00:54:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
Adminდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 01:27:41 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა იმიტომ შევქმენი რომ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა ფოტოალბომში ბრაკონიერული ხერხებით მოპოვებულ ნანადირევის სურათების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით,რომელიც მართლაცდა ზიანს აყენებს როგორც საიტის ასევე მასში დარეგისტრირებულ მონადირეების იმიჯსა და რეპუტაციას.ამ თემაში მინდა განვიხილოთ თუ როგორი ფორმით მოხდეს მომავალში ბრაკონიერული ხერხებით მოპოვებული სურათებისათვის ადგილის მიჩენა:მისი დაბლოკვა თავიდანვე ანუ წაშლა სანამ ფართო მასებისთვის გახდება მისაწვდომი თუ მისი გამოქვეყნება და მასზე ჩვენი აზრის დაფიქსირება ან კიდევ სხვა ზომების მიღება.
ჩემი,არა როგორც საიტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის,არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი მონადირის აზრი იქნება რომ ასეთი სურათები უნდა გამოქვეყნდეს და მასზე კომენტარების მხრივ მონადირეთა აზრი დაფიქსირდეს.გამომქვეყნებელმაც და სხვებმაც მისნაირებმაც უნდა იცოდნენ რომ ასეთი სურათები მათ კი არ აამაღლებთ,არამედ დაამდაბლებთ და შეარცხვენს ღირსეული მონადირეების წრეში.ეს მომავალი თაობისთვისაც გაკვეთილი იქნება და იქნებ ხალისი დაუკარგოს ყველა იმ მონადირეს თუ მეთევზეს,ვინც მიუღებელი ხერხით თუ საშუალებით ნადირობს და თევზაობს. ის რომ თუნდაც ასეთი მოპოვებული ნანადირევით თავის მოწონებას ვერ გაბედავს ესეც საქმეა მომავლისთვის წინგადადგმული.რაც უფრო ბევრჯერ იქნება პოლემიკა და შერცხვენა ასეთი ხალხის,მით უფრო შეიგნებს მომავალი თაობაც კარგს და ცუდს და შეიძლება არა მარტო მომავალი თაობა.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
ვულფდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 10:33:29 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სულ ვამბობდი და ვიტყვი არ შეიძლება ბრაკონიერობა თანაც აფიშირება? თუნდაც ისეთი სურათების გადაღება სადაც ნადავლზე არიან შემომჯდარი ფეხი აქვთ შემოდებული პატივი ეცით საკუთარ თავს მოპოვებულ ნადირსა თუ ფრინველს დავფიქრდეთ ამაზე 25 და მომავალიც აღარ დაგვცინებს
 
beqaდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 11:45:48 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფარით ნადირობა დღეს მთავარი პრობლემაა საქართველოში და ასევე წითელ წიგნში შესულ ნადირ-ფრინველთა უმოწყალოდ განადგურება.საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე რას დავარქვათ ბრაკონიერობა არავინ არ გვიხსნის და შესაბამისად ჩვენ მონადირეებმა როგორ უნდა მოვაწესრიგოთ ეს საკითხი ვერ ვხვდები.ჩემი აზრით ერთადეთი საშველი ქართული ფაუნის სანადირო მეურნეობების შექმნასა და განვითარებაშია რაც კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს ზემოთ ხსენებულ მიზეზთა გამო.

დამატებულია (14.12.2010, 10:45:48)
---------------------------------------------
ვულფ, ჩემის აზრით ნანადირევზე სურათების გადაღება " safari club" მოდის და იქ სპორტის სახე უფრო აქვს ნადირობას.ხაფანგით დაჭერილ დათვს ტყვიას რო დაახლიან და მერე ფეხებით შედგებიან რო სურათები გადაიღონ ეგ სხვა საქმეა.


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

შეტყობინება დაამუშავა beqa - სამშაბათი, 14.12.2010, 11:46:04
 
lordiდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 14:09:18 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გეთანხმები გია, კარგი აზრია ასეთი საქციელის დაძრახვა შესაბამისი სურათების დაკომენტარებით!
ისე, ჩემი აზრით, ის ვინც შემთხვევით შემოვა საიტზე (ასევე ახალ დარეგისტრირებულთა გარკვეული ნაწილიც კი) და სურათების დათვალიერებას შეუდგება, სურათის ქვემოთ არსებული კომენტარი შეიძლება ვერც შეამჩნიოს და ისე გადავიდეს მორიგ ფოტოზე (საკუთარი თავის გამოცდილებიდან ვამბობ ამას, ზუსტად ასე ვაკეთებდი თვიდან, იმიტომ რომ კომენტარი ვერ შევამჩნიე).
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით კარგი იქნება, თუ კომენტარი უფრო მეტად თვალშისაცემ ადგილას გამოჩნდება, ანუ ისე რომ, სურათთან ერთად აღიქვას თვალმა და წაიკითხოს.
 
ვულფდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 14:15:38 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მნიშვნელობა არა აქვს ხაფანგში მოკლავენ თუ მადევრებით დევნით მე მონადირულ ეთიკასა და მოპოვებულის პატივისცემაზე ვსაუბრობ 23
 
beqaდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 15:03:22 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ვულფ)
მოპოვებულის პატივისცემა
გეთანხმები


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 17:54:54 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ბრაკონიერულად მოპოვებული ნადირ-ფრინველის ფოტოები უნდა წაიშალოს ეგრევე და მის დამდებს დაეწიოს რეპუტაცია (შესაბამისი ახსნით ან მის გარეშე).
 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 18:03:12 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, მეც მაგას ვამბობ უნდა ცაიშალოს რო მიხვდეს სურათების ავტორი თუ რას აკეთებს და რატო ცაუშალეს სურათები რა არის მიზეზი და ეს ყველაპერი გაითავისოს

მე ♥ბაზიერი
 
badri94დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 18:19:19 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინ გეთანხმები! და იქნებ ჯობდეს რომ შეიქმნას ახალი ჯგუფი ბრაკონიერი და იქ გადაიყვანო ყველა და შეეზღუდოს შესაძლებლობები საიტზე ვინც ბრაკონიერულ რამე ნისჰანს გამოამჯღავნებს? მაგალითად ეი ეგეტი სურათების ატვირთვა რაზეც ახლა ვსაუბრობთ? ტან მიხვდება რო კარგს არ აკეთებს სურატზე გაკეთდეს შესაბამისი კომენტ... რავი ეს ჩემი აზრია ბრაკონიერს ჟგუ ეგერში და ასე შემდეგ სხვა ჯგუფებში არაფერი ესაქმება....

p.falcon
 
Giorgi0678დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 18:19:45 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, და რატო ფიქკრობ რო რეპუტაციის დაწევა ააღელვებს?? არ მგონია გულთან ახლოს მიიტანონ, რა ვიცი ცადე, მარა მე მგონია შედეგი არ ექნება
 
kaxa1903დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 19:08:37 | შეტყობინება # 11
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 98
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერაპერი ვერ გავიგე ამ საიტის არადა მტელი დგე აქ ვაარ

djkfn
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 19:15:51 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, კაცს თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი თუ არ ენაღვლება, რაღა ენაღვლება საერთოდ...
 
Giorgi0678დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 19:38:20 | შეტყობინება # 13
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, რავი ბექა ღმერთმა ქნას მართალი იყო, ცადე და მიდი დაუწიე, იქნებ მართლა იმოქმედოს
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 19:51:35 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, მე ასე თვითნებურად ვერ დავუწევ. მე მხოლოდ ჩემი აზრი ვთქვი. თუ უმრავლესობა თანახმა იქნება ეგრევე შევუდგები რეპუტაციების დამინუსება-დაპლიუსებას.
კიდე ერთი აზრი - გამოკითხვა ხო არ ჩავრთოთ აქვე??? 23
 
Giorgi0678დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 19:58:50 | შეტყობინება # 15
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, რა გამოკითხვა, როგორი ფორმით??
 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 20:04:20 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ გენაცვალეთ მონადირებო ყველა კაი საქმეში თქვენ გვერდით ვარ 23_30_126 :23_30_126: ..........და ყველა კაი კაცის ვინც ამ ქვეყნად სიკეტეს აკეთებს და კაცურად ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით უკან მოხედვის რო არ ეშინია 23_30_126 :23_30_126:

გაიხარე მეგობარო მარა საქმეზეე. თემატურად პოსტე. სუფრაზე არა ვართ. -BERG-


მე ♥ბაზიერი
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 20:07:50 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოვიფიქროთ აქვე. ერთ რამეზე მგონი უკვე შეთანხმებულები ვართ : ბრაკონიერობაა ფარზე ნადირობა, დენის აპარატით თევზის ჭერა. ვინც ნებისმიერი ფორმით (ფოტო, პოსტი) ამის შეგნებულად თუ შეუგნებლად პროპაგანდას ეწევა (ახდენს), რა სანქციები გამოვიყენოთ. და გამოკითხვაში ჩამოვწეროთ "დასჯის" მეთოდები.
მაგალითად:
1. პირველ შემთხვევაზე - რეპუტაციის დაწევა. განმეორებითზე ? (მოვიფიქროდ)
2. საჯაროდ გაკიცხვა ("შავ სიაში მოხვედრა")
3. ბანი
4. ?
და ა.შ.
პ.ს.მე მგონია დედალი შველიც, ხოხობიც და ა.შ.( რასაც მონადირე სროლამდე არჩევს) აკძალვის სიაში უნდა შევიდეს.
და კიდევ ერთი: ვინც მტაცებლის გამოხშირვაში აქტიურად და შედეგიანად მონაწილეობს, იმას რეპუტაცია მოემატოს.
 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 20:18:29 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, მეორო საჯაროთ განვიხილოთ დავცეროთ რას ვპიქრობთ მათზე რო მიხვდნენ თუ რას აკეტებენ

მე ♥ბაზიერი
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 20:24:27 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gao28, დასტურ.
 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 20:30:54 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ეგარის მე მაგის მომხრე ვარ და ყველანაირად ტქვენ გვერდით ვარ გენაცვალეთ 23_30_126

მე ♥ბაზიერი
 
Giorgi0678დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 21:15:06 | შეტყობინება # 21
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, დაიწყე მასე როგორც თქვი და მუშაობის დროს გამოჩნდება მერე თუ რამის დამატება იქნება საჭირო, კაი აზრია
 
badri94დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 21:35:38 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
BERG კარგია რავი მგონი ეგრე აჯობებს და მე ყველანაირად ტქვენ გვერდზე ვარ მაგ საკიტხსჰი... მაგრად გამიხარდება მეც თუ შევიტან შეიძლება პატარა, მაგრამ მაინც ჩემ წვლილს ამ საქმეში

p.falcon

შეტყობინება დაამუშავა badri94 - სამშაბათი, 14.12.2010, 21:38:13
 
beqaდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 22:36:21 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ადმინისტრატორი, მაგ საქმეში ყველა გვერდით დაგიდგებით,ინტერნეტით მეტს ვერაფერს ვერ ვიზამთ.ერთი კითხვა მაქვს როგორ გავიგოთ რა არის დღეს საქართველოში ბრაკონიერობა.ბრაკონიერობას რო ვწერ ფარს, აპარატს და არასეზონურ ნადირობას არ ვგულისხმობ,მე იმას ვიძახი რომელი ნადირ-ფრინველის თუ თევზის მოპოვება უნდა ჩაითვალოს ბრაკონიერობად და რა რაოდენობით.ძველ ლიცენზიებში რაოდენობა მაინც ეწერა გადამფრენ ფრინველების დრიურ რაოდენობაზე 23

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 23:02:15 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
beqa, მართალი ხარ. რა ითვლება დღეს საქართველოში ბრაკონიერობად ამის დადგენა რთულია და ამიტომაც გვაქვს გაცხარებული სჯა-ბაასი. მოდით ისევ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ წესები და ამ საიტზე გააწევრიანებული ხალხისთვის ეს იყოს წესიც და კანონიც.
ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი (და არა მარტო ჩემი) და აკრძალვები:
1. ფარით ნადირობა
2. დენის აპარატით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებით თევზაობა
3. არასეზონური ნადირობა
4. გადამეტებული რაოდენობით მოპოვება
5. მგალობელ ფრინველზე ნადირობა
6. მდედრი ნადირ-ფრინველის მოპოვება (რომლის გარჩევაც მონადირეს შეუძლია)
7. გაჭირვებაში ჩავარდნილი ნადირ-ფრინველის მოპოვება (დიდ თოვლობა,წყალდიდობა და ა.შ.)თუმცა ეს უკვე არაკაცობაა))
8. სატრანსპორტო საშუალებით დევნა
9. ?
დანარჩენი დაამატეთ

აქედან უმეტესობას, არც და ვერც გავაკონტროლებთ მაგრამ ჩვენ ხო გვეცოდინება რა შეიძლება და რა არა. რა დარღვევაც აქ შემოვა იმას კი მივხედოთ ჩვენებურად და ეს "ჩვენებური" რა იქნება აქვე ვთქვათ.

 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 23:13:57 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ამ ცხრილს უნდა მივამატოთ პატარა ცხოველების ხოცვა.ანუ პატარა ასაკის..ჩემთვის ეგეც ბრაკონიერობაა

მე ♥ბაზიერი
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 23:30:02 | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gao28, ეგ უკვე იგულისხმება არასეზონურ ნადირობაში.
 
gao28დრო: სამშაბათი, 14.12.2010, 23:37:37 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, უკაცრავად უცებ ვერ განვაანალიზე

მე ♥ბაზიერი
 
beqaდრო: სამშაბათი, 14.12.2010, 23:51:39 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, სურათებით გაგვიჭირდება გარჩევა;1,2,3,7,8 პუნქტების... 23 4ეს მეც ვარღვევ ხოლმე.ოღონდ გადამფრენ ფრინველებში ცხოველზე არა!

დამატებულია (14.12.2010, 22:51:39)
---------------------------------------------
მე 3 და მე6 არის ალბათ უმნიშვნელოვანესი და არც ბრაკონიერებს არ უნდა გაუჭირდეთ დაცვა თუ ასე ვერ ეშვებიან მაგ საქმეს 25


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 00:06:44 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა ძალიან მნიშვნელოვანია... მე ვერაფერს დავამატებ...

p.falcon
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 00:33:28 | შეტყობინება # 30
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი ახლა საიტზე გაცხარებული პოლემიკაა ბრაკონიერობაზე,ადრეც იყო ხოლმე მაგრამ ამის ძირითადი მიზეზი არის ან იყო სურათები,რომელზეც ბრაკონიერული ხერხით მოპოვებული ნადავლი იყო და ყველამ დაინახა თუ წაიკითხა ჩვენი რეაქცია ამ საკითხზე. ისე კი ეს პრობლემა მიჩუმათებულია და მასზე საუბარი გამონაკლისი შემთხვევების გარდა არც მიმდინარეობს,არადა ეს პრობლემა ისე როგორც ქართული სამონადირეო კანონმდებლობის პრობლემა ბოლო წლებში სულ უფრო დამღუპველი ხდება ჩვენი ბუნებისთვის.ამიტომ ვამბობ რომ საჭიროა ასეთი სურათის საჯარო განხილვისთვის გამოტანა,რათა ყველამ გაიგოს რომ ნამდვილი მონადირეები ასეთ ხერხებს არათუ არ მიესალმებიან,არამედ თავს შეურაწყოფილადაც გრძნობენ.სურათების მოდერაციის დროს წაშლისას,ამ პრობლემის გააქტიურება არ მოხდება და გამოვა ისე თითქოს ქვეყანაში ბრაკონიერობა არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა,არადა კარგად რომ არ არის ყველამ იცის.მომავალი თაობისთვისაც უკეთესია იცოდეს ის რომ ბრაკონიერი მონადირე არ არის და მას მონადირეებთან არაფერი ესაქმება და თავისი არჩევანი თვითონ გააკეთოს მონადირე უნდა მომავალში რომ იყოს თუ ბრაკონიერი.ხოლო რაც შეეხება სურათის გამოქვეყნებას და მასზე კომენტარებს,ეს საკმარისი დასჯა ბრაკონიერებისთვის არ იქნება.
იყო იდეა ბრაკონიერების ჯგუფის შექმნის,მაგრამ მე მგონი აჯობებს შეიქმნას ფოტოალბომში კატეგორია ქართველი ბრაკონიერები და ასეთი სურათები თუ მისი გამოქვეყნებელი გამოქვეყნებიდან ვთქვათ სამ დღეში არ წაშლის გადავიდეს ბრაკონიერების კატეგორიაში და მასზე წითელი დიდი ასოებით ლენტასავით გაუკეთთდეს წარწერა "ბრაკონიერო გრცხვენოდეს" ან რამე მსგავსი აი იდეა რომ იყო ვინ გვარცხვენს მაგდაგვარი.რას იტყვით? მე მგონი რამოდენიმე იდეაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და ბერგის იდეა გამოკითხვაზე გავიზიაროთ და გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოთ ბრაკონიერებს როგორ ვებრძოლოთ.
ამასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ბრაკონიერობაში რას ვგულისხმობთ.ბერგის ჩამონათვალს ვეთანხმები,მხოლოდ მე-3 პუნქტს დავამატებდი გარდა მტაცებელი ცხოველებისა (ტურა,მგელი,ენოტი,მომენტში მელიაც).შემდგომში ეს გამოკითხვაც ჩავატაროთ.
რას იტყვით?


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
goga-0niდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 01:48:25 | შეტყობინება # 31
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 რაც შეგვიძლია იმით ვებრძოლოთ ბრაკონიერობას თორემ აღარაფერი დატოვეს, სადაა გედეი? 23
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 10:53:37 | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, კი ბატონო იყოს ეგრე. ყველა პუნქტში გეთანხმები. მთავარია საქმე გამოვიდეს თორე ჩემი აზრი იქნება თუ სხვისი ამას რა მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება მავნე მტაცებლებს, მათზე არანაირი შეზღუდვა არ მიგულისხმია რა თქმა უნდა.
ადმინ ჩართე "შოტჩიკი" 167
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 12:12:40 | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინ ჯიგარი ხარ საღოლ მოდი შევურიოთ, კარგი, ყველას აზრი და ერთობლივად დიდი ძლიერი სისტემა გამოვა... კარგია მე რაშიც შემიძლია შენთან ვარ... !!!!!!!!!! 166 :166: 166 :166:

p.falcon

შეტყობინება დაამუშავა badri94 - ოთხშაბათი, 15.12.2010, 12:13:34
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 13:51:54 | შეტყობინება # 34
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოკითხვა ფორუმის ამ თემაში ჩავატაროთ თუ საიტის მთავარ გვერდზე?

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 14:02:57 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, მგონი მთავარ გვერდზე ჯობია, გინდა არ გინდა ყველა ნახავს
 
berZulდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 15:00:23 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kaxa1903, კონკრეტულად რა გაინტერესებდა ამ ფორულისგან 23

დამატებულია (15.12.2010, 14:00:23)
---------------------------------------------
რაც შეეხება ბრაკონიერულ ფოტოებს არ უნდა დაიდოს საიტზე პირველ რიგში და მეროეც უნდა წაიშალოს დაუყონებლივ შესაბამისი პასუხისგაცემით რადგან ტავი მართალი არ ეგონოთ,ტყუილად რათ წაშალეთ სურათებიო


ლევან ბერძული
 
tengomengoდრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 16:06:05 | შეტყობინება # 37
ჯგუფი: წაშლილები





ჩემი აზრით კარგი იქნებოდა რომ შეიქმნას ცალკე ჟგუფი და ვინც წესებს დაარღვევს და ბრაკონიერობის გზით მოიპოვებს ნადირ-ფრინველს ეგერის ნაცვლად დაეწეროს ბრაკონიერი!

-BERG-, შენს მიერ დაწერილ წესებს კიდევ ერთს დავამატებდი წითელ წიგნში შესული ნადირ-ფრინველს ვინც მოკლავს ეგეც ბრაკონიერია მაგალითად (ხოხობი, გედი, დათვი, შვველი) და კიდევ სხვა მრავალი ყველას აქ ვერ შამოთვლი...

 
gao28დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 16:43:07 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, არა მგონია რამე შეიცვალოს თუ ბრაკონიერს მივაცერთ ეგერის ნაცვლად უნდა მივახვედროდ ჩვენი კომენტარებით და რაგაც განსაზგვრული დროის მერე სულ ცავშალოდ საიტიდან და იქნებ ასეთმა საქციელმა მიახვედროს რას აკეტებს

მე ♥ბაზიერი
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 18:02:24 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, დაგვტოვე მწყერის და იხვის ამარა და ეგაა 069
 
zviadi565დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 18:20:41 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა მონადირის თვითშეგნებაში უნდა იდოს ქვეცნობიერად რომ არ უნდა გახდეს ბრაკონიერი . მან პირველ რიგში საკუთარ სინდისს უნდა ცეს პატივი და მერე დანარჩენ ყველაფერს.ბრაკონიერული გზით მოპოვებული ნადირ-ფრინველის საჯაროდ აფიშირება და ამით თავის მოწონება ყოვლად მიუღებელია.რათქმა უნდა ვეთანხმები საიტის ადმინისტრაციის მეთოდებს ამგვარი ფოტოების და მათი ავტორების
წინააღმდეგ ბრთოლის მეთოდებს . იმედია ეს ბრძოლა ნაყოფიერი იქნება
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 20:38:38 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე მაგატმა არ იცოდნენ სად იყვნენ?

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
badri94დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 21:35:28 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 709
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მთავარ გვერთზე ჯობია

p.falcon
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 21:40:19 | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ისე ნამეტანი არ მოგვივიდეს გაკიცხვას და ლანძღვას ჯობია დავ მოძღვროთ ეგ ხალხი და ჩვენსკენ გადმოვიბიროთ, ტორე ისედაც ბევრნი არიან და ტუ ასე შევძლებთ მათი რიცხვის შემცირებას მგონი ჯობია. 23 25

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 21:46:09 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, ლანძღვის უფლება არც არავის არა აქვს. გაკიცხვა კი მოსულა. ყველამ მონადირემ კარგად იცის რა შეიძლება და რა არა და თუ მაინც აკეთებს ტაში ხო არ უნდა დაუკრა?! 167
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 23:46:39 | შეტყობინება # 45
ჯგუფი: წაშლილები





ადმინ, ჩართე "შოტჩიკი"!

შეტყობინება დაამუშავა მონადირე - ოთხშაბათი, 15.12.2010, 23:47:18
 
grenader21დრო: ოთხშაბათი, 15.12.2010, 23:53:54 | შეტყობინება # 46
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, არც არავის უთქვია არ გავკიცხოთო მაგრამ ნამეტანი არ გვინდათქო, ჯობია აზროვნება სხვა მიმართულებით წავუყვანოთ. 25

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
nugomonadireდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 03:41:36 | შეტყობინება # 47
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარგი დასაწყისია ძმებო. გაგახაროთ ღმერთმა. ბრაკონიერობა ეს საერთაშორისო და საქვეყბო პრობლემაა. თუ გვინდა ჩვენი ლამაზი და მშვენიერი ქვეყნის ფაუნა და ფლორა გამრავლდეს, აღორძინდეს და გამდიდრდეს, ამისათვის ბრაკონიერობა უნდა შეწყდეს. საიტი ბაზიერი. ჯი. საშუალებას გვაძლევს ჩვენ აქ მყოფმა მონადირეებმა ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. აგური აგურზე დავდოთ და ისე ავაშენოთ და გადავარჩინოთ საქართველოს ბუნება. მოდიან ახალგაზრდა თაობები მონადირეებისა რომელთა დიდი ნაწილი სამწუხაროდ ფარით ხელში და დენის აპარატით ხელში იწყებს ამ კეთილშობილ საქმიანობას, რასაც ნადირობა და თევზაობა ქვია. ჩვენ შეგვიძლია პირადი მაგალითებით, შეგონებებით და მეგობრულად გვერდით დგომით ბევრს მივაღწიოთ ბრაკონიერობასთან ბრძოლის საქმეში...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - ხუთშაბათი, 16.12.2010, 20:13:44
 
998დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 10:26:10 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინს ვეთანხმები იმაში, რომ ბრაკონიერული სურათები დაიდოს საიტზე და შესაფერისი ადგილი მიუჩინოთ, თუ ცუდიც არ ვანახეთ დამწყებ მონადირეებს კარგსაც ვერ გაიგებენ.

ზოგიერთ უწყინარ ფრინველებზე მარჯვე მსროლელებს ვურჩევ ფრთხილად იყვნენ! AllSmail133

 
grenader21დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 11:31:22 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, მწყერი რა მტაცებელია?

ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
nokoდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 14:17:35 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე მთავარი პრობლემა მიმაჩნია იყო და არის აზროვნებაა ეს ვეცადოთ შევუცვალოთ რომ აღარ იბრაკონიეროს ადამიანმა. ახსნით და განმარტებით შეგნების დონემდე უნდა დავუყვანოთ რომ არ შეიძლება და სამომავლოთ დარჩებიან ცარიელი მინდვრის და ტყის ამარა.ხოლო შეუგნებელს და ნამუსგარეცხილებს მკაცრი ზომებით იძულება 7p0 48
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика