომელიც უჩვენოდ განიცდის და იზიარებს ყოველ ჩვენს ნაბიჯს, გრძნობას და ბედნიერია იგი ჩვენი ასეთი ურთიერთობით და ადამიანი, ახლისძიების ინტერესით შეპყრობილი ადამიანი რომელსაც ბევრი არ იცნობს მაგრამ ყველა იცნობთ ესაა ჩვენი ადმინი!!!! და შოთკა კიდე, თქვენს მეგობრობაში და ძმაკაცობაში გაისარჯოს აქედან იმდენი ხანი, სანამ პირში სული მედგმება.
მე უზომოდ გახარებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ რამეს ვისწავლით და მივაღწევთ ერთად ამ ცხოვრებაში, რადგან ჩვენში ყალიბდება ჭეშმარიტი მეგობრობა!!!!
ყველას მინდა მადლობა გადაუხადო, ვინც ამ ნადირობის შესახებ წაიკითხა, რადგან არ არსებობს მონადირე კაცმა არ იგრძნოს ის დიდი გრძნობა, რაც ჩვენს გულებში ტრიალებს!


შეტყობინება დაამუშავა shotka - ორშაბათი, 14.12.2009, 03:04:07
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)მტკვარზე თევზაობა
  • 2.)სასტენდო სროლა ...
  • 3.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 4.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика