03:21:12
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
998დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 16:19:24 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grenader21, რა მწყერი საიდან მოიტანე.

გამოკითხვა ჩავატაროთ მთავარ გვერდზე.

 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 19:24:40 | შეტყობინება # 52
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, წითელ წიგნში ისეთი ნადირ ფრინველიცაა შეყვანილი რომელიც ძაან ბევრია და ისეთებზეა ნადირობა დაშვებული რომელიც გადაშენების გზაზეა 25
 
tengomengoდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 20:01:48 | შეტყობინება # 53
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, goga-0ni, ყველა წითელ წიგნში შესულს არ ვგულისხმობ მაგალითად ხოხობზე, გედზე, დატვზე და შველზე ნადირობა რო არ შეიძლება არ მეთანხმებიით? პირადად ჩემთვის მიუღებელია!
 
nugomonadireდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 20:08:55 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გია მართალი ხარ ძამიკო; მოდით პირველ რიგში ჩავატაროთ გამოკითხვა და ყველა გულშემატკივარს მივცეთ საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი__ 1. ზოგადად ბრაკონიერობის შესახებ საქართველოში და 2. ჩვენს საიტზე ბრაკონიერული ფოტოების განთავსების აკრძალვის შესახებ. შემდეგ ეტაპზე კარგი იქნება თუ განვიხილავთ ბრაკონიერობას, როგორც სამონადირეო კანონების უხეშ დარღვევას და უდიდეს პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შემდეგ ურიგო არ იქნება თუ გავაკეთებთ ცხრილს, ანუ ჩამონათვალს სადაც დეტალურად იქნება კანონის შესაბამისად აღწერილი, რაზე შეიძლება და რაზე არ შეიძლება ნადირობა. რისთვის ისჯება და რისთვის არა მონადირე სამონადირეო კანონების დარღვევის შემთხვევაში საქართველოში. ბოლოსდაბოლოს ყველანი კარგად ვხედავთ და გვესმის რა მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე შეიძლება გაკეთდეს აქ, ამ საიტზე თუ მოვინდომებთ. დიდი ხანია რაც ეს თემა მუსირებს და აქტუალობას არ კარგავს ბაზიერი.ჯი მონაწილეთა შორის. მე დიდი სურვილი მაქვს და დიდი იმედიც რომ ბრაკონიერობა თანდათანობით მოიკლებს, მიხვდება მავანი რომ დღეს აღარ შეიძლება დაუსჯელად ითარეშო და უმოწყალოდ ანადგურო ტყე-მინდორში ნადირ-ფრინველი, და თევზი ტბებსა თუ მდინარეებში. კარგი იქნება თუ ბრაკონიერობის მიმართ იქნება სრული შეუვალობა და შეუწყნარებლობა...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - პარასკევი, 17.12.2010, 22:28:54
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 22:29:34 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, დათვზე შველზე და ხოხობზე მოკვლაზე მე როგორც ვიცი ეხლაც არ შეიძლება ნადირობა და ჯარიმებია დაწესებული .

ლევან ბერძული
 
tengomengoდრო: პარასკევი, 17.12.2010, 16:22:18 | შეტყობინება # 56
ჯგუფი: წაშლილები





berZul, ვიცი ძმა რო ჯარიმებია მაგრამ შედი ფოტოალბომში და ნახე მოკლული დატვის სურათებიცაა და ბელისიც მოკლულ ხოხობსაც ბევრს ნახავ იმის მაგივრად რო შენიშვნა მივცეთ და დავარიგოთ ტაშს ვუკრავთ და ამითომაც იდება ახალ ახალი სურათები...
 
grenader21დრო: პარასკევი, 17.12.2010, 17:11:09 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ა აქაც ყოფილა ჭოლა 158794e0

დამატებულია (17.12.2010, 16:11:09)
---------------------------------------------
ბევრი რამ გვაქს სალაპარაკო და კონკრეტული არაფერი გამოდის, პირადი სჰეკრებაა საჭირო და ნუ გადავაქცევთ ამ შეხვედრას ლოტობად და შარაფად, თორე მეორე დღეს ზოგს შეიძლება აღარ გვახსოვდეს რაზე შევიკრიბეტ.


ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 00:15:06 | შეტყობინება # 58
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (tengomengo)
-BERG-, goga-0ni, ყველა წითელ წიგნში შესულს არ ვგულისხმობ მაგალითად ხოხობზე, გედზე, დატვზე და შველზე ნადირობა რო არ შეიძლება არ მეთანხმებიით? პირადად ჩემთვის მიუღებელია!

პირადათ თქვენთვის რომ არის მიუღებელი ეს დასაბუთება არ არის.თუ ვაპირებთ ბრაკონიერობად ჩავთვალოთ რომელიმე სახეობაზე ნადირობა საიტის წევრების მხრიდან,მაშინ ავხსნად რატომ და ყველა მონადირის,ვინც აზრის გამოხატვას მოისურვებს,აზრიც მოვისმინოთ.ის რომ კანონითაა აკრძალული,დღევანდელ სიტუაციაში არაფერს ნიშნავს,რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო რომ არაფრის მაქნისი ორგანოა ჩვენ აქამდეც ვიცოდით და დღეს პრეზიდენტიც მიხვდა.



ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
998დრო: შაბათი, 18.12.2010, 00:41:04 | შეტყობინება # 59
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, გიას ვენაცვალე დღევანდელი კანომდებლობით 99% მონადირეების ბრაკონიერები გამოდის და ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ შედეგი არ გვექნება თუ კანომდებლობა ძირეულად არ შეიცვალა. ჩვენ საიტზე რა ჩავთვალოთ ბრაკონიერულად მაგაზე შევთანხმდეთ.
 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 00:59:01 | შეტყობინება # 60
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესე იგი გამოკითხვა თემაზე რა ვუყოთ ბრაკონიერული წესით მოპოვებულ ნადირ-ფრინველის სურათს არ ჩატარდება.მიღებულია გადაწყვეტილება მივიღოთ ბერგის წინადადება და ბრაკონიერულად მოპოვებული ნადირ-ფრინველის ფოტოები უნდა წაიშალოს ეგრევე და მის დამდებს :
1. პირველ შემთხვევაზე - დაეწიოს რეპუტაცია შესაბამისი ახსნით
2.განმეორებითზე ბანი 1 კვირით
3. სამუდამო ბანი.
თუ ვინმე წინააღმდეგია დაწეროს.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრაკონიერობის წესის და აკრძალული სახეობებების ჩამონათვალის დამტკიცების შემდეგ.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 01:04:25 | შეტყობინება # 61
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (998)
ადმინისტრატორი, გიას ვენაცვალე დღევანდელი კანომდებლობით 99% მონადირეების ბრაკონიერები გამოდის და ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ შედეგი არ გვექნება თუ კანომდებლობა ძირეულად არ შეიცვალა. ჩვენ საიტზე რა ჩავთვალოთ ბრაკონიერულად მაგაზე შევთანხმდეთ.

კი თემოს ვენაცვალე ზუსტად მაგაზე უნდა შევთანმხდეთ.
ესე იგი დავხვეწოთ ბერგის მეორე წინადადება.
ბრაკონიერობაა:
1. ფარით ნადირობა
2. დენის აპარატით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებით თევზაობა
3. არასეზონური ნადირობა, გარდა მტაცებელი ცხოველებისა (მგელი,ტურა,ენოტი,ენოტისებრი ძაღლი,ლელიანის კატა,მელა--ეს დასახელებებიც ექვემდებარება დახვეწას)
4. გადამეტებული რაოდენობით მოპოვება
5. მგალობელ ფრინველზე ნადირობა
6. მდედრი ნადირ-ფრინველის მოპოვება (რომლის გარჩევაც მონადირეს შეუძლია)
7. გაჭირვებაში ჩავარდნილი ნადირ-ფრინველის მოპოვება (დიდ თოვლობა,წყალდიდობა და ა.შ.)თუმცა ეს უკვე არაკაცობაა))
8. სატრანსპორტო საშუალებით დევნა
9. მტაცებელ ფრინველებზე ნადირობა


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 01:05:43 | შეტყობინება # 62
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სახლართ ეგრეთ წოდებულ "პუტანკა" ბადეებზე რა აზრის ხართ?ხომ არ შევიტანოთ აკრძალულთა სიაში?
მტაცებელი ცხოველების სია დავხვეწოთ.არის ზოგი მტაცებელი ცხოველი რომელიც მართლია დიდ ზიანს აყენებს ბუნებას,მაგრამ ძალიან მცირეა და მოფრთხილება უნდა და ამიტომ ამ სიაში მხოლოდ ისეთები შევიტანოთ რომლებმაც თავი მოაძულა საქართველოს მოსახლეობას და ბუნებას


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
tengomengoდრო: შაბათი, 18.12.2010, 18:11:24 | შეტყობინება # 63
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, ჩემთვის იმითომ არის მიუღებელი რადგან მართლა გადაშენების პირასაა მისული და თუ არ მოვუფრთხილდებით მერე მხოლოდ სურათზე და ზოოპარკში ვნახავთ...
ჩემი აზრი აქ ბევრს არაფერს ნიშნავს ჯობია გამოკითხვა ჩავატაროთ რა ცხოველებზე და ფრინველებზე უნდა იყოს აკრძალვა დაწესებული ჩვენი საიტის და მომავალში კლუბის წევრებისთვის...
 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 21:11:19 | შეტყობინება # 64
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამოკითხვაში წარმოდგენილ ჩამონათვალში მყოფ ნადირ-ფრინველზე წარმოდგენა თუ არ ექნა მონადირეებს რა სიტუაციაშია ესა თუ ის სახეობა და რატომ არის მიუღებელი მასზე ნადირობა,ბევრისთვის გამოკითხვა მარჩიელობის სახეს მიიღებს.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
gogita12დრო: შაბათი, 18.12.2010, 21:23:01 | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრაკონიერობა თავად ხალხმა უნდა დასძლიოს. თუ არა სახელმწიფო სანქციებს მძიმე შედეგები მოაქვს....... მე თანახმა ვარ კიდე გაამკაცრონ სანქციები და მოუმატონ კონტროლს ველებში და ტყეებში......... და მდინარეებზეეეეეეეე ხო საერთოდ არაფერს აკეთებენ გდი–ის ხალხი

მე ♥ bazieri.ge
ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!!
ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
 
PATARA-SAMOდრო: შაბათი, 18.12.2010, 21:50:30 | შეტყობინება # 66
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, რომელიმე ერთ პიროვნებას მიენიჭოს უფლება იმის რო საიტი გაწმინდოს ბრაკონიერული სურათები და მასალებისგან.... საჭიროა თორე უკვე ხმები დადის ბაზიერელები ბარაკონიერები არიანო.. და ვიღაც უნამუსო მონადირის გამო სხვებმა რა დავაშავეთ.. გავაკეთოთ ეს საქმე რა აუცილებლად
 
tengomengoდრო: შაბათი, 18.12.2010, 22:00:53 | შეტყობინება # 67
ჯგუფი: წაშლილები





PATARA-SAMO, ხო მართალი ხარ საიტზე კიდევ დაიდო ფარით მონადირებული კურდღლების სურათები ასევე დათვის რაც ბრაკონიერობააა!
 
-BERG-დრო: შაბათი, 18.12.2010, 22:02:34 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ადმინისტრატორი)
1. პირველ შემთხვევაზე - დაეწიოს რეპუტაცია შესაბამისი ახსნით 2.განმეორებითზე ბანი 1 კვირით 3. სამუდამო ბანი.

166

Quote (ადმინისტრატორი)
სახლართ ეგრეთ წოდებულ "პუტანკა" ბადეებზე რა აზრის ხართ?ხომ არ შევიტანოთ აკრძალულთა სიაში? მტაცებელი ცხოველების სია დავხვეწოთ.არის ზოგი მტაცებელი ცხოველი რომელიც მართლია დიდ ზიანს აყენებს ბუნებას,მაგრამ ძალიან მცირეა და მოფრთხილება უნდა და ამიტომ ამ სიაში მხოლოდ ისეთები შევიტანოთ რომლებმაც თავი მოაძულა საქართველოს მოსახლეობას და ბუნებას

166
Quote (gogita12)
ბრაკონიერობა თავად ხალხმა უნდა დასძლიოს. თუ არა სახელმწიფო სანქციებს მძიმე შედეგები მოაქვს.......

ამაზეც დასტურ
 
-BERG-დრო: შაბათი, 18.12.2010, 22:11:28 | შეტყობინება # 69
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, დათვი ნამდვილად არაა გადაშენების პირზე. და შვლის პოპულაციის მკვეთრი ზრდა შეინიშნება უკანასკნელ წლებში.
ერთადერთი ფრინველი რომელიც კატასტროფის წინაშეა, დურაჯია და ისიც ახალი ჯიშის მტაცებელი ცხოველების უაზრო შემოყვანის და აქაურის გამრავლების გამო.
ხოხობიც გადაშენდება ალბათ მალე აბა რა იქნება, დედლის და მამლის გარჩევა არაა.
მაგ:. ევროპაში თუ ბევრია ხოხობი (არავითარ შემთხვევაში არ კლავენ დედალს); ამერიკაში იხვი და ბატი, ისინი მილიონებს ხარჯავენ, ხელოვნურ საჩეკებში გამოყავთ ფრინველი და მერე უშვებენ ბუნებაში.
 
998დრო: შაბათი, 18.12.2010, 22:29:26 | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ბექას მინდა დავეთანხმო, იმაში რომ, დათვი გადაშენების პირას არ არის და მასზე ნადირობა ბრაკონიერობად არ უნდა ჩაითვალოს, ასევე ჯიხვზე ნადირობა. ჯიხვი დღეს საქართველოშია და ხვალ კი საზღვრის მეორე მხარეს სადაც მასზე ნადირობა ნებადართულია. და მთავარი რაც უნდა ვთქვა დათვზე და ჯიხვზე ნადირობას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს ჩვენს მთიელებში და მათი ბრაკონიერებად გამოცხადება მე მგონი ჩვენი კანომდებლობის ლაფსუსია,რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ.

ადმინისტრატორი, გია ყველა ჩამოთვლილ პუნქტში გეთანხმები.

 
Adminდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:06:41 | შეტყობინება # 71
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი შეკითხვა მაქვს.როგორ არჩევთ ან მომავალში როპგორ გავარჩიოთ მონადირებული კურდღელი ან ქათამი ბრაკონიერული წესითაა მონადირებული თუ ძაღლით მოკლული? ღამე გადაღებული სურათი 100% ით ბრაკონიერული ხომ ვერ იქნება?

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
PATARA-SAMOდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:15:04 | შეტყობინება # 72
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, ხო და მე ესეტი აზრი მაქ რო ღამე გადაღებულ კურდღელს ან სხვა რამეს სადაც ძაღლი არ იქნება ის სურათი წავშალოთ.. მარტო კურდღელი არა სხვა რაღაცეებიც
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 18.12.2010, 23:40:14 | შეტყობინება # 73
ჯგუფი: წაშლილები





PATARA-SAMO, ღამე გადაღებული სურათი ბევრს არაფერს არ ნიშნავს სამო, ხო შეილება საღამოთი ინადირე და მერე შეღამებულზე, რო დაამთავრე ნადირობა მერე გადაიღე. მე მაგაითად ძაღლი საეროდ არ მყავს (შეპირებულები კი არიან ერთ კაი ლავერაკს 167 ) და ყველა სურათში უძაღლოდ ვარ, არც უძაღლობაა ბრაკონიერობის განმსაზღვრელი პარამეტრი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სუსტი არგუმენტებია, შენ როგორც იურისტმა რამე უფრო საფუძვლიანი უნდა მოიფიქრო. რომ ჩაუღრმავდე მაგ საკითხს უფრო სერიოზულ მიმანიშნებელ ნიუანსებსაც დაიჭერ სურათებზე
 
gao28დრო: შაბათი, 18.12.2010, 23:42:49 | შეტყობინება # 74
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ამ ბრაკონიერებს როგორც ვატყობ არც კომენტარები შველით და არც არაპერი..ბოლობოლო რა დადებისთანავე ცაშალეთ სურათებიც და ეს ადამიანებიც.თქვენ რას Iტყვით ბიჭებო?..ცჰვენ მაინც ეს რამიდენიმე კაცი ვერ ამოვძირკვავთ ამ ბრაკონიერობას....ჩვენ მაინც ვეცადოდ პატარა ცვლილი იქნებ მაინც შევიტანით ბრაკონიერებთან ბრზოლაში..ვტოვებთ ამ კომენტარებს და მე შედეგს პატარას მაინც ვერ ვხედავ რა

მე ♥ბაზიერი
 
gadarcheniliდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:45:07 | შეტყობინება # 75
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 166
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე კი ვპიკრობ ხო არ აჯობებს კველა პოტოს რომელიც ბრაკონიერულია დაეტეროს და ეგრე დაიდოს რო მიხვდნენ ვინც სჰეხედავს რო ეს არასტორია და ტვიტონაც არ გაუცჰნდეს სხვას სურვილი ეგეტი პოტო დადის ტორე პოტოს ტასჰლა ტიტკოს იგნორს უკეტებს მატ და ზურგს აკცევს ჯობია ვებრდოლოდ და დავანახოდ კველას რო ეგ არ სჰეიდლება

დამატებულია (18.12.2010, 22:45:07)
---------------------------------------------
რას იტკვიტ????
23

 
toka_monadireდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:49:14 | შეტყობინება # 76
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მინდა რომ დაიბლოკოს ან ცაიშალოს იმიტომ რომ აქ სჰემოდიან სტუმრები და ატვალიერებენ, რას იფიქრებენ ეს მონადირის საიტია ტუ ბრაკონიერებისო

თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
 
vaxo_vaxoდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:52:37 | შეტყობინება # 77
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 232
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო მაგას ზუსტათ ალბათ ვერ მიხვდები ბრაკონიერულადაა მონადირებული თუ არა ის ცხოველი რომელიც ღამეს იქნება გადაღებული...მაგრამ ალბათ იმითი მიხვდები რო დღე მოკლულ თუნდაც კურდღელს ღამე არავინ არ გადაუღებს სურათს ჩემი აზრით :D:D:D ვინ დააცლის ღამემდე მისვლას :D
 
PATARA-SAMOდრო: შაბათი, 18.12.2010, 23:55:22 | შეტყობინება # 78
ჯგუფი: წაშლილები





Giorgi0678, სუსტი კი არა ზოგადად ვთქვი თორე გადაავლეთ თვალი რამდენ სუღათს და რამდენ უაზრო ნაწერს ნახავ რომელიც მართლა არ შეეფერებ მონადირეებს.. ბოლოს და ბოლოს 432 დგე უკვე ბაზიერი.გე_ზე ვარ ვა ყველაფერი უკან უკან მიდის .. პირიქით რეპუტაციას რო აგროვებდეს საიტი მაგის ნაცვლად კარგავს ყველაფერს ხალხიც გარბის და რეპუტაციაც ელახება ბაზიერების და ამ უნიკალური ნადირობის წესების გამგრძელებლების სახელი კი არა ყველაზე ცნობილი ბრაკონიერების სახელით გვიცნობენ... გული მაგაზე მტკივა ჩემო გიო რო ბრაკონიერებს იქეთ ვებრძვი ყველანაირად და აქეთ ვიღაც ვიღაცეების გამო მე დამერქვა ბრაკონიერის სახელი 23 მემგონი რო უნდა დავფიქრდეთ ხალო და მარტო სურათებში და პოსტებში კი არ მოვსპოთ ყველამ გავითავისოთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ 23
 
-BERG-დრო: კვირა, 19.12.2010, 00:16:56 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღამე გადაღებული ფოტო ნამდვილად იმას ნიშნავს რო ღამეა მოკლული და არა შებინდებისას. დღეს ყველას აქვს მობილური და იმ მობილურსაც კაი პიქსელაჟიანი კამერა აქვს და დაღამებამდე, მინდორშიც შეიძლება სურათის გადაღება, და არა მანქანასთან.
ფარზე მონადირე და მდევრით (ან სხვა წესით) მონადირე მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
1. ტანსაცმელი (შეიძლება იგივე კომუფლირებული ეცვას როგორც სხვა მონადირეს, მარა მანქანაში ნაჯდომის პეწი არა აქვს დაკარგული)
2. ფიზიკური კონდიცია - დაღლა (ფარზე მონადირე როგორც წესი დასვენებულია, სხვა დაღლილი)
3. თვალები (თვალები დაღლილი და ჩაწითლებული)
4. ძაღლი (ყველა მონადირე ცდილობს, ნანადირევთან და ძაღლთან ერთად გადაიღოს ფოტო. ძაღლი ხო მონადირის სიამაყეა)
 
PATARA-SAMOდრო: კვირა, 19.12.2010, 00:20:36 | შეტყობინება # 80
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, დასტურ 39 ასე რომ ადიმინებო გია არჩილ იზრუნეთ რა ამ თემაზე ვინმე კომპეტენტური პირს დაავალეთ ამ საკითხს მიხედოს და პოსტებიც სურათებიც და ყველაფერი რაც არ შეგვესაბამება უნდა წაიშალოს 167
 
Giorgi0678დრო: კვირა, 19.12.2010, 00:25:34 | შეტყობინება # 81
ჯგუფი: წაშლილები





PATARA-SAMO, ხოდა ზუსტად მაგასი ვიძახი რო მაგრად უნდა გამკაცრდეს წესები!! რამდენი სურათი გინდა და რამდენი პოსტი, რომელბიც რბილად რო ვთქვათ არაადექვატურია!! მარა აქ ჩემი აზრით ერთი პრობლემაც არის, თუნდაც დათვი და შველი - ზოგი იძახის აკრძალულია, ზოგი იძახის დასაშვებია - კანონით ეს ყველაფერი აკრძალულია, მაგარი უაზროდ- ეს ფაქტია, მაგრამ დავუშვათ მე და შენ რო გადავწყვიტოთ შველზე და დათვზე ნადირობა დასაშვებია და დავუშვით, კანონმდებლები ვართ რო ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება?? რახან 5-7 კაცს მიაჩნია რო შველი და დათვი მომრავლა და შეილება ნადირობა, სანამ კანონით არ დაიშვება, ჩემი აზრით მაინც ბრაკონიერობაა, იმიტო რო კანონი მაინც კანონია, ხოლო თუ ვთვლით რომ სულელური კანონია მაშინ შევაცვლევინოთ და მერე ვინდაიროთ, თუ ეს კანონები არ გავინტერესებს და ჩვენი მორალიდან გამომდინარე შევუბერავთ, მაშინ არც წერილის მომზადება გვინდა ნადირის შემცირებაზე, იმიტომ რომ იმ კანონს არ ვემორჩილებით, მოკლედ ჩემი აზრით ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რას ვითხოვთ და მერე მივადგეთ იმ "კანტორას". სამო მიხვდი რისი თქმა მინდა??
 
landiaდრო: კვირა, 19.12.2010, 00:26:35 | შეტყობინება # 82
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც აქ ვარ ,ხო ეგ ყველაპერი კარგია სტატუსიტ დაქვეითება ბან ის დადება მაგრამ მაგით რა არამგონია ბრაკონიერობას შეესჰვას,რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ რო იმ დონეზე მივიდეს უარი თქვას ბრაკონიერობაზე ერთხელ და სამუდამოთ.მეც მინდირია გამით არდავმალავ და არამარტო არავინ ართქვას 99% აქ მყოპნა რო არუნადირია ღამით მაგრამ მე პირადად მივხვდი რო ხვალ საერთოდ თოფი საჭირო არიქნება იმიტო რო არდარჩა მოსანადირებელი არაპერი ამ საქართელოში და ჩემი ეგეთი საქციელით ვუარესტება ეგ საქმე.ამუტომ მივბაძოთ ერთმანეთს და ვინადიროთ დღისით მოუტხილდეთ ქვენს ბუნებას პრინველს,ცხოველს ისედაც ცარიელია ტყე მაგალიტი ავიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ( რუსეტიდან ) მხოლოდ ამ საქმეში ოგონდ .როგორ უვლიან ტვიანთ უნებს და ნადირ პრინველს ზოგი აზრზე არაა რატო არო ბლომათაა ყველაპერი ???იმედია მიხვდებით ,იმიტო რო უფთხილდებიან და ჩვენ რატო არუდა გაუფთხილდეთ მაგათზე ბევრად ლამაზი ქვეყანა გვაქ.

მემგონი ძან როლებში შევიჭერი მაგრამ რასაც ვფიქრობ სიმართლეა და სევეშვათ რა მაგ პარებს და დენებს სანადოროდ ვიხმაროთ თოფი და სათევზაოდ ანკესი და არა დენი.


თ.მაჭარაძე
 
Giorgi0678დრო: კვირა, 19.12.2010, 00:27:34 | შეტყობინება # 83
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, აი ეგ არგუმენტები უკვე არგუმენტებია, მასეთ დეტალურ არგუმენტებზე ვიძახდი ზუსტად, ანუ სურათს შეაფასებ და ბევრ რამეს დააკვირდები, მარა მარტო ის რო ღამეა გადაღებული სუსტი არგუმენია ჩემი ღრმა რწმენით
 
nugomonadireდრო: კვირა, 19.12.2010, 00:30:18 | შეტყობინება # 84
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი ბჭობა და თავის ტკივილები არ ჭირდება ძმებო იმას__დღეს საიტის მთავარ გვერძე დადებული ფოტოები რომ ღამე ფარით ნახელავია და ბრაკონიერული. საერთოდ თუ არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ რომ ეს საიტი არ არის ბრაკონიერული ვერაფერს იზამ იმის გარდა რომ მკაცრად მოვითხოვოთ ან კომენტარი და ახსნა დაუდონ მსგავსი ხასიათის ფოტოებს, ან კიდე საერთოდ ნუ დადებენ და მორჩა. მაგრამ იციან რომ აქ დამწყები და არაკომპეტენტური მონადირეების გარდა გამოცდილი და წესიერი მონადირეებიც რომ მრავლად არიან. ისიც იციან რომ შავს თეთრად ვერ გაასაღებენ. კურდღელი დილის საათებში იკვლება და ბევრმა ჩვენთაგანმა იცის ალბათ საღამომდე გაჩერება რომ გაფუჭებას და გადაგდებას ნიშნავს ნანადირევის...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
Adminდრო: კვირა, 19.12.2010, 00:34:59 | შეტყობინება # 85
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (PATARA-SAMO)
ბოლოს და ბოლოს 432 დგე უკვე ბაზიერი.გე_ზე ვარ ვა ყველაფერი უკან უკან მიდის .. პირიქით რეპუტაციას რო აგროვებდეს საიტი მაგის ნაცვლად კარგავს ყველაფერს ხალხიც გარბის და რეპუტაციაც ელახება ბაზიერების და ამ უნიკალური ნადირობის წესების გამგრძელებლების სახელი კი არა ყველაზე ცნობილი ბრაკონიერების სახელით გვიცნობენ... გული მაგაზე მტკივა ჩემო გიო რო ბრაკონიერებს იქეთ ვებრძვი ყველანაირად და აქეთ ვიღაც ვიღაცეების გამო მე დამერქვა ბრაკონიერის სახელი

საინტერესოა საიდან მოდის მაგ ხმები.ეს არაა უბრალოდ ნათქვამი,ეს სერიოზული ბრალდებაა და შავი პიარი. მაინტერესებს კერძო პირიდან (ნაკლებად სავარაუდოთ მიმაჩნია) თუ რომელიმე სხვა საიტიდან მოდის მასეთი დახასიათება?


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
gao28დრო: კვირა, 19.12.2010, 00:47:59 | შეტყობინება # 86
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ესე ვერაპერი ცყდება რა მოუხერხოთ ამ ბრაკონიერებს ჩვენ საიტზე.როგორც უმრავლესობა გადაცყვეტსისე ხო არ გავაკეთოთ?

მე ♥ბაზიერი
 
-BERG-დრო: კვირა, 19.12.2010, 00:56:02 | შეტყობინება # 87
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (PATARA-SAMO)
ბოლოს და ბოლოს 432 დგე უკვე ბაზიერი.გე_ზე ვარ ვა ყველაფერი უკან უკან მიდის .. პირიქით რეპუტაციას რო აგროვებდეს საიტი მაგის ნაცვლად კარგავს ყველაფერს ხალხიც გარბის და რეპუტაციაც ელახება ბაზიერების და ამ უნიკალური ნადირობის წესების გამგრძელებლების სახელი კი არა ყველაზე ცნობილი ბრაკონიერების სახელით გვიცნობენ...

რა ჯობია, ჩუმად ინადირო და ისე, მამა აბრამის ბატკნად მოაჩვენო თავი, თუ კაცურად, დაუმალავად აკეთო რასაც აკეთებ?! შენც კარგად იცი რო ყველა ნადირობს ცხოველზეც და არაგადამფრენ ფრინველზეც.
კი, მეც ვაწყდები მონადირეების ზოგ-ზოგიერთ ფორუმზე ისეთ პოსტებს, თითქოს არაკომპეტენტურები, ბრაკონიერები ვიყოთ, მარა ჯერ თავის ჩასვრილ საქმეს მიხედონ და მერე არჩიონ სხვისი.
 
PATARA-SAMOდრო: კვირა, 19.12.2010, 01:02:25 | შეტყობინება # 88
ჯგუფი: წაშლილები





ადმინისტრატორი, საიდან და როგორც ბევრი კერძო პირიდან ისე საიტებიდანაც 167 და ეგ ყველაფერი მარტო მე არ ვიცი აგერ ბიჭები არიან და იმათმაც იციან და როა უკვე მივხედოთ ყველაფერს
 
Adminდრო: კვირა, 19.12.2010, 01:16:11 | შეტყობინება # 89
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (PATARA-SAMO)
ადმინისტრატორი, საიდან და როგორც ბევრი კერძო პირიდან ისე საიტებიდანაც 167 და ეგ ყველაფერი მარტო მე არ ვიცი აგერ ბიჭები არიან და იმათმაც იციან და როა უკვე მივხედოთ ყველაფერს

ბერგმა სწორად აღნიშნა,რომ უმრავლესობა კანონს არღვევს და ინტერნეტში კიდევ ჟღურტულებენ და მამა აბრამის ბატკნებათ მოაქვთ თავი.იმედია საკადრის პასუხს გასცემდი ფარისევლურ ქმედებებზე და ჭორაობაზე და თუ ოფიციალურად გააჟღერეს რომ შენც ბრაკონიერი ხარო ბაზიერის გულისთვის,ეს უკვე მე მგონი პირად საქმეს ცილდება და არ იქნება ურიგო ვიცოდეთ საიდან მოდის ასეთი საუბარი.იქნება არ ვიცით მათი საქმიანობა და ასეთი კარგები თუ არიან ჩვენც მათგან ავიღოთ მაგალითი


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
PATARA-SAMOდრო: კვირა, 19.12.2010, 01:21:15 | შეტყობინება # 90
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, ესეთ მაიმუნობა საურათებზე ვამბობ რა რო კურდღელი ფარზე და მოციმციმე გახარებული თვალებით ვიღაც მონადირე და ჩვენ კიდე კურდღლის და ხოხბის გარდ უნდა ვირბინოთ ტურებზე და ვხოცოთ რო შევამციროთ ჩვენც ბრაკები ვართ და ისინიც იმიტო რო კანონს არ ვემორჩილებით მარა საზღვარი ხო აქვს არა ყველაფერს.. ვიგაც ვიღაცეებმა დედა უტირონ ყოველ გამე ხოცონ კურდღლები N რაოდენობით და ჩვენ კიდე დილით ადრე ავდგეთ მთელი დღე ვიაროთ ვინადიროთ ძაღლების ძდაში ენერგია დავხარჯოთ და ვიღაცამ 1 საათით გაისეირნოს და 3 4 კურდღელი მანქანიდან მოკლს თან ისე რო ფეხი არჩ გაანძრიოს 167

დამატებულია (19.12.2010, 00:21:15)
---------------------------------------------
ადმინისტრატორი, [იორადად ხელის დადებიტ არ მოდის ეს ლაპარაკები .. უბრალოდ ბაზიერი.გე თუ სადმე გაჟღედა ბრაკები ბრაკები აი იმას ხოცავენ ამას ხოცავე.. დღისით მზისიტ გამთენიისას მეც ბევრი რამე მომიკლია და ფარითაც მინადირია და აგერ ვინც მიცნობთ ხო მაინც დამემოწმებიტ რო ტურის გარდა ფარით არაფერზე მინადირია 167

 
krimanjuliდრო: კვირა, 19.12.2010, 01:25:19 | შეტყობინება # 91
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ რათ უნდა მაგას ამდენი გაწევ გამოწევაა, მონადირეები ვართ და ჩვენი საქმის პროფესიონალები, არამგონია ვინმემ გინდ მონადირემ და გინდ ბრაკონიერმა ვერ გაიაზროს და გაანალიზოს რომელია ბრაკონიერული სურათი და რომელი არა.. ჩვენ ჩვენი პრინციპების მატარებელი საიტი ვართ მაგრამ არა ისეთი პოლიტიკის მაწარმოებლები რომლებიც სახელმწიფო კანონებსაც უგულვებელყოფს,, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვიყვარს შირაქის გვალვისგან დახეთქილი ველებიდან მოყოლებული გურული ქალის კივილივით ცად აწეულიი კავკასიონით.. ნერვებ აწეწილი რაჭის ფიჭვნარი, სამეგელო გურიის ჭაობებითა და იმერეთის კაკაბაძისეული პეიზაჟებით, გვიყვარს ქართლშიი გაზფხულს შეხეთქებული აფეთქებული ატმები და სვანეთის მედიდური კოშკები , გვიყვარს ფშავის, კაცის ფიქრივით ღრმა ხეობები, და იმდენად გვიყვარს მთელი საქართველო ჩვენ თვითონ ვოცდებით ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულით... რო თურმე რამხელა რამეს იტევს გული, რამდენ სილამაზეს ხედავ და რამდენ სითბოს გვაძლევს ბუნება იმისთვის რო ეს სითბო შემდეგ ერმანეთს გავუნაწილოთ.. ჩვენ მონადირეები ვართ ხალხნოო, ამდენს ვამჩნევთ და ნუთუ იმას კიდევ გარკვევა უნდა რომელი სურათია ბრაკონიერული და რომელი არაა, რომელსააქ ყურებამდე ტალახი და რომელი არის კონდიციონერ ჩართული მანქანით კურდღელზე ნანადირევიი... მთავარი ისაა ჩვენ რას ვთლით თავად მონადირულად და რას არა, ზემოთ რაც ითქვა ყველაფერს ვეთანხმები, დავამატებ რო გურიასამეგრელოს ტერიტორიაზე უაზროდ გამრავლებული გარეული კატაც მთავარ ''დამნაშავეთა'' მოწინავე რიგებში მიეწეროს, რადგანაც დასავლეთსაქართველოში კოლხური ხოხბის მტავარ შემამცირებლად მიმაჩნია. ერთადერთი გარეული ტახის და დათვის სურათებია დასაკონკრეტებელი, ვამართლებთ მათ მოპოვებას თუ არა, ან რა კრიტერიუმებით შეფასდეს ეგეთი სურათებიი.. დანარჩენი ერთი ეგ გადავწყვიტოთ ბრაკონიერულ სურათებს პირდაპირ ვშლით თუ ვადებთ წითელ წარწერას . მოპოვებულია ბრაკონიერული გზით, მაგრამ ვინაიდან ეგ უფრო შრომატევადი საქმეა და ადმინისტრაიაც ცოდონი ვართ, პირდაპირ სანაგვეზე გავუშვათ.. ... ამასწინათ მაღაზია ''დენთში'' შევიარე და იქ კაი ''გამობრძმედილ'' მონადირეების საუბარს შევესწარიი.. ერთი ყვებოდა გუშინ ორი ტახი დავაგდეთო. ერთიც ყვებოდა გასულ კვირას კაი დათვი ავიყვანეთ , ძაღლები კარგად მუშაობდნენოო.. მოკლედ არ იყვნენ ჯაბანნი.. ინადირეს ძაღლებით. ესროლეს მხოლოდ ზდასრულებს. ყველას ყავდა მდევარი და თან კარგი სისხლების... ერთი მეცნოო პოინტერი გამოყავს ხოლმე საველე შეჯიბრზე და გამოვეცნობილე, მეც თვალყურს გადევნებთ ხოლმე თქოო და ხოო კაიაა ახალგაზრდებიც თუ დაინტერესდებით ამ საქმიანობითოო, ვკითხე საიტი ბაზიერი თუ გაგიგიათ მეთქი და ეგ რა ჯანდაბაა ბიძიაოო???. ვუთხარიი მონადირეების საიტია და კაი ხალხის მეთქი.. ხო ყველაფრის სწორად გამკეთებლები იყვნენ ეგ ხალხიი, მაგრამ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გავეცალე.. თითქოს რაღაც აკლდათ.. აი დავით აღმაშენებელმა რო თქვა თბილისზე, თბილისის არებამდე.. სუფრის მარილივითაა და ჩვენ სუფრას კიდევ მარილი აკლიაოო. ხოდა ეს მარილი აკლდათ ამ ხალხს.. ეს აღელვება და და ეს... სიყვარულის არ გაზიარება ვიგრძენი რო დავფიქრდი.. ჩვენ კი ?!ჩვენ კი ხალხოო ამის მეტს აქ ამ საიტზე არაფერს არ ვაკეთებთ.. ხო ყველანიი დაკავებული და მოუცლელები ვართ მაგრამ ეს სიყვარული რო ერთმანეთს არ გავუზიაროთ ისე არცერთს არ შეგვიძლია. ხოდა მოდით, სიყვარულით ვეკეთოთ, .. წარმოიდგინე ხალხი თურმე ბრაკონიერების საიტად მოგვიხსენიებს.. არადა ბაზიერელები რო აკეთებს საქართველოსთვის მასეთი ჯერ არავის გაუკეთებია.. ტურისტებოო თქვენ გაგიმარჯოთთ ამ საგმირო საქმისთვის ამასწინათ ვუთხარი ერთს, ბაზიერელები განსაკუთრებულები ვართ იმიტომ რო ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ყველაზე მეტად ვეტრფით ბუნების მშვენიერებას და გიყვარს ის ნადირ ფრინველი რაზეც ვნადირობთ თქო, მას მერე ავიკვიატე ეს და სულ ასე გავიძახიი. ხო იმდენად გვიყვარს ჩვენი ნადირ ფრინველი რო სანამ ვესვრით მანამდე იმაზე ვფიქრობთ რაიმე ხო არ უჭირს.... მე რო მივიღე დღეს სიამოვნება , 20 წლის შემდეგ იგივეს ჩემი შვილიც ხომ განიცდის მეთქიი, და ასე ვართ ეს ბაზიერელებიი, .. ზოგი ვერ გამიგებს რა '' ვ ი ა ბ დ ლ ე '' და რა დავწერე, მაგრამ ზოგის სათქმელი მეც ვთქვი ეხლა.. მოკლედ ვიწყებთ ბრაკონიერებისაგან საიტის გაწმენდას..
 
-BERG-დრო: კვირა, 19.12.2010, 01:28:48 | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PATARA-SAMO, ტურისტობით მე თითქოს ცოდვებს ვისყიდი... ბრაკონიერულ ცოდვებს. cat062
 
PATARA-SAMOდრო: კვირა, 19.12.2010, 01:37:13 | შეტყობინება # 93
ჯგუფი: წაშლილები





-BERG-, მეც მას ვარ ჩემო ბექა შენც ხო კარგად იცი რა სიამაყით დავდგები ხოლმე თავს მაგ აყროლებულებს.... განსხვავებით კურდღლისგან საცოდავად რო დაუჭყეტია თვალები და დაუცქვეტია 2 გრძელი ყური...
 
toliaდრო: კვირა, 19.12.2010, 03:40:51 | შეტყობინება # 94
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, ადმინ მე ვეთანხმები თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს.და რათქმაუნდა მონადირებისას ვინც ვართ და ვებრძვით ბრაკონიერობას. ''პუტანკა'' ეგრეთ წოდებული სათევზაო ბადე.ეგეც უნდა აიკრძალოს.ოგონდ მე როგორც ვიცი ეგ ზომების მიხედვით არის.ვთქვად იყოს მაგრამ დიდი ზომით ანუ ნომერით.რომელსაც პატარა თევზს ზიანს არ მიაყენებს.ან ამოვიგოთ ეგეც და ჩავთვალოთ ბრაკონიერულ სათევზაო აღჭურვილობაში.რავი მე ესე ვფიქრობ.

ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
 
grenader21დრო: კვირა, 19.12.2010, 10:06:19 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეეე თქვენ ცოტახანში ნადრობას თავს დაანებებტ:069:
ისე კი მგონია ეგეთი სურათები არ უნდა წაიშალოს არამედ თავისი ადგილი ქონდეს საიტზე სადაც მითითებული იქნება თუ რამდენად ცუდ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი.
დათვთან დაკავშირებით კი დათვი არაა გადაშენების პირას მისული მაგრამ რა გულით უნდა მოკლა ბელი ან შვილი არაა ან არ ყავს შვილი როცა ბელიან დედა დათვს კლავს.
დედლის არ მიკვლაზე კი ხალხნო სად ვუყურო იხვს ეხლა მე კუჭუნებში 069 ან კურდღელი რო წამოხტება რომელი მოახერხებთ აზარტის შეკავებას და დაუწყებთ დაკვირვებას აბია თუ არ აბია 069



ზედმეტი არაფერი არ ვარგა
 
nugomonadireდრო: კვირა, 19.12.2010, 10:12:51 | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
PATARA-SAMO, სად დადის ძამიკო ეს ხმები ბაზიერელები ბრაკონიერები არიანო, ვინ ავრცელებს ასეთ პროვოკაციულ ჭორებს. ჩვენ აქ ბრაკონიერულს ყველაფერს ჩანასახშივე ვებრძვით და იოტისოდენა დარღვევას რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ. საიტებია ბრაკონიერული ფოტოებით და ვიდეოებით სავსეა მართლა და მართლა და ჩვენ სხვებს არ ვაკრიტიკებთ. ვის შემოუბრუნდა ენა ჩვენსკენ გლახად. მიუხედავათ იმისა რომ ბრაკონიერობა თვითონ როგორც პრობლემა სახელმწიფო დონეზეა მოსაგვარებელი, ვენ ჩვენს სათქმელსაც და გასაკეთებელსაც მაინც ვაკეთებთ ამ საიტზე და არავის არააქვს უფლება თითი ჩვენსკენ გამოიშვიროს ცუდად... 25 :25: 25

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/

შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - კვირა, 19.12.2010, 10:14:42
 
PATARA-SAMOდრო: კვირა, 19.12.2010, 12:45:25 | შეტყობინება # 97
ჯგუფი: წაშლილები





nugomonadire, მონადირეების სხვა და სხვა წრეში და ერთხელ და ორჯერ არ გამიგონია ეგეთი რამე.. და ამას ის იწვევს რო საიტზე ისეთი სურთები დევს რომელიც 100% ბრაკონიერულია არა კანონის თანახმად არამედ მორალიდან გამომდინარე.... ეგრე ტურებს რომ ვხოცავთ ჩვენც ბრაკები ვართ მარა მაგაზე არავინ არაფერს ამბობს პირიქით ყველა ფრთიანი ანგელოზი რომააა საიტზე (ზოგიერთი) ესენიც ნადირობენ სხვა და სხვა სახეობის ობიექტებზე... ასე რომ რამე უნდა ვქნათ................
 
terminatoriდრო: კვირა, 19.12.2010, 13:07:46 | შეტყობინება # 98
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა შემი აზრი დავაფიქსირო, ყველა მონადირეს გული შეგვტკივა ასე უკანონოდ და უმოწყალოდ რომ იხოცება საქართველოში ყველაფერი, მალე არც არაფერი არ დარჩება.რაოდენ ცუდად არ უნდა ჟღერდეს, იმ ბრაკონიერების ფოტოები, რომლებიც მოკლული დათვებით და სხვა ნადავლით იწონებენ თავს ამ საიტზე, გადავუგზავნოთ გარემოს დაცვის გენერალურ ინსპექციას და ჩაატარონ გამოძიება. ამით ისინი გაიგებენ რომ თითქმის კაცთმკვლელობას ჩ ადიან. სხვა გამოსავალი არაა. რამდენიმე ბრაკონიერს მაინც ვაზღვევინებთ პასუხს, ხოლო რამოდენიმე ათეულ დათვსა თუ სხვას გადავარჩენთ.

დამატებულია (19.12.2010, 12:07:46)
---------------------------------------------
და საერთოდ ძალიან მიკვირს, როდესაცგარემოს დაცვა ამ ფოტოებზე რეაგირებას არ ახდენს. მე პირადად საგამოძიებოს უფროსი ვიკავი და ვიცი, რომ კანონით ეგეთი რესურსი, როგორიც ფოტოა, შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც სამხილი. ან შევიკრიბოთ მონადირეების ჯგუფი და ერთობლივი განცხადებით მივმართოთ გარემოს დაცვას, თან სამხილიც წარვუდგინოთ და დაე ნურავინ დაიწყებს ძველბიჭურ ლაპარაკს, რომ ასე არ უნდაო, არა ის ჯობია მალე უდაბნოდ რომ იქცევა საქართველო.

 
toliaდრო: კვირა, 19.12.2010, 18:38:45 | შეტყობინება # 99
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, მართალი ხარ.ჩვენ ვიტყვით ჩვენსას და მცირე შედეგიც რო გამოიღოს პროგრესია აშკარად.ისე მართალია ეგ სახელმწიფო დონეზეა უკვე ეგ ბრაკონიერობა უფრო მეტი სიტყვა რო თქვან აშკარად შემცირდება.

ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
 
goga-0niდრო: კვირა, 19.12.2010, 22:57:35 | შეტყობინება # 100
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
terminatori, გამარჯობა მეგობარო, გარემოს დაცვაში ყველაფერი კარგად იციან ჩვენს საიტზეც შემოდიან მაგრამ ხმას ვერავის სცემენ იმიტომ რომ თქვენც ნახავდით მიშამ რა დღე აყარა გარემოს დაცვის მინისტრს კორუმპირებულია მთლიანად ეგ სამინისტრო სამასი კაციდან ასი დაიჭირეს და ასი კიდევ დასაჭერიაო მიშამ თქვა მე არ მითქვამს,თვითონ ეგენი არიან პირველი ბრაკონიერები და შეიძლება გეწყინოს მეგობარო მაგრამ სამართალ დამცავებიც ბევრი ვიცი ვინც დენის აპარატით აადუღეს რაჭის წყლები და კალმახი ცოცხლად ამოხარშეს, და ნადირზე აღარაფერს ვამბობ იმიტომ რომ მომეწყინა ტყვილად ლაპარაკი 25 54
 
მონადირეების ფორუმი » ნადირობა » ნადირობა » ბრაკონიერობის აფიშირება ფოტოალბომში
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)სასტენდო სროლა ...
  • 2.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 3.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 6.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 7.)საცვლელი ჩოკები
  • 8.)პნევმატური იარაღები
  • 9.)Huglu 104a
  • 10.)შეკითხვები მტაცებელ ფრინველებთან დაკავშირებით
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)Gogidze1
  • 2.)Tamazi8724
  • 3.)Vaxtang
  • 4.)Fridona7
  • 5.)GC
  • 6.)zurasha
  • 7.)Igor
  • 8.)8akaki8
  • 9.)dito30
  • 10.)gogliko1

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика